ბრძანება N 17859
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17859
24 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,---ს’’ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 5 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ივლისის სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა შპს ,,---ს’’ (ს/ნ ---) №78246/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №002-40 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტების სრულად შესწავლა და დარიცხული თანხების გადაანგარიშება, კერძოდ:
1. ნავთობპროდუქტების შეძენის ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვის ნაწილში მიუთითებს, რომ კომპანიამ წარმოადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გახარჯულ საწვავთან დაკავშირებით, სადაც დადასტურებულ იქნა, რომ კომპანიის მიერ 2017-2019 წლებში გაიხარჯა 405 360 ლიტრი საწვავი. აუდიტორმა დააკორექტირა მხოლოდ 405 314 ლიტრის ნაწილში, რაც ტექნიკური შეცდომაა, ამასთანავე 421 750 ლიტრს და ექსპერტიზით წარმოდგენილ 405 360 ლიტრს შორის სხვაობა დაბეგრილი საწვავის მოცულობის 4% შეადგენს, რაც არაარსებითია, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ითხოვს აღნიშნული სხვაობის არაარსებითად მიჩნევას და დარიცხული თანხის შემცირებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სხვადასხვა საქონლის დაქირავებულ პირებზე მიწოდებად განხილვას.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს დირექტორზე გაცემული თანხის წყაროსთან დაბეგვრას და აღნიშნავს, რომ აუდიტორის მიერ სრულად არ იქნა გათვალისწინებული წარდგენილი სალაროს გასავლის ორდერები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 8 ივლისის №22119 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 10 დეკემბრის №002-381 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს ,,---ს’’ (ს/ნ ---) 2021 წლის 24 თებერვლის და 17 ივნისის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს ,,---ს’’ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 8 ივლისის №22119 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 7 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა ჯამში 459 298 ლარით, მათ შორის, გადასახადი 306 840 ლარი და ჯარიმა 152 458 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 5 აპრილის №002-40 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა სსიპ „ლევან სამსახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა გახარჯულ საწვავთან დაკავშირებით. აღნიშნული დასკვნით დგინდება, რომ 2017, 2018 და 2019 წლებში საწარმოს მიერ გახარჯულია 405 360 ლიტრი საწვავი. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული თანხები დღგ-ის და მოგების გადასახადში.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დამატებითი მტკიცებულებები და მიღებაჩაბარების აქტი შპს „---თან“დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გაწეული მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია შპს „---ს“ საქმიანობასთან, ასევე კომპანიის მიერ გაშიფრულია შპს „---ს“ მიერ გაწეული მომსახურებაც (ნაპირსამაგრი სამუშაოები), რომელზეც მიღებულია ელ. ანგარიშ-ფაქტურა.
გადასახადის გადამხდელის მიერ გაშიფრულია შპს „---ზე“ და ---ზე გადარიცხული თანხების შინაარსიც, კერძოდ, ორივე შემთხვევაში შპს „---ს“ მიერ შეძენილია საქონელი, რაც დასტურდება ელ. ანგარიშ-ფაქტურით და ელ. სასაქონლო ზედნადებით. შპს „---ს“ მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული თანხები.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დამატებით მტკიცებულებები, კერძოდ იმ საქონლის გაშიფვრა რომელიც წარმოადგენს საოფისე ხარჯს. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული თანხები.
გადასახადის გადამხდელის მიერ წამორდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, კერძოდ იმ გადახდილი თანხების გაშიფვრა, რომელიც წარმოადგენს საქონლის ღირებულებას (აღნიშნული შინაარსი დასტურდება საბანკო ამონაწერით).
ყოველივე ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული თანხები.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ: კომპანიას აღებული ჰქონდა სესხი ხანდაზმულ პერიოდში, რომელზეც ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება დასტურდება და რომლის გადახდაც განხორციელდა დირექტორის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში აღებული სესხით. აღნიშნულმა თანხამ შეადგინა 74 525 ლარი და ასევე კომპანიის მიერ წარმოდგენილია სალაროს გასავლის ორდერები, რომლითაც ხდებოდა ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად, ჩათვლის დოკუმენტებია:
ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) საბაჟო დეკლარაცია;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დ დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოადგინილ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გახარჯულ საწვავთან დაკავშირებით, სადაც დადასტურებულ იქნა, რომ კომპანიის მიერ 2017, 2018 და 2019 წლებში გაიხარჯა 405 360 ლიტრი საწვავი. აუდიტორმა დააკორექტირა მხოლოდ 405 314 ლიტრის ნაწილში, რაც გადამხდელის თქმით შეიძლება ჩაითვალოს ტექნიკურ შეცდომად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ადგილი აქვს ტექნიკურ უზუსტობას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო საკითხი სასჭიროებს დამატებით შესწავლას და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 8 ივლისის №22119 ბრძანების აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
რაც შეეხება გადამხდელის მოთხოვნას, არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნეულ შემოწმებით დაბეგრილ 421 750 ლიტრ საწვავსა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით გახარჯულ 405 360 ლიტრ საწვავს შორის სხვაობის, რომელიც შეადგენს დაბეგრილი საწვავის 4%-ს, არაარსებითად მიჩნევის და მისი სრულად შემცირების საკითხს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან წარმოდგენილია დამატებითი მტკიცებულებები და მიღება-ჩაბარების აქტი შპს „---თან“, რომლითაც დასტურდება გაწეული მომსახურების კავშირი შპს „---ს“ საქმიანობასთან. აუდიტორმა გაითვალისწინა შპს „---თვის“ გადარიცხული თანხები როგორც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული თანხები, თუმცა არ გაითვალისწინა სრულად და 82 200 ლარიდან 10 000 ლარი შემცირებას არ დაექვემდებარა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 8 ივლისის №22119 ბრძანების აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/ მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სხვადასხვა საქონლის დაქირავებულ პირებზე მიწოდებად განხილვას და აცხადებს, რომ აღნიშნული შენაძენები წარმოადგენს კომპანიის ოფისის ხარჯებს. კომპანიამ წარადგინა აღნიშნული საქონლის გაშიფვრა, რომელზე დაყრდნობითაც აუდიტორის მიერ მოხდა კორექტირება და შემცირებულ იქნა დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახდის ნაწილში, მაგრამ, გადამხდელის შეფასებით, აუდიტორმა არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული ოფისის ხარჯების თანამშრომლებზე მიწოდების შედეგად წარმოშობილი დღგ, შესაბამისად გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო დღგ-ში დარიცხული თანხების შემცირებაც. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ადგილი აქვს ტექნიკურ უზუსტობას და ითხოვს დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 8 ივლისის №22119 ბრძანების აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს დირექტორზე გაცემული თანხის წყაროსთან დაბეგვრას და აღნიშნავს, რომ აუდიტორის მიერ სრულად არ იქნა გათვალისწინებული წარდგენილი სალაროს გასავლის ორდერები. კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის მოწოდებული ქვის ლოდების (საქონლის მიწოდება) ღირებულების ასანაზღაურებლად გადახდლი თანხები (25 000 ლარი), ამასთანავე საწარმოს მიერ ექსკავატორით გაწეული მომსახურებისთვის გადახდილი 6500 ლარი. აცხადებს, რომ ექსკავატორით მომსახურება გაუწია ინდივიუალურ მეწარმედ რეგისტრირებულმა პირმა და მასზე გადახდილი თანხები წყაროსთან დაბეგვრას არ ექვემდებარება, ხოლო ფიზიკური პირებისთვის კომპანიის მიერ გადახდილი თანხები წარმოადგენს საქონლის მიწოდების სანაცვლო ანაზღაურებას და ასევე არ ექვემდებარება წყაროსთან დაბეგვრას. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ითხოვს აღნიშნულ პირებზე განხორციელებული განაცემების სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში გათვალისწინებას და აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს რომ სადაო საკითხი საჭირეობს დამატებით შესწავლას და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 8 ივლისის №22119 ბრძანების აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები, მათ შორის ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,---ს’’ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები, მათ შორის ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ნავთობპროდუქტების შეძენის ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას;
2. გადამხდელი არ ეთანხმება გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრას.
3.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სხვადასხვა საქონლის დაქირავებულ პირებზე მიწოდებად განხილვას.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს დირექტორზე გაცემული თანხის წყაროსთან დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 8 ივლისის №22119 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 10 დეკემბრის №002-381 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საწარმოს 2021 წლის 24 თებერვლის და 17 ივნისის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 8 ივლისის №22119 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 7 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა ჯამში 459 298 ლარით, მათ შორის, გადასახადი 306 840 ლარი და ჯარიმა 152 458 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 5 აპრილის №002-40 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
პირველი სადავო საკითხის ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტი შემოსავლების სამსახუმა მიიჩნია დაუსაბუთებლად და არ დაკმაყოფილდა.
2-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები, მათ შორის ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 2 (2); 982; 97; 96; 173; 174; 72; 73 (4,5,9); 101; 102; 154.
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160;161.