ბრძანება N 20463
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20463
18 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----------------“-ის (ს/ნ ----------------------)
(მის.: -------------------------------------------------)
2025 წლის 19 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა შპს „--------------“-ის (ს/ნ ------------------) №25682/2/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 11 აგვისტოს №--------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ტერმინალში გამოცხადდა სატრანსპორტო საშუალებები, რომლებშიც განთავსებული იყო შპს „-------ის“ კუთვნილი ტვირთი. აღნიშნული ტვირთი გადმომისამართდა „შპს -------ის“ საწყობიდან, ტვირთი მიღებულ იქნა მხოლოდ ერთი დეკლარაციით. აღმოჩნდა, რომ ინვოისზე იყო კიდევ ერთი დეკლარაცია, რომელიც არ იყო მითითებული დოკუმენტებში და ასევე არ იყო მითითებული ამ დეკლარაციის წონა სატრანსპორტო ზედდებულებში. მეორე დეკლარაციის არსებობის შესახებ შეიტყვეს ფირმის წარმომადგენლისგან და დაუყოვნებლივ აცნობეს საბაჟო დეპარტამენტს, თუმცა უკვე დარღვეული იყო 24 საათიანი ვადა. აღნიშნული ფაქტი იყო მექანიკური შეცდომით გამოწვეული და მსგავსი დარღვევებით კომპანია არ გამოირჩევა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 2 ივლისს, შპს „-----------------“-ის (ს/ნ ----------------------) მომართვისა და წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, №---- და №---- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით 2 სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით (სახ. რეგისტრაციის ნომრები: №---- და №---) განხორციელდა ამავე კომპანიის კუთვნილი, შპს „--------------ის“ საბაჟო საწყობში (WHS-------) განთავსებული და №----/----/----- (30.06.2025) საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის ნაწილის (სულ 3 606.33 კგ) გადატანა სხვა საბაჟო საწყობში – შპს „--------ის“ საბაჟო საწყობში (WHS----------).
მითითებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობებით გადაადგილებული საქონლის შპს „---------ის“ საბაჟო საწყობში გამოცხადება განხორციელდა 2025 წლის 2 ივლისს და 2025 წლის 3 ივლისს რეგისტრირებული №----/----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით განთავსებულ იქნა საბაჟო საწყობის პროცედურის გამოყენებით.
2025 წლის 11 ივლისს საბაჟო ორგანოში წარმოდგენილ იქნა შპს „-------ის“ №----/21-10-21 განცხადება, რომლითაც საბაჟო ორგანოს ეცნობა რომ №--- და №----- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით გადაადგილებულ საქონელთან ერთად შპს „------------ის“ საბაჟო საწყობში ასევე გადატანილ იქნა შპს „-------ის“ სახელზე რეგისტრირებული სხვა საქონლის საბაჟო დეკლარაციით (№-----/-----, 27.06.2025) საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი (რაოდენობა – 544.07 კგ), რომლის მონაცემებიც არ იყო ასახული საბაჟო საწყობებს შორის გადაადგილების მიზნით შევსებულ აღრიცხვის მოწმობებში.
ვინაიდან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის – შპს „-----------------“-ის (ს/ნ ----------------------) მიერ არ იქნა შესრულებული დასახელებული სანებართვო პირობით გათვალისწინებული ვალდებულება, 2025 წლის 11 აგვისტოს გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----ის“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „--------ს“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია: იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, ან საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და მათზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების აღრიცხვის მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა ან მოხსნილია/მოცილებულია იდენტიფიკაციის საშუალება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებისამებრ.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ხოლო მე-11 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ არ შესრულდა „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით მე-8 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობა. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------------“-ის (ს/ნ ----------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ არ შესრულდა „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით მე-8 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობა. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), 2025 წლის 11 აგვისტოს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1.11); 176(1);