გადაწყვეტილება №17793/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.12.2022
№ დოკუმენტი 17793/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17793/2/2022

8.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----------- (პ/ნ -----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------------ს 19.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17793/2/2022).

 

დავის საგანი:

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №ELC14116 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22904 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

6.09.2018 წელს, საბაჟო გამშვები პუნქტი „--------ს“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის ------------ს მიერ შემოყვანილ --------------ში რეგისტრირებული №-------- (ს/ნ ------------) მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 5.11.2018 წელი. აღნიშნულ ვადაში მომჩივნის მიერ არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევის ფაქტზე, 31.12.2021 წელს დაუსწრებლად შედგენილი №ELC14116 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.09.2022 წლის №22904 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისთვის კი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ავტომობილი სრულად გამოვიდა მწყობრიდან და არ ექვემდებარებოდა შეკეთებას. ავტომობილი ჩამოწერილია ------ში. 2022 წლის ივლისის თვეში მისთვის ცნობილი გახდა, რომ აქვს გადასახდელი ჯარიმა 1 000 ლარი. არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სატრანსპორტო საშუალება უნდა გაეყვანა საზღვარგარეთ. ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება ჩამოწერილია და არ ექვემდებარება შეკეთებას. მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ 6.09.2018 წელს, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------ს“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ----------ს (პ/ნ ---------------) მიერ შემოტანილი იქნა ---------ში რეგისტრირებული №------------ (ს/ნ ----------------) მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 5.11.2018 წელი.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა შემოტანილი რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება დანიშნულების საბაჟო ორგანოში არ წარადგინა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, არ განხორციელებულა სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, საბჭო მიიჩნევს, რომ დასტურდება მომჩივნის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.