ბრძანება N 14760

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.07.2026
№ დოკუმენტი 14760
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14760

01 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------- “-ის (ს/ნ ----------------)

(მის.: ------------------------------------)

2026 წლის 14 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 25 ივნისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა შპს „--------- “-ის (ს/ნ ----------------) 2026 წლის 14 ივნისის №----/1/2026 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მაისის №005-95 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ აუდიტორმა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად მიიჩნია ინვენტარიზაციის დროს დათვლილ საქონელსა და ბუღალტრულ პროგრამაში არსებულ საქონლის ნაშთებს შორის სხვაობა, რომელიც რეალიზებული იქნა დოკუმენტური ფასით. საწარმოსთვის მიუღებელია არაპირდაპირი მეთოდის და ასევე დოკუმენტური ფასის გამოყენება. ვინაიდან საქმე მალფუჭებად პროდუქციას ეხება ბაზარში იმპორტირებული ბოსტნეული დოკუმენტით იყიდება ძირითადად მსხვილი ქსელური მარკეტებისთვის, შემდგომ სარეალიზაციოდ. ისინი ყიდულობენ მაღალი ხარისხის საქონელს შემოტანიდან მალევე, მაღალ ფასად და გაიწერება შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო შემდგომ საცალოდ იყიდება ძირითადად საშუალო და დაბალი ხარისხის პროდუქცია ფიზიკურ პირებზე, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, რადგან პროდუქცია უკვე გაფუჭების საფრთხის წინაშეა. კომპანიის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი მიეწოდება მსხვილ სავაჭრო ქსელებს, რომლებიც, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, იძენენ მხოლოდ მაღალი ხარისხის, ვიზუალურად გამართულ და სტანდარტებთან შესაბამის პროდუქციას. ხილი და ბოსტნეული წარმოადგენს მალფუჭებად პროდუქციას, რომლის ხარისხი დროთა განმავლობაში სწრაფად იცვლება. პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი შემდგომ ეტაპზე კარგავს თავდაპირველ ხარისხობრივ მახასიათებლებს, რის გამოც მისი რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ მნიშვნელოვნად დაბალ ფასად ან ზოგ შემთხვევაში საერთოდ ვერ ხერხდება. შესაბამისად, დოკუმენტურად რეალიზებული მაღალი ხარისხის საქონლის ფასის მექანიკური გავრცელება მთლიან საქონელზე, მათ შორის იმ პროდუქციაზე, რომელიც შემდგომ პერიოდში დაბალი ხარისხით ან საცალოდ რეალიზდება, ეწინააღმდეგება როგორც ეკონომიკურ ლოგიკას, ისე საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად მიჩნეული საქონლის ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებულია შესაბამისი თვის განმავლობაში დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის საშუალო სარეალიზაციო ფასი. აღნიშნული მიდგომა არ ასახავს კომპანიის საქმიანობის რეალურ ეკონომიკურ შინაარსს. შემოწმებამ შემოსავლების გაანგარიშებისთვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი, რამაც გამოიწვია როგორც ერთობლივი შემოსავლის ცვლილება, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა არარეალურ მონაცემებამდე, ამ ორივე ფაქტორის გათვალისწინებით კი მოხდა ფულადი სახსრების დაუსაბუთებელი ზრდა, რომელმაც გამოიწვია არაპირდაპირი გაანგარიშების მეთოდით დირექტორზე ამ „ფულადი სახსრების“ გაცემულად განსაზღვრა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის ზრდა. მიუთითებს, რომ შემოწმების აქტში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თანხის რეალურ გადაცემას კონკრეტულად დირექტორისათვის. შესაბამისად, აღნიშნული თანხის ხელფასად კვალიფიკაცია ეფუძნება ვარაუდს და არა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. საწარმოს მიერ მიღებულ შემოსავალსა და გაწეულ ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია არ გამომდინარეობს საგადასახადო კოდექსის არც ერთი ნორმიდან. შემოწმების აქტში არ არის მითითებული არც თანხის გაცემის თარიღი, არც გაცემის ფორმა, არც შესაბამისი საბანკო ოპერაცია, სალაროს დოკუმენტი ან სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტული თანხის დირექტორის მიერ მიღების ფაქტს. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს და არა ობიექტურად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

აცხადებს, რომ კომპანიას გააჩნდა სრული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერები, საბაჟო დოკუმენტები და ბუღალტრული პროგრამა ORIS, რომელშიც ასახული იყო სამეურნეო ოპერაციები და აქტში არ არის მითითებული არც ერთი კონკრეტული დოკუმენტი, ჩანაწერი ან ოპერაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა დასკვნის გაკეთება, რომ შემოწმებისათვის წარდგენილი აღრიცხვით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს არ გააჩნდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

ითხოვს, რომ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვროს პირდაპირი მეთოდით, წარდგენილი პირველადი დოკუმენტაციისა და ORIS-ის მონაცემების საფუძველზე. პროგრამაში არსებულ მონაცემებსა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ მონაცემებს შორის არსებული სხვაობის საგადასახადო შედეგები განისაზღვროს გადამხდელის მონაწილეობით, საქონლის მალფუჭებადობის, ხარისხობრივი დანაკარგების, რეალური საცალო ფასებისა და საბაზრო პირობების გათვალისწინებით. ასევე, მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებზე და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 მარტის №5929 და 30 აპრილის №9492 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------- “-ის (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 7 ნოემბრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2026 წლის 23 მარტის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 18 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 19 მაისის №11141 ბრძანება და ამავე თარიღის №005-95 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 57 941 923 ლარი, მათ შორის, გადასახადი 36 675 299 ლარი, ჯარიმა 18 337 649 ლარი, საურავი 2 928 975 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

. შპს „--------- “-ი (ს/ნ ----------------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2024 წლის 7 ნოემბერს, ამავე თარიღში მიენიჭა დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. გადასახადის გადამხდელის ახსნაგანმარტებით, საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო და საცალო ვაჭრობა ხილითა და ბოსტნეულით, რომელთა შეძენასაც გადასახადის გადამხდელი ახდენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე (30%) ისე იმპორტს გზით (70%). გადამხდელს შემოტანილი საქონლის 4%-ის რეექსპორტი უფიქსირდება ----ში. საქონლის იმპორტი ფიქსირდება ძირითადად შემდეგი ქვეყნებიდან: --ი,---ი, --ი, --ი, ---ი, ---ი, ---ი. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა „ORIS“, ბანკები და ახსნა-განმარტება კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 23 მარტის №6183 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 2026 წლის 23 მარტის მდგომარეობით კომპანიას უფიქსირდებოდა 4 605 180 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის ნაშთი.

ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და საბუღალტრო პროგრამით შეუძლებელი იყო (არ ასახავდა რეალურ მონაცემებს) დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 23 მარტის №6183 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიცაზიისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (პირველადი დოკუმენტაცია) შესწავლით დადგინდა, რომ შესამომწბელ პერიოდში კომპანიას სულ შეძენილი აქვს დაახლოებით 125 მილიონი ლარის 108 დასახელების საქონელი, საიდანაც 84.5 მილიონი შეადგენს იმპორტირებულ საქონელს. იმპორტირებული საქონლიდან უფიქსირება 3.5 მილიონი ლარის რეექსპორტი------ში. საბაჟო ინვოისების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის იმპორტისას ხშირ შემთხვევაში ხდება საქონლის ღირებულების აფასება. კომპანია საქონლის რეალიზაციას (შეძენა-რეალიზაცის ახორცელებს ძირითადად კილოგრამებში) ახორციელებს სასაქონლო ზედნადებებით. სულ შეძენლი 58.6 მილიონი კილოგრამი საქონლიდან ზედნადებით რეალიზებული აქვს 28.5 მილიონამდე კილოგრამი საქონელი. გამოვლენილ სხვაობაში გათვალსიწინებულ იქნა ინვენტარიზაციით გამოვლენილი 4 605 180 (საბაზრო ფასი) ლარის ღირებულების 908 923 კილოგრამი საქონელი. ასევე გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის შესახებ განცხადება არ აქვს წარმოდგენილი. აღნიშნული ანალიზის შედეგად, დადგინდა კომპანიის მიერ საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობები. ასევე დადგენილ იქნა დოკუმენტურად რალიზებული პროდუქტის ერთეულის სარეალიზაციო ფასები (თვეების ჭრილში) სახეობების მიხედვით, რომელიც გავრცელებულ იქნა საცალოდ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობებზე თვეების ჭრილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგენილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დღგ-ით დასაგებრი ბრუნვა, რომელიც აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

. კომპანიის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა კომპანიაში ნაღდი ფულის ბრუნვა. გადამხდელმა წარმოადგინა საბანკო ანგარიშების ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ORIS-ი. 2026 წლის 20 მარტის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით (№6101) ჩატარდა „სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" პროცედურა კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა მისამართზე, შედეგად, ჯამურად სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 99 265 ლარს. შემოწმების მიერ გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად.

შემოწმებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერის (ხელფასის სახით განაცემების ნაწილში), დღგ-ის საკითხში გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოება/შეფასებისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 20 მარტის №6101 ბრძანებით ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მონაცემების გათვალისწინებით საწარმოს მიერ მიღებულ შემოსავალს და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა დაკვალიფიცირებულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 25 ივნისს --:-- საათზე გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მოწოდებულ ინფორმაციას და საქმეში არსებულ მასალებს, საიდანაც ირკვევა შემდეგი:

. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა „ORIS“, საბანკო ამონაწერები და ახსნა-განმარტება კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა მოიცავდა რიგ ხარვეზებს და ოპერაციები არ ასახავდა რეალურ მონაცემებს.

. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 23 მარტის №6183 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 2026 წლის 23 მარტის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა 4 605 180 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელის ნაშთი, რაც რადიკალურად განსხვავდებოდა კომპანიის ბუღალტრულ პროგრამაში ასახული საქონლის ნაშთისაგან (პროგრამაში საქონლის ნაშთი ფიქსირდებოდა 50.5 მილიონზე მეტი), შესაბამისად გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის გამოყენება შეუძლებელი იყო რიგი ხარვეზების გამო.

. ვინაიდან, გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და საბუღალტრო პროგრამით შეუძლებელი იყო (არ ასახავდა რეალურ მონაცემებს) დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ: ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 23 მარტის №6183 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიცაზიისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (პირველადი დოკუმენტაცია) შესწავლით დადგინდა, რომ შესამომწბელ პერიოდში კომპანიას სულ შეძენილი აქვს დაახლოებით 125 მილიონი ლარის 108 დასახელების საქონელი საიდანაც 84.5 მილიონი შეადგენს იმპორტირებულ საქონელს, იმპორტირებული საქონლიდან უფიქსირება 3.5 მილიონი ლარის რეექსპორტი -----ში. საბაჟო ინვოისების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის იმპორტისას ხშირ შემთხვევაში ხდება საქონლის ღირებულების აფასება. კომპანია საქონლის რეალიზაციას (შეძენარეალიზაცის ახორცელებს ძირითადად კილოგრამებში) ახორციელებს სასაქონლო ზედნადებებით. სულ შეძენლი 58.6 მილიონი კილოგრამი საქონლიდან ზედნადებით რეალიზებული აქვს 28.5 მილიონამდე კილოგრამი საქონელი. გამოვლენილ სხვაობაში გათვალსიწინებულ იქნა ინვენტარიზაციით გამოვლენილი 4 605 180 (საბაზრო ფასი) ლარის ღირებულების 908 923 კილოგრამი საქონელი. ასევე გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის შესახებ განცხადება არ აქვს წარმოდგენილი. აღნიშნული ანალიზის შედეგად, დადგინდა კომპანიის მიერ საცალოდ რეალიზებული საქნილის რაოდენობები. ასევე დადგენილ იქნა დოკუმენტურად რალიზებული პროდუქტის ერთეულის სარეალიზაციო ფასები (თვეების ჭრილში) სახეობების მიხედვით, რომელიც გავრცელებულ იქნა საცალოდ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობებზე თვეების ჭრილში. ამასთან, გომოყენებულ იქნა თავისივე სარეალიზაციო ფასები საქონლის კატეგორიების და სეზონურობის გათვალისწინებით.

. 2026 წლის 20 მარტის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით (№6101) ჩატარდა „სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" პროცედურა კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა მისამართზე, შედეგად გადამხდელის ჯამურად სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 99 265 ლარს. შემოწმების მიერ გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად.

. შემოწმებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერის (ხელფასის სახით განაცემების ნაწილში), დღგ-ის საკითხში გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოება/შეფასებისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 20 მარტის №6101 ბრძანებით ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მონაცემების გათვალისწინებით საწარმოს მიერ მიღებულ შემოსავალს და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, საცალოდ რეალიზებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობების რაოდენობებზე თვეების ჭრილში, დოკუმენტურად რალიზებული პროდუქტის ერთეულის სარეალიზაციო ფასების (თვეების ჭრილში) სახეობების მიხედვით გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------- “-ის (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებზე და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №5929 და №9492 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 7 ნოემბრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2026 წლის 23 მარტის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №11141 ბრძანება და №005-95 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 57 941 923 ლარი, მათ შორის, გადასახადი 36 675 299 ლარი, ჯარიმა 18 337 649 ლარი, საურავი 2 928 975 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა „ORIS“, ბანკები და ახსნა-განმარტება კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №6183 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 2026 წლის 23 მარტის მდგომარეობით კომპანიას უფიქსირდებოდა 4 605 180 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის ნაშთი.ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და საბუღალტრო პროგრამით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №6183 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიცაზიისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (პირველადი დოკუმენტაცია) შესწავლით დადგინდა, რომ შესამომწბელ პერიოდში კომპანიას სულ შეძენილი აქვს დაახლოებით 125 მილიონი ლარის 108 დასახელების საქონელი, საიდანაც 84.5 მილიონი შეადგენს იმპორტირებულ საქონელს. იმპორტირებული საქონლიდან უფიქსირება 3.5 მილიონი ლარის რეექსპორტი . საბაჟო ინვოისების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის იმპორტისას ხშირ შემთხვევაში ხდება საქონლის ღირებულების აფასება. კომპანია საქონლის რეალიზაციას (შეძენა-რეალიზაცის ახორცელებს ძირითადად კილოგრამებში) ახორციელებს სასაქონლო ზედნადებებით. სულ შეძენლი 58.6 მილიონი კილოგრამი საქონლიდან ზედნადებით რეალიზებული აქვს 28.5 მილიონამდე კილოგრამი საქონელი. გამოვლენილ სხვაობაში გათვალსიწინებულ იქნა ინვენტარიზაციით გამოვლენილი 4 605 180 (საბაზრო ფასი) ლარის ღირებულების 908 923 კილოგრამი საქონელი. ასევე გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის შესახებ განცხადება არ აქვს წარმოდგენილი. აღნიშნული ანალიზის შედეგად, დადგინდა კომპანიის მიერ საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობები. ასევე დადგენილ იქნა დოკუმენტურად რალიზებული პროდუქტის ერთეულის სარეალიზაციო ფასები (თვეების ჭრილში) სახეობების მიხედვით, რომელიც გავრცელებულ იქნა საცალოდ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობებზე თვეების ჭრილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგენილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დღგ-ით დასაგებრი ბრუნვა, რომელიც აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე, კომპანიის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა კომპანიაში ნაღდი ფულის ბრუნვა. გადამხდელმა წარმოადგინა საბანკო ანგარიშების ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ORIS-ი. 2026 წლის 20 მარტის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით (№6101) ჩატარდა „სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" პროცედურა კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა მისამართზე, შედეგად, ჯამურად სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 99 265 ლარს. შემოწმების მიერ გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად.

ამასთან,შემოწმებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერის (ხელფასის სახით განაცემების ნაწილში), დღგ-ის საკითხში გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოება/შეფასებისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №6101 ბრძანებით ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მონაცემების გათვალისწინებით საწარმოს მიერ მიღებულ შემოსავალს და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა დაკვალიფიცირებულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, საცალოდ რეალიზებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობების რაოდენობებზე თვეების ჭრილში, დოკუმენტურად რალიზებული პროდუქტის ერთეულის სარეალიზაციო ფასების (თვეების ჭრილში) სახეობების მიხედვით გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1„ა“); 163(პირველი და მე-2); 164(1);