ბრძანება N 8033
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8033
29 აპრილი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის პირველი აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 აპრილისა (ოქმი №26) და 25 აპრილის (ოქმი №31) სხდომებზე განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №94846/1/2025 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 4 მარტის №21-17/14524 გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2016 წლის 2 თებერვალს საცხოვრებელი ფართის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (უფლების რეგისტრაციის თარიღი 02.02.2016 წ.) შეიძინა უძრავი ქონება შპს „-------“ (ს/ნ -------), მშენებარე შენობა-ნაგებობის პირველი სადარბაზოს მე-6 სართულზე, „შავი კარკასის“ სახით.
2022 წლის 13 დეკემბერს №006–65966 შეტყობინებით შპს „-------“ (ს/ნ -------) მთელ ქონებას დაედო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მათ შორის უძრავ ქონებას, რომლის მომავალ მესაკუთრედ უკვე იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფ/პ ------- (პ/ნ -------).
მომავალმა მესაკუთრემ ------- 2023 წლის 21 ივნისს გააფორმა ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის შესახებ, სადაც დააზუსტა საცხოვრებელი ფართის კვადრატულობა. აღსანიშნავია ამ ხელშეკრულების 2.2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც მყიდველის მიერ საცხოვრებელი ბინის საფასური (ეკვივალენტი ლარში) იყო გადახდილი 2018 წლის 10 თებერვალს.
მომჩივანმა 2024 წლის 11 დეკემბერს შეიძინა უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: ------- გამყიდველის ინფორმაციით, უძრავი ქონება თავისუფალი იყო ყველანაირი ვალდებულებისგან. 2024 წლის 17 დეკემბერს 10:06:36 საათზე მყიდველს მიუვიდა ამონაწერი (2024 წლის 11 დეკემბრის განცხადების საფუძველზე), რომლის მიხედვითაც უძრავი ქონება თავისუფალი იყო ვალდებულებებისგან. მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
გადამხდელი მიიჩნევს, რომ არასწორია ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება ქონებაზე სადავო სამართლებრივი შეზღუდვის გავრცელებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნები უნდა გავრცელებულიყო მხოლოდ შპს „-------“ (ს/ნ -------) საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და არა იმ ქონებაზე, რომელზეც საჯარო რეესტრში უკვე იყო რეგისტრირებული მომავალ მესაკუთრედ ფ/პ ------- (პ/ნ -------).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს, გაუქმდეს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება და უძრავ ქონებაზე (ს/კ: -------) რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-------“ (ს/ნ -------) 2022 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 303 416.57 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, 2022 წლის 13 დეკემბრის №006–65966 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, შპს „-------“ (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის თაობაზე.
საჯარო რეესტრის 2023 წლის 28 ივნისს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე №------- ------- (პ/ნ ------- საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2023 წლის 28 ივნისს. მისამართი: -------, -------, საკუთრების ტიპი ფართი - მშენებარე, სართული 6, ბინა №24, ფართი 52.80 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია - ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის შესახებ. დამოწმების თარიღი 2023 წლის 22 ივნისი, ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის შესახებ, დამოწმების თარიღი 2023 წლის 23 ივნისი.
ამავე ამონაწერის თანახმად №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ფიქსირდებოდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „-------“ (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2022 წლის 13 დეკემბრის №006–65966 შეტყობინების საფუძველზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, (გამყიდველი) შპს „-------“(ს/ნ -------) და (მყიდველი) ------- (პ/ნ -------) შორის შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება საგანზე - უძრავი ქონება მდებარე: -------, -------, საკუთრების ტიპი ფართი - (მშენებარე), სართული 6, ბინა №24, ფართი 52.80კვ.მ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2024 წლის 17 დეკემბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე №------- ფ/პ ------- (პ/ნ -------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2024 წლის 17 დეკემბერს. მისამართი: -------, -------, საკუთრების ტიპი ფართი - მშენებარე, სართული 6, ბინა №24, ფართი 52.80 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის შესახებ. დამოწმების თარიღი 2024 წლის 11 დეკემბერი.
ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, (გამყიდველი) ფ/პ ------- (პ/ნ -------) და (მყიდველი) ფ/პ ------- (პ/ნ -------) შორის შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება საგანზე - უძრავი ქონება მდებარე -------, -------, საკუთრების ტიპი ფართი - (მშენებარე), სართული 6, ბინა №24, ფართი 52.80კვ.მ.
ამავე ამონაწერის თანახმად №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, კვლავ დაფიქსირდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „-------“ (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2022 წლის 13 დეკემბრის №006–65966 შეტყობინების საფუძველზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2025 წლის 25 თებერვალს, №28526/21-11 განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ №-------) შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების თაობაზე.
ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 4 მარტის №21-17/14524 გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ ვინაიდან უძრავ ქონებაზე (ს/კ -------) მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებულია შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში, ვალის მართვის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ქონებაზე სადავო სამართლებრივი შეზღუდვის გავრცელება შესაბამისობაშია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებთან.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი, გაუქმება ხდება:
ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;
დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;
დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;
ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 28 ივნისს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე №------- ------- (პ/ნ -------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2023 წლის 28 ივნისს. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია - ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის შესახებ, დამოწმების თარიღი 2023 წლის 22 ივნისი; ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის შესახებ, დამოწმების თარიღი 2023 წლის 23 ივნისი, ხოლო სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელების შესახებ გამოცემულია 2022 წლის 13 დეკემბერს, უძრავ ქონებაზე ------- საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ამავე ამონაწერში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ფიქსირდებოდა, შპს „-------“ (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2022 წლის 13 დეკემბრის №006–65966 შეტყობინების საფუძველზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უძრავ ქონებაზე (ს/კ №-------) ფ/პ ------- (პ/ნ -------) საკუთრების უფლების რეგისტრაციისას - 2024 წლის 17 დეკემბერს, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კვლავ გავრცელდა სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 25 აპრილის მდგომარეობით შპს „-------“ (ს/ნ -------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს, გაუქმდეს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება და უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 28 ივნისს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2023 წლის 28 ივნისს. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია - ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის შესახებ, დამოწმების თარიღი 2023 წლის 22 ივნისი; ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის შესახებ, დამოწმების თარიღი 2023 წლის 23 ივნისი, ხოლო სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელების შესახებ გამოცემულია 2022 წლის 13 დეკემბერს, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ამავე ამონაწერში, უძრავ ქონებაზე ფიქსირდებოდა, შპს-ს მთელ ქონებაზე 2022 წლის 13 დეკემბრის შეტყობინების საფუძველზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უძრავ ქონებაზე მომჩივანის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას - 2024 წლის 17 დეკემბერს, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კვლავ გავრცელდა სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 25 აპრილის მდგომარეობით შპს-ს ერიცხება საგადასახადო დავალიანება.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239(5)