ბრძანება N 28080
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28080
14 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ "------")
(მის.:"------")
2023 წლის 7 და 10 აგვისტოს საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა შპს „------“ (ს/ნ "------") №82908/1/2023 და №82976/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივლისის №041-58 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ფასნამატს. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ საწარმო ახორციელებს საბითუმო ვაჭრობას, რასაც ადასტურებს დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა, რომელიც ადგილობრივი მიწოდებით შეადგენს 1 111 709 ლარს, მათ შორის, დოკუმენტური მიწოდება - 216 958 ლარს. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხვასთან დაკავშირებულ სრულ ინფორმაციას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გამოვლენილი დანაკლისის შეძენის პერიოდში რეალიზებულად მიჩნევას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე მითითებით, ითხოვს დანაკლისის დაბეგვრას მისი გამოვლენის მომენტში.
3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დირექტორის ხელფასად განხილული სალაროს ნაშთის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად დაკვალიფიცირებას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული არარეზიდენტ პირებზე გადახდილი თანხები.
4. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №6173 და 17 მაისის №11023 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „------“ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 29 აპრილიდან 2023 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 12 ივლისის №16889 ბრძანება და ამავე თარიღის №041-58 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 812 584 ლარი, მათ შორის, გადასახადი 498 685 ლარი, ჯარიმა 249 186 ლარი, საურავი 64 713 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა შერეული საქონლით (ტანსაცმელი და ფეხსაცმელი) ქ. "------"-ში ,"------". შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და არ წარმოადგინა საჭირო პირველადი დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით, საქონლის რეალიზაცია ხორციელდება 90% არადოკუმენტურად, პირის მიერ დეკლარირებული წლიური ფასნამატი ჩამორჩება 2021-2023 წლების როგორც დოკუმენტურ ისე ანალოგიური საქონლის რეალიზაციისას გამოყენებულ აუდირებულ ფასნამატს. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის შესახებ მონაცემები. გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება როგორც დეფექტური ან/და მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის ჩამოწერის შესახებ ინფორმაცია, ისე დაუძლეველი ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებულია სმფ-ების ინვენტარიზაცია და სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საწარმოს შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, 2021-2023 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, ხოლო დანარჩენ საქონელზე - შესაბამისის საანგარიშო პერიოდების სხვა აუდირებული ფასნამატი. ვინაიდან პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია სმფ-ების ნაშთების შესახებ, თითოეული წლის საწყისში და საბოლოო ნაშთად განისაზღვრა ნული ლარი, რომელიც დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვის წილის პროპორციულად ჩაიშალა ჯგუფების მიხედვით სახეობებად (სულ 12 ჯგუფი). აღნიშნული ფასნამატები ჯგუფების მიხედვით გავრცელდა თითოეული წლის რპთ-ზე, გაანგარიშდა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და გაიზარდა 2021-2023 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოწმების პროცესში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება. შესაბამისად, 2023 წლის 23 მარტის N5793 და 6 აპრილის N7540 ბრძანებების საფუძველზე დანიშნული სმფ-ების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა ვერ განხორციელდა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის N "------" და 2023 წლის 27 აპრილის N "------" მოხსენებითი ბარათების მიხედვით: „ვინაიდან, შპს ,,------- " (ს/ნ "------") წარმომადგენლებმა არ ითანამშრომლეს საგადასახადო ორგანოსთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის N8976 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების შემადგენლობით. საინვენტარიზაციო კომისიამ დაადგინა, რომ შპს ,,------"-ს (ს/ნ "------") 2023 წლის 10 აპრილის მდგომარეობით (ბრძანების გაცნობის თარიღი) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთი არ გააჩნია“, ხოლო 2022 წლის 5 აპრილის N8450 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" პროცედურული სახელმძღვანელოს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალა რომ სალაროში არსებული ნაშთი ნულის ტოლია. ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ების ნაშთების ანალიზით გამოვლინდა დანაკლისი საბაზრო ღირებულებით (220 566 ლარი დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული სმფ-ები მიჩნეულ იქნა 2023 წლის მარტში და აპრილში (შეძენის პერიოდშივე) რეალიზებულად და სხვა გადასახადის გადამხდელთან შესაბამის საანგარიშო პერიოდში ანალოგიურ საქონელზე გამოყენებული აუდირებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით (54%-68%) ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში. შედეგად, გაიზარდა 2023 წლის მარტის და აპრილის საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლების დასათვლელად გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა სულ 2 190 928 ლარი. საწარმოს არ უფიქსირდება სასაწყობე ფართის ქონის ან იჯარით აღების ფაქტები, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ადგილობრივი და უცხოელი მომწოდებლებიდან საქონლის შეძენას და რეალიზაციას ახდენდა დასაწყობების გარეშე. 2021-2023 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, ხოლო დანარჩენ საქონელზე - შესაბამისი საანგარიშო პერიოდის აუდირებული ფასნამატი. გამომდინარე იქიდან, რომ პირი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და სალაროში არ ფიქსირდება მიწოდების შედეგად მიღებული/მისაღები თანხები, აღნიშნული ოპერაციით მიღებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა შერეული საქონლით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და არ წარმოადგინა საჭირო პირველადი დოკუმენტაცია. პირის მიერ დეკლარირებული წლიური ფასნამატი ჩამორჩება 2021-2023 წლების როგორც დოკუმენტურ ისე ანალოგიური საქონლის რეალიზაციისას გამოყენებულ სხვა აუდირებულ ფასნამატს. საწარმოს შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. 2021-2023 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, ხოლო დანარჩენ საქონელზე - შესაბამისის საანგარიშო პერიოდების სხვა აუდირებული ფასნამატი. ვინაიდან პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია სმფ-ების ნაშთების შესახებ, თითოეული წლის საწყისში და საბოლოო ნაშთად განისაზღვრა ნული ლარი, რომელიც დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვის წილის პროპორციულად ჩაიშალა ჯგუფების მიხედვით სახეობებად (სულ 12 ჯგუფი). აღნიშნული ფასნამატები ჯგუფების მიხედვით გავრცელდა თითოეული წლის რპთ-ზე, გაანგარიშდა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და გაიზარდა 2021-2023 წლების დღგით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შემოწმების პროცესში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ საწარმოს სმფების ნაშთი არ გააჩნია. ამასთან, ჩაითვალა რომ სალაროში არსებული ნაშთი ნულის ტოლია. ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ების ნაშთების ანალიზით გამოვლინდა დანაკლისი, რომელიც მიჩნეულ იქნა რეალიზებულად და აუდირებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში. შედეგად, გაიზარდა 2023 წლის მარტის და აპრილის საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ შესამოწმებელ პერიოდს წარმოადგენდა 2021 წლის 29 აპრილიდან 2023 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები, რპთ-ის გაანგარიშებისას სმფ-ების საწყის ნაშთად შემოწმების მხრიდან მიჩნეული იქნა ნული ლარი, რომელიც გაიზარდა შეძენილი პროდუქციის თვითღირებულებით და შემცირდა ინვენტარიზაციის დღისთვის არსებული ნაშთით (ნული ლარი) და 2023 წლის 1 მარტიდან 1 მაისამდე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებით (რადგან ორჯერ არ მომხდარიყო ერთი და იგივე საქონლის დაბეგვრა არაშესამოწმებელ და შესამოწმებელ პერიოდებში).
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შემოწმების პროცესში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ საწარმოს სმფების ნაშთი არ გააჩნია. ამასთან, ჩაითვალა რომ სალაროში არსებული ნაშთი ნულის ტოლია. ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ების ნაშთების ანალიზით გამოვლინდა დანაკლისი, რომელიც მიჩნეულ იქნა რეალიზებულად და აუდირებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში. შედეგად, გაიზარდა 2023 წლის მარტის და აპრილის საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ შესამოწმებელ პერიოდს წარმოადგენდა 2021 წლის 29 აპრილიდან 2023 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები, რპთ-ის გაანგარიშებისას სმფ-ების საწყის ნაშთად შემოწმების მხრიდან მიჩნეული იქნა ნული ლარი, რომელიც გაიზარდა შეძენილი პროდუქციის თვითღირებულებით და შემცირდა ინვენტარიზაციის დღისთვის არსებული ნაშთით (ნული ლარი) და 2023 წლის 1 მარტიდან 1 მაისამდე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებით (რადგან ორჯერ არ მომხდარიყო ერთი და იგივე საქონლის დაბეგვრა არაშესამოწმებელ და შესამოწმებელ პერიოდებში).
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლების დასათვლელად გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა სულ 2 190 928 ლარი. 2021-2023 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, ხოლო დანარჩენ საქონელზე - შესაბამისი საანგარიშო პერიოდის აუდირებული ფასნამატი. გამომდინარე იქიდან, რომ პირი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და სალაროში არ ფიქსირდება მიწოდების შედეგად მიღებული/მისაღები თანხები, აღნიშნული ოპერაციით მიღებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არ იქნა წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები. შესაბამისად, ვერ დადგინდა არარეზიდენტ პირებთან ანგარიშსწორება. შემოწმების მხრიდან მოხდა საინვოისო ღირებულების 75%-ის ოდენობის ხარჯის გათვალისწინება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1.საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ "------") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ფასნამატს. გადამხდელი ითხოვს დარიცხვასთან დაკავშირებულ სრულ ინფორმაციას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება გამოვლენილი დანაკლისის შეძენის პერიოდში რეალიზებულად მიჩნევას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე მითითებით, ითხოვს დანაკლისის დაბეგვრას მისი გამოვლენის მომენტში.
3. გადამხდელი ითხოვს დირექტორის ხელფასად განხილული სალაროს ნაშთის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად დაკვალიფიცირებას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული არარეზიდენტ პირებზე გადახდილი თანხები.
4. გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საწარმოს შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.გაანგარიშდა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და გაიზარდა 2021-2023 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა .
2. შემოწმების პროცესში გაიზარდა 2023 წლის მარტის და აპრილის საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა .
3.გამომდინარე იქიდან, რომ პირი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და სალაროში არ ფიქსირდება მიწოდების შედეგად მიღებული/მისაღები თანხები, აღნიშნული ოპერაციით მიღებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
8(11),73(5,9),101,154,159,160,163,164,269(7),270,272,275.