ბრძანება N 20339
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20339
16 სექტემბერი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2026 წლის 4 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 აგვისტოს №27634/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 4 მაისის №102150/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 7 აპრილის №001-75 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა შედარების აქტი, თუმცა, ვინაიდან მეორე მხარე წარმოადგენს უცხოურ კომპანიას, მათ მიერ დროულად ვერ მოხერხდა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება. ამასთან, მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ წარმოადგინა აპოსტილით დამოწმებული შედარების აქტი და ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს აღნიშნული დოკუმენტის გათვალისწინება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3802 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ, არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის ავანსად გადახდილ თანხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ურთიერთშედარების აქტები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3802 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 3 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 7 აპრილის №001-75 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2026 წლის 4 მაისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 4 ივნისის №12186 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 24 აგვისტოს №27634/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 4 ივნისის №12186 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 აგვისტოს №27634/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია:
„საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც განმარტავს, რომ ვინაიდან, დებიტორი კომპანია წარმოადგენს უცხოურ კომპანიას მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაგვიანდა დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება. საჩივარს თან ერთვის აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი, შედარების აქტი, რომელიც არ ყოფილა შემოწმების დროს და დავების ეტაპზე. შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, მათ შორის 2026 წლის 24 ივნისს დამატებით წარმოდგენილი განცხადების და თანდართული მასალების, ვინაიდან წარმოდგენილია დავის განხილვის ამ ეტაპზე.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საქმეზე წარმოდგენილ მასალებზე, მხარეთა არგუმენტებზე, ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის არგუმენტების და წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ივნისის №13219 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 24 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 26 დეკემბრის №28586 ბრძანება და ამავე თარიღის №001-314 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით პირს დამატებით საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 367 178 ლარი, მათ შორის გადასახადი 203 631 ლარი, ჯარიმა 104 017 ლარი და საურავი 59 530 ლარი. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3802 ბრძანებით გადასახადის გადამხდელმა 2026 წლის 28 თებერვალს ელექტრონული ფორმით წარმოადგინა 2025 წლის 7 აგვისტოს შედგენილი ურთიერთშედარების აქტები, რომელიც არ არის დამოწმებული სათანადო წესით. დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების (ურთიერთშედარების აქტების) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით არ არსებობს სათანადო საფუძვლები, რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში არ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილია აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი, შედარების აქტი, რომელიც საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტი, შედარების აქტი და თუ, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დოკუმენტი დამოწმებულია სათანადო წესით, არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის ავანსად გადახდილი თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თახები დაექვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტი, შედარების აქტი და თუ, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დოკუმენტი დამოწმებულია სათანადო წესით, არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის ავანსად გადახდილი თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თახები დაექვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ წარმოადგინა აპოსტილით დამოწმებული შედარების აქტი და ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს აღნიშნული დოკუმენტის გათვალისწინება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ივნისის №13219 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 24 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით პირს დამატებით საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 367 178 ლარი, მათ შორის გადასახადი 203 631 ლარი, ჯარიმა 104 017 ლარი და საურავი 59 530 ლარი.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3802 ბრძანებით გადასახადის გადამხდელმა 2026 წლის 28 თებერვალს ელექტრონული ფორმით წარმოადგინა 2025 წლის 7 აგვისტოს შედგენილი ურთიერთშედარების აქტები, რომელიც არ არის დამოწმებული სათანადო წესით. დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების (ურთიერთშედარების აქტების) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით არ არსებობს სათანადო საფუძვლები, რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში არ დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტი, შედარების აქტი და თუ, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დოკუმენტი დამოწმებულია სათანადო წესით, არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის ავანსად გადახდილი თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თახები დაექვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,154.