გადაწყვეტილება №23193/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23193/2/2024
11 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------ის 4.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23193/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11689 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2023 წლის №094-66 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2024 წლის №11244 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 677 211,39 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 191 455
დღგ - 486 875
საშემოსავლო გადასახადი - 703 714
ქონების გადასახადი - 866
ჯარიმა - 938 116
საურავი - 547 640,39
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 30.12.2021 წლის აქტით შემოწმებულია 1.07.2018 წლიდან 15.02.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №094-206 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17226 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 27.10.2022 წლის №17264/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17226 ბრძანება. შპს ---ს მიერ მომჩივნის ტერიტორიაზე არსებული საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად განხილვის და დამატებით დადგენილი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევის საკითხთან დაკავშირებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11689 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.10.2022 წლის №17264/2/2022 გადაწყვეტილების მიხედვით, დამატებით შეისწავლოს შპს ----- მიერ შპს ----- ტერიტორიაზე არსებული საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად განხილვის და დამატებით დადგენილი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, საბჭოს 27.10.2022 წლის №17264/2/2022 გადაწყვეტილების და შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11689 ბრძანების შესაბამისად სრულყოფილად იქნა შესწავლილი ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია. შედეგად არ გამოვლენილა შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 12.09.2023 წელს მომზადდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.
აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 14.09.2023 წლის №094-66 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28476 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 8.02.2024 წლის №21526/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28476 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 8.02.2024 წლის №21526/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 15.05.2024 წლის №11244 ბრძანებით არ დააკმაყოფილა. შემოსავლების სამსახურის 15.05.2024 წლის №11244 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე და 304-ე მუხლებზე.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, დასკვნის მიხედვით, სრულყოფილად იქნა შესწავლილი ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია. შედეგად არ გამოვლინდა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტის მიხედვით „შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მიღებული აქვს საბაჟო საწყობის ნებართვა. საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დასაწყობებას ცისტერნებში, შენახვას ავზებში, საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებებიდან, ვაგონებიდან, გემებიდან საქონლის გადატვირთვა-გადმოტვირთვის მომსახურებას, როგორც რეზიდენტ ასევე, არა რეზიდენტ კომპანიებზე.
შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებულ ინფორმაციაზე, საწარმოს მიერ წარმოდგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (შეთანხმება, ინვოისები, ექსპერტიზის დასკვნა) და საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით დგინდება, რომ შპს ------ თავისი საქმიანობის ფარგლებში შპს ------ (ს/ნ ------) უწევს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დასაწყობებას ცისტერნებში, შენახვას ავზებში, ასევე ტვირთების გადატვირთვა - გადმოტვირთვის მომსახურებას.
საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს -----ს (ს/ნ ----) მიერ შპს -----ის ტერიტორიაზე არსებული საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა საქონლის დანაკლისი. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს -----მ სასამართლოში შეიტანა სარჩელი საქონლის ღირებულების მიღების მოთხოვნით, რის შემდეგაც ჩატარდა ექსპერტიზა, დადგინდა ზენორმატიული დანაკარგი და განისაზღვრა მისი სარეალიზაციო ღირებულება. მხარეებს შორის 2021 წელს შედგა შეთანხმება რომლის თანახმადაც შპს ------მა აიღო ვალდებულება გადაეხადა თანხის ნაწილი და ასევე მიეწოდებინა საქონელი და მომსახურება, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ჩაითვალა, რომ აღნიშნული საქონელი რეალიზებული იქნა შპს -----ის მიერ, სარეალიზაციო ფასის დასადგენად გამოყენებული იქნა ექსპერტიზის დასკვნით შეფასებული სარეალიზაციო ღირებულება, შედეგად შემოწმებით 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161- ე მუხლის შესაბამისად დამატებით დაიბეგრა დღგ-ით 2 287 232 ლარი (დღგ-ის გარეშე), საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ის დეკლარაციებში გადასახდელი თანხის შემცირებისათვის.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე მომზადებული დასკვნის მიხედვით, საბჭოს 27.10.2022 წლის №17264/2/2022 და შემოსავლების სამსახურის 29.05.2022 წლის №11689 გადაწყვეტილების შესაბამისად სრულყოფილად იქნა შესწავლილი ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია. შედეგად არ გამოვლინდა შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 12.09.2023 წელს მომზადდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.“
საგადასახადო კოდექსით დადგენილი ნორმები საგადასახადო ორგანოს უფლებას აძლევს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდ(ებ)ის გამოყენებით „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. შემოწმების აქტის ზემოაღნიშნულ ამონარიდში, საგადასახადო ორგანო არ მიუთითებს თუ კონკრეტულად რომელი პირობა უდევს საფუძვლად კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდ(ებ)ის გამოყენებით. საგადასახადო ორგანო როგორც ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, ვალდებულია დაასაბუთოს მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება.
კანონიერების პრინციპი გულისხმობს აქტის გამოცემის სათანადო დასაბუთებას. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული საგადასახადო შემოწმების აქტი არ აკმაყოფილებს დასაბუთების კანონით დადგენილ სტანდარტებს. კერძოდ, შემოწმების აქტში არ არის კონკრეტულად იდენტიფიცირებული ის პირობა, რომელიც საფუძვლად უდევს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების ზემოაღნიშნული ამონარიდის მიხედვით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ გადასახადის გადამხდელის ვალდებულებებზე და საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგადასახადოს ორგანოს უფლებებზე, კერძოდ:
- საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით „გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე“
- საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით „ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: … ე) დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“ ზემოაღნიშნულის მიხედვით, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, თითქოს კმაყოფილდება საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობა, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა; აღნიშნულთან დაკავშირებით ნიშანდობლივია, რომ:
- წარმოდგენილი შემოწმების აქტის მიხედვით არ დგინდება თუ რაში გამოიხატება სააღრიცხვო დოკუმენტაციის არ ქონა, მაშინ როცა საგადასახადო ორგანო შემოწმების აქტში თავად აღნიშნავს, რომ ყველა ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც განხორციელდა დაუსაბუთებელი დარიცხვა მიწოდებულ იქნა კომპანიის მიერ, კერძოდ: „საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს ---ოს (ს/ნ ---) მიერ შპს -----ის ტერიტორიაზე არსებული საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა საქონლის დანაკლისი. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს -----მ სასამართლოში შეიტანა სარჩელი საქონლის ღირებულების მიღების მოთხოვნით, რის შემდეგაც ჩატარდა ექსპერტიზა, დადგინდა ზენორმატიული დანაკარგი და განისაზღვრა მისი სარეალიზაციო ღირებულება. მხარეებს შორის 2021 წელს შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც შპს ------მა აიღო ვალდებულება გადაეხადა თანხის ნაწილი და ასევე მიეწოდებინა საქონელი და მომსახურება“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ საგადასახადო შემოწმების დროს საგადასახადო ორგანოსთვის ხელმისაწვდომი იყო ყველა ის ინფორმაცია (ამონაწერი ბუღალტრული პროგრამიდან, საგადასახადო დეკლარაციები შესაბამისი გაანგარიშებებით, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტები, ინვენტარიზაციის აქტები, სხვა), რაც მნიშვნელოვანია კომპანიის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისათვის.
- საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ სადავო დაბეგვრის ობიექტთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ 1.10.2014 წელს შპს -----სა და შპს -----ს შორის გაფორმებულია მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანია შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ კლიენტისთვის ეწევა: ტანკერებიდან ნავთობპროდუქტების რეზერვუარებში მიღება/გადატვირთვას, კლიენტის კუთვნილი ნავთობპროდუქტების რეზერვუარებში შენახვას და კლიენტის მიერ მოწოდებულ ვაგონ-ცისტერნებში და/ან ავტომანქანებში პროდუქტების გადატვირთვას.
ზემოაღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში, კომპანიის მიერ შპს -----ვის გაწეულ მომსახურებებთან დაკავშირებით, კომპანიას გააჩნია და საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული იყო ყველა ის სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები, ინვოისები, შედარების აქტები, პირველადი დოკუმენტები), რომელიც მნიშვნელოვანია კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით.
- საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი საგადასახადო ორგანოს უფლებას ანიჭებს დამოუკიდებლად განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას, ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, ან საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ხოლო, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიზანს წარმოადგენს სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე დადგინდეს საგადასახადო ვალდებულებები კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის განსაზღვრისთვის. წარმოდგენილ შემოწმების აქტში და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული თუ რა უდევს საფუძვლად საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 49-ე ნაწილით განსაზღვრული უფლების გამოყენებას, ამასთან არ განსაზღვრავს იმ წინაპირობას რომელიც დაკმაყოფილდა კომპანიის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისათვის. ამასთან გაუგებარია თუ რა ტიპის მონაცემებზე დაყრდნობით გაიანგარიშა საგადასახადო ორგანომ კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი.
- როგორც შემოწმების აქტით, ასევე დავების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით ირღვევა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლისა და დარიცხვის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
კერძოდ, როგორც ჩანს, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიას უნდა ეღიარებინა შემოსავალი და რადგან ეს შემოსავალი არ ქონდა აღიარებული, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ გააჩნდა ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, თავად ეს ვარაუდი შემოსავლის აღიარებასთან დაკავშირებით, წარმოებულია ყოველგვარი ობიექტური მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ორ მეწარმე სუბიექტს შორის კომერციული დავის მასალებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც სასამართლოს კომპანიის წინააღმდეგ გადაწყვეტილება არ მიუღია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია რომ საგადასახადო ორგანოს, თუნდაც ფორმალურად, არ ჰქონდა უფლება დარიცხვის საფუძვლად გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი.
- აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით „სრულყოფილად იქნა შესწავლილი ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია.“
მომზადებულ დასკვნაში საგადასახადო ორგანო არ მიუთითებს:
- რა სახის ინფორმაცია შეისწავლა სადავო საკითხთან მიმართებაში;
- რა სახის სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ იქნა მიწოდებული დაბეგვრის ობიექტის დადგენის მიზნით ან/და რომელი სააღრიცხვო დოკუმენტაციით ვერ შეძლო დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
- საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რომელი პირობები ედო საფუძვლად კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა შემოსავლების სამსახურის №11689 ბრძანებით, მისთვის დაკისრებული ვალდებულება
- დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი, და ყოველგვარი საფუძვლების მითითების გარეშე მოამზადა დასკვნა. - შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის გადაწყვეტილების მიხედვით აღნიშნავს, რომ „დასკვნის მიხედვით, სრულყოფილად იქნა შესწავლილი ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია. ..“. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ „გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება“.
აღნიშნულთან დაკავშირებით ნიშანდობლივია, რომ შემოსავლების სამსახური არ უთითებს თუ რაში გამოიხატა საკითხის სრულყოფილად შესწავლა; ამასთან ვერ უთითებს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდ(ებ)ის გამოყენებით განსაზღვრის საფუძველს; ვერც იმ სააღრიცხვო დოკუმენტაციას, რომელიც კომპანიას თითქოსდა არ მოეპოვება.
შედეგად, შემოსავლების სამსახური მხოლოდ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე.
- შემოსავლების სამსახურის 15.05.2024 წლის ბრძანების თანახმად „სრულყოფილად იქნა შესწავლილი ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია. შედეგად არ გამოვლინდა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა.“
ასევე შემოსავლების სამსახური „მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.“
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური არ უთითებს რა დამატებითი გარემოებების გამოკვლევა/შესწავლა განხორციელდა; ასევე კვლავ დაუსაბუთებელია საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდ(ებ)ის გამოყენებით განსაზღვრის საფუძველი. შესაბამისად იკვეთება, რომ შემოსავლების სამსახურმა არ შეასრულა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს გადაწყვეტილება, არ განიხილა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი არგუმენტაციის მითითების გარეშე, კვლავ უცვლელად ძალაში დატოვა თავისი პოზიცია.
რაც შეეხება რეალურ ფაქტებს შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს, ერთადერთი დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც კომპანიასა და შპს -----ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში წარმოიშვება, არის ამ უკანასკნელის მიერ მომსახურების გაწევა. შპს ----ს კუთვნილი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი (თუნდაც ასეთის არსებობის შემთხვევაში), გამოვლენილი მის მიერვე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, ვერ წარმოშობს რაიმე საგადასახადო ვალდებულებას კომპანიისთვის. იმ პერიოდისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა (იხ. სსკ მუხლი 8 ნაწილი 11; მუხლი 286 ნაწილი 9) მკაფიოდ განსაზღვრავს ასეთი შემთხვევისთვის ვალდებულ პირს, რომელსაც კომპანია არ წარმოადგენს. ნიშანდობლივია, რომ შპს ------ მიერ ზემოაღნიშნული საწვავის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ასახული აქვს შესაბამისი პერიოდის დღგ-ისა და მოგების გადასახადის დეკლარაციებში და დაბეგრილი აქვს შესაბამისი გადასახადებით (დანართი 17). ერთ დაბეგვრის ობიექტზე საგადასახადო ვალდებულების ორჯერ დაკისრება, სრულადაც რომ დავაიგნოროთ დღგ-ის არსი, ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსით დადგენილ გადასახადით დაბეგვრის ზოგად პრინციპებს
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს და ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 15.05.2024 წლის №11244 ბრძანება და უზრუნველყოფილ იქნა დარიცხული დღგ-ის და შესაბამისი საგადასახადო სანქციების გაუქმება.
შემოწმების აქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადი 674 734 ლარი და შესაბამისი საგადასახადო სანქციები დარიცხულია შემოწმების აქტში აღწერილი შემდეგი გარემოების გამო: საწარმოს საკითხი №7- ის შესაბამისად დაუდგინდა დამატებითი შემოსავალი. საწარმოს საკითხი №7-ის შესაბამისად განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული. შემოწმების შედეგად გამოვლინდა დამატებით მიღებული შემოსავალი 2 698 934 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რომელიც არ ჰქონდა აღრიცხული, ხოლო შემოწმებით დამატებით დადგენილი მიღებული შემოსავლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, შესაბამისად შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით ჩაითვალა დირექტორის ------ის (პ/ნ -----) მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში გადასახდელი თანხის შემცირებისათვის.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე მომზადებული დასკვნის მიხედვით, საბჭოს 27.10.2022 წლის №17264/2/2022 გადაწყვეტილების და შემოსავლების სამსახურის 29.05.2022 წლის №11689 გადაწყვეტილების შესაბამისად სრულყოფილად იქნა შესწავლილი ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია. შედეგად არ გამოვლინდა შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 12.09.2023 წელს მომზადდა დასკვნა რომლის მიხედვითაც შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.
სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კომპანიას არ მიუღია რაიმე შემოსავალი, შესაბამისად არარსებული შემოსავლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებაც ვერ იარსებებს. კომპანიის არგუმენტაცია პირველ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სრულად რელევანტურია მოცემული შემთხვევისთვის.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, დარიცხვის საფუძვლად მიუთითებს ამონარიდს საგადასახადო კოდექსიდან, რომლის მიხედვით „თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს“, თუმცა კონკრეტული პირის ინტერესებისთვის გამოყენების ირიბი მტკიცებულებაც კი წარმოდგენილი ვერ იქნა და ბუნებრივია, ვერც იქნებოდა ვინაიდან შემოსავლის მიღებას ადგილი არ ქონია. შპს ----სა და კომპანიას შორის არსებულ დავის მასალებში, ნათლადაა წარმოდგენილი დავის საგნის წარმოშობის ობიექტური მიზეზები და კომპანიის არგუმენტები, რომელიც ასევე ნათლად მიუთითებს, რომ კომპანიას არანირი სარგებელი დავის საგანთან მიმართებაში არ მიუღია და ვერც მიიღებდა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, იმისათვის, რომ საგადასახადო ორგანომ გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლება, მნიშვნელოვანია დაკმაყოფილდეს საგადასახადო კოდექსით დადგენილი პირობები, რაც გულისხმობს ისეთი სამეურნეო ოპერაციის განხორციელებას, რომლის ფორმაც არ შეესაბამება მის შინაარს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია განხილულ იქნას შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- რა სამეურნეო ოპერაცია განხორციელდა;
- რა სამართლებრივი ფორმით არის ის წარმოდგენილი;
- რამ განაპირობა სამეურნეო ოპერაციისთვის შესაბამისი სამართლებრივი ფორმის არჩევა;
- არსებობს თუ არა საეჭვო სამეურნეო ოპერაციის სხვა სამართლებრივი ფორმა;
- არჩეული ფორმის გავლენა მხარეთა ეკონომიკურ და საგადასახადო შედეგებზე.
ფაქტობრივი გარემოებების მიმოხილვის შედეგად, შევნიშნავთ რომ:
სადავო საკითხთან დაკავშირებით კომპანიას სამეურნეო ოპერაცია არ განუხორციელებია, რაც საერთოდ გამორიცხავს მითითებული ნორმის გამოყენების შესაძლებლობას. კომპანიის სამეურნეო ოპერაციები, თავის მხრივ მოიცავს, მესამე პირების საკუთრებაში არსებული ნავთობპროდუქტების მიღების, დასაწყობების და გადატვირთვა-გადმოტვირთვის მომსახურებას, რომლიდან მიღებული შემოსავალიც აღრიცხული აქვს ბასს-ის და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაბამისად საგადასახადო ორგანოს შემოწმების აქტში მითითებული არგუმენტი, რომ კომპანიასა და შპს --ს შორის არსებული დავის საგანი კომპანიას არ აქვს ბუღალტრულად აღრიცხული არ შეესაბამება რეალობას.
კომპანიასა და შპს -----ს შორის გაფორმებული მორიგების შეთანხმება გამოწვეული იყო სასამართლო დავით, შესაბამისად იმისი მტკიცება, რომ მორიგების აქტის გაფორმება ან/და შპს -----ს მიერ მისი კუთვნილი საქონლის ინვენტარიზაციის ჩატარება კავშირშია კომპანიის დირექტორის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ საზღაურთან ან/და სარგებელთან მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.
შპს -----ს მიერ მისი კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და სასამართლო დავის წარმოება არ არის განპირობებული კომპანიის გადაწყვეტილებით. შესაბამისად, მორიგების აქტი წარმოადგენდა ერთადერთ ლოგიკურ გამოსავალს არსებული გარემოებებიდან, რამაც კომპანიას მისცა საშუალება თავიდან აერიდებინა დამატებითი ხარჯები და შეენარჩუნებინა არსებული კლიენტი.
შპს -----ს მიერ მისი კუთვნილი მისი კუთვნილი საწვავის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ასახული აქვს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციებში და დაბეგრილი აქვს შესაბამისი გადასახადებით. მაშინ როცა, მხარეებს შეეძლოთ არ შეეწყვიტათ სასამართლო დავა, რაც გამოიწვევდა ზემოაღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების გადავადებას ან საერთოდ საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობას.
აუდიტის დეპარტამენტი დასკვნაში არ მიუთითებს თუ რა სახის ინფორმაცია შეისწავლა სადავო საკითხთან მიმართებაში. რა თანხა გამოიყენა კომპანიამ დირექტორის ინტერესებისათვის და რომელი ოპერაცია განახორციელა კომპანიამ, რომლის კვალიფიკაციის ცვლილებამაც გამოიწვია კომპანიისათვის დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა შემოსავლების სამსახურის №11689 ბრძანებით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და ყოველგვარი საფუძვლების მითითების გარეშე მოამზადა დასკვნა.
შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის გადაწყვეტილების მიხედვით აღნიშნავს, რომ „დასკვნის მიხედვით, სრულყოფილად იქნა შესწავლილი ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია ..“
ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ „გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება“
შემოსავლების სამსახური არ უთითებს თუ რაში გამოიხატა საკითხის სრულყოფილად შესწავლა. მხოლოდ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე.
შემოსავლების სამსახურის 15.05.2024 წლის ბრძანების თანახმად, სრულყოფილად იქნა შესწავლილი ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია. შედეგად არ გამოვლინდა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა. ასევე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური არ უთითებს რა დამატებითი გარემოებების გამოკვლევა/შესწავლა განხორციელდა. ასევე, კვლავ დაუსაბუთებელია საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდ(ებ)ის გამოყენებით განსაზღვრის საფუძველი. შესაბამისად იკვეთება, რომ შემოსავლების სამსახურმა დამატებითი შესწავლისა და განხილვის გარეშე უცვლელად ძალაში დატოვა თავისი პოზიცია.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არ მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა რაიმე ტიპის სამართალდარღვევას, ასეთად კვალიფიკაციის შემთხვევაშიც სადავო საკითხთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, რადგან უნდა ჩაითვალოს, რომ ნებისმიერი შეუსაბამობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რაც კომპანიამ არ იცოდა და ვერც ეცოდინებოდა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11689 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.10.2022 წლის №17264/2/2022 გადაწყვეტილების მიხედვით, დამატებით შეისწავლოს შპს ----- მიერ შპს ------ ტერიტორიაზე არსებული საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად განხილვის და დამატებით დადგენილი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.10.2022 წლის №17264/2/2022 გადაწყვეტილებაში საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლისთვის საყურადღებოა ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით სრულყოფილად შესწავლას, რისთვისაც ამ ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს
აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, საბჭოს 27.10.2022 წლის №17264/2/2022 გადაწყვეტილების და შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11689 ბრძანების შესაბამისად სრულყოფილად იქნა შესწავლილი ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია. შედეგად არ გამოვლენილა შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 12.09.2023 წელს მომზადდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი იქნა ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები. ამდენად, ვინაიდან შესწავლის შედეგად არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11689 ბრძანების შესაბამისად.
მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11689 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11689 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.10.2022 წლის №17264/2/2022 გადაწყვეტილების მიხედვით, დამატებით შეისწავლოს კომპანიის მიერ მიერ ორგანიზაციის ტერიტორიაზე არსებული საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად განხილვის და დამატებით დადგენილი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.10.2022 წლის №17264/2/2022 გადაწყვეტილებაში საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლისთვის საყურადღებოა ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით სრულყოფილად შესწავლას, რისთვისაც ამ ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს
აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, საბჭოს 27.10.2022 წლის №17264/2/2022 გადაწყვეტილების და შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11689 ბრძანების შესაბამისად სრულყოფილად იქნა შესწავლილი ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია. შედეგად არ გამოვლენილა შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 12.09.2023 წელს მომზადდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი იქნა ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები. ამდენად, ვინაიდან შესწავლის შედეგად არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11689 ბრძანების შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)