გადაწყვეტილება №19022/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.04.2023
№ დოკუმენტი 19022/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19022/2/2023

6.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 6.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19022/2/2023).

 

დავის საგანი:

1.სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დაბეგვრა;

2. საწარმოს მიერ აღრიცხული და შემოწმების შედეგად დადგენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყის ნაშთებში გამოვლენილი სხვაობის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა;

3. მეორადი აკუმულატორების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა;

4. შემოწმებით დადგენილ და სააღრიცხვო მონაცემებით დაფიქსირებულ ფულად ნაშთს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

5. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2021 წლის №005-217 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2190 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 511 311 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 290 751

დღგ - 166 804

მოგების გადასახადი - 4 664

საშემოსავლო გადასახადი - 119 283

ჯარიმა - 152 513

საურავი - 68 047

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.08.2019 წლიდან 1.08.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2021 წლის №005-217 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.02.2022 წლის №3190 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 24.06.2022 წლის №15906/2/2022 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 11.02.2022 წლის №3190 ბრძანება. საბჭოს აპარატს დაევალა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს გაუგზავნოს მომჩივნის მიერ 2.03.2022 წელს წარმოდგენილი №15906/2/2022 საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად. აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2021 წლის №005-217 საგადასახადო მოთხოვნის, 3.11.2021 წლის №34521 ბრძანების და 13.10.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის თაობაზე საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 24.06.2022 წლის №15906/2/2022 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს გაეგზავნა 29.08.2022 წლის №87808-03 წერილით. შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2190 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1.სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №23084 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან 11.07.2019 წლის მდგომარეობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით, შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტაციის საფუძველზე, გაანგარიშდა ინვენტარიზაციის თარიღისთვის გადამხდელის ბუღალტრული ნაშთები და შეუდარდა ფაქტობრივ ნაშთებს. შედეგად 24.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით გამოვლინდა დანაკლისი და საწარმო საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა დანაკლისის საბაზრო ფასის 10%-ით. გადასახადის გადამხდელს დანაკლისი არ დაუბეგრია დღგ-ით და მოგების გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 161-ე მუხლის (2020 წელს მოქმედი), 97-ე მუხლის და 983 მუხლის გათვალისწინებით საწარმოს შემოწმებით დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი. გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრების განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 12.01.2023 წელს გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრების ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს 306-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 983 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელთან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი დღგ-ის მიზნებისთვის ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად, ხოლო მოგების გადასახადის მიზნებისთვის კი საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო აღნიშნული დანაკლისი აესახა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მოგების და დღგ-ის დეკლარაციებში. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისზე არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული გადასახადების და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად უნდა იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №23084 ბრძანების საფუძველზე 11.07.2019 წლის მდგომარეობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების და შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტაციის საფუძველზე გაანგარიშებული ბუღალტრული ნაშთების შედარებით გამოვლენილი დანაკლისი ასახულია აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ჯარიმა დანაკლისის საბაზრო ფასის 10%.

აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დადგინდა, რომ გამოვლენილი დანაკლისის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარირება არ განუხორციელებია.

ვინაიდან საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ

მიწოდებად და აგრეთვე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი განიხილება მისი გამოვლენის მომენტში საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საწარმოს მიერ აღრიცხული და შემოწმების შედეგად დადგენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყის ნაშთებში გამოვლენილი სხვაობის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №13084 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან 11.07.2019 წლის მდგომარეობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად განისაზღვრა საქონლის ფაქტობრივი ნაშთები აღნიშნული თარიღისთვის. 11.07.2019 წლიდან 1.08.2019 წლამდე პერიოდში საქონლის მოძრაობის ანალიზით, წინა საგადასახადო შემოწმებით განისაზღვრა საქონლის ნაშთები 1 აგვისტოს მდგომარეობით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო მონაცემებით საქონლის სახეობების მიხედვით დასმული საწყისი (სასტარტო) ნაშთები განსხვავდება შემოწმებით განსაზღვრული ნაშთებისაგან. იმ საქონელზე (ჯართზე), რომელზეც გაზრდილი ოდენობითაა სასტარტო ნაშთები წარმოდგენილი შემოწმებით ჩაითვალა თვითღირებულებით ფიზიკური პირებისგან დამატებით ჯართის შესყიდვად, ხოლო შემცირებული ნაშთი გამოვლენილი სხვაობით მოცულობაში საბაზრო ფასით რეალიზაციად, ვინაიდან შემოწმებით განსაზღვრული მიღებული შემოსავალი არ არის აღრიცხული, აღნიშნულ რეალიზაციაზე ჩაითვალა, რომ საწარმომ მიიღო თანხა და გასცა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის (2021 წლამდე მოქმედი), 161-ე მუხლის (2021 წლამდე მოქმედი), 1333 მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 393 მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საწყისი ნაშთების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებების, მეორადი აკუმულატორების მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის და ფულად ნაშთში სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტზე, 1333 მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

საწყისი ნაშთების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებების საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებით საქონლის სახეობების მიხედვით დასმული საწყისი ნაშთები განსხვავდება შემოწმებით განსაზღვრული ნაშთებისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ იმ საქონელზე (ჯართზე), რომელზეც გაზრდილი ოდენობითაა საწყისი ნაშთები წარმოდგენილი, მართლზომიერად ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან თვითღირებულებით დამატებით ჯართის შესყიდვად, შემცირებული ნაშთი გამოვლენილი სხვაობით მოცულობაში მართებულად ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად და აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული აღურიცხველი შემოსავალი ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მეორადი აკუმულატორების მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს საქონელი დასახელებით „მეორადი აკუმულატორი“ და „აკუმულატორი ჯართი“. საწარმოს რაიმე ტიპის დანადგარი, რაც საჭიროა საქონლის გადასამუშავებლად არ უფიქსირდება, შესაბამისად, აღნიშნული საქონელი დაბეგვრის მიზნებისთვის არ განეკუთვნება არც შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართს და არც მათ ნარჩენებს. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მითითებული საქონლის მიწოდება შემოწმებით მართლზომიერად დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ფულად ნაშთში სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმებით განსაზღვრულ ფულის ნაშთსა და სააღრიცხვო მონაცემებით დაფიქსირებულ ფულის ნაშთს შორის გამოვლინდა სხვაობა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არასწორია დარიცხვა საწყისი ნაშთების საფუძველზე, რაზეც დარიცხულია დღგ, 3% და 20% განაკვეთებით საშემოსავლო გადასახადი. შემოსავლების სამსახურს არ გააჩნია მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ შესყიდვა განხორციელდა მაინცდამაინც ფიზიკური პირისგან, აქედან გამომდინარე არასწორია თანხის 3%-ით დაბეგვრა. ასევე, არასწორადაა გამოანგარიშებული მარაგების მოძრაობა, რის შედეგადაც მიღებულია არასწორი თანხები, რაც დაიბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება. საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. შემოწმების შედეგად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №13084 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის და წინა საგადასახადო შემოწმებით დადგენილი საქონლის ნაშთების გათვალისწინებით განისაზღვრა 1.08.2019 წლის მდგომარეობით საქონლის ნაშთები, რაც განსხვავდება სააღრიცხვო მონაცემებით საქონლის სახეობების მიხედვით არსებული საწყისი ნაშთებისაგან.

საბჭო მიუთითებს შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საწარმოს მიერ აღრიცხული და შემოწმების შედეგად დადგენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყის ნაშთებში გამოვლენილი სხვაობის მიხედვით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. მეორადი აკუმულატორების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს საქონელი დასახელებით „მეორადი აკუმულატორი“ და „აკუმულატორი ჯართი“. აღნიშნული საქონელი შეძენილი აქვს როგორც ადგილობრივად, ასევე შემოტანილი აქვს იმპორტით. საწარმო იმპორტისას აღნიშნულ საქონელზე იხდის დღგ-ს და შემდეგ ითვლის ამ თანხას. საწარმო აღნიშნული საქონლის რეალიზაციას განიხილავს ჯართის მიწოდებად, გამოწერს ნულოვან ანგარიშ-ფაქტურებს და ათავისუფლებს დღგისგან. საწარმოს რაიმე ტიპის დანადგარი, რაც საჭიროა საქონლის გადასამუშავებლად არ უფიქსირდება. აღნიშნულ საქონელზე გამოწერს ანგარიშ-ფაქტურას და სასაქონლო ზედნადებს დასახელებით „აკუმულატორი ჯართი“.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის მიხედვით შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენად (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) მიიჩნევა ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშობა ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო. აღნიშნული შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს, რომ დღგ-ის შეღავათი არ ეხება მეორადი აკუმულატორების მიწოდებას, ვინაიდან აღნიშნული საქონელი დაბეგვრის მიზნებისთვის არ განეკუთვნება არც შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართს და არც მათ ნარჩენებს. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების და იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიღებული აქვს ჩათვლა მეორად აკუმულატორებზე, შემოწმებით აღნიშნული საქონლის მიწოდება არ იქნა განხილული ჯართის მიწოდებად და საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია მე-2 დავის საგნის ნაწილში

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლების მიერ დარიცხვა განხორციელდა მთელი რიგი პროცედურული დარღვევებითა და არასწორი ინტერპრეტაციებით. მიუღებელია შემოწმების აქტში აღნიშნული შეფასება, რომ დღგ-ის შეღავათი არ ეხება მეორადი აკუმულატორების მიწოდებას, ვინაიდან აღნიშნული საქონელი დაბეგვრის მიზნებისთვის არ განეკუთვნება არც შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართს და არც მათ ნარჩენებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანების 393 მუხლში მითითებულია, რომ შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენად მიიჩნევა ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშობა ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო. მეორადი აკუმულატორი არის ლითონის ნაკეთობა (ძირითადი ნაწილი არის ტყვიის ფირფიტები, რომლებიც დაფარულია პლასტმასის გარსით), რომელიც გაიცვითა დროთა განმავლობაში და გამოუსადეგარია თავისი ფუნქციის შესასრულებლად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ გადასამუშავებლად. შესაბამისად, სრულად აკმაყოფილებს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას და შემმოწმებლების შეფასება არის მცდარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის ფაქტობრივ გარემოებაში შემმოწმებლები აღნიშნავენ, რომ საწარმოს რაიმე ტიპის დანადგარი, რაც საჭიროა საქონლის გადასამუშავებლად არ უფიქსირდება.

შემმოწმებლების დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოება სინამდვილეს არ შეესაბამება. საწარმოს გააჩნია მანქანა-დანადგარი, რომელიც გამოიყენება აკუმულატორების დასამტვრევად (რათა მოხდეს ჯართის გამოცალკევება გარსისგან).

აღნიშნული დანადგარი არის კომპანიაში შექმნილი (არ არის შეძენილი მზა სახით) და ამის შესახებ ზეპირსიტყვიერად განემარტათ შემმოწმებლებს, რომელთაც აღნიშნული ფაქტის გადამოწმებაც კი არ მოინდომეს და არასამართლიანად განახორციელეს დარიცხვა. აქედან გამომდინარე, შემოწმების აქტში გაკეთებული დაშვებები და მსჯელობები არასწორია, რამაც გამოიწვია შეფასებები მიწოდებული ჯართის დღგ-ით არასწორად დაბეგვრასთან დაკავშირებით. ამასთან, ცალკე მსჯელობის საგანია რამდენად უნდა ყოფილიყო გამოყენებული შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართისა და ნარჩენის განსამარტად საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანების 393 მუხლი, ვინაიდან აღნიშნული ეხება არა საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით დადგენილ დღგ-ისაგან გათავისუფლებას არამედ ამავე კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრას, თუმცა სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით დამტვრეული აკუმულატორების მიწოდება როგორც საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანების 393 მუხლით, ორივე შემთხვევაში განიხილება ჯართად და არ იბეგრება დღგ-ით, გამომდინარე იქიდან, რომ შემმოწმებლების ყრდნობიან მცდარ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არ ხდება სპეციალური მოწყობილობით აღნიშნული აკუმულატორების დამტვრევა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ 23.09.2021 წლის და 11.10.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტებში მითითებულია, რომ „საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილით და დადგენილებით აუდიტის დეპარტამენტში გამოიგზავნა №092140619005 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელშიც არსებული მასალების მიხედვით დგინდება, რომ შპს ----------, შპს ----------, შპს ----------, შპს ---------- და შპს ---------- მიღებული ყველა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ზედნადები არის ყალბი და ასახავს ფიქტიურ ოპერაციებს, თუმცა აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული ხარჯი რეალურად წარმოადგენს წლების განმავლობაში სხვადასხვა ფიზიკური პირებისაგან უდოკუმენტოდ შეძენილი საქონლის/ჯართის ღირებულებას და ხსენებული საწარმოებიდან მიღებული დოკუმენტით პირი ახდენდა აღნიშნული შეძენების დოკუმენტურად დადასტურებას, რათა თავიდან აერიდებინა ასეთი ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები“. შესაბამისად საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, რასაც ეყრდნობა აქტის დარიცხვა კომპანიის საქმიანობაა ჯართის შეძენა და რეალიზაცია.

აქედან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული დღგ-ის და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად უნდა იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება. უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და შედეგად შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს საქონელი დასახელებით „მეორადი აკუმულატორი“ და „აკუმულატორი ჯართი“. აღნიშნული საქონელი შეძენილი აქვს როგორც ადგილობრივად, ასევე შემოტანილი აქვს იმპორტით. საწარმო იმპორტისას აღნიშნულ საქონელზე იხდის დღგ-ს და შემდეგ ითვლის ამ თანხას. საწარმო აღნიშნული საქონლის რეალიზაციას განიხილავს ჯართის მიწოდებად, გამოწერს ნულოვან ანგარიშფაქტურებს და ათავისუფლებს დღგ-ისგან. საწარმოს რაიმე ტიპის დანადგარი, რაც საჭიროა საქონლის გადასამუშავებლად არ უფიქსირდება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ საწარმო ახორციელებს მეორადი აკუმულატორების მიწოდებას, რის შეძენაზეც გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა და აღნიშნავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობის/დაბეგვრის მიზნებისთვის მეორადი აკუმულატორები არ განეკუთვნება შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართს და არც მათ ნარჩენებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქონლის მიწოდების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. შემოწმებით დადგენილ და სააღრიცხვო მონაცემებით დაფიქსირებულ ფულად ნაშთს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

ერთიანი ელექტრონული ბაზების, პირველადი დოკუმენტების, სააღრიცხვო მონაცემების და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელდა საწარმოს ფულადი მოძრაობის ანალიზი. შემოწმება დაეყრდნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციას და მასალებს, მათ შორის საწარმოდან ამოღებულ დოკუმენტაციას, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომ დამატებით (გარდა ამოღებული დოკუმენტაციისა) სხვა დოკუმენტაცია არ გააჩნია. ზემოაღნიშნული ინფორმაცია დოკუმენტაციის ანალიზით გაანგარიშდა მიღებული და გადახდილი ფულადი სახსრები და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განისაზღვრა ფულის ბუღალტრული ნაშთი. სააღრიცხვო მონაცემებით, გადასახადის გადამხდელი აფიქსირებს ფულის ნაშთს 357,16 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ გადამოწმებულ იქნა წარმოდგენილი დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები და მიჩნეულ იქნა ნულად (გარდა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის ნაშთისა 218 205 ლარისა, რომელიც საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან და საკასო ხარჯებიდან გამომდინარე, შემოწმებით მიჩნეული იქნა მიზნობრივ ნაშთად), შესაბამისად ყველა შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად და ყველა ხარჯი გადახდილად. შემოწმებით განსაზღვრულ ფულის ნაშთსა და სააღრიცხვო მონაცემებით დაფიქსირებულ ფულის ნაშთებს შორის სხვაობა განხილულ იქნა ფულადი სახსრების დანაკლისად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, როგორც პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე - ---------- (პ/ნ ----------) გაცემული ხელფასი.

გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია მე-2 დავის საგნის ნაწილში

მომჩივნის არგუმენტაცია

თანხები დათვლილია არასწორად რის შედეგადაც დირექტორზე გაცემულად დაკვალიფიცირებულია არასწორი თანხები. დარიცხული გადასახადებისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად უნდა იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების, პირველადი დოკუმენტების, სააღრიცხვო მონაცემების და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ფულის ბუღალტრული ნაშთი. წარდგენილი დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები გადამოწმების საფუძველზე მიჩნეულ იქნა ნულად (გარდა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის ნაშთისა 218 205 ლარისა), ყველა შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად და ყველა ხარჯი გადახდილად.

შემოწმებით განსაზღვრულ ფულის ნაშთსა და სააღრიცხვო მონაცემებით დაფიქსირებულ ფულის ნაშთებს შორის სხვაობა განხილულ იქნა ფულადი სახსრების დანაკლისად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, როგორც პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე - ---------- (პ/ნ ----------) გაცემული ხელფასი. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმებით განსაზღვრულ ფულის ნაშთსა და სააღრიცხვო მონაცემებით დაფიქსირებულ ფულის ნაშთებს შორის სხვაობის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 152 513 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2021 წლის №005-217 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 68 047 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, ყოველთვის დროულად იხდიდა გადასახადებს და მიზანი არასდროს ყოფილა გადასახადების დამალვა. აქედან გამომდინარე, დარიცხული სანქცია უნდა შემცირდეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი

დანაკლისის დაბეგვრა;

2. საწარმოს მიერ აღრიცხული და შემოწმების შედეგად დადგენილი სასაქონლო-მატერიალური

მარაგების საწყის ნაშთებში გამოვლენილი სხვაობის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების

განსაზღვრა;

3. მეორადი აკუმულატორების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა;

4. შემოწმებით დადგენილ და სააღრიცხვო მონაცემებით დაფიქსირებულ ფულად ნაშთს შორის

სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

5. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის

საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმების აქტის მიხედვით,გადასახადის გადამხდელთან 11.07.2019 წლის მდგომარეობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით, შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტაციის საფუძველზე, გაანგარიშდა ინვენტარიზაციის თარიღისთვის გადამხდელის ბუღალტრული ნაშთები და შეუდარდა ფაქტობრივ ნაშთებს.შემოწმების აქტით გამოვლინდა დანაკლისი.

2.გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო მონაცემებით საქონლის სახეობების მიხედვით დასმული საწყისი (სასტარტო) ნაშთები განსხვავდება შემოწმებით განსაზღვრული ნაშთებისაგან. იმ საქონელზე (ჯართზე), რომელზეც გაზრდილი ოდენობითაა სასტარტო ნაშთები წარმოდგენილი შემოწმებით ჩაითვალა

თვითღირებულებით ფიზიკური პირებისგან დამატებით ჯართის შესყიდვად, ხოლო შემცირებული

ნაშთი გამოვლენილი სხვაობით მოცულობაში საბაზრო ფასით რეალიზაციად, ვინაიდან შემოწმებით

განსაზღვრული მიღებული შემოსავალი არ არის აღრიცხული, აღნიშნულ რეალიზაციაზე ჩაითვალა,რომ საწარმომ მიიღო თანხა და გასცა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასად.

3.შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს საქონელი დასახელებით

„მეორადი აკუმულატორი“ და „აკუმულატორი ჯართი“. აღნიშნული საქონელი შეძენილი აქვს როგორც

ადგილობრივად, ასევე შემოტანილი აქვს იმპორტით.საწარმო აღნიშნული საქონლის რეალიზაციას

განიხილავს ჯართის მიწოდებად, გამოწერს ნულოვან ანგარიშ-ფაქტურებს და ათავისუფლებს დღგისგან. საწარმოს რაიმე ტიპის დანადგარი, რაც საჭიროა საქონლის გადასამუშავებლად არ

უფიქსირდება. აღნიშნულ საქონელზე გამოწერს ანგარიშ-ფაქტურას და სასაქონლო ზედნადებს

დასახელებით „აკუმულატორი ჯართი“.შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი

აქვს საქონელი დასახელებით „მეორადი აკუმულატორი“ და „აკუმულატორი ჯართი“. საწარმოს რაიმე

ტიპის დანადგარი, რაც საჭიროა საქონლის გადასამუშავებლად არ უფიქსირდება, შესაბამისად,აღნიშნული საქონელი დაბეგვრის მიზნებისთვის არ განეკუთვნება არც შავი ან/და ფერადი ლითონის

ჯართს და არც მათ ნარჩენებს.

4.შემოწმება დაეყრდნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციას და მასალებს, მათ შორის საწარმოდან ამოღებულ დოკუმენტაციას, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომ დამატებით (გარდა ამოღებული დოკუმენტაციისა) სხვა დოკუმენტაცია არ გააჩნია. ზემოაღნიშნული ინფორმაცია დოკუმენტაციის ანალიზით გაანგარიშდა მიღებული და გადახდილი ფულადი სახსრები და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განისაზღვრა ფულის ბუღალტრული ნაშთი.

შემოწმების მიერ გადამოწმებულ იქნა წარმოდგენილი დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების

ნაშთები და მიჩნეულ იქნა ნულად შესაბამისად ყველა შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად და ყველა ხარჯი გადახდილად. შემოწმებით განსაზღვრულ ფულის ნაშთსა და სააღრიცხვო მონაცემებით დაფიქსირებულ ფულის ნაშთებს შორის სხვაობა განხილულ იქნა ფულადი სახსრების დანაკლისად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი.

5.შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო

კოდექსის 275-ე მუხლით

 

გადაწყვეტილება

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ მიიჩნია, რომ საჩივარი არცერთ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:მუხლი:

136(3);73(9);161(1)ა;1333;101(1);154(1);16894)წ;159(1);172(4)ძ;275(2);272(1);269(7)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტი.