N 11602 - 21/05/2024 - „საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №11602
2024 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
„საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებების“ (დანართი №2):
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შენიშვნა ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 41 პუნქტი:
„41. ამ დანართის მიზნებისათვის არ გაითვალისწინება 1 ლარამდე არსებული საგადასახადო დავალიანება/მოსაკრებელი.“;
გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-7 პუნქტი:
„7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მიუხედავად იმისა, კმაყოფილდება თუ არა ამ დანართის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები, თავისუფლდება ამავე კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი
ლევან კაკავა
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე