გადაწყვეტილება №24940/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.04.2025
№ დოკუმენტი 24940/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24940/2/2025

14 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 20.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24940/2/2025).

 

დავის საგანი:

ფიზიკური პირებისგან შავი და ფერადი ლითონის ჯართის შესაძენად გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა და სალაროში აკუმულირებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 დეკემბრის №028-13 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 29 იანვრის №814 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

318 361,03 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 202 643

ჯარიმა - 101 322

საურავი - 14 396,03

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 დეკემბრის №028-13 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 29 იანვრის №814 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

318 361,03 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 202 643

ჯარიმა - 101 322

საურავი - 14 396,03

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს შავი და ფერადი ლითონების შეძენა/რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 2 მაისიდან 2024 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 11 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: - შემოწმების პროცესში შავი და ფერადი ლითონების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალები ან/და შესყიდვის აქტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ელექტრონული შეძენები კი შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება. საგადასახადო ორგანო შემოსავლის გაანგარიშებისას დაეყრდნო გადამხდელის მიერ განხორციელებულ დოკუმენტურ რეალიზაციებს, ხოლო ხარჯების გაანგარიშებისას კი გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელო 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე, რაც მიჩნეულ იქნა სრულად ფიზიკური პირებისგან განხორციელებულ შეძენებად. გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულებამ შეადგინა 1 828 373 ლარი, რაც საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

- გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციები წარმოდგენილი არ აქვს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი ხარჯების და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. კონტრაგენტებიდან მიღებული წერილობითი ახსნა-განმარტებებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დებიტორული დავალიანება არ უფიქსირდება. გადამხდელის საქმიანობის შედეგად სალაროში აკუმულირებული ნაღდი ფულის ნაშთი 738 967 ლარი, რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესაბამის საანგარიშო პერიოდში. შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.01.2025 წლის №814 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1333 მუხლზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გამოიწვევდა დარიცხული თანხების კორექტირებას. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ გარდაიცვალა შპს ---ს დირექტორი და აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 1333 - მუხლის შესაბამისად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოწმებისას დადგენილია, რომ მომჩივანს ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს შავი და ფერადი ლითონის ჯართი, რომლის შეძენაზე გადახდილი თანხა არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. შემოწმებით, ზემოხსენებული თანხები საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით.

მომჩივანი არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

საქმეზე არსებული მასალების შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანს ფიზიკური პირებისგან შავი და ფერადი ლითონის ჯართის შეძენაზე გადახდილი თანხის შესაბამისი დაბეგვრა არ მოუხდენია, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია, ასევე სალაროში აკუმულირებული ფულის ნაშთი, რომლის ეკონომიკურ საქმიანობისთვის გახარჯვა არ დადასტურდა, მართლზომიერად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა: 1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ფიზიკური პირებისგან შავი და ფერადი ლითონის ჯართის შესაძენად გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა და სალაროში აკუმულირებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს შავი და ფერადი ლითონების შეძენა/რეალიზაცია. სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: - შემოწმების პროცესში შავი და ფერადი ლითონების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალები ან/და შესყიდვის აქტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ელექტრონული შეძენები კი შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება. საგადასახადო ორგანო შემოსავლის გაანგარიშებისას დაეყრდნო გადამხდელის მიერ განხორციელებულ დოკუმენტურ რეალიზაციებს, ხოლო ხარჯების გაანგარიშებისას კი გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელო 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე, რაც მიჩნეულ იქნა სრულად ფიზიკური პირებისგან განხორციელებულ შეძენებად. გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულებამ შეადგინა 1 828 373 ლარი, რაც საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია, ასევე სალაროში აკუმულირებული ფულის ნაშთი, რომლის ეკონომიკურ საქმიანობისთვის გახარჯვა არ დადასტურდა, მართლზომიერად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 133 3; 154.