ბრძანება N 16910
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16910
12 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 27 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 27 აპრილის №80620/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №024-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, განსაზღვრულ ფასნამატს 36-40% და შეძენილი ხილ-ბოსტნეულის სრულად რეალიზებულად განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული შემოსავლის ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ ვისგანაც შეიძინა საქონელი და გასცა თანხა, გარდაცვლილია, შესაბამისად საბუთს ვერ წარმოადგენს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №2600 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 9 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6842 ბრძანება და ამავე თარიღის №024-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 157 473 ლარი, მათ შორის გადასახადი 101 355 ლარი, ჯარიმა 50 778 ლარი, საურავი 5 340 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------)) გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 26 თებერვალს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს შესყიდული სმფ და ახორციელებდა არსებული ხილ-ბოსტნეულის ნაშთის რეალიზაციას. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წერილობით წარმოადგინა დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებისა და საქონლის ნაშთზე ინფორმაცია. შემოწმების მიერ, ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე საკონტროლო-სალარო აპარატით დაფიქსირებულ მონაცემებსა და დოკუმენტურად რეალიზებულ საქონლის ღირებულებას შორის სხვაობა მიჩნეულ იქნა საცალო რეალიზაციად და აღნიშნული დადებითი სხვაობით კორექტირებულ იქნა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ-ის თანხა და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. შემოწმების მიერ პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, საკონტროლო სალარო აპარატისა და დეკლარირებული (დღგ) მონაცემების გათვალისწინებით რეალიზებული საქონლიდან გამომდინარე შესამოწმებელ პერიოდში განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციით დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა გადამხდელის მიერ წერილობით მოწოდებული (დებიტორულკრედიტორულ დავალიანება და სალაროს ნაშთი) ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდი არ არის გამოყენებული და შესაბამისად, არც საქონელზე გავრცელებულა ფასნამატი. შემოწმების მიერ, საკონტროლო-სალარო აპარატით დაფიქსირებულ მონაცემებსა და დოკუმენტურად რეალიზებულ საქონლის ღირებულებას შორის სხვაობა მიჩნეულ იქნა საცალო რეალიზაციად, გამოვლენილი დადებითი სხვაობით კორექტირებულ იქნა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემოწმებით პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, საკონტროლო სალარო აპარატისა და დეკლარირებული (დღგ) მონაცემების გათვალისწინებით რეალიზებული საქონლიდან გამომდინარე შესამოწმებელ პერიოდში განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციით დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა გადამხდელის მიერ წერილობით მოწოდებული (დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანება და სალაროს ნაშთი) ინფორმაციის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, განსაზღვრულ ფასნამატს 36-40% და შეძენილი ხილ-ბოსტნეულის სრულად რეალიზებულად განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული შემოსავლის ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ ვისგანაც შეიძინა საქონელი და გასცა თანხა, გარდაცვლილია, შესაბამისად საბუთს ვერ წარმოადგენს.
ფაქტობრივი გარემოებები
1. მომჩივანი გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 26 თებერვალს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს შესყიდული სმფ და ახორციელებდა არსებული ხილ-ბოსტნეულის ნაშთის რეალიზაციას. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წერილობით წარმოადგინა დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებისა და საქონლის ნაშთზე ინფორმაცია. შემოწმების მიერ, ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე საკონტროლო-სალარო აპარატით დაფიქსირებულ მონაცემებსა და დოკუმენტურად რეალიზებულ საქონლის ღირებულებას შორის სხვაობა მიჩნეულ იქნა საცალო რეალიზაციად და აღნიშნული დადებითი სხვაობით კორექტირებულ იქნა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ-ის თანხა და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. შემოწმების მიერ პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, საკონტროლო სალარო აპარატისა და დეკლარირებული (დღგ) მონაცემების გათვალისწინებით რეალიზებული საქონლიდან გამომდინარე შესამოწმებელ პერიოდში განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციით დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა გადამხდელის მიერ წერილობით მოწოდებული (დებიტორულკრედიტორულ დავალიანება და სალაროს ნაშთი) ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1„ა“); 275;
(2021 წლამდე მოქმედი) 160(„ა“); 161(1„ა“)