გადაწყვეტილება №22772/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 31.10.2024
№ დოკუმენტი 22772/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

თ№22772/2/2024

31 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 4.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22772/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

2. საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა;

3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №EL218863 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №EL218871 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №EL11111/65 (№001-65) საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 14.03.2024 წლის №5509 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 6 417,19 ლარი.

3.08.2023 წლის №EL11111/65 (001-65) საგადასახადო მოთხოვნა - 235,13

მათ შორის:

გადასახადი: 182,06

დღგ საბაჟო - 106,46

აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 75,6

საურავი - 53,07

3.08.2023 წლის №EL218863 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 182,06

3.08.2023 წლის №EL218871 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 6 000

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №EL218863 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ხოლო 3.08.2023 წლის №EL218871 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების დარღვევისათვის, ჩადენილი განმეორებით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია. ამასთან გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №EL11111/65 (001-65) საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელები და შესაბამისი საურავი.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.09.2023 წლის №24087 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2.11.2023 წლის №21103/2/2023 გადაწყვტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.09.2023 წლის №24087 ბრძანება, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 14.03.2024 წლის №5509 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2024 წლის №---------- წერილიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 14.03.2024 წლის №5509 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 14.03.2024 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 14.03.2024 წლის №5509 ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 3.04.2024 წელს, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 4.04.2024 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივანმა განმარტა, რომ რაიმე ობიექტური გარემოება გასაჩივრების ვადის გასვლის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით არ აქვს.

ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 14.03.2024 წლის №5509 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

2. საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა;

3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 15.05.2024 წლის წერილიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 14.03.2024 წლის №5509 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 14.03.2024 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 14.03.2024 წლის №5509 ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 3.04.2024 წელს, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 4.04.2024 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 14.03.2024 წლის №5509 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172; 176.