ბრძანება N 22784
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22784
18 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----- “ (ს/ნ "------")
(მის.:"------")
2023 წლის 2 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") 2023 წლის 2 აგვისტოს №82791/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №006-318 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ წარმოადგენს ურთიერთშედარების აქტებს და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის სრულად გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6452 და 26 ივნისის №14617 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 20 ოქტომბრიდან 2023 წლის 28 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 3 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 ივლისი №15741 ბრძანება და ამავე თარიღის №006-318 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 206 185 ლარი, მათ შორის გადასახადი 772 138 ლარი, ჯარიმა 386 069 ლარი, საურავი 47 978 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს ,,------" გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 20.10.2021 წლიდან და ამავე პერიოდიდან წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს. საწარმოს საქმიანობის სფეროა არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა "------"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. საწარმო საქონლის შეძენას სრულად ახდენს იმპორტის გზით, როგორც ჩინეთიდან, ასევე თურქეთიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის დამუშავების შედეგად დგინდება, რომ საწარმოს მიერ უმეტეს შემთხვევაში ბანკით განხორციელებული აქვს ანგარიშსწორება სხვა იურიდიულ პირებთან, ხოლო იმპორტიორი ორგანიზაციები არიან სხვა იურიდიული პირები. ამასთან არის შემთხვევები, როდესაც ბანკით გადარიცხულია იმ იურიდულ პირებთან, რომელიც ფიქსირდება იმპორტიორ ორგანიზაციებშიც, თუმცა ამ შემთხვევაში ბანკით გადარიცხული თანხები ბევრად აღემატება იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების საფუძველზე, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადამხდელს იმპორტირებული საქონელთან დაკავშირებით გარკვეულ ნაწილზე არ აქვს ანგარიშსწორება განხორციელებული. ამასთან, გადამხდელის მიერ არ არის განმარტებული თუ რა გზით და როგორ მოხდა ანგარიშსწორება. შედეგად, გადამხდელს იმპორტირებულ საქონელთან (გარკვეული ნაწილი, რომლის ანგარიშსწორებაც არ ფიქსირდება ბანკში) დაკავშირებით არ აქვს შესაბამისის საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლებისათვის გადახდის დოკუმენტი და არც ურთიერთშედარების აქტები არ იქნა წარმოდგენილი. გადამხდელის მხრიდან ასევე არ არის წარმოდგენილი ახსნა-განმარტება შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისათვის სრულად გადახდის თაობაზე. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ განსაზღვრული დანართი №8-ის შესაბამისად, იმის გათვალისიწნებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითიც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, თუმცა არც ახსნაგანმარტება და არც რაიმე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ იქნა წარმოდგენილი, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისათვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, დარჩენილი 25% საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საწარმოს მიერ ბანკით განხორციელებული აქვს ანგარიშსწორება იმპორტიორ ორგანიზაციებთან, ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში ბანკით გადარიცხული თანხები ბევრად აღემატება იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულებას. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადამხდელს იმპორტირებული საქონელთან დაკავშირებით გარკვეულ ნაწილზე არ აქვს ანგარიშსწორება განხორციელებული. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი იმპორტირებულ საქონელთან (გარკვეული ნაწილი, რომლის ანგარიშსწორებაც არ ფიქსირდება ბანკში) დაკავშირებული შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლებისათვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ურთიერთშედარების აქტები, ასევე არ არის წარდგენილი ახსნა-განმარტება შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისათვის სრულად გადახდის თაობაზე. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ განსაზღვრული დანართი №8-ის შესაბამისად, შემოწმების მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისათვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვლა ანაზღაურებულად, დარჩენილი 25% განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწარმოს მიერ არარეზიდენტ მომწოდებლებზე გაცემული თანხების დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვა, ასევე იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახადელი თანხის 75%-ის ანაზღაურებულად ჩათვლა და 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----- -ს “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო საქონლის შეძენას სრულად ახდენს იმპორტის გზით, როგორც ჩინეთიდან, ასევე თურქეთიდან. საწარმოს მიერ უმეტეს შემთხვევაში ბანკით განხორციელებული აქვს ანგარიშსწორება სხვა იურიდიულ პირებთან, ხოლო იმპორტიორი ორგანიზაციები არიან სხვა იურიდიული პირები. ამასთან არის შემთხვევები, როდესაც ბანკით გადარიცხულია იმ იურიდულ პირებთან, რომელიც ფიქსირდება იმპორტიორ ორგანიზაციებშიც, თუმცა ამ შემთხვევაში ბანკით გადარიცხული თანხები ბევრად აღემატება იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულებას. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
ასევე,გადამხდელს იმპორტირებული საქონელთან დაკავშირებით გარკვეულ ნაწილზე არ აქვს ანგარიშსწორება განხორციელებული. ამასთან, გადამხდელის მიერ არ არის განმარტებული თუ რა გზით და როგორ მოხდა ანგარიშსწორება. შედეგად, გადამხდელს იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებით არ აქვს შესაბამისის საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლებისათვის გადახდის დოკუმენტი და არც ურთიერთშედარების აქტები არ იქნა წარმოდგენილი. გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, დარჩენილი 25% საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),982,101,154.