გადაწყვეტილება №26031/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2025
№ დოკუმენტი 26031/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26031/2/2025

13 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 15.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26031/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.08.2025 წლის №021-93 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.10.2025 წლის №21443 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 74 607.87 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 43 158.47

დღგ - 25 075.27

საშემოსავლო გადასახადი - 18 083.2

ჯარიმა - 23 768

საურავი - 7 681.4

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობას 2022 და 2023 წლებში წარმოადგენდა ელექტრონული ნაწილებით ვაჭრობა, (ლედ ნათურები, კაბელები და ა.შ.). საქმიანობას ახორციელებს ქ. "------"-ში, "------"-ის ქუჩაზე №186. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 4 ოქტომბერს, 2010 წლის პირველი დეკემბრიდან დღგ-ის გადამხდელია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. კომპანია სარეალიზაციო საქონლის 90%-ის შეძენას ახორციელებს "------"-დან და "------"-დან.2024 და 2025 წლებში პირის ძირითადი საქმიანობა შეიცვალა და გახდა ბალანსზე არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა. აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა ორისში. ბუღალტრულ პროგრამაში სმფ-ები ჩამოწერილია თვის ჭრილში ჯამურად, შესაბამისად, ვერ ხდება კონტროლი ოპერაციის მიმდინარეობაზე. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 255 382 ლარს. უფიქსირდება როგორც საცალო, ისე დოკუმენტური რეალიზაცია. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს სრული რეალიზაციის დაახლოებით 65%-ს. საწარმოს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 4%-ს. შემოწმების შედეგად ჩატარდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის ანალიზი, შედეგად გადასახადის გადამხდელის შემოწმებით დადგენილმა ფასნამატმა წლების მიხედვით შეადგინა 2022 წელს 29,9%, ხოლო 2023-2025 წლებში 26,2%.

ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლებით დადგენილი წესით (საქონლის ჩამოწერა არის ჯამური და არაიდენტიფიცირებადი), შემოწმებისას დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმებით დადგენილი ფასნამატი გავრცელდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, შესაბამისი სახეობების მიხედვით. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, გაიზარდა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აქედან გამომდინარე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2.ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად (არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად) ნაშთად დარჩენილი თანხა მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელი პირის, საწარმოს დირექტორის მიერ გატანილად. ასევე, დირექტორის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხა, რომელმაც შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 85 156 ლარი, შემოწმებისას ჩაითვალა კაპიტალის შემცირებად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 15.08.2025 წლის №18430 ბრძანება და №021-93 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.10.2025 წლის №21443 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 6.10.2025 წლის №21443 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად, დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, მართლზომიერად მიიჩნია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე გაანგარიშებულ ფასნამატს. მიუთითებს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებითაც კი ფასნამატი სწორად არ არის გაანგარიშებული, კერძოდ, 30 იდენტიფიცირებული საქონლიდან შემოწმებამ გამოიყენა მხოლოდ 13 ან 15 საქონლის საშუალო ფასნამატი და ფასნამატი არ განსაზღვრა თითოეულის შეძენებიდან და რეალიზაციებიდან გამომდინარე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. კომპანიას ნაწარმოები აქვს ბუღალტრული პროგრამა ORIS - ი. პროგრამაში კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ყველა ოპერაცია (საქონლის შეძენა, საქონლის ჩამოწერა, რეალიზაცია, სალაროს ოპერაციები, საბანკო ოპერაციები, ხელფასები) ასახულია სრულად და იდენტიფიცირდება შესაბამისი დასახელებების მიხედვით, აღნიშნულის დასტურად წარმოადგენს ბუღალტრული პროგრამა ORIS - ის ამონაწერს ექსელის ფორმატში და აგრეთვე მთლიანად ასლს. აღნიშნული ჩანაწერებით სხვა საკითხებთან ერთად სრულად ხდება იდენტიფიცირება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა სახეობების მიხედვით და აგრეთვე მათი ჩამოწერა ყოველთვიურად შესაბამისი ოპერაციების მიხედვით და აქედან გამომდინარე სრულიად გაუგებარია შემმოწმებელი რატო აკეთებს შეფასებას, რომ „შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა სსკ-ით დადგენილი წესით (საქონლის ჩამოწერა არის ჯამური და არაიდენტიფიცირებადი)“.გაუგებარია სხვა, როგორ უნდა ხდებოდეს იდენტიფიცირება საქონლის სახეობების, მაშინ როცა, როგორც ზემოთ აღნიშნა ყველა ეტაპი სრულყოფილად აქვს აღრიცხული.

აღნიშნულის დასტურისათვის უთითებს დანართს:

ა. საქონლის ჩამოწერები ორისის მიხედვით.

ბ. ექსელის ფორმატში ორისის ყველა გატარება.

ამ ნაწილში მისი მოთხოვნაა, რომ კომპანიის შემოწმებისათვის არ იქნას გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი და გადასახადის დათვლისათვის (დღგ, საშემოსავლო, მოგების გადასახადი) გამოყენებული იქნას კომპანიის მიერ ნაწარმოები ბუღალტრული პროგრამა ORIS - ი.

2. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მართლაც, რომ არ ჰქონდეს კომპანიას ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და კიდეც, რომ საჭირო ყოფილიყო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, გაანგარიშების დონეზედაც არაა სწორად გამოთვლილი გადასახადით დასაბეგრი ობიექტები, აღნიშნულის დასტურად შემდეგ ფაქტებს წარმოადგენს:

აუდიტის დეპარტამენტს გასავრცელებელი ფასნამატი 30 იდენტიფიცირებული საქონლიდან გამოყენებული აქვს მხოლოდ 2022 წელს 15 საქონლის ფასნამატიდან, ხოლო 2023. 2024, 2024 წელს 13 საქონლის ფასნამატიდან?? ფასნამატი დათვლილი აქვს 15 ან 13 საქონლის ფასნამატის საშუალო მაჩვენებლებით (AVERAGE(I14:I28)) და არა ამ საქონლის რეალიზაციებისა და შეძენების ღირებულებიდან გამომდინარე. რატომ იქნა არჩეული მხოლოდ ამ დასახელებების საქონელი და არა სხვა გაურკვეველია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ფასნამატის გაანგარიშება მის მიერ დამუშავდა შეძენებისა და თვითღირებულების შედარების მეთოდის მიხედვით, სადაც შედარებული იქნა ყველა საქონლის შეძენისა და რეალიზაციის მონაცემები. აღნიშნული შედარება მისი აზრით იმ შემთხვევაში, თუკი უნდა გამოყენებულიყო არაპირდაპირი მეთოდი (კიდევ იმეორებს მის შემთხვევაში არაპირდაპირი მეთოდი არ უნდა გამოყენებულიყო, რადგან ბუღალტრული აღრიცხვა სრულად აქვს ნაწარმოები) იგი უნდა დათვლილიყო იმავე მეთოდით, როგორც მის მიერ იქნა დათვლილი. აღნიშნულის დასტურისათვის იხილეთ დანართი - მის მიერ გამოთვლილი ფასნამატის გაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო შემოწმებისას დადგინდა, რომ კომპანია აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა ორისში. ბუღალტრულ პროგრამაში სმფ-ები ჩამოწერილია თვის ჭრილში ჯამურად, შესაბამისად, ვერ ხდება კონტროლი ოპერაციის მიმდინარეობაზე. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 255 382 ლარს. უფიქსირდება, როგორც საცალო, ისე დოკუმენტური რეალიზაცია. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს სრული რეალიზაციის დაახლოებით 65%-ს. საწარმოს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 4%-ს. შემოწმების შედეგად ჩატარდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის ანალიზი, შედეგად გადასახადის გადამხდელის შემოწმებით დადგენილმა ფასნამატმა წლების მიხედვით შეადგინა 2022 წელს 29,9%, ხოლო 2023-2025 წლებში 26,2%. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით (საქონლის ჩამოწერა არის ჯამური და არაიდენტიფიცირებადი), შემოწმებისას დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. დადგენილი ფასნამატი გავრცელდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, შესაბამისი სახეობების მიხედვით. შედეგად გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში.

ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 6.10.2025 წლის №21443 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 6.10.2025 წლის №21443 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 6.10.2025 წლის №21443 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. კომპანია სარეალიზაციო საქონლის 90%-ის შეძენას ახორციელებს უცხოეთიდან. 2024 და 2025 წლებში პირის ძირითადი საქმიანობა შეიცვალა და გახდა ბალანსზე არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 255 382 ლარს. უფიქსირდება როგორც საცალო, ისე დოკუმენტური რეალიზაცია. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს სრული რეალიზაციის დაახლოებით 65%-ს. საწარმოს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 4%-ს. შემოწმების შედეგად ჩატარდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის ანალიზი, შედეგად გადამხდელის შემოწმებით დადგენილმა ფასნამატმა წლების მიხედვით შეადგინა 2022 წელს 29,9%, ხოლო 2023-2025 წლებში 26,2%. გაიზარდა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, სსკ-ის 159-ე მუხლის თანახმად, დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აქედან გამომდინარე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით.

2.ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად ნაშთად დარჩენილი თანხა მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორის მიერ გატანილად. ასევე, დირექტორის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხა,შემოწმებისას ჩაითვალა კაპიტალის შემცირებად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 6.10.2025 წლის №21443 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5).