გადაწყვეტილება №24370/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24370/2/2024
20 იანვარი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 29.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24370/2/2024).
დავის საგანი:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 31.05.2024 წლის №22367/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები;
2. გამოვლენილი ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის №042-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14644 ბრძანება.
3. აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2024 წლის №042-25 საგადასახდო მოთხოვნა;
დარიცხული თანხა: 28.03.2023 წლის №042-6
საგადასახადო მოთხოვნა - 552 938,77
მათ შორის:
გადასახადი - 332 088
დღგ - 258 340
საშემოსავლო გადასახადი - 73 748
ჯარიმა - 164 197
საურავი - 56 653,77
19.09.2024 წლის №042-25 საგადასახდო მოთხოვნა - 858 048
მათ შორის:
გადასახადი - (-13 154)
დღგ - (-4 986)
საშემოსავლო გადასახადი - (-8 168)
ჯარიმა - 871 202
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა თამბაქოს ნაწარმის - ძირითადად სიგარეტების საბითუმო რეალიზაცია. საწარმო რეგისტრირებულია 29.07.2020 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 24.09.2020 წელს. აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 29.07.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის №042-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14644 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 12.10.2023 წლის 20286/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 29.07.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2023 წლის №042-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1536 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 31.05.2024 წლის №22367/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 16.09.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 19.09.2024 წლის №042-25 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 31.05.2024 წლის №22367/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 29.07.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი. აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №1606 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 22.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით მომჩივანს დაერიცხა სულ - 496 285 ლარი (გადასახადი - 332 088 ლარი, ჯარიმა 164 197 ლარი), მათ შორის გადასახადების მიხედვით:
1. დღგ - სულ 385 663 ლარი, მათ შორის გადასახადი 258 340 ლარი, ხოლო ჯარიმა 127 323 ლარი;
2. საშემოსავლო გადასახადი - სულ 110 622 ლარი, მათ შორის გადასახადი - 73 748 ლარი, ხოლო ჯარიმა - 36 874 ლარი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 28.09.2023 წლის წერილის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტში გამოიგზავნა დადგენილება შპს ----ის კამერალური რევიზიის დანიშვნის შესახებ. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, შპს ---ის მიერ სხვადასხვა პირებზე მოხდა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა. 11.10.2023 წელს აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა სასამართლოს შპს ---ის კამერალური საგადასახადო შემოწმების ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებით.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 3.11.2023 წლის განჩინებით აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა შპს ---ის საქმიანობის ხელახალი საგადასახადო შემოწმების ჩატარებასთან დაკავშირებით. 15.11.2023 წლის №28164 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს ---ის ხელახალი საგადასახადო შემოწმება. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით საწარმოს უფიქსირდება ერთი სალარო აპარატი (----). გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა, არ აწარმოებს საქონლის რაოდენობრივ აღრიცხვას. დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ნაშთები და სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების ბოლოს არ გააჩნია.
საწარმოს მიერ არ ხორციელდება საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. საწარმოს მიერ არ არის დაცული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მოთხოვნები (ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის სწორად და სრულად აღრიცხვა) და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დამუშავდა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული შესყიდვები და დოკუმენტური რეალიზაციები. შედეგად, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა 29 ჯგუფად (65 ქვეკატეგორია) და თითოეული ჯგუფის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი წლის იდენტიფიცირებული დოკუმენტური ფასნამატი. 2022 წელს სიგარეტების გარდა სხვა საქონელზე (სიგარეტის გილზა, სიგარეტის ქაღალდი, თამბაქო და სხვა) გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი 11,6%-ის ოდენობით (რადგან დოკუმენტური ფასნამატი ამ ნაწილში ვერ დაიდენტიფიცირდა).
ფასნამატის ხელახალი გაანგარიშებისას და შესაბამისად შემოსავლის დათვლისას შემოწმების მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი შპს ---ის მიერ გამოწერილი ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
2020 წლის საშუალო დოკუმენტური ფასნამატია - 1,28%; 2021 წ. – 1,77%; 2022 წ. – 2,68%, ხოლო 2020 წლის საანგარიშო პერიოდის მხოლოდ სიგარეტების საშუალო დოკუმენტური ფასნამატია - 1,2%; 2021 წლის - 1,76%; 2022 წლის - 2,67%. სმფ-ების საწყის და საბოლოო მარაგებში საქონლის თითოეული ჯგუფის წილი განსაზღვრულ იქნა შესაბამის საანგარიშო პერიოდში მისი შეძენის წილის პროპორციულად მთლიანი პერიოდის შეძენაში.
გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით 2020 წლის საანგარიშო პერიოდის ბოლოს სმფ-ების ნაშთი 94 500 ლარია, ხოლო 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ბოლოს - 35 690 ლარი. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მიხედვით ფიქსირდება დოკუმენტური შესყიდვები 2020 წელს დღგ-ის გარეშე - 806 457 ლარი, 2021 წელს - 3 881 420 ლარი, 2022 წელს - 490 970 ლარი. ჯამში სულ - 5 178 847 ლარის ოდენობით.
2023 წლის 31 იანვრის №1480 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----ის სმფ-ების ინვენტარიზაცია, შემოწმების მიერ დადგენილ იქნა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ფასით 50 726 ლარი, ხოლო თვითღირებულებით 41 681 ლარის ოდენობით (ინვენტარიზაციით გამოვლენილი ფასნამატია 3,13%). ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე შემოწმებით გამოვლენილი წლიური საშუალო ფასნამატების (2020 წ. – 1,41%; 2021 წ. – 1,65%; 2022 წ. – 3,22%) გათვალისწინებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
ამასთან, გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის იანვრის თვეში დაადეკლარირა 455 600 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (სმფ-ების ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღის შემდგომ პერიოდში) აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ 2022 წლის ბოლოს სმფ-ების თვითღირებულების განსასაზღვრად გადამხდელის მიერ 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა მხედველობაში არ მიიღო, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა სსა-ში 2023 წლის იანვრის თვეში დაფიქსირებული თანხები.
ამასთან, წინა საგადასახადო შემოწმების აქტით 2020 წელს არაპირდაპირად დათვლილი შემოსავლები შეპირისპირებულ იქნა სსა-ში დაფიქსირებულ მონაცემებთან 24.09.2020 წლამდე, ხოლო შემდგომ პერიოდში დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვებთან და 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ის რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 17.09.2020 წელი, ნაცვლად 24.09.2020 წლისა. საწარმოს 17.09.2020 წლიდან 24.09.2020 წლამდე აღნიშნულ ნაწილში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გამოუვლინდა 46 177 ლარი, შესაბამისად დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხის 5 პროცენტის ოდენობით - 2 309 ლარი. ჯამში წინა საგადასახადო შემოწმების აქტთან მიმართებაში დღგ-ის ნაწილში გადასახადი შემცირდა 4 986 ლარით, ხოლო ჯარიმა - 2 498 ლარით. შესწავლილი იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიერ ხელახლა განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი.
გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდების ბოლოს არ გააჩნია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები, ასევე არ მომხდარა საწარმოში კაპიტალის შეტანა/გატანა. ასევე გათვალისწინებული იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, საბანკო ამონაწერში არსებული საწყისი და საბოლოო ფულის ნაშთები, შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი/უკან დაბრუნებული გადასახადები.
31.01.2023 წლის №486 ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 1 თებერვალს მომჩივნის კუთვნილ ობიექტში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი გამოვლინდა 3 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გონივრულ ნაშთად იქნა მიჩნეული და გათვალისწინებული შემოწმების მიერ ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის დროს. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულადი ნაშთის ოდენობამ შეადგინა 2021 წლის ბოლოს 284 213 ლარი (227 371/0,8), ხოლო 2022 წლის ბოლოს 43 684 ლარი (37 947/0,8), რომელიც შესაბამისი პერიოდების მიხედვით საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაკვალიფიცირდა დირექტორზე ----ზე (პ/ნ ---) ხელფასის სახით განაცემად. ჯამში წინა საგადასახადო შემოწმების აქტთან მიმართებაში ძირითადი თანხა შემცირდა 8 168 ლარით, ხოლო ჯარიმა - 4 084 ლარით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2023 წლის №042-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1536 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 31.05.2024 წლის №22367/2/2024 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე სიგარეტების ფასნამატის განსაზღვრისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე სიგარეტის ფასნამატის კორექტირების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
საბჭოს 31.05.2024 წლის №22367/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 16.09.2024 წლის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს ელექტრონულად გაეგზავნა 21.06.2024 წელს, მაგრამ გადასახადის გადამხდელი დღემდე არ გაცნობია ამ გადაწყვტილებას. 1.08.2024 წელს აღნიშნული გადაწყვეტილება საჯაროდ გავრცელდა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენა, ასევე შემოწმებით განხორციელდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე სიგარეტის ფასნამატის კორექტირების საკითხის ანალიზი. აღნიშნულის შედეგად და ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას/შემცირებას არ დაექვემდებარა.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით ფასნამატის გადაანგარიშება. გადასახადის გადამხდელს დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე სიგარეტების ფასნამატის განსაზღვრისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გადაწყვეტილება ავტორიზებულ გვერდზე გამოიგზავნა 21.06.2024 წელს, აღნიშნული შეტყობინება გახსნა 31 ოქტომბერს, ამასობაში აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაიწერა დასკვნა გადაანგარიშების შესახებ და გამოიგზავნა დასკვნა და მოთხოვნა 19.09.2024 წელს, რომელსაც გაეცნო 31 ოქტომბერს. საქმიანობა შეჩერებულია და ავტორიზებულ გვერდზე ხშირად არ შედიოდა და მოადუნეს ყურადღება, ეგონათ დაურეკავდნენ გასაცნობად. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით. ვინაიდან გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი და შემოსავლების დადგენა მოხდა შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატით, რომელსაც არ ეთანხმება, ვინაიდან აღნიშნულ საქმიანობაში მარჟა არის 1,5% დან 2% მდე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.
შემოწმების შედეგად ფასნამატის ხელახალი გაანგარიშებისას და შესაბამისად შემოსავლის დათვლისას მხედველობაში არ იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი შპს ---ის მიერ გამოწერილი ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე შემოწმებით გამოვლენილი წლიური საშუალო ფასნამატების (2020 წ. – 1,41%; 2021 წ. – 1,65%; 2022 წ. – 3,22 %) გათვალისწინებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
ამასთან, გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის იანვრის თვეში დაადეკლარირა 455 600 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (სმფ-ების ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღის შემდგომ პერიოდში) აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ 2022 წლის ბოლოს სმფ-ების თვითღირებულების განსასაზღვრად გადამხდელის მიერ 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა მხედველობაში არ მიიღო.
საბჭოს 31.05.2024 წლის №22367/2/2024 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე სიგარეტების ფასნამატის განსაზღვრისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე სიგარეტის ფასნამატის კორექტირების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 16.09.2024 წლის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს ელექტრონულად გაეგზავნა 21.06.2024 წელს. გადასახადის გადამხდელი გადაწყვეტილებას არ გაცნობია. 1.08.2024 წელს აღნიშნული გადაწყვეტილება საჯაროდ გავრცელდა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენა, ასევე შემოწმებით განხორციელდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე სიგარეტის ფასნამატის კორექტირების საკითხის ანალიზი. აღნიშნულის შედეგად და ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას/შემცირებას არ დაექვემდებარა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი არ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე სიგარეტის ფასნამატის ანალიზით დარიცხული თანხები კორექტირებას/შემცირებას არ დაექვემდებარა და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 16.09.2024 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია საბჭოს 31.05.2024 წლის №22367/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად.
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. გამოვლენილი ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო ორგანომ შეისწავლა ფულადი სახსრების მოძრაობა, რომელშიც გაითვალისწინა შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდების ბოლოს საწარმოს არ გააჩნდა დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები. ასევე, არ მომხდარა საწარმოში კაპიტალის შეტანა/გატანა.
ამასთან, შემოწმებამ გაითვალისწინა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, საბანკო ანგარიშების ამონაწერში არსებული საწყისი და საბოლოო ფულის ნაშთები, შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი/დაბრუნებული გადასახადები. 31.01.2023 წლის ბრძანების საფუძველზე 1.02.2023 წელს კომპანიის კუთვნილ ობიექტში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი გამოვლინდა 3 000 ლარის ოდენობით, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა გონივრულ ნაშთად და აღნიშნული შემოწმებამ გაითვალისწინა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის დროს.
საგადასახადო შემოწმებით, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულადი ნაშთის ოდენობამ შეადგინა 2021 წლის ბოლოს 247 472 ლარი, ხოლო 2022 წლის ბოლოს 47 521 ლარი, რომელიც შესაბამისი პერიოდების მიხედვით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ არ მომხდარა წინა აქტის ჯარიმების კორექტირება, ასევე 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილ იქნა დღგ-ის დეკლარაცია, უკვე შემოწმება დაწყებული იყო, სადაც გადასახდელმა დღგ-მ შეადგინა 72 652 ლარი, აღნიშნული დღგის თანხა არ არის გათვალისწინებული შემოწმებისას და შემდეგ ვერც დააზუსტა, ვინაიდან 2-ჯერ მონაწილეობს აღნიშნული, გატარებულია ბარათზე და აღრიცხულია დავალიანებაში და არ არის შემოწმების მიერ გათვალისწინებული. ითხოვს მიეცეს დაზუსტების უფლება, რომ გაანულოს დარიცხვა ან საბჭომ მოახდინოს რეაგირება.
საქმის მასალებით დგინდება, რომ 17.07.2023 წელს წარმოდგენილი საჩივრით მომცივანი ასაჩივრებდა აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის №042-6 საგადასახადო მოთხოვნას, შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14644 ბრძანებას და მიუთითებდა, რომ არ არის გათვალისწინებული დებიტორები, რომელიც შეამცირებდა ფულის ნაშთს, ქეშის ნაშთს ზრდის ასევე დაფიქსირებული მაღალი ფასნამატი და ასევე არ არის გათვალისწინებული გონივრული ნაშთი.
2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილია დღგ-ის დეკლარაცია, სადაც გადასახდელმა დღგ-მ შეადგინა 72 652 ლარი, შემოწმება მოიცავდა 1.01.2023 წლამდე პერიოდს (ინვენტარიზაციის ჩასატარებელი პერიოდი მოიცავდა იანვრის თვეს). აღნიშნული დღგ-ის თანხა არ არის გათვალისწინებული შემოწმებისას და შემდეგ ვერც დააზუსტა. ვინაიდან აღნიშნული თანხა 2-ჯერ მონაწილეობს, გატარებულია ბარათზე და ზის დავალიანებაში, უნდა მიეცეს დეკლარაციის დაზუსტების უფლება, რომ გაანულოს ან საგადასახადო/დავის განმხილველმა ორგანომ მოახდინოს რეაგირება. ფასნამატი და ფულის ნაშთი უნდა დაკორექტირდეს, უნდა შემცირდეს ჯარიმები და საურავები და კომპანიას მიეცეს იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტების უფლება.
17.07.2023 წლის საჩივარზე მიღებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.10.2023 წლის №20286/2/2023 გადაწყვეტილება, საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე. ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი მეორე დავის საგნის ნაწილში (გამოვლენილი ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა) დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 31.05.2024 წლის №22367/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები;
2. გამოვლენილი ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად ფასნამატის ხელახალი გაანგარიშებისას და შესაბამისად შემოსავლის დათვლისას მხედველობაში არ იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი მომჩივანის მიერ გამოწერილი ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე შემოწმებით გამოვლენილი წლიური საშუალო ფასნამატების (2020 წ. – 1,41%; 2021 წ. – 1,65%; 2022 წ. – 3,22 %) გათვალისწინებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
ამასთან, გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის იანვრის თვეში დაადეკლარირა 455 600 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (სმფ-ების ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღის შემდგომ პერიოდში) აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ 2022 წლის ბოლოს სმფ-ების თვითღირებულების განსასაზღვრად გადამხდელის მიერ 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა მხედველობაში არ მიიღო.
გადაწყვეტილება
საჩივარი მეორე დავის საგნის ნაწილში (გამოვლენილი ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა) დარჩა განუხილველი. პირველი სადავო საკითხის ნაწილში, საბჭო მიიჩნევს ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 301 ზ.