ბრძანება N 25986
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 25986
09/08/2021
ფ/პ --------------------------------
(მის: ------ -----------------------)
2021 წლის 14 ივლისის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა 2021 წლის 29 ივლისის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა ფ/პ ----- №62175/1/2021 საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებულია შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 14 დეკემბრის №024-15254, №024-15255, №024-15256 და 2020 წლის 5 ნოემბრის №024-17362 საგადასახადო მოთხოვნები, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2020 წლის 31 აგვისტოს №024-5329 და 2021 წლის 15 ივნისის 024-3898 შეტყობინებები, ასევე ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2021 წლის 7 ივნისის 024-455 ბრძანება.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი განმარტავს, რომ 2017-2018 წელს ქონების გადასახადის დეკლარირების მომენტში არ იმყოფებოდა საქართველოში და ამ წლების დეკლარირება განხორციელებული აქვს მოქალაქე --------ს „საოჯახო“ დეკლარაციის სახით, რომელიც არის მისი ქალიშვილის მეუღლე. გადამხდელი მიუთითებს, რომ მოახდინა 2018, 2019 და 2020 წლის დეკლარაციების დაზუსტება ნულოვანი ფორმით. 2016 წლის საანგარიშო პერიოდზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი ეთანხმება და ითხოვს შეთანხმების გაფორმებას.
რაც შეეხება შემდგომ პერიოდში გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნებს, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2020 წლის 31 აგვისტოს №024-5329 და 2021 წლის 15 ივნისის 024-3898 შეტყობინებებს , ასევე ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2021 წლის 7 ივნისის 024-455 ბრძანებას ითხოვს მათ გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ფ/პ ----- პირადი აღრიცხვის ბარათზე, 2018 წლის 14 დეკემბერს განხორციელდა 2016-2017-2018 წლების ქონების გადასახადის დარიცხვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. კერძოდ: 2016-2017 წლებზე - 2771 ლარის (38.4997 ჰა), ხოლო 2018 წელს - 3356 ლარის ოდენობით (46.6173 ჰა). აღნიშნულზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები გაიგზავნა 2-ჯერ მისამართზე: ------ და დაბრუნდა უკან კომენტარით: „არასრული მისამართი“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო მოთხოვნა საჯაროდ გავრცელდა 2019 წლის 30 იანვარს.
----- ის პირადი აღრიცხვის ბარათიდან ირკვევა, რომ მის მიერ წარმოდგენილია 2017 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური (საოჯახო) დეკლარაცია, სადაც ოჯახის წევრად დაფიქსირებულია მხოლოდ მეუღლე -----, ხოლო 2018 წლის დეკლარაციაში დამატებით ასევე სიდედრი ----. 2019 წლის 13 ივნისს -----ის მიერ დაზუსტებული იქნა 2017 და 2018 წლების ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური (საოჯახო) დეკლარაციები, სადაც ასახა ფ/პ ----- ს და ---------ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ფ/პ ----- მიერ წარმოდგენილ 2017 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიურ (საოჯახო) დეკლარაციაში, დაფიქსირებულია შემოსავალი 40000-დან 100000-მდე, თუმცა დეკლარაციის V ნაწილში, დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა) არ არის მითითებული.
ამრიგად, ფ/პ ----- მ 2017 და 2018 წლების ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიურ (საოჯახო) დეკლარაციებში, დააფიქსირა მეუღლის მშობლებიც და დასაბეგრ ობიექტად დაამატა მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთებიც. ხოლო ----- მა 2019 და 2020 წლების ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დაზუსტებულ წლიურ (საოჯახო) დეკლარაციებში, დააფიქსირა მეუღლე ------ მის საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების დასაბეგრი მიწის ფართობით.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2021 წლის 29 ივლისის მდგომარეობით გაუქმებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2020 წლის 31 აგვისტოს №024-5329 და 2021 წლის 15 ივნისის 024-3898 შეტყობინებები, ასევე ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2021 წლის 7 ივნისის 024-455 ბრძანება.
აღსანიშნავია, რომ 2018 და 2020 წლების ქონების გადასახადები გადასახადის გადამხდელის მიერ დაზუსტებულია ნულოვანი ფორმით 2021 წლის 11 ივნისს, რაც შეეხება 2016 წლის გადასახადს, ვინაიდან გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღიარებდა მის კანონიერებას და ითხოვდა შეთანხმების გაფორმებას, კუთვნილებისამებრ გაეგზავნა ვალის მართვის დეპარტამენტს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 14 დეკემბრის №024-15255 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელს საჩივრის წარდგენის ვადა გაშვებულად არ უნდა ჩაეთვალოს და ფ/პ ----- №62175/1/2021 საჩივარი დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ხოლო მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 13 ივნისს -------ის მიერ დაზუსტებული იქნა 2017 და 2018 წლების ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური (საოჯახო) დეკლარაციები, სადაც ასახა ----- ის და ------- ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 14 დეკემბრის №024- 15255 საგადასახადო მოთხოვნა უნდა გაუქმდეს.
საჩივარი 2018 წლის 14 დეკემბრის №024-15256 და 2020 წლის 5 ნოემბრის №024-17362 საგადასახადო მოთხოვნების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ფ/პ ----- 2021 წლის 11 ივნისს წარმოადგინა 2018 და 2020 წლების ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაცია ნულოვანო ფორმით, აღნიშნულზე გამოიცა 2021 წლის 11 ივნისის №024 – 3722 და №024 - 3724 საგადასახადო მოთხოვნები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან ფ/პ ----- მიერ წარმოდგენილ იქნა 2018 და 2020 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციები, რის საფუძველზეც გამოიცა ახალი საგადასახადო მოთხოვნები, სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნების ნაწილში.
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2020 წლის 31 აგვისტოს №024-5329 და 2021 წლის 15 ივნისის 024-3898 შეტყობინებების და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2021 წლის 7 ივნისის 024-455 ბრძანების ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 26 ივლისის №024-5347 და №024-5346 შეტყობინებებით გაუქმებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2020 წლის 31 აგვისტოს №024-5329 და 2021 წლის 15 ივნისის 024-3898 შეტყობინებები, ხოლო 2021 წლის 26 ივლისის №024-659 ბრძანებით გაუქმდა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2021 წლის 7 ივნისის 024-455 ბრძანება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გაუქმდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2020 წლის 31 აგვისტოს №024-5329 და 2021 წლის 15 ივნისის 024-3898 შეტყობინებები და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2021 წლის 7 ივნისის 024-455 ბრძანება, სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ----- საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 14 დეკემბრის №024-15255 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 14 დეკემბრის №024-15255 საგადასახადო მოთხოვნა;
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში დარჩეს განუხილველი;
5. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი 2016 წლის საანგარიშო პერიოდზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნას ეთანხმება და ითხოვს შეთანხმების გაფორმებას. რაც შეეხება შემდგომ პერიოდში გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნებს, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებებს, ასევე ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებას, ითხოვს მათ გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ფ/პ-ს პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა 2016-2017-2018 წლების ქონების გადასახადის დარიცხვა, აღნიშნულზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები გაეგზავნა 2-ჯერ და დაბრუნდა უკან. სსკ-ს 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო მოთხოვნა გავრცელდა საჯაროდ.
ასევე ირკვევა, რომ მომჩივანის ქალიშვილის მეუღლემ წარმოადგინა 2017-2020 წლების ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიურ (საოჯახო) დეკლარაციები, სადაც დააფიქსირა მომჩივანის საკუთრებაში არსებული მიწა.
ამასთან გაუქმებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებები, ასევე ქონებაზე ყადაღის დადების ბრძანება.
აღსანიშნავია, რომ 2018 და 2020 წლების ქონების გადასახადები მომჩივანის მიერ დაზუსტებულია ნულოვანი ფორმით, რაც შეეხება 2016 წლის გადასახადს, ვინაიდან გადამხდელი ითხოვდა შეთანხმების გაფორმებას, კუთვნილებისამებრ გაეგზავნა ვალის მართვის დეპარტამენტს.
გადაწყვეტილება
№024-15255 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივრის წარდგენის ვადა გაშვებულად არ ჩაეთვალა და დაშვებულ იქნა განსახილველად.
№024-17362 საგადასახადო მოთხოვნების ნაწილში ვინაიდან მომჩივანის მიერ წარმოდგენილ იქნა 2018 და 2020 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციები, რის საფუძველზეც გამოიცა ახალი საგადასახადო მოთხოვნები, სახეზეა სსკ-ს 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.
ამასთან ვინაიდან გაუქმდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებები და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება, სახეზეა სსკ-ს 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 205; 299(4); 301,,დ“