ბრძანება N 7177
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7177
15 აპრილი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის 25 მარტის და 1 აპრილის
საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 აპრილის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 25 მარტის №94758/1/2025 და 1 აპრილის №94844/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 თებერვლის №031-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადამხდელი საწვავის ხარჯის გათვალისწინების მიზნით ექსპერტიზის დასკვნის წარუდგენლობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს ექსპერტიზის დასკვნა ვერ წარუდგინა ვინაიდან საექსპერტო სამსახურებმა 15 დღის ვადაში დასკვნის მომზადებაზე უარი განუცხადეს. ასევე, ვინაიდან ბრძანებაში ნახსენებ საექსპერტო დასკვნას უნდა დაედგინა საწვავის ფაქტიური ხარჯვა შემოწმების მთელ პერიოდზე და არა მხოლოდ კონკრეტული ავტომობილების ნორმატიული წვა 100 კმ-ზე, აღნიშნული საექსპერტო მომსახურების ხარჯის გაწევა არარელევანტური იყო კომპანიისთვის.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ფ/პ ---სთვის (პ/ნ ---) და ფ/პ --- თვის (პ/ნ ---) გადახდილი ავანსის თანხით სალაროს ნაშთის არ შემცირებას. აცხადებს, რომ მისთვის გაურკვეველია თუ რა არგუმენტით არ მიიჩნევს სარწმუნოდ შემმოწმებელი გადახდილ ავანსს, რაც შემოწმების დაწყების პერიოდისთვის ატვირთული იყო სატენდერო საიტზე და ასევე გადამხდელის მიერ წარდგენილი იყო ნოტარიულად დამოწმებული ფულის გადაცემის აქტები. განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაანგარიშების ეტაპზე არანაირი კონტაქტი და მსჯელობა არ მომხდარა აუდიტორთან და არც გადაანგარიშების დასკვნაში იკვეთება ნათელი მოტივი თუ რატომ არ მოხდა ხსენებული თანხით სალაროს ნაშთის კორექტირება.
3. გადამხდელი ითხოვს შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული შემოსავლის შემცირებას მის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების ალტერნატიული ცხრილით, სადაც მის მიერ დაკორექტირებულია კონკრეტულად იმ ჯგუფების (შესქელებული რძე, რძე, ოსპი, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი) საქონლის მოძრაობა, რომლებსაც არ ეთანხმება. ასევე გადამხდელი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს უნდა შეესწავლა სასაქონლო ზედნადებების წინასწარი გამოწერის საკითხიც, რაც გადაანგარიშების ეტაპზე არ განხორციელდა. განმარტავს, რომ საბავშვო ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებული ტენდერების სპეციფიკიდან გამომდინარე იძულებული იყო წინასწარ გამოეწერა სასაქონლო ზედნადებები და პროდუქტების მიწოდების შემდგომ გაეაქტიურებინა ისინი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23069 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით: „1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) არაპირდაპირი მეთოდით საწვავის ხარჯის გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადასტურდება საწვავის ფაქტობრივი ხარჯის რეალობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (მ.შ ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით) და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23069 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 19 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 13 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 21 თებერვლის №031-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება:
1. არაპირდაპირი მეთოდით საწვავის ხარჯის გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლების მიერ არ განხორციელდა საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელისგან ელექტრონულ ფოსტაზე 16.02.2024-ში გაგზავნილი წერილით და 2024 წლის 1 მარტის №21-14/16855, 2024 წლის 21 მარტის №21-14/22707 შეტყობინებებით სხვა მონაცემებთან ერთად მოთხოვნილი იყო 01.01.2021-ის და 31.12.2023-ის მდგომარეობით დებიტორულკრედიტორული დავალიანებების შესახებ მონაცემების წარმოდგენა. გადასახადის გადამხდელის მიერ მოთხოვნილი მონაცემების წარმოდგენა არ განხორციელდა. ბოსტნეულის და ხილის შესყიდვის მიზნით №--- ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა 12.12.2023-ში, ხოლო შპს „----თან“ ხელშეკრულება გაფორმდა 04.01.2024-ში. საჩივარს ახლავს ----და --- გაფორმებული ფულის გადაცემის აქტები, რომლებიც დათარიღებულია 28.12.2023-ით. აღნიშნულ აქტებზე ხელმოწერის ნამდვილობა ნოტარიულად დამოწმებულია 18.07.2024-ში. აქტებში აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირები №--- ტენდერის ფარგლებში შპს „---ას“ პერიოდულად მიაწვდიან შესაბამისად ვაშლს, კარტოფილს და სტაფილოს ფიქსირებულ ფასებში, რისთვისაც შპს „---მ“ -----ს ავანსის სახით გადაუხადა 5 600 ლარი, ხოლო ----ს 9 000 ლარი. საჩივარზე თანდართული ფულის გადაცემის აქტების საფუძველზე საგადასახადო შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
3. სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლის და გამოკვლევის მიზნით, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან ელექტრონულ ფოსტაზე 01.11.2024-ში გაგზავნილ იქნა შესყიდული და რეალიზებული საქონლის რეესტრი. რეალიზაციის დოკუმენტებში მითითებული საქონლის განზომილების ერთეულის და რაოდენობის შესყიდვის დოკუმენტებში ასახულ შესაბამის მონაცემებთან შესადარისობის უზრუნველყოფის მიზნით, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებს წერილზე თანდართულ ცხრილში ცალკე სვეტში უნდა დაეკორექტირებინათ შეძენილი და რეალიზებული ცალკეული საქონლის რაოდენობა და საწყისი ნაშთები. მსგავსი შინაარსის წერილი ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი იყო ასევე 22.04.2024-ში. მოთხოვნის მიუხედავად გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებმა არ წარმოადგინეს სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობის ამსახველი სრულყოფილი ცხრილი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდებოდა გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების განსაზღვრა. ვინაიდან არ მოგვეცა სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლის და გამოკვლევის საშუალება, საგადასახადო შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული საექსპერტო დასკვნა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას/შემცირებას არ დაექვემდებარა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეში არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. გადახდილი ავანსის თანხით სალაროს ნაშთის შემცირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, სადაც აღნიშნავს, რომ გადამხდელს მოგებული ჰქონდა ტენდერი №---, რომლის ფარგლებშიც უნდა შეეძინა სხვადასხვა დასახელების პროდუქტი. აღნიშნულის შესახებ გაცხადებულია „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში“, სადაც მითითებულია თუ ვისგან უნდა მომხდარიყო პროდუქტის შეძენა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთულ ცხრილში ჩანს, რომ ვაშლის შეძენა უნდა მოხდეს ფ/პ ----სგან (პ/ნ ----), ხოლო სტაფილოს და კარტოფილის შეძენა ფ/პ ---გან (პ/ნ ---). აღნიშნულ პირებს გადამხდელმა 2023 წლის 28 დეკემბერს გადაუხადა ავანსი ნაღდი ანგარიშსწორებით, რათა მომხდარიყო ფასის ფიქსირება. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს აღნიშნულ პირებთან გაფორმებული ნოტარიულად დადასტურებული ფულის გადაცემის აქტები. გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ ტენდერის გამარჯვებული ცნობილი იყო 2023 წლის 27 დეკემბერს და --ის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სსს დაწესებულება „----ს“. ამავე თარიღში გადამხდელისთვის გაგზავნილი აქვს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მოთხოვნა, რაც ასევე წარმოდგენილია დავის წარმოების ეტაპზე. გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ასევე ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების/მტკიცებულებების ნამდვილობა გადამოწმდეს შესაბამის ორგანოებში) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოსავლის გაანგარიშების დროს გარკვეულ პოზიციებზე ფიქსირდება უზუსტობები, რაც ზრდის შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალს.
აცხადებს, რომ მის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების ალტერნატიული ცხრილი, სადაც მის მიერ დაკორექტირებულია კონკრეტულად იმ ჯგუფების (შესქელებული რძე, რძე, ოსპი, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი) საქონლის მოძრაობა, რომლებსაც არ ეთანხმება. ასევე გადამხდელი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს უნდა შეესწავლა სასაქონლო ზედნადებების წინასწარი გამოწერის საკითხიც, რაც გადაანგარიშების ეტაპზე არ განხორციელდა. განმარტავს, რომ საბავშვო ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებული ტენდერების სპეციფიკიდან გამომდინარე იძულებული იყო წინასწარ გამოეწერა სასაქონლო ზედნადებები და პროდუქტების მიწოდების შემდგომ გაეაქტიურებინა ისინი.
ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების ალტერნატიული ცხრილი. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კონკრეტულად იმ ჯგუფების საქონლის მოძრაობა, რომლებსაც არ ეთანხმება გადასახადი გადამხდელი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების/მტკიცებულებების ნამდვილობა გადამოწმდეს შესაბამის ორგანოებში) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების ალტერნატიული ცხრილი; ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კონკრეტულად იმ ჯგუფების საქონლის მოძრაობა, რომლებსაც არ ეთანხმება გადასახადი გადამხდელი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი საწვავის ხარჯის გათვალისწინების მიზნით ექსპერტიზის დასკვნის წარუდგენლობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს ექსპერტიზის დასკვნა ვერ წარუდგინა ვინაიდან საექსპერტო სამსახურებმა 15 დღის ვადაში დასკვნის მომზადებაზე უარი განუცხადეს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება გადახდილი ავანსის თანხით სალაროს ნაშთის არ შემცირებას.
3. გადამხდელი ითხოვს შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული შემოსავლის შემცირებას მის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების ალტერნატიული ცხრილით.
ფაქტობრივი გარემოებები
არაპირდაპირი მეთოდით საწვავის ხარჯის გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლების მიერ არ განხორციელდა საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა. ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი დებიტორულკრედიტორული დავალიანებების შესახებ მონაცემები. მოთხოვნის მიუხედავად გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებმა არ წარმოადგინეს სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობის ამსახველი სრულყოფილი ცხრილი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდებოდა გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების განსაზღვრა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21; 73; 101; 154.