ბრძანება N 11692
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11692
06 ივნისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის 16 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 მაისის სხდომაზე (ოქმი №45) განიხილა შპს „----ის“ (ს/ნ ---) №75982/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №EL283330, №EL283333, №EL283334, №EL283335, №EL283336, №EL283337, №EL283340, №EL283342 და №EL283343 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შპს „---ის“ ტვირთის გამოცხადების დღეს 2025 წლის 26 აპრილს შპს „---ის“ საწყობში იმყოფებოდა რამდენიმე ვაგონი, რომელიც ეკუთვნოდა შპს „---ს“, რადგან საწყობის ტერიტორიაზე ორივე კომპანიის ტვირთის (---) განთავსების საშუალება არ იყო და ისინი ვერ დაეტეოდა სრულად, შპს „---ს“ ვაგონების გარდა ტერიტორიაზე შემოყვანილ იქნა შპს „---ის“ მხოლოდ 2 ვაგონი. შპს „---ას“ ვაგონები დაიცალა და გაყვანილ იქნა 2025 წლის 26 აპრილს, რის შემდგომაც მოხდა შპს „---ს“ დარჩენილი 9 ვაგონის შემოყვანა. არც რკინიგზის მხრიდან და არც ტვირთის მეპატრონის მხრიდან რაიმე შეტყობინება ან რაიმე ინფორმაცია ვადებთან დაკავშირებით არ მიწოდებია. ტვირთის საბოლოოს შემოსვლის შემდეგ გამოცხადების დროდ დაფიქსირდა 23 საათი.
მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ არცერთი ნორმატიული აქტი იმპერატიულად არ განსაზღვრავს, რომ დადასტურება/გამოცხადება უნდა განხორციელდეს 10 კალენდარული დღის ვადაში. მიაჩნია, რომ ამ ვადაში გათვალისწინებული უნდა იქნას სააღდგომო პერიოდის უქმე დღეები (4 დღე) და ვადაგადაცილება უნდა ჩაეთვალოს საპატიოდ. ვერ მოიძია ვერცერთი ნორმატიული აქტი გამოცხადების ვადასთან დაკავშირებულ მკაცრად დადგენილ მოთხოვნაზე, თუმცა შეიძლება ცდება და შეიძლება ჩაეთვალოს შეცდომად და გაუქმდეს სადავო ოქმები, ვინაიდან საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის 11-ე ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
სამართლებრივი დასაბუთება არ არის სათანადო, რა პირობები დაარღვია, ლიცენზიის პირობები თუ სხვა ვალდებულებები. იმ შემთხვევაში თუ გამოცხადების წესი დაარღვია, მაშინ რა კავშირშია სანებართვო/სალიცენზიო პირობები გამოცხადების წესთან. მიაჩნია, რომ მხოლოდ ეს არგუმენტიც კი საკმარის საფუძველს წარმოადგენს დაუსაბუთებლობის გამო გაუქმდეს სადავო ოქმები. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას და სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 21 და 22 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანის” გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსულ, საქონლით დატვირთულ რკინიგზის ვაგონებზე (№-------; №-------; №-------; №-------; №------) უფლებამოსილი პირის მიერ გამოიწერა რკინიგზის აღრიცხვის მოწმობები (№-------) და საქონელი გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ დანიშნულებით.
ზემოაღნიშნული ვაგონების შპს „---ის“ (ს/ნ ---) კონტროლის ზონაში (WH---) გამოცხადების შემდეგ, 2025 წლის 27 აპრილს, საბაჟო საწყობის მიერ განხორციელდა გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება. რის შემდეგაც, შპს „---მა“ (ს/ნ ---) მიმართა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისს“ აღნიშნულ ვაგონებში განთავსებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევის მიზნით. რა დროსაც გამოირკვა, რომ საბაჟო საწყობმა ვერ უზრუნველყო საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობის შესრულება – რკინიგზის ვაგონების გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება მოწმობების დამოწმების დღის (26.04.2025) 24 საათამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სანებართვო პირობების დარღვევისთვის, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 28 აპრილს შედგენილი №EL283330, №EL283333, №EL283334, №EL283335, №EL283336, №EL283337, №EL283340, №EL283342 და №EL283343 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით შპს „---ს“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა ჯამში 18 000 ლარის ოდენობით (2000 ლარი თითოეული ოქმით).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ (დანართი №3) ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების დღის 24 საათამდე საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში – რკინიგზის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზაში – გამოცხადების ელექტრონული დადასტურებით.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ქ“ პუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ საბაჟო საწყობმა ვერ უზრუნველყო საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობის შესრულება – რკინიგზის ვაგონების გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება მოწმობების დამოწმების დღის (26.04.2025) 24 საათამდე.
შესაბამისად, მისი მხრიდან არ არის შესრულებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობა.
აღნიშნული ქმედება არის საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენებასთან მიმართებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები
ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას და სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 21 და 22 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანის” გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსულ, საქონლით დატვირთულ რკინიგზის ვაგონების მომჩივნის კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდეგ, საბაჟო საწყობის მიერ განხორციელდა გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება. რის შემდეგაც, მომჩივანმა მიმართა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისს“ აღნიშნულ ვაგონებში განთავსებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევის მიზნით. რა დროსაც გამოირკვა, რომ საბაჟო საწყობმა ვერ უზრუნველყო საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობის შესრულება – რკინიგზის ვაგონების გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება მოწმობების დამოწმების დღის (26.04.2025) 24 საათამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სანებართვო პირობების დარღვევისთვის, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა ჯამში 18 000 ლარის ოდენობით (2000 ლარი თითოეული ოქმით).
გადაწყვეტილება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176 (1).