ბრძანება N 27237
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27237
06 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“-ს (ს/ნ "------")
(მის.: "------")
2023 წლის 27 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №106) განიხილა შპს „-------“-ს (ს/ნ "------") №83808/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის №041-40 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობას. აცხადებს, რომ საწარმო საქონლის მიწოდებას ახორციელებს საბითუმოდ, შესაბამისად შემოწმების მიერ არ უნდა გავრცელებულიყო საცალო მიწოდების ფასნამატი.
2. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი იყო კრედიტორების მიერ გამოგზავნილი წერილები დავალიანების არქონის თაობაზე, ასევე, ინფორმაცია ავანსად გადახდილი თანხების შესახებ, რაც არ იქნა გათვალისწინებული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6461 და 23 ივნისის №14501 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს "------"-ს (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 27 აპრილიდან 2023 წლის 28 მარტის ჩათვლით, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 3 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 29 ივნისის №15221 ბრძანება და ამავე თარიღის №041-40 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 272 702 ლარი, მათ შორის, გადასახადი 162 553 ლარი, ჯარიმა 93 869 ლარი, საურავი 16 280 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N "------" საქმეზე, განზრახ დიდი ოდენობით გადასახადებისაგან თავის არიდების ფაქტზე. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლით "-----"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. საწარმო საქონლის შეძენას სრულად ახდენს იმპორტის გზით. პირს არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად განესაზღვრა 0 ლარის ღირებულების ფაქტიური სმფ-ების ნაშთი. საწარმომ წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა „ორისი“, თუმცა შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ ხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, შეუძლებელია რეალიზებული და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება, ვინაიდან პირი საქონელს ჩამოწერს ერთი ოპერაციის ფარგლებში წლის ბოლოს. გადასახადის გადამხდელის მიერ დაფუძნების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 336 914 ლარს, ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება - 579 143 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე და 73-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელთან გამოყენებულ იქნა სხვა მსგავსი საქონლის (კატეგორიების შესაბამისად) საცალო აუდირებული ფასნამატები. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმო დაფუძნებულია შესამოწმებელ პერიოდში, საწყისი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შემოწმების მიერ გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი რეალიზებულ იქნა პროპორციულად შესამოწმებელ პერიოდში. შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და პირის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. საწარმო საქონლის შეძენას სრულად ახდენს იმპორტის გზით (ჩინეთი, თურქეთი). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ პირს ჩინეთიდან შეძენილი აქვს 178 906 ლარის საინვოისო ღირებულების საქონელი, ხოლო არარეზიდენტ მომწოდებლებთან ბანკით გადარიცხული აქვს (შუამავალი არარეზიდენტის მეშვეობით) 515 823 ლარი. პირის ახსნა-განმარტებით, აღნიშნული სხვაობა წარმოადგენს ავანსს და საქონლის მოწოდება განხორციელდება მოგვიანებით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ავანსის (336 917 ლარი) გადახდა განხორციელდა 2022 წლის ნოემბრის თვეში, ხოლო საქონელი არ მიუღია საწარმოს. გადახდა განხორციელებულია სხვა იურიდიულ პირებთან, ხოლო საქონლის მომწოდებელი ფიქსირდება სხვა იურიდიული პირი. გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც შემოწმების მიერ იქნებოდა გათვალისწინებული, როგორც მომწოდებლისთვის წინასწარ გადახდილი ავანსი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982 მუხლების თანახმად, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. ამასთან, საწარმოს არ აქვს წარმოდგენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლებისათვის გადახდის დოკუმენტი, სარწმუნო ურთიერთშედარების აქტები და ახსნა-განმარტება შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისათვის სრულად გადახდის თაობაზე. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითიც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, თუმცა არც ახსნა-განმარტება და არც რაიმე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ იქნა წარმოდგენილი, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისათვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, დარჩენილი 25% საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო პროგრამით და შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ მოხდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, შეუძლებელი იყო რეალიზებული და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება, ვინაიდან პირი საქონელს ჩამოწერდა ერთი ოპერაციის ფარგლებში წლის ბოლოს. ამასთან, საწარმოს არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა და დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა, შემოწმებით გამოყენებულ იქნა სხვა მსგავსი საქონლის (კატეგორიების შესაბამისად) საცალო აუდირებული ფასნამატი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის მიეკუთვნება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული საქონელი შეძენილი აქვს არარეზიდენტი მომწოდებლებისგან, მაგრამ ბანკში გადახდილი თანხის მიმღები არ წარმოადგენს იმპორტიორ კომპანიებს. შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა შედარების აქტები არარეზიდენტ მომწოდებლებთან, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ აღმოჩნდა სარწმუნო და შემოწმების მიერ არ მოხდა მათი გათვალისწინება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“-ს (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობას.
2. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი იყო კრედიტორების მიერ გამოგზავნილი წერილები დავალიანების არქონის თაობაზე, ასევე, ინფორმაცია ავანსად გადახდილი თანხების შესახებ, რაც არ იქნა გათვალისწინებული.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე და 73-ე მუხლების თანახმად, გადამხდელთან გამოყენებულ იქნა სხვა მსგავსი საქონლის საცალო აუდირებული ფასნამატები. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმო დაფუძნებულია შესამოწმებელ პერიოდში, საწყისი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შემოწმების მიერ გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი რეალიზებულ იქნა პროპორციულად შესამოწმებელ პერიოდში. შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და პირის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
2.შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი.იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისათვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, დარჩენილი 25% საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),97,982,101,105,154,159,163,164.