გადაწყვეტილება №26209/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26209/2/2025
05 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „--------“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „--------“ 24.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26209/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22776 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №006-227 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.11.2025 წლის №24830 ბრძანება
დარიცხული თანხა: 1 795 705,22 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 823 425
დღგ - 508 318
საშემოსავლო გადასახადი - 315 107
ჯარიმა - 381 576
საურავი - 590 704,22
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიაში ღვინის წარმოება-დაფასოებისთვის საჭირო მასალებით.
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №006-691 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22776 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არაპირდაპირი მეთოდის და ფასნამატის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დარიცხული თანხების შეუსაბამობის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). იმპორტირებულ სმფ-ებზე 2019-2020 წლების საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22776 ბრძანება გასაჩივრდა საბჭოში, რომლის 10.11.2023 წლის №21006/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22776 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2025 წლის დასკვნის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის და ფასნამატის საკითხთან და დარიცხული თანხების შეუსაბამობის საკითხთან დაკავშირებით დავის პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები იქნებოდა შესამცირებელი, შესაბამისად გაანგარიშება არ განხორციელდა. იმპორტირებულ სმფ-ებზე 2019-2020 წლების საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, საბაჟო დეკლარაციების შესაბამისად დღგ-ის ნაწილში დამატებით ჩათვლას დაექვემდებარა 52 493 ლარი. შესაბამისად, დღგ-ის ნაწილში შემცირდა დარიცხული გადასახადი.
აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №006-227 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.11.2025 წლის №24830 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, არაპირდაპირ მეთოდთან და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გადაანგარიშება არ განხორციელდა. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შესწავლილია სადავო საკითხი, რომელიც შეეხებოდა საგადასახადო მოთხოვნასა და საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული თანხების შესაბამისობას და ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში არ გამოვლინდა უზუსტობები, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს ასევე დავალებული ჰქონდა შეესწავლა იმპორტირებულ სმფ-ებზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების საკითხი, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა და შედეგად, დღგ-ის ნაწილში დამატებით ჩათვლას დაექვემდებარა 52 493 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე, მათ შორის საჩივრის ზეპირ განხილვაზე, არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს სასამართლო განხილვა და გადასახადის გადამხდელი თვლიდა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების მოქმედება იყო შეჩერებული, მუხედავად ამისა აუდიტის დეპარტამენტი არ მოქმედებდა ამ ბრძანების შესაბამისად, სრულად უგულვეყო და არ შესრულა იგი.
გადასახადის გადამხდელი აწარმოებდა და აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას შემოწმების პერიოდში წარდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის ფაილი და სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მაგრამ შემმოწმებელმა მიიჩნია, რომ ეს იყო არასრულყოფილი და ამ მიზეზის გამო მიიჩნია, რომ არ იწარმოებოდა ბუღალტრული აღრიცხვა, რაც არასწორია. ბუღალტრული აღრიცხვის ფაილი ასევე თან ერთვოდა შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარს, ადრეც და ამ გასაჩივრებული დასკვნის მიღების პერიოდში წარდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია და რას ნიშნავს „დავის პროცესში გადამხდელს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები იქნებოდა შემცირებული, შესაბამისად გაანგარიშება არ განხორციელდა“ - გაუგებარია. საერთოდ არანაირად არც ერთი სიტყვით არ არის ნამსჯელი წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად არანაირად არ არის შეფასებული წარდგენილი მტკიცებულებანი, აუდიტის სამსახურს, რომ ემსჯელა და შეეფასებინა აღნიშნული მტკიცებულებანი თუ არ დაკმაყოფილდებოდა მომჩივნის პოზიცია, გასაჩივრებულ დასკვნაში დასაბუთება მაინც იქნებოდა იმისა რა იქნა გაზიარებული და რა არა.
შემოსავლების სამსახურის 11.11.2025 წლის №24830 ბრძანებით სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად არის ნათქვამი უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით: ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი; ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი; გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი; დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საბაჟო დეკლარაცია.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22776 ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდის და ფასნამატის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დარიცხული თანხების შეუსაბამობის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). იმპორტირებულ სმფ-ებზე 2019-2020 წლების საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2025 წლის დასკვნის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის და ფასნამატის საკითხთან და დარიცხული თანხების შეუსაბამობის საკითხთან დაკავშირებით დავის პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები იქნებოდა შესამცირებელი, შესაბამისად გაანგარიშება არ განხორციელდა. იმპორტირებულ სმფ-ებზე 2019-2020 წლების საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე დღგის ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, საბაჟო დეკლარაციების შესაბამისად დღგ-ის ნაწილში დამატებით ჩათვლას დაექვემდებარა 52 493 ლარი. შესაბამისად, დღგ-ის ნაწილში შემცირდა დარიცხული გადასახადი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. ხოლო, არაპირდაპირი მეთოდის და ფასნამატის საკითხთან და დარიცხული თანხების შეუსაბამობის საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე და დავის ეტაპზე მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2025 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22776 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდის და ფასნამატის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დარიცხული თანხების შეუსაბამობის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). იმპორტირებულ სმფ-ებზე 2019-2020 წლების საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2025 წლის დასკვნის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის და ფასნამატის საკითხთან და დარიცხული თანხების შეუსაბამობის საკითხთან დაკავშირებით დავის პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები იქნებოდა შესამცირებელი, შესაბამისად გაანგარიშება არ განხორციელდა. იმპორტირებულ სმფ-ებზე 2019-2020 წლების საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე დღგის ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, საბაჟო დეკლარაციების შესაბამისად დღგ-ის ნაწილში დამატებით ჩათვლას დაექვემდებარა 52 493 ლარი. შესაბამისად, დღგ-ის ნაწილში შემცირდა დარიცხული გადასახადი.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. ხოლო, არაპირდაპირი მეთოდის და ფასნამატის საკითხთან და დარიცხული თანხების შეუსაბამობის საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე და დავის ეტაპზე მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).