ბრძანება N 5395
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5395
12 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 30 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა შპს „---------” (ს/ნ ----------) 2023 წლის 30 იანვრის №14827/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №084-14 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის დირექტობზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები პრაქტიკულად საბანკო გადარიცხვებით არის მიღებული და სრულად გამჭვირვალეს და უტყუარს წარმოადგენს. საწარმოს პრაქტიკულად არ გააჩნია სალარო და გასავლის ოპერაცია ხორციელდება ბანკით, გამონაკლისს წარმოადგენდა ერთადერთი შემთხვევა 2021 წლის 25 სექტემბერს, როცა 52 000 ლარი ბანკიდან იქნა გამოტანილი და კონვეტრაციის შემდეგ დაბრუნებულ იქნა სავალუტო ანგარიშზე, რამდენადაც საწარმო აპირებდა ტექნიკის შესაძენად უცხოეთში გადარიცხვის განხორციელებას, თუმცა ოპერაცია არ განხორციელდა და თანხა გამოყენებულ იქნა სხვა ხარჯების დასაფარად. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ შემმოწმებლების მიერ შესამოწმებელი პერიოდის სალაროს საწყის ნაშთად დაფიქსირებული აქვთ საწარმოს მიერ წარდგენილი 2020 წლის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული რიცხვი 197 107 ლარი, რაც შესაბამისი ფინანსური ანგარიშის მიხედვით მოიცავს ფულის ნაშთს როგორც სალაროში, ისე ბანკში, თუმცა საწარმო სალაროს ანგარიშს პრაქტიკულად არ აწარმოებს. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ ასევე არ არის გათვალისწინებული შესამოწმებელ პერიოდში მიუღებელი შემოსავლები, კერძოდ --------- მუნიციპლიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, შპს „----------” წარმოადგენდა შპს „-----------“-ის ქვეკონტრაქტორს, თუმცა ვერ მოხერხდა ობიექტის დროულად ჩაბარება, ხოლო შპს „-----------“-ს საწარმოსთვის თანხა პრაქტიკულად არ გადაუხდია და დღესაც ირიცხება დებიტორულ დავალიანებად, ხოლო --------- მერიის მიერ განხორციელებული სანქციები მიჩნეულ იქნა არაკანონზომიერად, რასთან დაკავშირებითაც შეტანილია სარჩელი სასამართლოში. გადამხდელი ასევე მიუთითებს მის მიერ შემმოწმებლისთვის გადაგზავნილ დებიტორ-კრედიტორების მონაცემებში დაშვებულ შეცდომაზე და ითხოვს მის კორექტირებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ გაურკვეველია ვის მიერ და რა კრიტერიუმებით განხორციელდა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, რამდენადაც ქონების ვიზუალური დათვალიერება არ მომხდარა, ამასთან, საწარმოს ბალანსზე რიცხული ტრაქტორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოსულია მწყობრიდან და 10 წელზე მეტია ექსპლუატაციაში არ იმყოფება. გადამხდელი ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გაურკვეველია აღნიშნულ ნაწილში ჯარიმის დაკისრებაც. შედეგად, გადამხდელი ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7464 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------------” (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 11 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 21 დეკემბრის №32296 ბრძანება და ამავე თარიღის №084-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 127 226 ლარი, მათ შორის, გადასახადი 76 624 ლარი, ჯარიმა 38 312 ლარი, საურავი 12 290 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობას წარმოადგენდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ ახორციელებს ბასს-ის მიხედვით. შესაბამისად, მის მიერ ვერ იქნა მოწოდებული ბუღალტერია. გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ედრება მის მიერ დეკლარირებულ დღგ-ის დეკლარაციაში ასახულ რეალიზაციას. შემოწმების მიერ შედგენილ იქნა ფულის მოძრაობის ცხრილი. სალაროს საწყის ნაშთად აღებულ იქნა მის მიერ წარდგენილ 2020 წლის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული რიცხვი 197 107 ლარი. გადამხდელის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა დებიტორკრედიტორების ცხრილი, რომელსაც დაეყრდნო შემოწმება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა საწარმოს სალაროს ნაშთის ინვენტარიზაცია, გამოვლენილმა ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოწმების მიერ მომზადებული ფულის მოძრაობის ცხრილის მიხედვით, სალაროს ნაშთმა შეადგინა 291 597 ლარი. მიღებული სხვაობა, განკარგვადი თანხა, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბალანსზე აღრიცხულია სპეცტექნიკა (ტრაქტორები, სატვირთო ავტ. მანქანები). ვინაიდან, გადამხდელის მიერ ვერ იქნა მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვა და ტექნიკის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ აღნიშნული ტექნიკა შეფასებულ იქნა საბაზრო ღირებულებით. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებულ იქნა ერთი ტრაქტორი, რაზეც გამოწერილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა. აღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებული ფასი ედრება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საბაზრო ფასს. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად განისაზღვრა ქონების გადასახადის ოდენობა და გადამხდელს დაერიცხა გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შესაბამისად, მის მიერ ვერ იქნა შემოწმებისთვის წარდგენილი ბუღალტერია. შემოწმების მიერ შედგენილ იქნა ფულის მოძრაობის ცხრილი. სალაროს საწყის ნაშთად აღებულ იქნა მის მიერ წარდგენილ 2020 წლის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული თანხა 197 107 ლარი. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის ასევე წარდგენილ იქნა დებიტორ-კრედიტორების ცხრილი, რომელსაც დაეყრდნო შემოწმება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა საწარმოს სალაროს ნაშთის ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც გამოვლენილმა ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოწმების მიერ მომზადებული ფულის მოძრაობის ცხრილის მიხედვით, სალაროს ნაშთმა შეადგინა 291 597 ლარი. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ გაანგარიშებული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით),საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996-ის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 -ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების თანახმად:
1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, წესი არ ვრცელდება:
ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე;
გ) იმ შემთხვევაზე, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის შესაძლებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილში მითითებული საფუძვლის გარეშე (მაგალითად: ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონების ღირებულება; ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის აღურიცხველობის გამოვლენა; გადამხდელთან არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის საბალანსო ღირებულების განსაზღვრის შეუძლებლობა და ა. შ.)
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბალანსზე აღრიცხულია სპეცტექნიკა (ტრაქტორები, სატვირთო ავტ. მანქანები). გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის ვერ იქნა მიწოდებული ბუღალტრული აღრიცხვა და ტექნიკის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებულ იქნა ერთი ტრაქტორი, რაზეც გამოწერილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებული ფასი ედრება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საბაზრო ფასს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლებისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, განსაზღვრულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი სავადო თარიღების მიხედვით დასაბეგრი ქონების (მათ შორის, მოძრავი ქონების – დანადგარის) საბაზრო ღირებულებაზე ქონების გადასახადი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ქონების საბაზრო ღირებულებით ქონების გადასახადის განსაზღვრა და მასზე დაკისრებული სანქციები მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------” (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის დირექტობზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმებით დადგენდა რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შესაბამისად, მის მიერ ვერ იქნა შემოწმებისთვის წარდგენილი ბუღალტერია.შემოწმების მიერ შედგენილ იქნა ფულის მოძრაობის ცხრილი. სალაროს საწყის ნაშთად აღებულ იქნა მის მიერ წარდგენილ 2020 წლის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული თანხა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა საწარმოს სალაროს ნაშთის ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც გამოვლენილმა ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოწმების მიერ მომზადებული ფულის მოძრაობის ცხრილის მიხედვით, სალაროს ნაშთმა შეადგინა 291 597 ლარი. გამოლენილი სხვაობა, დაკვალიფიცირდა დირექტობზე გაცემულ ხელფასად.
2.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბალანსზე აღრიცხულია სპეცტექნიკა. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის ვერ იქნა მიწოდებული ბუღალტრული აღრიცხვა და ტექნიკის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებულ იქნა ერთი ტრაქტორი, რაზეც გამოწერილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებული ფასი ედრება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საბაზრო ფასს. განსაზღვრულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი სავადო თარიღების მიხედვით დასაბეგრი ქონების (მათ შორის, მოძრავი ქონების – დანადგარის) საბაზრო ღირებულებაზე ქონების გადასახადი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1)154(1);202(1,41);205(2);