გადაწყვეტილება №22561/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.06.2024
№ დოკუმენტი 22561/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22561/2/2024

19 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 14.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22561/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახდო ვალდებულებების კორექტირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №021-116 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.02.2024 წლის №3966 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 151 772,67 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 92 074

ჯარიმა - 27 389

საურავი - 32 309,67

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე თუნუქის სახურავის რეალიზაცია. სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის შეძენას ახორციელებს ძირითადად ჩინეთიდან იმპორტის სასაქონლო ოპერაციებით.

აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული იმპორტის გარდა ასევე გააჩნია ადგილობრივი შეძენა საერთო შეძენის 4,8%-ის ოდენობით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა-რეალიზაცია ხორციელდება კილოგრამებში.

გადასახადის გადამხდელის ელექტრონული ბუღალტრული პროგრამის (ორისი), საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების, საქონლის შეძენის ინვოისების და სხვა სახის გაანგარიშებების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ არასრულადაა აღრიცხული საქონლის რეალიზაციები, ამასთანავე გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ რეალიზაციებზე სრულად არაა განხორციელებული საქონლის ჩამოწერები, ასევე, რიგ შემთხვევებში ბუღალტრულ პროგრამაში ჩამოწერილია სასაქონლომატერიალური ფასეულობები თვითღირებულებით (რამდენიმე შემთხვევაში ათეულობით ტონა), ხოლო აღნიშნული ჩამოწერების შესაბამისი რეალიზაციები ბუღალტრულ პროგრამაში ასახული არაა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჩამოწერების თაობაზე გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურისათვის არც ერთხელ არ მიუმართავს განცხადებით როგორც გასაყიდად უვარგისი საქონლის ჩამოწერის მიზნით. ამასთანავე, შემოწმების დაწყებამდე 5.10.2022 წლის №25376 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის პროცედურა - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შეუძლებელია საგადასახადო ვალდებულებების სრული გაანალიზება და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი.

შემოწმების პროცესში გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები 25%. შესაბამისად, გაანგარიშდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, ასევე დეკლარირებული ბრუნვიდან დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება, შესაბამისი პერიოდების დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის შესაბამისად.

ამასთანავე, აღნიშნულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი, რეალიზებული და ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ანალიზით დგინდება, რომ ინვენტარიზაციამდე პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემცირებულია დეკლარირებული ბრუნვები, ხოლო ინვენტარიზაციის შემდგომ პერიოდზე, დეკლარირებული ბრუნვები კორექტირებას არ საჭიროებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციამდე პერიოდზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წინა საანგარიშო პერიოდების დაუდეკლარირებელ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე, გავრცელდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, საშუალო 10.2%-ის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №021-116 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.02.2024 წლის №3966 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს, რომლის მიხედვით შემოწმების მიერ შეუძლებელი აღმოჩნდა საგადასახადო ვალდებულებების სრული გაანალიზება, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ არასრულადაა აღრიცხული საქონლის რეალიზაციები, ამასთანავე აღნიშნულ რეალიზაციებზე სრულად არ არის განხორციელებული საქონლის ჩამოწერები, ასევე რიგ შემთხვევებში ბუღალტრულ პროგრამაში ჩამოწერილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები თვითღირებულებით (რამდენიმე შემთხვევაში ათეულობით ტონა), ხოლო აღნიშნული ჩამოწერების შესაბამისი რეალიზაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში არ ფიქსირდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით.

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდების დეკლარირებული ბრუნვებიდან დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების გაანგარიშება, შესაბამისი პერიოდების დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნულ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი, რეალიზებული და ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ანალიზის თანახმად დგინდება, რომ ინვენტარიზაციამდე პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემცირებულია დეკლარირებული ბრუნვები. ხოლო, ინვენტარიზაციის შემდგომ პერიოდზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თარიღამდე შემოწმების მიერ განხორციელდა შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური ფასნამატისა და შეძენა-რეალიზაციის ანალიზი, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები კორექტირებას არ დაექვემდებარა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციამდე პერიოდზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წინა საანგარიშო პერიოდების დაუდეკლარირებელ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე გავრცელდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, საშუალო 10.2%-ის ოდენობით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და გადასახადის დარიცხვა.

იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების მიერ მოხდა მინუსიანი ფასნამატის გათვალისწინება დოკუმენტური რეალიზაციის ნაწილში, ხოლო დანაკარგებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ ყოფილა მიწოდებული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სახურავისთვის საჭირო მასალას იძენს რულონების სახით და მერე კლიენტის მოთხოვნის მიხედვით ამ მასალის ზომების მიხედვით ახდენს დაჭრას. კომპანია სათუნუქე მასალის შეძენას ახდენს ძირითადად ჩინეთიდან. ადგილობრივი მომწოდებლისგან ძალიან მცირე ნაწილია შეძენილი. ჩინეთში შეკვეთასა და მოწოდებას შორის არის დროის დიდი მონაკვეთი. საქონლის ფასის ანაზღაურება ხდება ეტაპობრივად, კერძოდ შეკვეთისას ხდება თანხის ნაწილის გადახდა და როდესაც დამზადდება და გამზადდება გამოსაგზავნად, კიდევ ერთი ნაწილის გადახდა და როცა უკვე უნდა მოხდეს გადმოცემა, ხდება დარჩენილი თანხის მთლიანი გადახდა, ანუ საქონლის მიღებამდე მისი ღირებულება სრულად არის ანაზღაურებული.

შეკვეთასა და მიწოდებას შორის დროსი ხანგრძლივობა მერყეობს 3-დან 7-თვემდე. აღნიშნული ფაქტორი არის დიდი რისკების შემცველი, უცხოური ვალუტის კურსის მერყეობის გამო.

5.10.2022 წლის №25376 ბრძანების საფუძველზე (დანართი №1) საწარმოში ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციისას დაფიქსირდა სათუნუქე მასალა 284 503 კგ ოდენობით. აგრეთვე მოხდა საკონტროლო შესყიდვა (დანართი №2) ოქმი №779932 საფუძველზე, სადაც დაფიქსირდა გასაყიდი ფასი 1კგ - 4,4 ლარი (დღგ-ის) ჩათვლით.

შეკვეთასა და შემოტანას შორის არის დროის ხანგრძლივი პერიოდი. სავალუტო კურსის მკვეთრმა ცვლილებამ გავლენა მოხდინა თვითღირებულებაზე და ინვენტარიზაციის დროს, კერძოდ 21.02.2022 წლიდან 29.03.2022 წლამდე საბაჟოზე, ბოლო შემოტანილი საქონლის თარიღებია და თვითღირებულებები 21.02.2022 წელს 5,703 ლარი დღგ-ის ჩათვლით, ხოლო 29.03.2022 წელს 4,83 ლარი დღგ-ის ჩათვლით.

საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირებული ფასი კი შეადგენს 4,4 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). საგადასახადო შემოწმების დროს, შემმოწმებელ აუდიტორთან ერთად გავლილია თითოეული საქონლის თვითღირებულება, საჩივარს თან ახლავს ცხრილები.

შეიძლება აუდიტორმა ფასნამატის გაანგარიშების დროს არ გაითვალისწინა მინუსიანი ფასნამატები, ისეთი საქონელი, რომელიც თვითღირებულებაზე დაბალ ფასად არის რეალიზებული, რეალურად საკონტროლო შეთავაზების დროს ნათლად ჩანს, რომ საზოგადოება მართლა ყიდის საქონელს მინუსიანი ფასნამატით და რადგან ოქმშია დაფიქსირებული ფასნამატები გათვალისწინებულ იქნას აღნიშნული და ფასნამატების დაანგარიშების დროს ყურადღება იქნას მიქცეული მინუსიან ფასნამატებზე. გარდა ამისა არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ეს სათუნუქე მასალა შემოდის რულონებად და რეალიზაციის დროს ხდება მისი გადაჭრა და მომხმარებლის სურვილის მიხედვით საჭირო ზომებად, აღნიშნული ქმედების დროს ხდება მასალის მცირეოდენი დაზიანება და არის დანაკარგი დაახლოებით 1-2%.

ასევე 21.02.2022 წელს შემოსული მასალის შეკვეთა მოხდა წელიწადზე მეტი ხნით ადრე, თან მოხდა გაურკვევლობა და აღნიშნული ტვირთი თითქმის 3 თვე გაურკვევლ ტრანსპორტირების რეჟიმში იყო და შემოსვლის დროს აღენიშნებოდა დეფექტები, რის გამოც გარდა იმისა, რომ ისედაც თვითღირებულებაზე დაბალ ფასში იყო ბაზარზე გასაყიდი ფასი აღნიშნული დეფექტების გამო მოხდა მისი ფასის კიდევ მინუსში რეალიზაცია.

შეიძლება აუდიტორმა ფასნამატის გაანგარიშების დროს, არ გაითვალისწინა მინუსიანი ფასნამატები, ისეთი საქონელი, რომელიც თვითღირებულებაზე დაბალ ფასად არის რეალიზებული, რეალურად საკონტროლო შეთავაზების დროს ნათლად ჩანს, რომ საზოგადოება მართლა ყიდის საქონელს მინუსიანი ფასნამატით და რადგან ოქმშია დაფიქსირებული ფასნამატები, ითხოვს გათვალისწინებულ იქნას აღნიშნული და ფასნამატების დაანგარიშების დროს ყურადღება მიექცეს მინუსიან ფასნამატებს. აუდიტორის განმარტებით ინვენტარიზაციამდე რეალიზაცია ხდებოდა 10,2% ფასნამატით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან თებერვალში მიღებული მასალის თვითღირებულება რეალიზაციის ფასზე მაღალია, ამის საფუძველზე რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ნაკლებია ჩამოწერილი საქონლის თვითღირებულებაზე.

ითხოვს ყველა ჩამოთვლილი ფაქტორები (მინუსიანი ფასნამატი, საწარმოო დანაკარგი და რეალურად არსებული (დროის მიხედვით) ტრანსპორტირების ხარვეზები) იქნას გათვალისწინებული, წარმოადგენს ინვენტარიზაციით დათვლილ საბოლოო ნაშთს და ბუღალტრულ ნაშთს შორის გამოყვანილ სხვაობის გაანგარიშებას (დანართი №7), დანაკლისი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 178 093,22ლარს (დღგ-ის ჩათვლით). მოითხოვს დავებზე დისტანციურად დასწრებას მის ჩართულობას საკითხის განხილვის დროს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.02.2024 წლის №3966 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ყველა ჩამოთვლილი ფაქტორები:მინუსიანი ფასნამატი, საწარმოო დანაკარგი და რეალურად არსებული,ტრანსპორტირების ხარვეზები იქნას გათვალისწინებული.ასევე,ითხოვს დავებზე დისტანციურად დასწრებას და მის ჩართულობას საკითხის განხილვის დროს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები 25%. შესაბამისად, გაანგარიშდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, ასევე დეკლარირებული ბრუნვიდან დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება, შესაბამისი პერიოდების დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის შესაბამისად.

ამასთანავე, აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ შეძენილი, რეალიზებული და ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ანალიზით დგინდება, რომ ინვენტარიზაციამდე პერიოდზე გადამხდელის მიერ შემცირებულია დეკლარირებული ბრუნვები, ხოლო ინვენტარიზაციის შემდგომ პერიოდზე, დეკლარირებული ბრუნვები კორექტირებას არ საჭიროებს.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციამდე პერიოდზე, გადამხდელის მიერ წინა საანგარიშო პერიოდების დაუდეკლარირებელ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე, გავრცელდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, საშუალო 10.2%-ის ოდენობით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5).