ბრძანება N 26634

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.12.2024
№ დოკუმენტი 26634
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 26634

19 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 9 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 დეკემბრის (ოქმი №130) სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 ნოემბრის №23587/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 9 ივნისის №90082/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 მაისის №006-197 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ ისევ არ არის გათვალისწინებული 2 ფიზიკურ პირზე (------- და -------) ბინის რეალიზაციასთან დაკავშირებით მათი არგუმენტი, რომ ისინი არიან ------- დაზარალებული პირები, რომლებსაც თანხა შეტანილი აქვთ ------- და შპს „-------“ მათგან არანაირი თანხა არ მიუღია. გადამხდელი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ოპერაციები შპს „-------“ რეალიზაცია არ არის.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3367 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3367 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 29 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შპს „-------“ (ს/ნ -------) შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 24 728 ლარით, მათ შორის, გადასახადი 16 485 ლარით და ჯარიმა 8 243 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 2 მაისის №006-197 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 9 ივნისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ივლისის №17161 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 22 ნოემბრის №23587/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ივლისის №17161 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მიერ მითითებულ ორ ფიზიკურ პირზე (------- და -------) რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრის საკითხის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 ნოემბრის №23587/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3367 ბრძანების აღსრულების შედეგების გასაჩივრების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული მომჩივნის მიერ მითითებულ ორ ფიზიკურ პირზე (------- და -------) რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრის საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ ------- მიერ ბინის შეძენა განხორციელდა ფიზიკური პირისაგან, აღნიშნულთან დაკავშირებით ხელშეკრულების წარმოდგენა შემოწმების პროცესში არ განხორციელებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადის თანხა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) მხოლოდ ამ ერთი ხელშეკრულების ნაწილში, სხვა დანარჩენ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული შედეგები დარჩა უცვლელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილი ამხანაგობის მიერ საკუთარი წევრისთვის წილის სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა დღგ-ითა და მოგების გადასახადით არ იბეგრება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, 2 ფიზიკურ პირზე (------- და -------) ბინის რეალიზაცია არ არის შპს „-------“ ოპერაცია. ვინაიდან ისინი არიან ------- დაზარალებული პირები, რომლებსაც თანხა შეტანილი აქვთ ------- და შპს „-------“ მათგან არანაირი თანხა არ მიუღია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირებსა და ------- (ამხანაგობა „-------“) შორის გაფორმებულია ხელშეკრულებები უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ (------- 2012 წელს და ------- 2013 წელს), შესაბამისად, ხელშეკრულების საგანია ამხანაგობის წევრებისთვის ქონების პირად საკუთრებაში გადაცემა. ასევე, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით ირკვევა, რომ ფიზიკურ პირებთან გაფორმებულია ხელშეკრულება „ამხანაგობის წევრობის შესახებ“ (------- 2008 წელს, ხოლო ------- 2010 წელს), ხელშეკრულების პრეამბულის მიხედვით მხარეები აღნიშნულს იღებენ ცნობად. ამასთან, ხელშეკრულებების და მათი დანართის მიხედვით, ფიზიკურ პირებს ნასყიდობის საგნის (უძრავი ქონების) ღირებულება გადახდილი აქვთ.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან ფიზიკურ პირებს (------- და -------) და ------- (ამხანაგობა „-------“) შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ზემოაღნიშნული პირები წარმოადგენენ ამხანაგობის წევრებს და მათ ხელშეკრულების საგნის, უძრავი ქონების ღირებულება დაფარული აქვთ, აღნიშნული ოპერაცია არ წარმოადგენს შპს „-------“ რეალიზაციას და ამ შემთხვევაში მითითებულ ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონების გადაცემა განხორციელდა საწარმოს მიერ ------- (ამხანაგობა „-------“) არსებული ვალდებულების შესრულების ფარგლებში. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ბინების რეალიზაციის ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა არამართლზომიერია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დასტურდება, რომ ------- და ------- ბინების გადაცემა განხორციელდა, როგორც ------- დაზარალებულ პირებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, აღნიშნული ბინების რეალიზებულად და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ------- და -------, როგორც ------- დაზარალებულ პირებზე, გადაცემული ბინების რეალიზებულად და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ ისევ არ არის გათვალისწინებული 2 ფიზიკურ პირზე ბინის რეალიზაციასთან დაკავშირებით მათი არგუმენტი. გადამხდელი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ოპერაციები მისი რეალიზაცია არ არის.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი - გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3367 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შეუმცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

შემოწმების აქტის საფუზველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან დასტურდება, რომ ბინების გადაცემა განხორციელდა, როგორც დაზარალებულ პირებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, აღნიშნული ბინების რეალიზებულად და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309(79; 80; 81);