ბრძანება N 22040
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22040
09 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------------სის“ (ს/ნ --------------)
(მის.: ქ. ------------------------------- №-)
2023 წლის 27 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 ივნისის და 19 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები №63 და №101) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 ივნისის №22002/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------------სის“ (ს/ნ --------------) 2023 წლის 27 ოქტომბრის №182033/21-14 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ოქტომბრის №094-68 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და მიიჩნევს, რომ სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია უძრავი ქონების შეფასების შესახებ დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნის უგულვებელყოფა. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება ქონების შეფასების მეთოდს. განმარტავს, რომ შემფასებლის მიერ შედარების ობიექტი არ იქნა ადეკვატურად განსაზღვრული. ასევე შესადარებლად შერჩეული ობიექტების ფასების დიაპაზონი საკმაოდ მაღალია. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების ღირებულების და შეფასების თარიღის განსაზღვრას. განმარტავს, რომ შეფასება გაკეთებულია მხოლოდ ერთი თარიღისთვის 2023 წლის ივლისის თვის მდგომარეობით. აცხადებს, რომ ბუღალტრული ბაზის ბასს-ის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში მიმართა აკრედიტებული შემფასებელთა სერთიფიკაციის ორგანოს მიერ სერთიფიცირებულ დამოუკიდებელ შემფასებელს, რომელმაც განსაზღვრა საინვესტიციო ქონების საბაზრო ღირებულება. შეფასების შედეგად, კომპანიის ბალანსზე რიცხული 9 930 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, 2021 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შეფასდა 10 792 000 ლარად. მიღებული ღირებულების შესაბამისად, ბუღალტრულ ბაზაში არსებული ძირითადი საშუალება გადაფასდა, რომლის მიხედვითაც განხორციელდა 2021-2022 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება. ასევე აღნიშნავს, რომ შემმოწმების მიერ ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა ქონების ღირებულებაზე დღგ-ის ჩათვლით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16189 ბრძანების საფუძველზე შპს „------------სს“ (ს/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ოქტომბრის №24224 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №094-68 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 640 732 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 640 732 ლარი, ჯარიმა 0 ლარი და საურავი 0 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 27 ოქტომბერს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33685 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 5 ივნისის №22002/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33685 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 ივნისის №22002/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის მიერ მითითებულ მტკიცებულებებზე და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რომლის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის მფლობელობაშია გ. ------ის ქ. №--ში მდებარე შენობა-ნაგებობა 9 930 კვადრატის ოდენობით, რომელზეც დეკლარირებული მონაცემებით საშუალო წლიური ღირებულება შეადგენდა: 2020 წელს - 2 011 945 ლარს, 2021 წელს - 6 285 401 ლარს, ხოლო 2022 წელს - 10 443 485 ლარს. ამასთან, კომპანიის მიერ წარმოდგენილია დამოუკიდებელი აუდიტორის 2021 წლის 30 აპრილის უძრავი ქონების შეფასების შესახებ დასკვნა №---/04-21-4, რომლის მიხედვითაც ქონების ღირებულებამ (საბაზრო ფასით) აღნიშნული თარიღისთვის შეადგინა 10 792 000 ლარი. პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით №---/06/23, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულებამ (გარდა მიწისა) 2020 წლის 31 დეკემბრისთვის შეადგინა 29 897 000 ლარი, 2021 წლის 31 დეკემბრისთვის 28 263 000 ლარი, ხოლო 2022 წლის 31 დეკემბრისთვის 24 654 000 ლარი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რის შედეგადაც მოხდა ქონების გადასახადის დარიცხვა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად:
1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში – წესი).
2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.
3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ: ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციებში გადამხდელის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდებოდა მათი საბაზრო ფასისაგან. შედეგად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის სისწორის განსაზღვრის მიზნით კომპანიის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობის) ღირებულების შეფასება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ. კერძოდ, შეფასებულ იქნა შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება 2020, 2021 და 2022 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით. შეფასების შედეგად, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გამოვლინდა სხვაობები ზემოაღნიშნული პერიოდების მიხედვით წარდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციებში ასახულ მონაცემებთან შედარებით. შემოწმებამ იხელმძღვანელა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნით, სადაც განსაზღვრულია თითოეული ქონების ღირებულება 2020, 2021 და 2022 წლებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად უძრავი ქონების დეკლარირებულ და შეფასების შედეგად (ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად) გამოვლენილ სხვაობებზე პერიოდების მიხედვით განხორციელდა ქონების გადასახადის დარიცხვა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 ივნისის №22002/2/2024 გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით: „მომჩივანი 25.04.2024 წელს წარმოდგენილ (№---/01) განცხადებაში მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო ვალდებულების საფუძვლად გამხდარი უძრავი ქონების შეფასების დასკვნა გადაგზავნილი იქნა შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრში, რომლის 19.04.2024 წლის წერილით ეცნობათ, რომ შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერთიფიკაციის ორგანოში, სერთიფიკაციის სქემის შესაბამისად მოწვეული კომისიის მიერ, განხილული იქნა სერთიფიცირებული პირების მიერ მომზადებული უძრავი ქონების შეფასების ანგარიში (შპს ------სის კუთვნილი ქონება - თბილისი, გ. ---ძის №--). განხილვის მიზანი არ იყო შეფასებული ქონების ღირებულების სიზუსტის განსაზღვრა. განხილვის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე გარემოება, რომლებიც სტანდარტების მოთხოვნებთან შეუსაბამოა.
მომჩივანი განცხადებაში მიუთითებს, რომ ასევე ქონების შეფასების მიზნით მიმართული იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის, რომლის მიერ 2024 წლის 22 აპრილს გამოიცა №---- ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 10 942 860 ლარის ოდენობით. დანართის სახით წარმოადგენს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №---- დასკვნას და შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის 2024 წლის 19 აპრილის წერილს.“
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 22 აპრილის №------- ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------------სის“ (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 22 აპრილის №------- ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და მიიჩნევს, რომ სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია უძრავი ქონების შეფასების შესახებ დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნის უგულვებელყოფა. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება ქონების შეფასების მეთოდს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №16189 ბრძანების საფუძველზე მომჩივანს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №24224 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №094-68 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 640 732 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის №33685 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №22002/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №33685 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №22002/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის მიერ მითითებულ მტკიცებულებებზე და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 22 აპრილის №002299324 ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 202(1.41); 205(2.3);