ბრძანება N 20313

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.09.2026
№ დოკუმენტი 20313
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20313

15 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ს (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2026 წლის 12 და 19 აგვისტოს

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 აგვისტოსა და 10 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №75 და №82) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) 2026 წლის 12 აგვისტოს №104014/1/2026, №692681 (რეგ. №139919/21) და 19 აგვისტოს №104147/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 17 ივლისის №041-51 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მზადყოფნას გამოთქვამს წარმოადგინოს დამატებით დოკუმენტაცია, მ.შ. საბანკო ინფორმაცია, შესყიდვებისა და რეალიზაციის მონაცემები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც არსებითად მნიშვნელოვანია რეალური ბრუნვის, შემოსავლების, ხარჯებისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის. ამასთან, აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის სრულყოფილად წარუდგენლობა და არასათანადო კომუნიკაცია გამოწვეული იყო ბუღალტრული აღრიცხვის არასათანადო წარმოებით და იმ პირის მიერ საქმიანობის შეწყვეტით, რომელიც პრაქტიკულად ახორციელებდა ბუღალტრულ მომსახურებას.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი აპრილის №7395 და 14 ივლისის №16147 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო წლიური საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის შემოწმდა 2023, 2024 და 2025 წლების საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 15 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 17 ივლისის №16377 ბრძანება და ამავე თარიღის №041–51 15 სექტემბერი 2026 N 20313 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 731 075 ლარი, მათ შორის გადასახადი 461 976 ლარი, ჯარიმა 222 904 ლარი და საურავი 46 195 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

 შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია ბუღალტრულ აღრიცხვასა და საქონლის მოძრაობასთან დაკავშირებით. ასევე, გადამხდელმა არ წარმოადგინა საბანკო ამონაწერები, აღნიშნულის საფუძველზე შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ი/მ --- საქონლის შეძენას და რეალიზაციას ახდენდა ადგილობრივად. საქონლის შეძენის ოპერაციებზე გამოწერილი იყო როგორც სასაქონლო ზედნადებები, ასევე, საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რეალიზაციას ახორციელებდა მხოლოდ საცალოდ. დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია არ უფიქსირდებოდა. გადასახადის გადამხდელთან შესამოწმებელ პერიოდში და ასევე, შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები (საკონტროლო შესყიდვები), შედეგად, გამოვლინდა საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტები და შედგა სამართალდარღვევის ოქმები. გადამხდელთან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვების დროს დაფიქსირდა ისეთი საქონლის შეძენა, რაზეც სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იყო გამოწერილი. გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის 2023, 2024 და 2025 წლების წლიურ დეკლარაციებში ასახული ერთობლივი შემოსავალი ჯამურად შეადგენდა 1 540 617 ლარს, ხოლო ამავე პერიოდში დღგ-ის დეკლარაციებით დეკლარირებული ბრუნვების ჯამი შეადგენდა 18 171 ლარს. გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი (საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით) შეადგენდა 2%-ს. გადამხდელს პირადი აღიცხვის ბარათზე არსებული მონაცემებით ბიუჯეტში გადახდილი ჰქონდა 17 134 ლარი, ხოლო ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული იყო 278 781 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებში არ ფიქსირდებოდა დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის ჩამოწერა. ასევე, არ დაფიქსირებულა დაუძლეველის ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ.) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ვინაიდან წარმოდგენილი არ ყოფილა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის შემოსავალი.

შემოსავლის გაანგარიშებისას შემოწმებამ გამოიყენა გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვებით განსაზღვრული ფასნამატი, კერძოდ: ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი საქონელი დაჯგუფდა შესაბამის კატეგორიებში (ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, ალკოჰოლური სასმელები და სხვა), გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება თითოეული ჯგუფის მიხედვით, რაზეც გავრცელდა შესაბამისი კატეგორიის სახეობის პროდუქტის საკონტროლო შესყიდვის შედეგად განსაზღვრული ფასნამატი. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და დეკლარირებული შემოსავალი შეუდარდა ერთმანეთს, გამოვლენილი სხვაობა განაწილდა სმფ-ის შეძენის პროპორციულად და შესაბამის პერიოდებში გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების შესაბამისად შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები შეადგენდა 1 587 227 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნულ პერიოდზე ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები შეადგენდა 1 636 896 ლარს.

შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯი გაიზარდა 49 669 ლარით, რაც ძირითადად გამოწვეული იყო შეძენილი სმფ-ების შესახებ (გაანგარიშებულია ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად) ინფორმაციის არასწორად ასახვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ, ასევე, უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2026 წლის 20 აგვისტოს 14:15 საათზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2026 წლის 10 სექტემბერს 14:00 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება;

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია ბუღალტრულ აღრიცხვასა და საქონლის მოძრაობასთან დაკავშირებით. ასევე, გადამხდელმა არ წარმოადგინა საბანკო ამონაწერები, აღნიშნულის საფუძველზე შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და დაადგინა, რომ ი/მ --- საქონლის შეძენას და რეალიზაციას ახდენდა ადგილობრივად. საქონლის შეძენის ოპერაციებზე გამოწერილი იყო როგორც სასაქონლო ზედნადებები, ასევე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რეალიზაციას ახორციელებდა მხოლოდ საცალოდ. დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია არ უფიქსირდებოდა. გადასახადის გადამხდელთან შესამოწმებელ პერიოდსა და შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების (საკონტროლო შესყიდვები) საფუძველზე გამოვლინდა საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტები და შედგენილია სამართალდარღვევის ოქმები. გადამხდელთან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვების დროს დაფიქსირდა ისეთი საქონლის შეძენა, რაზეც სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იყო გამოწერილი. გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის 2023, 2024 და 2025 წლების წლიურ დეკლარაციებში ასახული ერთობლივი შემოსავალი ჯამურად შეადგენდა 1 540 617 ლარს, ხოლო ამავე პერიოდში დღგ-ის დეკლარაციებით დეკლარირებული ბრუნვების ჯამი შეადგენდა 18 171 ლარს.

გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი (საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით) შეადგენდა 2%-ს. გადამხდელს პირადი აღიცხვის ბარათზე არსებული მონაცემებით ბიუჯეტში გადახდილი ჰქონდა 17 134 ლარი, ხოლო ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული იყო 278 781 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებში არ ფიქსირდებოდა დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის ჩამოწერა. ასევე, არ დაფიქსირებულა დაუძლეველის ძალის მიერ დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლის გაანგარიშებისას გამოიყენა გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვებით განსაზღვრული ფასნამატი, კერძოდ: ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი საქონელი დაჯგუფდა შესაბამის კატეგორიებში (ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, ალკოჰოლური სასმელები და სხვა), გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება თითოეული ჯგუფის მიხედვით, რაზეც გავრცელდა შესაბამისი კატეგორიის სახეობის პროდუქტის საკონტროლო შესყიდვის შედეგად განსაზღვრული ფასნამატი.

შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და დეკლარირებული შემოსავალი შეუდარდა ერთმანეთს, გამოვლენილი სხვაობა განაწილდა სმფ-ის შეძენის პროპორციულად და შესაბამის პერიოდებში გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს არასრულად ჰქონდა ასახული გამოსაქვითი ხარჯები საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში. შედეგად, შემოწმების მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი გაიზარდა 49 669 ლარით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლის გაანგარიშებისას შემოწმებამ გამოიყენა გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვებით განსაზღვრული ფასნამატი, კერძოდ: ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი საქონელი დაჯგუფდა შესაბამის კატეგორიებში (ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, ალკოჰოლური სასმელები და სხვა), გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება თითოეული ჯგუფის მიხედვით, რაზეც გავრცელდა შესაბამისი კატეგორიის სახეობის პროდუქტის საკონტროლო შესყიდვის შედეგად განსაზღვრული ფასნამატი. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და დეკლარირებული შემოსავალი შეუდარდა ერთმანეთს, გამოვლენილი სხვაობა განაწილდა სმფ-ის შეძენის პროპორციულად და შესაბამის პერიოდებში გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების შესაბამისად შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები შეადგენდა 1 587 227 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნულ პერიოდზე ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები შეადგენდა 1 636 896 ლარს.

შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯი გაიზარდა 49 669 ლარით, რაც ძირითადად გამოწვეული იყო შეძენილი სმფ-ების შესახებ (გაანგარიშებულია ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად) ინფორმაციის არასწორად ასახვით.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 102 (1); 105 (1,2) 269 (7).