გადაწყვეტილება №21352/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21352/2/2023
19 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 19.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21352/2/2023).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი საქონლის ნაშთები და ფასნამატი;
2. შემოწმებისას გაანგარიშებული შემოსავლის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.08.2023 წლის №007-236 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26932 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 478 033 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 264 689
დღგ - 153 680
მოგების გადასახადი - 372
საშემოსავლო გადასახადი - 110 637
ჯარიმა - 129 701
საურავი - 83 643
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა წვრილი სამშენებლო მასალების (მილები, ელექტროდები, საკეტები) შეძენარეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 29.08.2023 წლის №21177 ბრძანება და №007-236 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26932 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი საქონლის ნაშთები და ფასნამატი
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სასაქონლომატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები. უფიქსირდება, როგორც დოკუმენტური, ასევე, საცალო რეალიზაციები. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან დეკლარირებულ ბრუნვაში შეადგენს 19%.
მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში (წლების ჭრილში) გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის სრული თვითღირებულება. სრული რპთ-დან გამოყოფილი იქნა დოკუმენტით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და მხოლოდ დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ფასნამატი.
ფასნამატები გავრცელდა წლების ჭრილში პროდუქციის სახეობებისა და ჯგუფების მიხედვით. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების დადგენისას საქონლის მოძრაობის ცხრილები აწყობილია შემმოწმებელი აუდიტორის მიერ, წლების ბოლოს ნაშთად ჩაითვალა ის მონაცემები, რაც ბუღალტერმა მიაწოდა შემმოწმებლებს აუდიტორის მოთხოვნით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საქონლის ნაშთად ჩაითალა 345 540 ლარი, რეალურად კი 28.02.2023 წელს საქონლის ნაშთი გააჩნდა დაახლოებით 528 000 ლარის თვითღირებულებით. შემოწმების აქტშიც აღნიშნულია, რომ საწარმოს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ბუნებრივია წლის ბოლოს არ იყო ინვენტარიზაცია ჩატარებული და არც საქონლის მოძრაობის კონტროლი არ მიმდინარეობდა. მიწოდებული ციფრები წლების ბოლოს საქონლის ნაშთის შესახებ არის მცდარი, ბუღალტრის გამოუცდელობით გაუანალიზებლად მომზადებული და ამ ციფრებზე საქონლის მოძრაობის აწყობა და დამატებითი შემოსავლების დადგენა, დარიცხვების განხორციელება არ არის სამართლიანი. ასევე დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრისას სასაქონლო ჯგუფების შედგენასა და ფასნამატის განსაზღვრისას დაშვებულია სხვადასხვა ტექნიკური უზუსტობა. 2023 წლის 21 სექტემბერს ჩატარდა საგადასახადო მონიტორინგის მიერ საკონტროლო შესყიდვა. ოქმი N831441 დაფიქსირებული საქონლის სარეალიზაციო ფასების მიხედვით, ფასნამატი ბევრად ნაკლებია ვიდრე შემმოწმებლების მიერ გაანგარიშების ცხრილებში მითითებული დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, რაზეც მოხდა დასარიცხი თანხების გაანგარიშება. წარმოადგენს ცხრილს, სადაც გაანგარიშებული აქვს შეთავაზებისას დაფიქსირებული ფასების ფასნამატი.
ითხოვს დაევალოს აუდიტორს ხელახლა გადაიანგარიშოს ფასნამატი და საქონლის ნაშთები გადამხდელის კვალიფიციური წარმომადგენლის ჩართულობით. აღნიშნულის გათვალისწინებით შემცირდეს ზედმეტად დარიცხული თანხები.
2. შემოწმებისას გაანგარიშებული შემოსავლის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად განხილული საქონლიდან (მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით) და ასევე გაწეული მომსახურებიდან მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლებისა და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26932 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი საქონლის ნაშთები და ფასნამატი;
2. შემოწმებისას გაანგარიშებული შემოსავლის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სასაქონლომატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები. უფიქსირდება, როგორც დოკუმენტური, ასევე, საცალო რეალიზაციები. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან დეკლარირებულ ბრუნვაში შეადგენს 19%. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში (წლების ჭრილში) გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის სრული თვითღირებულება. სრული რპთ-დან გამოყოფილი იქნა დოკუმენტით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და მხოლოდ დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ფასნამატი. ფასნამატები გავრცელდა წლების ჭრილში პროდუქციის სახეობებისა და ჯგუფების მიხედვით. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად განხილული საქონლიდან (მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით) და ასევე გაწეული მომსახურებიდან მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლებისა და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)