ბრძანება N 17050

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.07.2018
№ დოკუმენტი 17050
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17050

04/07/2018

შპს -----

(მის: ქ. -------)

2018 წლის 12 ივნისის საჩივრის

არ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 29 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N57) განიხილა შპს ---- ის ელექტრონული საჩივარი, რომლითაც ითხოვს მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 11 ივნისის N021-865 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

გადასახადის გადამხდელს სადავო N021-865 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე სსკ-ის 274-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 50 ლარის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და აცხადებს, რომ ჯარიმის თანხა არასწორად არის გაანგარიშებული და დარიცხული.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 29 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N57) განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 20 ივნისის N66229-21-11 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციითა და საქმეზე არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს ---- ის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით 2018 წლის 9 ივნისს (პაკეტი 15I80650101) წარდგენილი იქნა 2017 წლის ,,საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია“ (სავადო 02.04.2018 წ). აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 11 ივნისს ელექტრონულად შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N021-865 და გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 50 ლარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად 2018 წლის 11 ივნისის N021-865 ოქმი გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად, როგორც ”საგადასახადო მოთხოვნა” შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე www.rs.ge. რომელსაც გაეცნო 2018 წლის 12 ივნისს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა - იწვევს პირის დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ თვეზე (არასრული თვეები ერთ თვედ ჯამდება). ამასთანავე, მთელ დაგვიანებულ პერიოდზე გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდააღემატებოდეს გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 30 პროცენტს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები.

შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით შპს ---- ის 2018 წლის 19 ივნისის მდგომარეობით ერიცხება ძირითადი თანხა 5052.61 ლარი, საურავი 90.5 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 550 ლარი.

ვინაიდან, მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება შპს ---- ის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო 2018 წლის 11 ივნისის N021-865 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ---- ის 2018 წლის 12 ივნისის ელექტრონული საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და აცხადებს, რომ ჯარიმის თანხა არასწორად არის გაანგარიშებული და დარიცხული.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეზე არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს ----ის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი იქნა 2017 წლის ,,საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია“. აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ ელექტრონულად შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 50 ლარი.

 

გადაწყვეტილება

 

ვინაიდან, მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება შპს-ის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 274(1); 274(2)