ბრძანება N 29033
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 29033
27 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 14 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №84093/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 სექტემბრის №063-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და მიაჩნია, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. აცხადებს, რომ ის პირები, რომლებიც ყიდდნენ საქონელს, შემოწმებულ იქნა საგადასახადო ორგანოს მიერ და დაერიცხათ თანხები, ამის გამო ზოგიერთმა მათგანმა იუარა საქონლის გაყიდვა. მიუთითებს, რომ საქონლის შეძენის დასადასტურებლად შესყიდვის აქტებზე ფიქსირდება გამყიდველის ხელმოწერა და თითის ანაბეჭდი. ასევე, ცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული ბანკის საკომისიოები, ვალუტის კურსთა შორისი სხვაობა, საქონლის კვების ხარჯი და სხვა ხარჯები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის №10669 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 25 მაისიდან 2023 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 8 სექტემბრის №21992 ბრძანება და 11 სექტემბრის №063-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 920 756 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 692 136 ლარი, ჯარიმა 846 168 ლარი, საურავი 382 452 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ---------- და ---------- კომპანიებთან, რომლის თანახმად ---------- კომპანია ---------- კომპანიისაგან ყიდულობს ცოცხალ პირუტყვს და საქართველოს გავლით (ტრანზიტის სასაქონლო რეჟიმით) გაჰყავს ----------დან ----------ში. აღნიშნული კომპანიები ანგარიშსწორებისათვის იყენებენ საწარმოს საბანკო ანგარიშებს. კერძოდ, ---------- კომპანია ---------- (ს/ნ ----------) რიცხავს პირუტყვის ღირებულებას, რომელიც შემდეგ ირიცხება ---------- კომპანიაში ---------- (ს/ნ ----------). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ხელშეკრულება, სადაც საწარმო მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი მხარე და პასუხისმგებელი პირი საქონლის მიწოდებაზე. შესამოწმებელ პერიოდში სულ ჩარიცხულია 3 125 407.43 ლარი და გადარიცხულია 2 817 255.81 ლარი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული საქმიანობა არ ხორციელდებოდა მოგების მიღების მიზნებისათვის და მხოლოდ საწარმოს საბანკო ანგარიშის გამოყენება ხდებოდა, რადგან ----------დან შეზღუდული იყო ---------- თანხების გადარიცხვა, ხოლო თანხებს შორის წარმოშობილი სხვაობა წარმოადგენს ავანსს, რომელიც შემდეგ უნდა გადარიცხულიყო ----------. შემოწმებით დგინდება, რომ საბანკო ანგარიშზე ბოლო ჩარიცხვა განხორციელებულია 2023 წლის 31 იანვარს და შემოწმების ბოლო თარიღისათვის 2023 წლის 31 აპრილისთვის არ არის გადარიცხული ---------- კომპანიაში. საბანკო ამონაწერის ანალიზიდან ირკვევა, რომ ბოლო ჩარიცხული თანხა გამოტანალია საწარმოს დირექტორის მიერ და ბუღალტრული პროგრამაში ასახული ინფორმაციის თანახმად, ნაღდი ანგარიშწორებით გადახდილია მომწოდებლებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმო ხელშეკრულებაში ჩართულია ერთ-ერთ მხარედ და ანგარიშსწორება ხდება მისი საბანკო ანგარიშების მეშვეობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, შემოწმებით აღნიშნული დაკვალიფიცირდა როგორც მომსახურების გაწევა, ხოლო მომსახურების ანაზღაურებად მიჩნეული იქნა ჩარიცხვებსა და გადარიცხვებს შორის სხვაობა 308 151.62 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ცოცხალი პირუტყვის შეძენა/რეალიზაცია. პირი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური პირებისაგან, რომელზეც წარმოდგენილია შესყიდვის აქტები, ხოლო რეალიზაციას ძირითადად ახდენს ექსპორტის გზით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები რიგ შემთხვევაში არასწორია, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში მითითებულ ფიზიკურ პირებს საერთოდ არ განუხორციელებიათ საქონლის რეალიზაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ხარჯების გაანგარიშებისათვის გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული 2012 წლის 2 თებერვლის N0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, რომლის მიხედვით, რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასებული იქნა 25%-იანი რენტაბელობით. პირველ ეტაპზე თითოეული რეალიზაციისათვის დათვლილი იქნა რპთ FIFO მეთოდით და სმფ-ების მარაგები. ასევე, შეფასებული იქნა FIFO მეთოდით გადასახადის გადამხდელის მიერ შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფასებით, შემდეგ მიღებული ღირებულებები შემოწმების მიერ დაკორექტირდა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. აღნიშნული გაანგარიშებით გამოვლინდა სხვაობა რეალურად გადახდილ და შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ თანხებს შორის. აღნიშნული თანხების საწარმოში არსებობა ან რაიმე ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, სხვაობა ჩათვლილი იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების თანახმად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ---------- და ---------- კომპანიებთან, რომლის თანახმად ---------- კომპანია ---------- კომპანიისაგან ყიდულობს ცოცხალ პირუტყვს და საქართველოს გავლით (ტრანზიტით) გაჰყავს ----------დან ----------ში. აღნიშნული კომპანიები ანგარიშსწორებისათვის იყენებენ საწარმოს საბანკო ანგარიშებს. კერძოდ, ---------- კომპანია რიცხავს პირუტყვის ღირებულებას, რომელიც შემდეგ ირიცხება ---------- კომპანიაში. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ხელშეკრულება, სადაც საწარმო მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი მხარე და პასუხისმგებელი პირი საქონლის მიწოდებაზე. შესამოწმებელ პერიოდში სულ ჩარიცხულია 3 125 407.43 ლარი და გადარიცხულია 2 817 255.81 ლარი. შემოწმებით დგინდება, რომ საბანკო ანგარიშზე ბოლო ჩარიცხვა განხორციელებულია 2023 წლის 31 იანვარს და შემოწმების ბოლო თარიღისათვის 2023 წლის 31 აპრილისთვის არ არის გადარიცხული ---------- კომპანიაში. საბანკო ამონაწერის ანალიზიდან ირკვევა, რომ ბოლო ჩარიცხული თანხა გამოტანალია საწარმოს დირექტორის მიერ და ბუღალტრულ პროგრამაში ასახული ინფორმაციის თანახმად, ნაღდი ანგარიშწორებით გადახდილია მომწოდებლებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმო ხელშეკრულებაში ჩართულია ერთ-ერთ მხარედ და ანგარიშსწორება ხდება მისი საბანკო ანგარიშების მეშვეობით, აღნიშნული დაკვალიფიცირდა როგორც მომსახურების გაწევა, ხოლო მომსახურების ანაზღაურებად მიჩნეული იქნა ჩარიცხვებსა და გადარიცხვებს შორის სხვაობა.
ასევე, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ცოცხალი პირუტყვის შეძენა/რეალიზაცია. პირი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური პირებისაგან, რომელზეც წარმოდგენილია შესყიდვის აქტები, ხოლო რეალიზაციას ძირითადად ახდენს ექსპორტის გზით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები რიგ შემთხვევაში არასწორია, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში მითითებულ ფიზიკურ პირებს საერთოდ არ განუხორციელებიათ. შემოწმებით, რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასებული იქნა 25%-იანი რენტაბელობით. პირველ ეტაპზე თითოეული რეალიზაციისათვის დათვლილი იქნა რპთ FIFO მეთოდით და სმფ-ების მარაგები. ასევე, შეფასებული იქნა FIFO მეთოდით გადასახადის გადამხდელის მიერ შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფასებით, შემდეგ მიღებული ღირებულებები შემოწმების მიერ დაკორექტირდა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. აღნიშნული გაანგარიშებით გამოვლინდა სხვაობა რეალურად გადახდილ და შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ თანხებს შორის. აღნიშნული თანხების საწარმოში არსებობა ან რაიმე ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება. მიღებული სხვაობა ჩათვლილი იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და მიაჩნია, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ორ უცხოურ კომპანიებთან, რომლის თანახმად ერთი მოერესგან ყიდულობს ცოცხალ პირუტყვს და საქართველოს გავლით (ტრანზიტით) გაჰყავს საზღვარგარეთ. აღნიშნული კომპანიები ანგარიშსწორებისათვის იყენებენ საწარმოს საბანკო ანგარიშებს. კერძოდ, ერთი კომპანია რიცხავს პირუტყვის ღირებულებას, რომელიც შემდეგ ირიცხება მეორე კომპანიაში. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ხელშეკრულება, სადაც საწარმო მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი მხარე და პასუხისმგებელი პირი საქონლის მიწოდებაზე. შესამოწმებელ პერიოდში სულ ჩარიცხულია 3 125 407.43 ლარი და გადარიცხულია 2 817 255.81 ლარი. შემოწმებით დგინდება, რომ საბანკო ანგარიშზე ბოლო ჩარიცხვა განხორციელებულია 2023 წლის 31 იანვარს და შემოწმების ბოლო თარიღისათვის 2023 წლის 31 აპრილისთვის არ არის გადარიცხული მეორე კომპანიაში. საბანკო ამონაწერის ანალიზიდან ირკვევა, რომ ბოლო ჩარიცხული თანხა გამოტანალია საწარმოს დირექტორის მიერ და ბუღალტრულ პროგრამაში ასახული ინფორმაციის თანახმად, ნაღდი ანგარიშწორებით გადახდილია მომწოდებლებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმო ხელშეკრულებაში ჩართულია ერთ-ერთ მხარედ და ანგარიშსწორება ხდება მისი საბანკო ანგარიშების მეშვეობით, აღნიშნული დაკვალიფიცირდა როგორც მომსახურების გაწევა, ხოლო მომსახურების ანაზღაურებად მიჩნეული იქნა ჩარიცხვებსა და გადარიცხვებს შორის სხვაობა.
ასევე საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ცოცხალი პირუტყვის შეძენა/რეალიზაცია. პირი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური პირებისაგან, რომელზეც წარმოდგენილია შესყიდვის აქტები, ხოლო რეალიზაციას ძირითადად ახდენს ექსპორტის გზით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები რიგ შემთხვევაში არასწორია, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში მითითებულ ფიზიკურ პირებს საერთოდ არ განუხორციელებიათ. შემოწმებით, რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასებული იქნა 25%-იანი რენტაბელობით. პირველ ეტაპზე თითოეული რეალიზაციისათვის დათვლილი იქნა რპთ FIFO მეთოდით და სმფ-ების მარაგები. ასევე, შეფასებული იქნა FIFO მეთოდით გადასახადის გადამხდელის მიერ შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფასებით, შემდეგ მიღებული ღირებულებები შემოწმების მიერ დაკორექტირდა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. აღნიშნული გაანგარიშებით გამოვლინდა სხვაობა რეალურად გადახდილ და შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ თანხებს შორის. აღნიშნული თანხების საწარმოში არსებობა ან რაიმე ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება. მიღებული სხვაობა ჩათვლილი იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(*1„ა“); 291