ბრძანება N 28057
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28057
14 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
„----------“ (პ/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2023 წლის 19 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №115) განიხილა „----------“ (პ/ნ ----------) №84214/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №EL227195 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორს არამართლზომიერად მიაჩნია მისი დაჯარიმება და სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მის მიერ ინტერნეტ მაღაზიიდან გამოიწერა ----------, რომელიც დაზიანებულია წყალში ჩავარდნის გამო და მისი შეძენა აუქციონის წესით მოხდა 109 ამერიკულ დოლარად. აღნიშნულის დასამტკიცებლად ვინაიდან ---------- ცხოვრობს, ორჯერ მივიდა ---------- საბაჟოზე, სადაც გახსნა აქუნთი, გადაუღო ფოტოც და გაუგზავნა თბილისის აეროპორტის თანამშრომელს, რაც მაინც არ გაითვალისწინეს და საქონელი შეაფასებინა ექსპერტიზას, რა დროსაც დადგინდა, რომ ტელეფონი არის ----------, ხოლო მისი ღირებულება - 1957.2 ლარი.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გადაიხედოს საბაჟო დეკლარაცია, ექსპერტიზის დასკვნა და გაუქმდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 3 ოქტომბერს საფოსტო გადამზიდავ შპს ----------“ (ს/ნ ----------) მიერ „----------“ კუთვნილ №---------- საფოსტო გზავნილზე წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე (ინვოისი----------), დარეგისტრირდა №---------- საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „ORACLE”-ს მიერ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“.
დეკლარაციის კამერალური შემოწმების დროს აღმოჩენილი უზუსტობის გამო (კერძოდ: ტელეფონის ღირებულებად დაწვრილებითი აღწერილობის დროს მოცემულია 109.5 აშშ დოლარი, ხოლო საბოლოო ღირებულება შიდა ტრანსპორტირების (24.65 $) დამატების შემდეგაც განსაზღვრულია 134.5 აშშ დოლარად) ამანათში განთავსებული საქონლის ღირებულების შემოწმების მიზნით, №---------- დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“. საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად დეკლარირებულ „----------“-ს ნაცვლად, ამანათში აღმოჩნდა „----------“.
საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 11 ოქტომბრის №---------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 730 აშშ დოლარი.
ვინაიდან „----------“ მიერ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია გადასახდელის ოდენობის შემცირება, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 13 ოქტომბერს შედგენილი №EL227195 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით „----------“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და შეეფარდა ჯარიმა 286.3 ლარის ოდენობით.
საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ში განხორციელდა ცვლილება. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული თანხისა და გადასახდელების შესაბამისი საგადახდო დავალების წარდგენის შემდგომ დეკლარაცია დასრულდა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას.
ამავე ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საჩივარში მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ შემოსავლების სამსახური მიუთიტებს, რომ „----------“ მიერ მობილური ტელეფონის („----------“) ინვოისის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა მის მიერ არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორს არამართლზომიერად მიაჩნია მისი დაჯარიმება და სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოები. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გადაიხედოს საბაჟო დეკლარაცია, ექსპერტიზის დასკვნა და გაუქმდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიერ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. საჩივარში მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ შემოსავლების სამსახური მიუთიტებს, რომ მომჩივანის მიერ მობილური ტელეფონის ინვოისის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა მის მიერ არ განხორციელებულა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(1).