გადაწყვეტილება №19681/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.09.2023
№ დოკუმენტი 19681/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19681/2/2023

05 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 11.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19681/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ბინების ნასყიდობის თარიღში რეალიზებულად ჩათვლა და დღგ-ით დაბეგვრა;

2.სხვადასხვა სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების დასრულების ადგილის მისამართის მითითების გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე საქონლის რეალიზებულად ჩათვლა;

3. შემოსავალსა და გაწეულ ხარჯს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

4. გაცემული ხელფასების და ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

5. გაცემული დივიდენდების მოგების გადასახადით დაბეგვრა;

6. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №086-76 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8385 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 440 826 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 245 539

დღგ - 111 483

მოგების გადასახადი - 925

საშემოსავლო გადასახადი - 133 131

ჯარიმა - 122 644

საურავი - 72 643

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2021 წლის 22 დეკემბრის №40076 ბრძანება და 2021 წლის 23 დეკემბრის №086-76 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.05.2022 წლის №13491 ბრძანებით, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, განუხილველი დარჩა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 20.10.2022 წლის №17471/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.05.2022 წლის №13491 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8385 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საჩივრის ზეპირი განხილვის საბჭოს სხდომის ჩატარებამდე მომჩივანთან განხორციელდა სატელეფონო საუბარი და ეთხოვა საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღება, თუმცა უარი განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე, არც გადადების შესახებ დაუყენებია შუამდგომლობა. შესაბამისად, საჩივრის ზეპირი განხილვა მოხდა მომჩივნის გარეშე.

 

სადავო საკითხები:

1. ბინების ნასყიდობის თარიღში რეალიზებულად ჩათვლა და დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ქ. ---ში მიღებული აქვს უძრავი ქონებები (ბინები) შპს „---გან“ (შპს ---) (ს/ნ ---) წინა პერიოდში გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, რომლებიც რეალიზებულია ასევე შესამოწმებელ პერიოდში და ნაწილი ასახულია დღგ-ის დეკლარაციებში. გადამხდელის მიერ წარდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები, სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია (ხელშეკრულებები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ნაღდი ფულის მოძრაობა) არ არის წარდგენილი, რაზეც შეეფარდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადამხდელის საბანკო ამონაწერები, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები. აღნიშნულის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია რეალიზებული ბინების საფასური, რაც სრულად არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციების დასაბეგრ ბრუნვაში. ასევე შესწავლილ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა ღირებულებების ჩარიცხვა არ ფიქსირდება საბანკო ამონაწერში და ასევე არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციებში, აღნიშნული შემოწმებით ჩაითვალა ნასყიდობის თარიღში რეალიზებულად. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, შესაბამისი სპეციალისტების არ ყოფნის გამო თავის დროზე ვერ მიაწოდა სააღრიცხვო დოკუმენტაცია შემმოწმებლებს. ამის გამო არ ჰქონდა ინფორმაცია, რის საფუძველზე მოხდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და ხომ არ ჰქონდა ადგილი ტექნიკურ უზუსტობებს გაანგარიშებებში, აქედან გამომდინარე, ითხოვდა სადავო აქტების საგადასახადო ორგანოსათვის დაბრუნებას და მომჩივანთან ერთად შესწავლას. ასევე, საჭირო იყო ბინების იმ მყიდველებთან დაკავშირება და მათგან ინფორმაციის გამოთხოვა, რომლებსაც ბინები საკუთრების უფლებით ჰქონდათ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და საწარმოს საბანკო ანგარიშებზე არ უფიქსირდებოდათ თანხების გადახდა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მიაჩნია, რომ მის რეალიზაციებსა და დეკლარაციების მონაცემების შედარების დროს ადგილი აქვს უზუსტობებს, ხარვეზები შეიძლება იყოს მაგრამ არა იმ ოდენობით, რასაც საგადასახადო ორგანო აფიქსირებს. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობის გამო ვერ მოახერხა დეკლარაციების დაზუსტება. იმ პირობებში, როცა რეალიზაციები იდენტიფიცირებადია და ხელშეკრულებები რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში - გადამოწმებადია და ბუნებრივია გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებაზე საუბარი არასწორია. ითხოვს სადავო საკითხის და სააღრიცხვო დოკუმენტაცია/მონაცემების მასთან ერთად შესწავლას და დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

შემოწმებისას შესწავლილ იქნა გადამხდელის საბანკო ამონაწერები, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები. აღნიშნულის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია რეალიზებული ბინების საფასური, რაც სრულად არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციების დასაბეგრ ბრუნვაში. ასევე შესწავლილ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა ღირებულებების ჩარიცხვა არ ფიქსირდება საბანკო ამონაწერში და ასევე არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციებში, აღნიშნული შემოწმებით ჩაითვალა ნასყიდობის თარიღში რეალიზებულად. მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სხვადასხვა სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების დასრულების ადგილის მისამართის მითითების გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე საქონლის რეალიზებულად ჩათვლა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სხვადასხვა სამშენებლო მასალები, საიდანაც 46 436 ლარის საქონელზე ტრანსპორტირების დასრულების ადგილი მითითებულია სხვადასხვა მისამართები, სადაც გადამხდელი არ ახორციელებს საქმიანობას (----). გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის შეძენილი საქონლის მოძრაობა. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებით მსჯელობა არასწორია, თუ შემმოწმებელი თვლის, რომ ხდება ხარჯების ხელოვნური გაზრდა, ასეთ დროს ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იქნეს მოშველიებული, გამყიდველის მიერ ზედნადებში მექანიკური შეცდომის დაშვება არ შეიძლება გახდეს დამატებითი თანხების დარიცხვის საფუძველი. შემმოწმებელს არ გადაუმოწმებია და არ გამოუთხოვია ინფორმაცია არც მომწოდებელთან და არც მძღოლებთან და ისე ხდება დამატებითი თანხების დარიცხვა, რაც არასწორად მიაჩნია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო შემოწმებისას დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სხვადასხვა სამშენებლო მასალები, საიდანაც 46 436 ლარის საქონელზე ტრანსპორტირების დასრულების ადგილი მითითებულია სხვადასხვა მისამართები, სადაც გადამხდელი არ ახორციელებს საქმიანობას (---). გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის შეძენილი საქონლის მოძრაობა. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად. მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. შემოსავალსა და გაწეულ ხარჯს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია. გადამხდელის მიერ წარდგენილი დებიტორ/კრედიტორების ურთიერთშედარების აქტების და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაანგარიშდა სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, აღნიშნული მეთოდით შესამოწმებელი პერიოდების ბოლოს მიღებული სალაროს ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე და 154-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, შესაბამისი სპეციალისტების არ ყოფნის გამო თავის დროზე ვერ მიაწოდა სააღრიცხვო დოკუმენტაცია შემმოწმებლებს. ამის გამო ვერ მოხდა სადავო საკითხის ერთობლივად შესწავლა. კომუნიკაციის არ არსებობამ გამოიწვია მთელი რიგი ხარვეზები და უზუსტობები. აქედან გამომდინარე, ითხოვდა სადავო აქტების საგადასახადო ორგანოსათვის დაბრუნებას და მომჩივანთან ერთად შესწავლას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დებიტორ/კრედიტორების ურთიერთშედარების აქტების და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაანგარიშდა სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, აღნიშნული მეთოდით შესამოწმებელი პერიოდების ბოლოს მიღებული სალაროს ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. გაცემული ხელფასების და ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, საიდანაც გაცემულია ხელფასები და სხვადასხვა ფიზიკური პირების (გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული) მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადარიცხული თანხები. აღნიშნული ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ კომპანიის მიერ დეკლარაციებში არასრულად არის ასახული სახელფასო და სხვა განაცემები, რაზეც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია, ვინაიდან მომჩივანს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა ითხოვდა სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს; დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

შემოწმებისას შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, საიდანაც გაცემულია ხელფასები და სხვადასხვა ფიზიკური პირების (გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული) მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადარიცხული თანხები. აღნიშნული ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ კომპანიის მიერ დეკლარაციებში არასრულად არის ასახული სახელფასო და სხვა განაცემები, რაზეც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. გაცემული დივიდენდების მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახულია გაცემული დივიდენდი სულ ჯამში 10 445 ლარი, ხოლო მოგების გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებულია 5 200 ლარი, შემოწმებით სხვაობა 5 245 ლარი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია, ვინაიდან მომჩივანს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა ითხოვდა სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ამ ნაწილში გაანგარიშებებში ადგილი აქვს უზუსტობას, მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები საჭიროებს დაზუსტებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის (1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. შემოწმებისას დადგინდა, რომ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახულია გაცემული დივიდენდი სულ ჯამში 10 445 ლარი, ხოლო მოგების გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებულია 5 200 ლარი, შემოწმებით სხვაობა 5 245 ლარი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №086-76 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას სანქციის სახით განესაზღვრა მათ შორის: ჯარიმა - 122 644 ლარი და საურავი - 72 643 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს, გათავისუფლდეს სადავო აქტებით დარიცხული სანქციისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ბინების ნასყიდობის თარიღში რეალიზებულად ჩათვლა და დღგ-ით დაბეგვრა;

2. სხვადასხვა სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების დასრულების ადგილის მისამართის მითითების გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე საქონლის რეალიზებულად ჩათვლა;

3. შემოსავალსა და გაწეულ ხარჯს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

4. გაცემული ხელფასების და ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

5. გაცემული დივიდენდების მოგების გადასახადით დაბეგვრა;

6. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2021 წლის 22 დეკემბრის №40076 ბრძანება და 2021 წლის 23 დეკემბრის №086-76 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.05.2022 წლის №13491 ბრძანებით, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, განუხილველი დარჩა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 20.10.2022 წლის №17471/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.05.2022 წლის №13491 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8385 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საჩივრის ზეპირი განხილვის საბჭოს სხდომის ჩატარებამდე მომჩივანთან განხორციელდა სატელეფონო საუბარი და ეთხოვა საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღება, თუმცა უარი განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე, არც გადადების შესახებ დაუყენებია შუამდგომლობა. შესაბამისად, საჩივრის ზეპირი განხილვა მოხდა მომჩივნის გარეშე.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 73; 49; 61; 101; 154; 102; 97; 981; 269.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161.