გადაწყვეტილება №21839/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21839/2/2024
10 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 3.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №21839/2/2024, 21840/2/2024, 21842/2/2024, 21843/2/2024, 21844/2/2024, 21845/2/2024, 21848/2/2024, 21849/2/2024, 21850/2/2024, 21851/2/2024, 21852/2/2024, 21853/2/2024, 21854/2/2024, 21855/2/2024, 21856/2/2024, 21857/2/2024, 21858/2/2024 21859/2/2024, 21860/2/2024, 21861/2/2024, 21862/2/2024, 21863/2/2024, 21864/2/2024, 21865/2/2024 21866/2/2024, 21867/2/2024, 21868/2/2024, 21869/2/2024, 21873/2/2024, 21875/2/2024, 21876/2/2024 21877/2/2024, 21878/2/2024, 21879/2/2024, 21880/2/2024, 21881/2/2024, 21883/2/2024, 21884/2/2024 21885/2/2024, 21886/2/2024, 21887/2/2024, 21889/2/2024, 21890/2/2024, 21891/2/2024, 21892/2/2024 21893/2/2024, 21894/2/2024, 21895/2/2024, 21896/2/2024, 21897/2/2024, 21898/2/2024, 21899/2/2024 და 21905/2/2024).
დავის საგანი:
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2023 წლის 1) №ELC24258, 2) №ELC24259, 3) №ELC24260, 4) №ELC24261, 5) №ELC24262, 6) №ELC24263, 7) №ELC24264, 8) №ELC24265, 9) №ELC24266, 10) №ELC24267, 11) №ELC24268, 12) №ELC24269, 13) №ELC24270, 14) №ELC24271, 15) №ELC24272, 16) №ELC24273, 17) №ELC24274, 18) №ELC24275, 19) №ELC24276, 20) №ELC24277, 21) №ELC24278, 22) №ELC24279, 23) №ELC24280, 24) №ELC24281, 25) №ELC24282, 26) №ELC24283, 27) №ELC24284, 28) №ELC24285, 29) №ELC24286, 30) №ELC24287, 31) №ELC24288, 32) №ELC24289, 33) №ELC24290, 34) №ELC24291, 35) №ELC24292, 36) №ELC24293, 37) №ELC24294, 38) №ELC24295, 39) №ELC24296, 40) №ELC24297, 41) №ELC24298, 42) №ELC24299, 43) №ELC24300, 44) №ELC24301, 45) №ELC24302, 46) №ELC24303, 47) №ELC24304, 48) №ELC24305, 49) №ELC24306, 50) №ELC24307, 51) №ELC24308, 52) №ELC24309 და 53) №ELC24310 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები;
2. შემოსავლების სამსახურის 17.11.2023 წლის 1) №28399, 2) №28400, 3) №28403, 4) №28404, 5) №28409, 6) №28410, 7) №28412, 8) №28413, 9) №28415, 10) №28422, 11) №28424, 12) №28426, 13) №28437, 14) №28439, 15) №28440, 16) №28442, 17) №28444, 18) №28446, 19) №28447, 20) №28448, 21) №28449, 22) №28450 და 23) №28451 ბრძანებები;
3. შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის 1) №28553, 2) №28554, 3) №28555, 4) №28556, 5) №28557, 6) №28558 და 7) №28559 ბრძანებები;
4. შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის 1) №28452, 2) №28594, 3) №28595, 4) №28596, 5) №28597, 6) №28598, 7) №28599, 8) №28600, 9) №28601, 10) №28602, 11) №28604, 12) №28606, 13) №28607, 14) №28608, 15) №28610, 16) №28611, 17) №28612, 18) №28613, 19) №28614, 20) №28615, 21) №28616, 22) №28617 და 23) №28618 ბრძანებები.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 53 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე "------"-ის (პ/ნ "-------") მიერ (რომელიც წარმოადგენდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დარღვეული იყო გამოცხადების/დეკლარირების ვადები, კერძოდ: სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 2020 წლის სხვადასხვა პერიოდში და დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განესაზღვრა 2020 წლის სხვადასხვა პერიოდი.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ შესრულებულა საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მათი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2023 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 ნაწილებზე, 71-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 165-ე მუხლზე. დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივანი არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების წარმომადგენელი და მის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება. დადგენილია ასევე, რომ სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების/დეკლარირების ვადა განისაზღვრა კანონმდებლობით გათვალისწინებული 60 კალენდარული დღით, თუმცა მომჩივნის მიერ არ განხორციელებულა ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადის დარღვევას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ადმინისტრაციული აქტებით საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ავტომანქანები საბაჟო პროცედურების დაცვით საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილია არა მომჩივნის არამედ სხვა პირის მიერ (შემოსვლების სამსახურის შეტყობინება), უფრო მეტიც შეტყობინების გაფორმებისას უკვე ნათელი იყო, რომ აღნიშნულ ავტომანქანებს უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, რადგან მომსახურების საფასურთან ერთად გადახდილი ჰქონდა გარე ტრანზიტის მომსახურების საფასური.
მოცემულ შემთხვევაში არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ ავტომანქანებთან როგორც მესაკუთრეს, ერთადერთი მოქმედება, რაც განახორციელა გახლავთ მანქანების გამოყვანა ტერმინალიდან და საბაჟო პროცედურების განხორციელება. საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია მომჩივნის თანდასწრების გარეშე, ანუ ელექტრონულად, შესაბამისად არ ჰქონდა საშუალება მიეცა ახსნა- განმარტებები, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვს მიეცეს საშუალება დაესწროს წინამდებარე საჩივრების განხილვას, რათა სრულყოფილად შეძლოს თავისის უფლებების დაცვა.
მოცემულ შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილებები სამართალდამრღვევად ცნობაზე არა უშუალოდ დამრღვევის არამედ, მესამე პირის მიმართ, რაც ეწინააღმდეგება როგორც საბაჟო კოდექსის, ასევე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციას.
2021 წლის თებერვლიდან შემოსავლების სამსახურმა განახორციელა ცვლილებები ავტომანქანების საბაჟო ტერმინალიდან გაყვანის პროცედურაში. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის შეტყობინებას დაემატა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების) საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს. იქვე მითითებულია, რომ ამ ვადაში ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევა გამოიწვევს შესაბამის სანქციებს. მოცემულ მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ შეტყობინება დასტურდება დეკლარანტის ხელმოწერით. როგორც ვხედავთ საუბარია პროცედურულ ცვლილებებზე და დეკლარანტის გაფრთხილებაზე იმის თაობაზე, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას ტვირთის მფლობელებთან ერთად შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე, რაც დასტურდება ხელმოწერით. ანუ პრაქტიკულად ეს გახლავთ ირიბი აღიარება იმისა, რომ ცვლილებებამდე დეკლარანტს, ანუ მინდობილ პირს არ ეკისრება ვალდებულება, ტვირთის მფლობელის მხრიდან შესაბამისი საბაჟო პროცედურების განუხორციელებლობაზე.
უნდა გაუქმდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და შემოსავლების სამსახურის ბრძანებები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად:
1. პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
4. ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე.
5. საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.
საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.
საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
4. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
ამგვარად, მომჩივანი, რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა, ვალდებული იყო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოცხადებულიყო შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში მომჩივანი არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს დაესწროს წინამდებარე საჩივრების განხილვას, რათა სრულყოფილად შეძლოს თავისის უფლებების დაცვა.
გადამხდელი მიიჩნევს,რომ უნდა გაუქმდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და შემოსავლების სამსახურის ბრძანებები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ შესრულებულა საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მათი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება.მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2023 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია .
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
163,165.