ბრძანება N 24846

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.11.2025
№ დოკუმენტი 24846
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24846

12 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2025 წლის 16 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა ----ის (ს/ნ ---) №162729/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №19805 ბრძანებით განსაზღვრულ ვადას.

 

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №19805 ბრძანება ჩაბარდა 2025 წლის 3 ოქტომბერს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულა ბრძანებაში მითითებული პირობა. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს 2025 წლის 10 სექტემბრის №19805 ბრძანებით განსაზღვრული ვადის აღდგენას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №19805 ბრძანებით ---ის (ს/ნ ---) №132595/21-11 საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით, მომჩივანს მიეცა წინადადება №19805 ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში ან განახორციელოს რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელი დოკუმენტები; ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით დადგინდა, რომ მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2024 წლის 26 მარტის №ELC34491 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან; ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს 2024 წლის 26 მარტის №EL7777/119 (№007-119) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხისა და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №19805 ბრძანება ადრესატს ჩაბარდა ფოსტის მეშვეობით 2025 წლის 3 ოქტომბერს. ამდენად, მომჩივანი ვალდებული იყო შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №19805 ბრძანების ჩაბარებიდან, კერძოდ, 2025 წლის 3 ოქტომბრიდან 10 კალენდარული დღის ვადაში - 2025 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალება მოექცია თავისუფალ მიმოქცევაში ან განეხორციელებინა რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტისთვის წარედგინა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც არ შეუსრულებია.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, აღნიშნული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.

მე-4 ნაწილის შესაბამისად, კი დაინტერესებული მხარე გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული გარემოებათა აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 15 დღისა.

განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აღადგინოს დაინტერესებული მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადაც, თუ ეს არ არის აკრძალული კანონით და ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №19805 ბრძანება ადრესატს ჩაბარდა 2025 წლის 3 ოქტომბერს, საიდანაც დაიწყო 10 კალენდარული დღის ვადის ათვლა და ამ ვადაში მომჩივანს ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა მოექცია თავისუფალ მიმოქცევაში ან განეხორციელებინა რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტისთვის წარედგინა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები. დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ №19805 ბრძანებით განსაზღვრული პირობა მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამასთან, საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია პოზიცია/მტკიცებულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადის არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით გაშვების თაობაზე. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს 2025 წლის 10 სექტემბრის №19805 ბრძანებით განსაზღვრული ვადის აღდგენას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №19805 ბრძანება ადრესატს ჩაბარდა 2025 წლის 3 ოქტომბერს, საიდანაც დაიწყო 10 კალენდარული დღის ვადის ათვლა და ამ ვადაში მომჩივანს ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა მოექცია თავისუფალ მიმოქცევაში ან განეხორციელებინა რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტისთვის წარედგინა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები. დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ №19805 ბრძანებით განსაზღვრული პირობა მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამასთან, საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია პოზიცია/მტკიცებულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადის არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით გაშვების თაობაზე.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლს.