ბრძანება N 4122
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4122
06.03.2023
შპს „--------“ (ს/ნ -------)
(მის.:----------------------)
2022 წლის 11 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის (ოქმი №18) განიხილა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 1 დეკემბრის №17639/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-----------“ (ს/ნ-----------) №134849/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 30 ივნისის №17011 ბრძანებას შპს „-----------“ (ს/ნ-----------) კუთვნილი საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით შპს „-----------“ (ს/ნ-----------) არ წარმოადგენს არც ტვირთის მესაკუთრეს/ტვირთმფლობელს და არც მინდობილ პირს. იგი როგორც ექსპედიტორი, წარმოადგენს მხოლოდ კონტეინერის მიმღებს, ხოლო დეკლარირებაზე უფლებამოსილი და ვალდებული პირი არის ---------LTD. კომპანიას არ ჰქონდა ტვირთის შესყიდვის კომერციული დოკუმენტაცია, რომლის გარეშეც საქონლის დეკლარირება ვერ განხორციელდება. მის ვალდებულებაში შედიოდა მხოლოდ ექსპედიტორ/გადამზიდველის ფუნქცია და დაუშვებლად მიაჩნია სადავო აქტის გამოცემა რადგან მისი მოსაზრებით, სამართლებრივად გაუმართლებელია კომპანიისთვის ქონების ჩამორთმევა და გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ბრძანების ბათილად ცნობას, რათა დეკლარანტს მიეცეს საშუალება განახორციელოს ტვირთზე საბაჟო პროცედურები კუთვნილ ტვირთზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „-----------“ (ს/ნ-----------) მიერ 2022 წლის 11 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტი „--------------“ გავლით №----------- კონტეინერით სხვა საქონელთან ერთად საქართველოში შემოტანილ იქნა და შპს „-----------“ (ს/ნ-----------) საბაჟო საწყობში განთავსდა 1 ერთეული მოწყობილობა (წონით 425 კგ).
ვინაიდან აღნიშნული საქონლის დეკლარირება არ განხორციელდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----------“ უფლებამოსილი პირის მიერ, 2022 წლის 10 ივნისს შედგენილ იქნა №EL168296 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც №------------- კონტეინერის მიმღებს (საზღვაო ხაზის №--------- კონოსამენტის მიხედვით) – შპს „-----------“ (ს/ნ-----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შპს „-----------“ (ს/ნ-----------) გაეგზავნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ 2022 წლის 10 ივნისის №21-10-19/52475 წერილობითი შეტყობინებით და ეცნობა, რომ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელების მიზნით საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად მიეცა 10 დღე (წერილის ჩაბარებიდან). ამასთან, მითითებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის მიმართ განხორციელდებოდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საქონლის განკარგვის ღონისძიებები. საბაჟო დეპარტამენტის №21-10-19/--------- (10.06.2022) შეტყობინებას შპს „------------“ (ს/ნ -----------) გაეცნო 2022 წლის 13 ივნისს, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად ჩაითვალა ადრესატისთვის ჩაბარებულად.
ვინაიდან, შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში შპს „-----------“ (ს/ნ-----------) მიერ კუთვნილი საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა ან საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა, 2022 წლის 30 ივნისს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოიცა №17011 ბრძანება, შპს „-----------“ (ს/ნ-----------) კუთვნილი საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს №22022 ბრძანებით შპს „-----------“ (ს/ნ-----------) №134849/21 საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №17639/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მომცივნის მიერ საქართველოში შემოტანილი და შპს „-----------“ (ს/ნ-----------) საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის დეკლარირება არ განხორციელდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნულ საქონელზე საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა ან საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა საბაჟო ორგანოს მხრიდან მომჩივნის წერილობით გაფრთილების შემდეგაც.
საბჭომ ყურადღება გაამახვილა მომჩივნის არგუმენტზე, სადაც მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურმა არასწორად განმარტა, თუ ვინ არის განსახილველ საქმეში დეკლარანტი, ტვირთმიმღები და შესაბამისად ვის ეკისრება დეკლარანტის ვალდებულებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა. გასაჩივრებული ბრძანებით ასევე დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება, რომელიც მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში უშვებს მესაკუთრისთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევას. განსახილველ შემთხვევაში კი შემოსავლების სამსახურის ბრძანებით კომპანიას ჩამოერთვა საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც მას არ ეკუთვნის, ის ---------- LTD-ის საკუთრებაა, რომელსაც საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევით არ გაეგზავნა შეტყობინება, არც ბრძანება და არ მისცემია აღნიშნული დოკუმენტების გასაჩივრების საშუალება.
აღნიშნულის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შესწავლას. ამ მიზნით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. შესაბამისად, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 წლის №22022 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანომ საქონლის განკარგვის მიზნით მის მიმართ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საბაჟო სანქციის სახით საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა;
ბ) საქონლის განადგურება;
გ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები საბაჟო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება იმ საქონლის მიმართ, რომლის (მათ შორის, დროებით შენახული საქონლის) მიმართაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა ან რომლის მიმართაც აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საბაჟო საბაჟო ორგანო დეკლარანტს წერილობით ატყობინებს საქონლის განკარგვის განზრახვის შესახებ და ადგენს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადაში დეკლარანტის მიერ აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან საქონლის განადგურებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა და სადავოდ არ არის გამხდარი შემდეგი:
შპს „-----------“ (ს/ნ-----------) მიერ 2022 წლის 11 აპრილს, №------------ კონტეინერით სხვა საქონელთან ერთად საქართველოში შემოტანილ იქნა და შპს „-----------“ (ს/ნ-----------) საბაჟო საწყობში განთავსდა 1 ერთეული მოწყობილობა (წონით 425 კგ).
№-------- კონტეინერის მიმღებს (საზღვაო ხაზის №----------- კონოსამენტის მიხედვით), წარმოადგენს შპს „-----------“ (ს/ნ-----------). ვინაიდან საქონლის დეკლარირება არ განხორციელდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, 2022 წლის 10 ივნისს შედგა №EL168296 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----------“ (ს/ნ-----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შპს „-----------“ (ს/ნ-----------) 2022 წლის 10 ივნისის №21-10-19/52475 წერილობითი შეტყობინებით გაეგზავნა №EL168296 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და მიეცა წინადადება საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ვადა (10 დღე) ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელების მიზნით. ასევე ეცნობა, რომ ამ ვადაში მითითებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქონლის მიმართ განხორციელდებოდა საქონლის განკარგვის ღონისძიებები.
№21-10-19/------- (10.06.2022) შეტყობინებას მომჩივანი გაეცნო 2022 წლის 13 ივნისს, თუმცა მომჩივის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი საბაჟო პროცედურის განსაზღვრა ან საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს და სხვა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.შპს „-----------“ (ს/ნ-----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.