ბრძანება N 22032

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.10.2026
№ დოკუმენტი 22032
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22032

06 ოქტომბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“-ის (ს/ნ -----------)

(მის.: -----------------------------)

2026 წლის 24 აგვისტოს და 8 სექტემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 და 30 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №82 და №89) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ -----------) 2026 წლის 24 აგვისტოს №104208/1/2026 და 8 სექტემბრის №104468/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 4 აგვისტოს №001-183 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. რეალიზებულ პროდუქციაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება.

2. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 ივლისის №15015 და 29 ივლისის №17032 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის 19 თებერვლიდან 2026 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2026 წლის 21 ივლისის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 3 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 4 აგვისტოს №17660 ბრძანება და ამავე თარიღის №001-183 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა 415 559 ლარი:

მათ შორის:

გადასახადი - 271 992 ლარი

დღგ - 212 032

საშემოსავლო გადასახადი - 58 465

მოგების გადასახადი - 1 495

ჯარიმა - 135 995

საურავი - 7 571

 

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2026 წლის 10 სექტემბერს ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრების განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2026 წლის 30 სექტემბერს -:- საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე.

 

საკითხი №1.

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

შპს „---“-ის საქმიანობის სფეროა გაყინული თევზის ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და რეალიზაცია. საწარმო დაფუძნებულია 2025 წლის 19 თებერვალს და ამავე თარიღიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად (აქვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი). გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საწარმო არ ახორციელებს საცალო გაყიდვებს, გაყიდვა ხდება საწყობიდან საბითუმოდ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება საკონტროლო სალარო აპარატი და პოსტერმინალი, აქვს მხოლოდ ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც მოხდა დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება (10%). შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 6 ივლისს №15173 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, თუმცა დაფიქსირებულ ფაქტობრივ მისამართზე სმფ-ის ნაშთი არ აღმოჩნდა განთავსებული, რის გამოც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 6 ივლისის №--/-- წერილით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განთავსებისა და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების ან/და სასაწყობე მეურნეობის შესახებ, მაგრამ მოთხოვნილი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელმა არ წარმოადგინა, რაზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №---. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ იქნა გადასახადის გადამხდელისგან ჩგდ-ების და კომერციული ბანკ(ებ)იდან ცნობ(ებ)ის ანგარიშების შესახებ და ამონაწერ(ებ)ის წარმოდგენა, რაც გადასახადის გადამხდელმა არ წარმოადგინა და შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №--. საწარმოს ბოლო შეძენა უფიქსირდება 2026 წლის 30 ივნისს. შემოწმების მიერ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ჩაითვალა თვითღირებულებით 38 523.73 ლარის ტოლად, რისი რეალიზაციაც განხორციელდა 2026 წლის 2 ივლისს (2026 წლის 2 ივლისის შემდეგ რეალიზაცია აღარ უფიქსირდება). არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დოკუმენტური ფასნამატის (10%) გათვალისწინებით, რაც შესაბამისობაშია დაფიქსირებულ აუდირებულ ფასნამატებთან. შემოწმების მიერ დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლებით და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი აცხადებს, რომ არ ეთანხმება გავრცელებულ ფასნამატს.

 

შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდებოდა საკონტროლო სალარო აპარატი და პოსტერმინალი, ჰქონდა მხოლოდ ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი ჰქონდა სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც გაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატი (10%). შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის დადგენის მიზნით, ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, თუმცა დაფიქსირებულ ფაქტობრივ მისამართზე სმფ-ის ნაშთი არ აღმოჩნდა განთავსებული. გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სმფ-ების განთავსების და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების ან/და სასაწყობე მეურნეობის შესახებ, ასევე, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების და კომერციული ბანკ(ებ)იდან ცნობ(ებ)ის ანგარიშების შესახებ და ამონაწერ(ებ)ის წარმოდგენა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელმა არ წარმოადგინა. საწარმოს ბოლო შეძენა უფიქსირდებოდა 2026 წლის 30 ივნისს. შემოწმების მიერ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ჩაითვალა თვითღირებულებით 38 523.73 ლარის ტოლად, რისი რეალიზაციაც განხორციელდა 2026 წლის 2 ივლისს (2026 წლის 2 ივლისის შემდეგ რეალიზაცია აღარ უფიქსირდებოდა). შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დოკუმენტური ფასნამატის (10%) გათვალისწინებით, რაც შესაბამისობაში აღმოჩნდა დაფიქსირებულ აუდირებულ ფასნამატებთან. შემოწმების მიერ დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობა, რაც დაიბეგრა დღგ-ით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არც შემოწმების და მათ შორის არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საკითხი №2.

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიღებული/მისაღები შემოსავლები, რაც ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება) შესაბამისად, ჩაითვალა საკასო შემოსავლად. გაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთის დადგენის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 6 ივლისის №15164 ბრძანების შესაბამისად ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა ნული ლარი. გაანგარიშების შედეგად დარჩენილ განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს (ნული) შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 101- ე, 104-ე და 154-ე მუხლებით და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი მიუთითებს, რომ ფულის ნაშთი არ უნდა ჩაითვალოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რადგან საწარმოს აქვს დავალიანება დამფუძნებლის მიმართ.

 

შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიღებული/მისაღები შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რაც ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად ჩაითვალა საკასო შემოსავლად. გაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთის დადგენის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად, ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა ნული ლარი. გაანგარიშების შედეგად დარჩენილ განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს (ნული) შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არც შემოწმების და მათ შორის არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ -----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. რეალიზებულ პროდუქციაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება.

2. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №15015 და №17032 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის 19 თებერვლიდან 2026 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2026 წლის 21 ივლისის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №17660 ბრძანება და №001-183 საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდებოდა საკონტროლო სალარო აპარატი და პოსტერმინალი, ჰქონდა მხოლოდ ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი ჰქონდა სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც გაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატი (10%). შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის დადგენის მიზნით, ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, თუმცა დაფიქსირებულ ფაქტობრივ მისამართზე სმფ-ის ნაშთი არ აღმოჩნდა განთავსებული. გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სმფ-ების განთავსების და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების ან/და სასაწყობე მეურნეობის შესახებ, ასევე, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების და კომერციული ბანკ(ებ)იდან ცნობ(ებ)ის ანგარიშების შესახებ და ამონაწერ(ებ)ის წარმოდგენა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელმა არ წარმოადგინა. საწარმოს ბოლო შეძენა უფიქსირდებოდა 2026 წლის 30 ივნისს. შემოწმების მიერ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ჩაითვალა თვითღირებულებით 38 523.73 ლარის ტოლად, რისი რეალიზაციაც განხორციელდა 2026 წლის 2 ივლისს (2026 წლის 2 ივლისის შემდეგ რეალიზაცია აღარ უფიქსირდებოდა). შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დოკუმენტური ფასნამატის (10%) გათვალისწინებით, რაც შესაბამისობაში აღმოჩნდა დაფიქსირებულ აუდირებულ ფასნამატებთან. შემოწმების მიერ დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობა, რაც დაიბეგრა დღგ-ით.

ამასთან,შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიღებული/მისაღები შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რაც ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად ჩაითვალა საკასო შემოსავლად. გაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთის დადგენის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად, ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა ნული ლარი. გაანგარიშების შედეგად დარჩენილ განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს (ნული) შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);