ბრძანება N 33961

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.12.2023
№ დოკუმენტი 33961
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33961

29 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------------ს“ (ს/ნ -----------------)

(მის.: --------------------------------------)

2023 წლის 6 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა შპს „-------------ს“ (ს/ნ -----------------) №187069/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №005-170 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი თანხების დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელი ითხოვს მის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებას და შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას, კერძოდ ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ გაანგარიშების ცხრილი არაზუსტად ასახავს ფაქტობრივ მდგომარეობას და თანხის დიდი ნაწილი განთავსებულია საბანკო ანგარიშზე. მიუთითებს, რომ ლითონის ჯართის შესყიდვისას გადახდა ხდებოდა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით და კომპანიას მუდმივად სჭირდებოდა სალაროში ფული. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საჩივრის დანართად დამატებით წარმოდგენილია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. მომჩივანი ითხოვს, რომ სალაროში არსებული ფულის ნაშთი გადაანგარიშდეს ახალი მეთოდური მითითების შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №32267 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------------ს“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 15 მარტიდან 2022 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 ოქტომბრის №25414 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 13 ოქტომბრის №005-170 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 306 170 ლარი, მათ შორის გადასახადი 167 055 ლარი, ჯარიმა 83 612 ლარი და საურავი 55 503 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს საქონლის ნაწილის შეძენა უფიქსირდებოდა ფიზიკური პირებისაგან, რაზეც გაფორმებული ჰქონდა შესყიდვის აქტები. შემოწმება საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას და საწარმოს წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას. კომპანიამ შემოწმებას წარუდგინა უჟანგავი ლითონის ჯართის ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესყიდვის აქტები). წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას, მასში მითითებული საქონელის რაოდენობა და ფასები გადამოწმდა საქონლის მომწოდებელ ფიზიკურ პირებთან. მიღებული განმარტებებით დადგინდა, რომ ფიზიკური პირების ნაწილმა საერთოდ უარყო საქონლის მიწოდება, ნაწილმა კი მხოლოდ შესყიდვის აქტისაგან მკვეთრად განსხვავებული რაოდენობის რეალიზაცია დაადასტურა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე და შემოსავლების სამსახურის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი N6-ის მიხედვით, შესყიდვის აქტებით საქონელის შესაძენად საწამოს მიერ გაცხადებული გადახდების 75% ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად, ხოლო 25% დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. შედეგად საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● საწარმოს საბანკო ანგარიშების ამონაწერების შესწავლისას დადგინდა, რომ გადამხდელს შპს „--------ის“ გადარიცხული ჰქონდა მომსახურების ღირებულება 17 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადახდის შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი საწარმოს არ გააჩნდა, ამიტომ შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად და აღნიშნული გადახდა, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი, დაბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შესამოწმებელ პერიოდში საწამოს საქმიანობის სახეს წარმოადგენდა უჟანგავი ლითონის ჯართის შეძენა ადგილობრივ ბაზარზე და შემდგომ მისი ექსპორტი თურქეთში. გადამხდელს საქონლის უმეტესი ნაწილის შეძენა უფიქსირდებოდა სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო ფიზიკური პირებისაგან შეძენაზე გაფორმებული იყო შესყიდვის აქტები. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმებისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე, კომპანიის საბანკო აგარიშების ამონაწერებსა და ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით შეადგინა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. ანგარიშის მიხედვით ყველა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად, ხოლო ყველა შეძენა ანაზღაურებულად. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომლის კვალიფიკაციაზეც საწარმოს წარმომადგენლის მიერ არ იქნა შემოწმებისათვის მიცემული განმარტება, ამიტომ შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და სალაროს მინიმალური ნაშთის გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა საწამოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესაბამის საგადასახადო პერიოდებში. შედეგად საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივი გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს საქონლის ნაწილის შეძენა უფიქსირდებოდა ფიზიკური პირებისაგან, რაზეც გაფორმებული ჰქონდა შესყიდვის აქტები. კომპანიამ შემოწმებას წარუდგინა უჟანგავი ლითონის ჯართის ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაშიც მითითებული საქონლის რაოდენობა და ფასები გადამოწმდა საქონლის მომწოდებელ ფიზიკურ პირებთან. მიღებული განმარტებებით დადგინდა, რომ ფიზიკური პირების ნაწილმა საერთოდ უარყო საქონლის მიწოდება, ნაწილმა კი მხოლოდ შესყიდვის აქტისაგან მკვეთრად განსხვავებული რაოდენობის რეალიზაცია დაადასტურა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე და შემოსავლების სამსახურის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი N6- ის გათვალისწინებით, შესყიდვის აქტებით საქონლის შესაძენად საწამოს მიერ გაცხადებული გადახდების 75% ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად, ხოლო 25% დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. ამასთან, საწარმოს საბანკო ანგარიშების ამონაწერების შესწავლისას დადგინდა, რომ გადამხდელს შპს „------ის“ გადარიცხული ჰქონდა მომსახურების ღირებულება 17 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადახდის შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი საწარმოს არ გააჩნდა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი დაბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებად წარმოდგენილია ფიზიკური პირებისაგან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესყიდვის აქტები), რომლებზეც გადახდა განხორციელებულია ნაღდი ანგარიშსწორებით და ამცირებს სალაროს ბუღალტრულ ნაშთს. აგრეთვე, მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად იქნა მიჩნეული ექსპორტის განხორციელებისას გამოწერილი სატრანსპორტო ინვოისები, რომლის შესაბამისი დოკუმენტებიც წარმოდგენილია სრულად და ერთვის საჩივარს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში საწამოს საქმიანობის სახეს წარმოადგენდა უჟანგავი ლითონის ჯართის შეძენა ადგილობრივ ბაზარზე და შემდგომ მისი ექსპორტი თურქეთში. გადამხდელს საქონლის უმეტესი ნაწილის შეძენილი ჰქონდა სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო ფიზიკური პირებისაგან შეძენაზე გაფორმებული იყო შესყიდვის აქტები. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმებისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე, კომპანიის საბანკო აგარიშების ამონაწერებსა და ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით შეადგინა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. ანგარიშის მიხედვით ყველა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად, ხოლო ყველა შეძენა ანაზღაურებულად. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომლის კვალიფიკაციაზეც საწარმოს წარმომადგენლის მიერ არ იქნა შემოწმებისათვის მიცემული განმარტება, ამიტომ შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და სალაროს მინიმალური ნაშთის გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა საწამოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, გაანგარიშების ცხრილი არაზუსტად ასახავს ფაქტობრივ მდგომარეობას და თანხის დიდი ნაწილი განთავსებულია საბანკო ანგარიშზე. მიუთითებს, რომ ლითონის ჯართის შესყიდვისას გადახდა ხდებოდა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით და კომპანიას მუდმივად სჭირდებოდა სალაროში ფული. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საჩივრის დანართად დამატებით წარმოდგენილია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. მომჩივანი ითხოვს, რომ სალაროში არსებული ფულის ნაშთი გადაანგარიშდეს მეთოდურ მითითებაში შესული ცვლილების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება (დანართი №9).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული), ასევე, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------------ს“ (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება:

1.საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი თანხების დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელი ითხოვს მის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებას და შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

2.საგადასახადო შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას, ითხოვს, რომ სალაროში არსებული ფულის ნაშთი გადაანგარიშდეს ახალი მეთოდური მითითების შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №32267 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 15 მარტიდან 2022 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №25414 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №005-170 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 306 170 ლარი, მათ შორის გადასახადი 167 055 ლარი, ჯარიმა 83 612 ლარი და საურავი 55 503 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე და შემოსავლების სამსახურის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი N6-ის მიხედვით, შესყიდვის აქტებით საქონელის შესაძენად საწამოს მიერ გაცხადებული გადახდების 75% ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად, ხოლო 25% დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. შედეგად საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე,შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად და დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი, დაბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან,ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომლის კვალიფიკაციაზეც საწარმოს წარმომადგენლის მიერ არ იქნა შემოწმებისათვის მიცემული განმარტება, ამიტომ შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და სალაროს მინიმალური ნაშთის გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა საწამოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესაბამის საგადასახადო პერიოდებში. შედეგად საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული), ასევე, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“ 9 „ბ“); 982(1 „ა“); 101(1); 154(1 „ა“);