ბრძანება N 13351
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13351
05 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 20 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ივნისის სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 20 მაისის №89744/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აპრილის №006-161 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას. გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში არ აქვს მითითებული არგუმენტები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31185 და 2024 წლის 20 თებერვლის №3614 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 14 სექტემბრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით 2024 წლის 8 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 15 აპრილის №8542 ბრძანება და 16 აპრილის №006-161 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 12 992 ლარი, მათ შორის, გადასახადი 7 387 ლარი, ჯარიმა 3 467 ლარი, საურავი 2 138 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
● საწარმო რეგისტრირებულია 2021 წლის 14 სექტემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2021 წლის 4 ნოემბერს. საქმიანობის საგანს წარმოადგენს მეორადი ავეჯის იმპორტი, რესტავრაცია და შემდგომი რეალიზაცია. საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში მდებარე -------, ------- (მაღაზია, საწყობი). რეგისტრირებული აქვს ერთი ცალი საკონტროლო-სალარო აპარატი, გატანილი აქვს 50 ცალი ჩგდ (დიაპაზონი №-------დან №-------მდე), რომელიც დღემდე არ არის გახარჯული. სარეალიზაციოდ განკუთვნილი მეორადი ავეჯი იმპორტირებული აქვს -------, -------, საბაჟო ღირებულებით 78 565 ლარის ოდენობით (41 049 ლარის რპთ, შემოწმებით დადგენილი). ასევე ფიქსირდება ადგილობრივ ბაზარზე შეძენა 6 080 (5 680ლ+400ლ) ლარის ოდენობით. ერთ შემთხვევაში 2021 წლის ნოემბერში იმპორტირებული აქვს ავეჯთან ერთად ჰიდრავლიკური ჩაქუჩი, რაც დაფიქსირდა კონტეინერის გახსნის და დათვალიერების შედეგად.
გადასახადის გადამხდელს ნაწარმოები აქვს ბუღალტრული აღრიცხვა ექსელის ცხრილებში. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით არ აქვს ნაწარმოები იმპორტირებული საქონლის თანხობრივი აღრიცხვა (სიტყვიერი განმარტებით არ აქვს იმპორტირებული საქონლის ინვოისი და ვერ შეძლო თვითღირებულების განსაზღვრა). საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების დადგენა. დოკუმენტური რეალიზაცია არ განუხორციელებია. დღგ-ში დეკლარირებული 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 64 528 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი კი 92 601 ლარს დღგ-ის გარეშე (109 269 ლარს დღგის ჩათვლით). სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გადამხდელს დეკლარირებული აქვს მხოლოდ საკონტოლო-სალარო აპარატის საშუალებით მიღებული შემოსავალი. საწარმოს უფიქსირდება შენატანები სხვადასხვა ფიზიკური პირების მიერ საბანკო ანგარიშებზე, რაც არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი დღგ-ით. ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის რეალიზაციის შედეგად ფასნამატი შეადგენს 15.80%-17.50%-ს.
საწარმოში 2024 წლის 8 თებერვალის მდგომარეობით ჩატარებულია სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა სმფ-ების ნაშთი საბაზრო ღირებულებით 29 820 ლარის ოდენობით, რაც შემოწმებით დადგენილის იდენტურია. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 168-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით საწარმოს დაერიცხა დღგ და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
● საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში 2021-2023 წლებში სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე საბანკო გადარიცხვით გადარიცხულია თანხები 6 463 ლარის ოდენობით. თანხის მიმღები ფიზიკური პირები არ არიან რეგისტრირებულნი საგადასახადო ორგანოში მეწარმე სუბიექტებად, თანხები გადარიცხულია სხვადასხვა დანიშნულებით, კერძოდ, იჯარა, ავეჯის ქიმწმენდა, სატრანსპორტო მომსახურება, ხელფასი. შემოწმებით დგინდება, რომ საწარმოს მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
● შემოწმებით, გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა (არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტრურებული ხარჯი გადახდილად, გათვალისწინებულ იქნა ასევე დებიტორ-კრედიტორული ნაშთებიც). შედეგად, განკარგვადი თანხა 930 ლარის ოდენობით მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე ------- (პ/ნ -------) გაცემულ ხელფასად. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე, 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, აღნიშნული განაცემი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
● საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მეორადი ავეჯის იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელს ნაწარმოები აქვს ბუღალტრული აღრიცხვა. საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ გადარიცხულია თანხები სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე (მ.შ. აფთიაქებში-ჯიპისი, კვების ობიექტებში: ლიბრე, აგროჰაბი, ნიკორა, და ა.შ.) 1 212 ლარის ოდენობით. ყველა ზემოთ აღნიშნულ გადარიცხვაზე, თანხის მიმღები პირების მიერ არ არის გამოწერილი/მიღებული ელექტრონული ფორმით ელექტრონული ზედნადები ან/და ანგარიშ-ფაქტურა, არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება ან სხვა რაიმე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს დამატებით დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
● საწარმო საკუთრებაში ფლობს ძირითად საშუალებას ავტომობილი ფორდ ფიესტა, რომელიც შეძენილი აქვს 2022 წლის 29 ივნისს, ასევე გააჩნია საკონტროლო-სალარო აპარატი. საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ღირებულება შეადგენს 13 744 ლარს. შპს „-------“ მიერ არ არის დეკლარირებული საწარმოს საკუთრებაში რიცხული ქონება. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე): ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს ნაწარმოები აქვს ბუღალტრული აღრიცხვა ექსელის ცხრილებში. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით არ აქვს ნაწარმოები იმპორტირებული საქონლის თანხობრივი აღრიცხვა. საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების დადგენა. საწარმოს დოკუმენტური რეალიზაცია არ განუხორციელებია. დღგ-ში დეკლარირებული 18%- იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 64 528 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი ბრუნვა კი 92 601 ლარს დღგ-ის გარეშე. სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გადამხდელს დეკლარირებული აქვს მხოლოდ საკონტოლო-სალარო აპარატის საშუალებით მიღებული შემოსავალი. საწარმოს ასევე უფიქსირდება შენატანები სხვადასხვა ფიზიკური პირების მიერ საბანკო ანგარიშებზე, რაც არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი დღგ-ით. ადგილობრივ ბაზარზე შეძნილი საქონლის რეალიზაციის შედეგად ფასნამატი შეადგენს 15.80%-17.50%-ს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ვინაიდან, გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით განსაზღვრულ და გადასახადის გადამხდელი მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, შემოწმებით მართლზომიერად მოხდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა რაიმე არგუმენტი/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
3. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:
ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
ბ) ხელფასის გადახდისას შემოსავლის მიმღებ ფიზიკურ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს ცნობა ამ პირის გვარისა და სახელის, შემოსავლის თანხისა და სახეობის, აგრეთვე დაკავებული გადასახადის (თუ გადასახადი დაკავებული იყო) თანხის მითითებით;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს მიერ სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე საბანკო გადარიცხვით სხვადასხვა დანიშნულებით გადარიცხულია თანხები, რომლის მიმღები ფიზიკური პირები არ არიან რეგისტრირებულნი მეწარმე სუბიექტებად. ამასთან, შემოწმებით, გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა (არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტრურებული ხარჯი გადახდილად, გათვალისწიენებულ იქნა ასევე დებიტორ-კრედიტორული ნაშთებიც), რომლის საფუძველზეც დადგენილი განკარგვადი თანხა მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწარმოს მიერ ფიზიკურ პირებზე განხორციელებული გადარიცხვების და ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად განსაზღვრული განკარგვადი თანხის სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია. შემოსავლების სამსახური ასევე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა რაიმე არგუმენტი/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს მიერ გადარიცხულია თანხები სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე 1 212 ლარის ოდენობით, რაზეც თანხის მიმღები პირების მიერ არ არის გამოწერილი/მიღებული სასაქონლო ზედნადები ან/და ანგარიშ-ფაქტურა, არ არის წარდგენილი ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება ან სხვა რაიმე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს გამოუვლინდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯი, რაც შემოწმებით დაიბეგრა მოგების გადასახადით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა და შედეგად, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია. აგრეთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა რაიმე არგუმენტები/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილების თანახმად:
2. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
3. საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
7. საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს საკუთრებაში უფიქსირდება ძირითადი საშუალებები ავტომობილი ფორდ ფიესტა და საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელთა ბალანსზე რიცხული ღირებულება შეადგენს 13 744 ლარს. საწარმოს აღნიშნულ ქონებებზე არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ქონების გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებები მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა რაიმე არგუმენტები/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო საქმიანობის საგანს წარმოადგენს მეორადი ავეჯის იმპორტი, რესტავრაცია და შემდგომი რეალიზაცია. სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის და იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების დადგენა. შემოწმებით გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული შენატანები საბანკო ანგარიშებზე.
საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე საბანკო გადარიცხვით გადარიცხულია თანხებისხვადასხვა დანიშნულებით. თანხის მიმღები ფიზიკური პირები არ არიან რეგისტრირებულნი საგადასახადო ორგანოში მეწარმე სუბიექტებად.
შემოწმებით, გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა. განკარგვადი თანხა მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, აღნიშნული განაცემი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
საწარმოს მიერ გადარიცხულია თანხები სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე. აღნიშნულ გადარიცხვებზე, თანხის მიმღები პირების მიერ არ არის გამოწერილი/მიღებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს საკუთრებაში უფიქსირდება ძირითადი საშუალებები, რომელზეც არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, შემოწმებით საწარმოს დაერიცხა დღგ, მოგების, საშემოსავლო და ქონების გადასახადები და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 982(1-ა, ბ); 101; 154; 159; 201;