გადაწყვეტილება №20957/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20957/2/2023
20 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 1.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20957/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6239 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.08.2023 წლის №022-36 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.09.2023 წლის №22504 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 674 648 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 317 989
დღგ - 32 229
საშემოსავლო გადასახადი - 285 760
ჯარიმა - 164 213
საურავი - 192 446
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 21.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 23.09.2022 წლის №022-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6239 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაცემული ხელფასების (ორმაგად) დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბანკო ანგარიშებიდან განაღდებული და გადახდილი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის (მ.შ. გაწეული ხარჯის) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დარჩენილი შემოსავლები, შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, დააკვალიფიციროს საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6239 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება წინა პერიოდებში არსებული ვალდებულებების და შემოწმების პერიოდში მისი დაფარვის დასადასტურებლად. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში საკმარისი საფუძვლების არარსებობის გამო, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას არ წარუდგინა სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, საბანკო ანგარიშებიდან განაღდებული/გადახდილი თანხების დაბეგვრასთან დაკავშირებით, საკითხის შესწავლის და კონკრეტული ანგარიშების განხორციელების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ნაცვლად 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №9-ის მეთოდის გამოყენება, კერძოდ, ფიზიკურ პირზე უპროცენტო სესხის გაცემად გადაკვალიფიცირება და მისი მოგების გადასახადით, ხოლო საპროცენტო სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, არ წარმოშობდა საწარმოსთვის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 4.08.2023 წლის №022-36 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.09.2023 წლის №22504 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას), ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიუხედავად, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი სადავო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მათ შორის, წინა პერიოდებში წარმოქმნილი ვალდებულებების არსებობის და შემოწმების პერიოდში მისი დაფარვის, ასევე, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ხოლო რაც შეეხება სალაროს არაგონივრული ნაშთის და საბანკო ანგარიშებიდან განაღდებული/გადახდილი თანხების შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებას, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებით გამოვლინდა სხვაობა განაცემებში გადახდილი ხელფასებისა და მიღებული მომსახურების ანაზღაურების ნაწილში. შემოწმებით დაიბეგრა საწარმოს მიერ გადახდილი ხელფასები და მომსახურების ანაზღაურებები, რომლებიც არ იყო ასახული შესაბამისის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნაწილობრივ არ ეთანხმება აუდიტორს, რადგანაც საზოგადოებას ნაწილი ფიზიკური პირებისგან ჰქონდა ნასესხები თანხები, რაც ეტაპობრივად იფარებოდა კომპანიის მიერ. შესაბამისად აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
საწარმოს დირექტორზე (------) სახელფასო განაცემად კვალიფიცირებულ თანხასთან დაკავშირებით არ ეთანხმება აუდიტორის შეფასებას შემდეგი გარემოებების გამო: აუდიტორის მიერ არ იქნა გათვალიწინებული, როგორც სამივლინებო ასევე წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლის საერთო თანხამ შეადგინა 482 000 ლარი. ითხოვს, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების გონივრულ ფარგლებში ხარჯად აღიარებას, რაზაც წარმოდგენილი ექნება გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი დასაბუთება. რაც შეეხება 516 570 ლარი საზოგადოებას სესხად ჰქონდა გაცემული დათა კვარაცხელიაზე. აღნიშნული თანხა შესაბამისი თვეების მოგების გადასახადის დეკლარაციაში არ იყო ასახული უცოდინარობის გამო.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.
შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6239 ბრძანებით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაცემული ხელფასების (ორმაგად) დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბანკო ანგარიშებიდან განაღდებული და გადახდილი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის (მ.შ. გაწეული ხარჯის) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დარჩენილი შემოსავლები, შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, დააკვალიფიციროს საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება წინა პერიოდებში არსებული ვალდებულებების და შემოწმების პერიოდში მისი დაფარვის დასადასტურებლად. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში საკმარისი საფუძვლების არარსებობის გამო, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, საბანკო ანგარიშებიდან განაღდებული/გადახდილი თანხების დაბეგვრასთან დაკავშირებით, საკითხის შესწავლის და კონკრეტული ანგარიშების განხორციელების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ნაცვლად 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №9-ის მეთოდის გამოყენება, კერძოდ, ფიზიკურ პირზე უპროცენტო სესხის გაცემად გადაკვალიფიცირება და მისი მოგების გადასახადით, ხოლო საპროცენტო სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, არ წარმოშობდა საწარმოსთვის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
ამასთან, საბანკო ანგარიშებიდან განაღდებული/გადახდილი თანხების დაბეგვრასთან დაკავშირებით, საკითხის შესწავლის და კონკრეტული ანგარიშების განხორციელების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ნაცვლად 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №9-ის მეთოდის გამოყენება, კერძოდ, ფიზიკურ პირზე უპროცენტო სესხის გაცემად გადაკვალიფიცირება და მისი მოგების გადასახადით, ხოლო საპროცენტო სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, არ წარმოშობდა საწარმოსთვის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან შემოწმების შედეგების გადაანგარიშების გასაჩივრების ეტაპზე მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მის მიერ მითითებული მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6239 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6239 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6239 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება წინა პერიოდებში არსებული ვალდებულებების და შემოწმების პერიოდში მისი დაფარვის დასადასტურებლად. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში საკმარისი საფუძვლების არარსებობის გამო, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას არ წარუდგინა სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, საბანკო ანგარიშებიდან განაღდებული/გადახდილი თანხების დაბეგვრასთან დაკავშირებით, საკითხის შესწავლის და კონკრეტული ანგარიშების განხორციელების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ნაცვლად 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №9-ის მეთოდის გამოყენება, კერძოდ, ფიზიკურ პირზე უპროცენტო სესხის გაცემად გადაკვალიფიცირება და მისი მოგების გადასახადით, ხოლო საპროცენტო სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, არ წარმოშობდა საწარმოსთვის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6239 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა""დ"), 298(2).