ბრძანება N 11354
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11354
23.05.2023
შპს ,,--------“ (ს/ნ ,,--------“ )
(მის.: ,,--------“ )
2023 წლის 14 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა შპს ,,--------“ (ს/ნ ,,--------“ ) №26860/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 იანვრის №081-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, ნაშთებს შორის სხვაობის დანაკლისად კვალიფიკაციის საკითხის და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მხოლოდ ფორმალურად განხორციელდა საკითხის დამატებით შესწავლა. აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ გადაანგარიშება სრულიად დაუსაბუთებელი და ზოგადი ხასიათისაა. ასევე, გადამხდელი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილის გამოყენება არ უნდა მომხდარიყო აუდიტის დეპარტამენტის მიერ, რადგან გადამხდელისთვის გაუგებარია, რომელი ოპერაციის შინაარს არ ეთანხმება შემმოწმებელი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ოქტომბრის №25655 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 აპრილის №081-66 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 13 მაისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,, 1. შპს ,,--------“ (ს/ნ ,,--------“ ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს ნაშთებს შორის სხვაობის დანაკლისად განხილვის კვალიფიკაციის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ოქტომბრის №25655 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 24 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 26 იანვრის №081-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში აღნიშნული სამართლებრივი დასაბუთების და არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით საკითხი შესწავლილი იქნა დამატებით. საგადასახადო დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის და თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით არ დგინდება საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებისგან განსხვავებული სამეურნეო ოპერაციები და შესაბამისად, არ მცირდება დადგენილი ოპერაციების საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.
ზემოაღნიშნულიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის, მე-4 ნაწილის და 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, 2023 წლის 24 იანვარს შედგენილი იქნა დასკვნა, რომლის შესაბამისადაც აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით შესწავლილ იქნა სადავო საკითხი, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის და თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით არ დადგინდა შემოწმების აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებისგან განსხვავებული სამეურნეო ოპერაციები და შესაბამისად, დადგენილი ოპერაციების საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირდა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,---------“ (ს/ნ ,,---------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, ნაშთებს შორის სხვაობის დანაკლისად კვალიფიკაციის საკითხის.
ასევე, გადამხდელი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილის გამოყენება არ უნდა მომხდარიყო აუდიტის დეპარტამენტის მიერ, რადგან გადამხდელისთვის გაუგებარია, რომელი ოპერაციის შინაარს არ ეთანხმება შემმოწმებელი.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის და თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით არ დგინდება საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებისგან განსხვავებული სამეურნეო ოპერაციები და შესაბამისად, არ მცირდება დადგენილი ოპერაციების საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
302(6),304(21)