გადაწყვეტილება №16776/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.12.2022
№ დოკუმენტი 16776/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№16776/2/2022

16.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------- 8.06.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №16776/2/2022).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 4.12.2020 წლის №35957 ბრძანების აღსრულების შედეგები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2020 წლის №065-45 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12406 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 235 316 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 216 223

საურავი - 19 093

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 29.06.2020 წლის აქტით შემოწმებულია 1.10.2019 წლიდან 1.11.2019 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა 2019 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის დეკლარაციით ჩაითვალა სს -------- ბანკის მიერ გამოწერილი 3 ცალი დღგ-ის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: სერია ეა12 №---------, სერია ეა-12 №0-------- და სერია ეა-12 №---------- საერთო თანხით 2 352 463,23 ლარი, მათ შორის დღგ 358 850,32 ლარი. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელმა არასწორად ჩაითვალა 2018 წლის ივლისის და აგვისტოს თვეების დასაბეგრ ბრუნვაზე 2019 წლის ოქტომბერში მიღებული დღგ-ის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სერია ეა-12 №---------- და სერია ეა-12 №---------- დღგ-ის ჩასათვლელი თანხით 245 938,36 ლარი. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე.ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა ჩათვლილი დღგ-ის თანხა და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2020 წლის №065-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.12.2020 წლის №35957 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულის შედეგების გათვალისწინებით, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2020 წლის №065-18 საგადასახადო მოთხოვნის კორექტირების შედეგად დარჩენილი ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2020 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშებით შეუმცირდა დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა 2019 წლის აგვისტოს თვის დასაბეგრ ბრუნვაზე 2019 წლის ოქტომბრის თვეში მიღებული დღგ-ის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერია ეა-12 №---------- ჩასათვლელი თანხით, 142 627 ლარით და გაეზარდა 2018 წლის ოქტომბრის თვის დასაბეგრ ბრუნვაზე სერია ეა-12 №---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით 2019 წლის ოქტომბრის თვეში მიღებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხით, 112 912 ლარით. სულ დამატებით დარიცხული გადასახადის თანხიდან შემცირებას დაექვემდებარა 29 715 ლარი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2020 წლის №065-18 საგადასახადო მოთხოვნის კორექტირების შედეგად დარჩენილი ჯარიმისგან. სულ შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დაკისრებული ჯარიმა 122 969 ლარის ოდენობით.

აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2020 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 28.12.2020 წლის №065-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14075 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 21.10.2021 წლის №-------/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14075 ბრძანება. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12406 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ამავე სამსახურის 2.06.2011 წლის №2742 ბრძანების პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8) მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში მიღებულ იქნა ჩათვლები სს ------- ბანკის მიერ გამოწერილი 3 დღგ-ის საგადასახადო ანგარიშფაქტურით, კერძოდ: სერია ეა-12 №---------, სერია ეა-12 №--------- და სერია ეა-12 №--------- საერთო თანხით 2 352 463,23 ლარი, მათ შორის დღგ-ის თანხა 358 850,32 ლარი. შემოწმების შედეგად, 2019 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის ჩასათვლელი თანხებიდან გაუქმებას დაექვემდებარა ეა-12 №--------- და ეა-12 №--------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებული დღგ-ის ჩათვლა, სულ 245 938 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის 4.12.2020 წლის №35957 ბრძანებაში მითითებულია, რომ შემოწმებით გაუქმებულ იქნა დღგ-ის ჩათვლა ეა-12 №--------- და ეა-12 №-------- საგადასახადო ანგარიშფაქტურებით. ამასთან, ეა-12 №--------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია 2019 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდის დასაბეგრ ოპერაციაზე, ეა-12 №--------- გამოწერილია 2018 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დასაბეგრ ოპერაციაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 4.12.2020 წლის №35957 ბრძანებით, ეა-12 №--------- საგადასახადო ანგარიშფაქტურით გაუქმებულ დღგ-ის ჩათვლასთან მიმართებაში განიმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში არამართლზომიერად განხორციელდა 2018 წლის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის №35957 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ეა-12 №-------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების მიზანშეწონილობის საკითხის დამატებით ყოველმხრივ შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირების განხორციელება.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა შპს ------------ (ს/ნ --------------) მიმართ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2020 წლის დასკვნით გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშებით შეუმცირდა დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა 2019 წლის აგვისტოს თვის დასაბეგრ ბრუნვაზე 2019 წლის ოქტომბრის თვეში მიღებული დღგ-ის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სერია ეა-12 №--------- - აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის ნომერი მითითებულია ტექნიკური შეცდომით და მითითებული უნდა იყოს ეა-12 №---------) ჩასათვლელი თანხით, 142 627 ლარით და გაეზარდა 2018 წლის ოქტომბრის თვის დასაბეგრ ბრუნვაზე სერია ეა-12 №--------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით 2019 წლის ოქტომბრის თვეში მიღებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხით, 112 912 ლარით. სულ დამატებით დარიცხული გადასახადის თანხიდან შემცირებას დაექვემდებარა 29 715 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2020 წლის დასკვნით გაიზარდა 2019 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა ეა-12 №--------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლილი თანხის - 112 912 ლარის შემცირების საფუძველზე (ეა-12 №--------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული დღგის ჩათვლა გაუქმდა), ხოლო შემოსავლების სამსახურის 4.12.2020 წლის №35957 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს არ დავალებია დამატებით ეა-12 №---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა.

ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2020 წლის დასკვნით, ეა-12 №---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, 2019 წლის ოქტომბრის თვეში მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირება, იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის 4.12.2020 წლის №35957 ბრძანებით აღნიშნულის განხორციელება აუდიტის დეპარტამენტს არ დავალებია, მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს 2019 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის ჩათვლილი თანხებიდან გაუქმებას დაქვემდებარებული ეა-12 №---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის აღდგენა და შესაბამისი კორექტირების განხორციელება.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბარათებზე მონაცემთა შეტანის საფუძველს წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ გაფორმებული დასკვნები (მათ შორის, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების და გადასახადის გადახდის ვადების გაგრძელების შესახებ დასკვნები).

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე 16.12.2020 წელს გამოცემულ დასკვნაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ეა-12№ -------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნაცვლად მითითებულია ეა-12 №---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე 16.12.2020 წელს გამოცემულ დასკვნაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გასწორება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლებმა განახორციელეს 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ეა-12 №------- და ეა-12 №---------) შესაბამისი დღგ-ის ჩათვლების გაუქმება და აღნიშნულ თანხაზე ჯარიმისა (50%) და საურავის თანხების დარიცხვა. აღნიშნული 2 ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის ჯამურმა თანხამ შეადგინა 245 938 ლარი (103 311 ლარი და 142 627 ლარი). საჩივარში დეტალურად იქნა აღწერილი ის თუ რატომ იყო არასწორი შემოსავლების სამსახურის მხრიდან ჩათვლების გაუქმება, რაც დადასტურდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, რის საფუძველზეც შემმოწმებლებს დაევალათ გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით დამატებით ყოველმხრივ შეესწავლათ სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინათ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება). გარდა ამისა შემმოწმებლებს დაევალათ დარიცხული ჯარიმის თანხის (50%-ის) შემცირება.

აუდიტის დეპარტამენტმა კომპანიის წარმომადგენლის მოწვევის გარეშე გამოსცა დასკვნა, სადაც სრულად არის შემცირებული არასწორად დარიცხული ჯარიმის თანხა (50%), თუმცა გადასახადის თანხის 245 938 ლარის ნაცვლად რატომღაც შემცირებულია 29 715 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნიდან იკვეთება, რომ ნაცვლად შემოწმების აქტში დასახელებული ეა-12 №-------- და ეა-12 №--------ვ ანგარიშ-ფაქტურებისა საუბარია ეა-12 №-------- და ეა-12 №-------- ანგარიშ-ფაქტურებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაანგარიშების აქტში საუბარია სრულიად ახალი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (ეა-12 №--------) ჩათვლის გაუქმებაზე, რისი გაუქმებაც პირველი შემოწმებისას არც კი მომხდარა შემმოწმებლების მხრიდან! აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მოცემული ანგარიშ-ფაქტურების (ეა-12 №-------- და ეა-12 №--------) ჯამი 29 715 ლარით ნაკლებია თავიდან გაუქმებული დღგ-ის ჩასათვლელ თანხაზე, რის გამოც შემმოწმებლების აზრით უნდა შემცირდეს 29 715 ლარი გადასახადის თანხიდან და არა მთლიანი თანხა 245 938 ლარი, რაც გაკვირვებასა და სრულ იმედგაცრუებას იწვევს.

 

ჩნდება შემდეგი კითხვები:

1. თუ საგადასახადო შემოწმების აქტში საერთოდ არ ფიგურირებს საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-12 №-------- და საერთოდ არ არის საუბარი მისი დღგ-ის ჩათვლის გაუქმებაზე როგორღა გამოჩნდა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში? ამ ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის ჩათვლის გაუქმება არ გასაჩივრებულა (ვინაიდან საგადასახადო ანგარიშფაქტურით ჩათვლის გაუქმება არც მომხდარა)?

2. საჩივარში მოთხოვნილი იყო 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ეა-12 №-------- და ეა-12 №-------- დღგ-ის შესაბამისი თანხების ჩათვლა, რაზეც შემოსავლების სამსახურის №35957 ბრძანებით შემმოწმებლებს დაევალათ დღგ-ის ჩათვლების საკითხის დამატებითი შესწავლა და შესაბამისი საფუძვლების შემთხვევაში დღგ-ის თანხის შემცირება. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში ჩათვლილია მხოლოდ ეა-12 №-------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის თანხა და სრულად იგნორირებულია მეორე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ეა-12 №-------- დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, საიდანაც გამოდის, რომ 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისი თანხების დღგ-ის ჩათვლის მაგივრად ჩასათვლელია მხოლოდ ერთი! ნაცვლად იმისა, რომ ჩათვლილიყო მეორე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურითაც (ეა-12 №--------), საიდანღაც მოტანილია მეორე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-12 №--------, რომელიც საერთოდ არ წერია შემოწმების აქტში, მისი ჩათვლა არც გაუქმებულა, შესაბამისად მისი დღგ-ის ჩათვლის საკითხი არც გასაჩივრებულა. აქედან გამომდინარე გაუგებარია რა მოხდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში და რატომ არ მოხდა პირდაპირ მხოლოდ იმ თანხების გათვალისწინება ჩათვლებში (ეა-12 №-------- და ეა-12 №-------- საგადასახადო ანგარიშფაქტურები), რისი ჩათვლაც მოთხოვნილი იყო (რაც ფაქტობრივად დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურმა) ბოლო საჩივრის საფუძველზე?

აუდიტორებმა კომპანიას 245 938 ლარი დღგ-ის ნაწილში და ჯარიმა 122 969 ლარი მხოლოდ იმიტომ დაარიცხეს, რომ ჩათვალეს მიღებული დღგ-ის ჩათვლა (245 938 ლარი) 2019 წლის ოქტომბრის თვეში არასწორად იქნა მიღებული, ვინაიდან მათი მტკიცებით ჩათვლა უნდა მომხდარიყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, თუმცა მათი მხრიდან 2019 წლის ოქტომბრის თვეში დღგ-ის ჩათვლების გაუქმების მიუხედავად არ მომხდარა დღგ-ის თანხების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდში ჩათვლა და გადასახადის შემცირება. მათ მიერ გადასახადის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლისა და შემცირების შემთხვევაში (რისი ჩათვლის უფლებაც თავად შემმოწმებლების მტკიცებითვე ჰქონდა კომპანიას, ოღონდ 2019 წლის ოქტომბრამდე), კომპანიას არ დაერიცხებოდა გადასახადის თანხა, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით (პრინციპით - ჯარიმა არ უნდა იყოს ძირითად გადასახადზე უფრო მეტი), კომპანიას არც ჯარიმა 122 969 ლარი არ დაერიცხებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩათვლის გაუქმება 2019 წლის ოქტომბერში და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის ჩათვლის არ გაკეთება შემოსავლების სამსახურის მხრიდან და მხოლოდ იმიტომ არ მოხდა, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურის საანგარიშო პერიოდები არ იყო მოცული შემოწმების ბრძანების შესამოწმებელი პერიოდებიც, რის გამოც მოხდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჩათვლების გაუქმება ისე, რომ არ მოხდა მათი შესაბამის პერიოდებში ჩათვლა (შემმოწმებლებს შეეძლოთ ზემოთ ხსენებულ 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე დღგ-ის ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდების თემატური შემოწმების დანიშვნა მხოლოდ ჩათვლების ნაწილში), რაც შემმოწმებლების მხრიდან უფლებამოსილების აშკარა გადამეტება და კომპანიის დისკრიმინაციული ფორმით დაჯარიმების მცდელობაა.

გარდა ამისა, ცალკე დავისა და კამათის საგანია საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ნორმის შინაარსი, რის მიხედვითაც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის ჩათვლა უნდა მოხდეს აუცილებლად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდების დაზუსტების გზით, აღნიშნული მსჯელობის აბსურდულობაზე წინამდებარე საჩივარში დასმულია მთელი რიგი კითხვებისა და გაცემულია შესაბამისი პასუხები, რასაც მივყავართ დასვკნამდე, რომ შემოსავლების სამსახურის მიდგომა აუცილებლად დაზუსტებით მოხდებს საგადასახადო ანგარიშფაქტურის დღგ-ის ჩათვლა სრული მარაზმია და არაფერი ამაზე მეტი!

შემოწმების აქტის ერთ პატარა აბზაცში შეცდომითაა მითითებული ერთ-ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდი (მითითებულია, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდია 2018 წელის აგვისტო, 2019 წლის აგვისტოს მაგივრად), შეცდომით წერია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის წელი (წერია, რომ არასწორად ჩავითვალეთ 20119 წლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), ერთ წინადადებაში დაშვებულია ბევრი გრამატიკული შეცდომა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შემმოწმებლების მხრიდან საერთოდ არ არის გაანალიზებული მომხდარი და კომპანიის დაჯარიმება მოხდა ფაქტობრივი გარემოებების გაუაზრებლად, შაბლონურტრაფარეტული პრინციპით შედგენილი აქტების „გადაკატავების“ გზით. ამ ერთი აბზაცის წაკითხვისას იქმნება შთაბეჭდილება შემმოწმებლებს აქტის წერის დროს სადღაც ძალიან ეჩქარებოდათ ან/და ერთ დღეში 100 კომპანია ჰყავდათ დასაჯარიმებელი.

გთხოვთ, სრულად მოისმინოთ ჩვენი არგუმენტები და დაავალოთ აუდიტის დეპარტამენტს დარიცხული გადასახადის გადაანგარიშება (შემცირება). დღგ-ის ჩათვლების გაუქმების არასწორ საანგარიშო პერიოდში ჩათვლის გამო (საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე.ბ“ ქვეპუნქტის არასწორი ინტერპრეტირება):

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე.ბ“ ქვეპუნქტით ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის ჩათვლა აკრძალულია თუ აღნიშნული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ არის ჩათვლილი დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საბაჟო დეკლარაციისა და ე.წ. სსიპ-ების დღგ-ის ჩათვლა უნდა მოხდეს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ1 “ ქვეპუნქტით საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, იმავე ვადაში დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენით).

აღნიშნული ნორმების პირველი წაკითხვისთანავე აშკარა ხდება, რომ კანონმდებელს ზემოთ ხსენებული ნორმების დამტკიცებისას აშკარა შეცდომა აქვთ დაშვებული, იმიტომ, რომ აღნიშნული ნორმები იმდენად ბუნდოვანი და გაუგებარია ზემოთ ხსენებული ნორმების მიხედვით დღგ-ის ჩათვლის წესის გაგება შეძლება 3 ან/და მეტი განსხვავებული პრინციპით მოხდეს. ძნელია ამ უკანასკნელის დაჯერება მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ კანონის ეს ნორმა კანონმდებელმა შეგნებულად ბუნდოვნად და ორაზროვნად ჩამოაყალიბა იმიტომ, რომ მომხდარიყო გადასახადის გადამხდელების შეცდომაში შეყვანა და მათი დაჯარიმება როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა.

ცნობილია შემოსავლების სამსახურის მოსაზრებისა და მიდგომის შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩათვლა აუცილებლად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტებით უნდა მოხდეს და არა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიმდინარე გამოწერის პერიოდის მიხედვით და ისიც ცნობილია თუ რა აზრი შეიძლება იყოს ჩადებული ამ მიდგომაში (ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლის გახშირებული შემთხვევები გამო მე-3 წელს დეკლარაციის დაზუსტებისას ხანდაზმულობის ვადის გადაწევა), თუმცა ამ შემთხვევაში მნიშნველოვანია არა ის თუ რა იგულისხმა შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული ნორმის მიღებისას, არამედ ის თუ როგორ არის ეს ნორმა ჩამოყალიბებული და როგორ იკითხება ეს ნორმა ქართულ ენაზე! (იმედია ამ საკანონმდებლო ნორმის ავტორები ქართულ ენაზე საუბრობენ და არა რომელიმე სხვა ენაზე), რა უეჭველი დასკვნების გამოტანა შეიძლება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის ჩათვლის ვადებთან დაკავშირებით ზემოთ მოყვანილი საგადასახადო კოდექსის ნორმებიდან გამომდინარე?

ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის ჩათვლისათვის კანონმდებელი ადგენს 2 ვადას:

ა) არაუგვიანეს დეკემბერი

ბ) არაუგვიანეს 3 წელი ამის შემდეგ მოდის ჩანაწერი დეკლარაციის დაზუსტებასთან მიმართებაში - „ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში“, ისე რომ არ არის მითითებული ის თუ რა იგულისხმება სიტყვებში „ამავე პერიოდის“!

- რომელი ამავე პერიოდის?

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდის თუ ამავე საგადასახადო ანგარიშფაქტურისთვის დადგენილი ჩათვლის ზოგადი ვადის (ანუ არაუგვიანეს დეკემბრის ან არაუგვიანეს 3 წლის საანგარიშო პერიოდის) პერიოდის? სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, რაც ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაისვას.

ქართულ ენაზე ნორმალურად მეტყველი, ქართული ენის გრამატიკის ელემენტარულ დონეზე ცოდნის მქონე ადამიანი დაასკვნის, რომ სიტყვების „ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში“ ხსენება ქვემოთ მოცემული სიტყვების წინ „არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში,“ ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციის დაზუსტება უნდა მოხდეს მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში და არა იმას, რომ აუცილებლად უნდა იქნეს დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდი.

- თუ კანონმდებელს სურდა ეგულისხმა მაინცა და მაინც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტება რატომ უნდა ჩამოეყალიბებინა მას ეს კანონმდებლობის ასეთი უკუღმართი და უაზრო ფორმულირებით?

- თუ კანონმდებელს მაინც და მაინც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდის დაზუსტება უნდოდა, რატომ უნდა ეხსენებინა კანონმდებელს სიტყვები „ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში“ არაუგვიანეს დეკემბრის ან არაუგვიანეს 3 წლის პერიოდის (წინ) კონტექსტში?

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობისა და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მესვეურების მიმართ არსებული დიდი პატივისცემის მიუხედავად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის ჩათვლის წესების ასეთი ფორმულირება სრულიად გაუგებარი და ბუნდოვანია. ჩანაწერის მიხედვით, ჩათვლა უნდა მოხდეს არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში, რაც თუ დაუშვებთ იმას, რომ ეს ჩანაწერი ქართულ ენაზეა დაწერილი ლოგიკურია გავიგოთ ისე თითქოს ამ დაზუსტების „პერიოდში“ იგულისხმება არაუგვიანეს დეკემბერი და არაუგვიანეს 3 წელი და არა მაინცდამაინც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდი!

თუ შემოსავლების სამსახური არ გამოგყვება ზემოთ ხსენებულ ლოგიკაში, კარგი იქნება თუ დაისმება რამდენიმე შეკითხვა, შემოსავლების სამსახურის „გაგების“ გატესტვის მიზნით, რა შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდგომაც მივალთ მარტივ დასკვნამდე, რის მიხედვითაც შემოსავლების სამსახურის მსჯელობა არასწორია.

კითხვა №1 - შეიძლება ქართული ენაზე მეტყველმა ადამიანმა ზემოთ აღნიშნული წინადადების წაკითხვის შედეგად გააკეთოს დასკვნა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაზუსტება აუცილებლად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდში უნდა მოხდეს და არა მაგალითად არაუგვიანეს დეკემბერისა ან/და არაუგვიანეს 3 წელის ვადაში?

კითხვა №2 - რა უფრო იკითხება ამ წინადადებიდან ის, რომ დღგ-ის ჩათვლა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდში უნდა მოხდეს თუ ის, რომ ჩათვლა უნდა მოხდეს არაუგვიანეს დეკემბერის ან არაუგვიანეს 3 წლის (რომელ კონტექსტშიც არის გამოყენებული უშუალოდ სიტყვები - ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში) ვადაში?

კითხვა №3 - თუ კანონმდებელს უნდოდა ეგულისხმა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდში დაზუსტება და ჩაწერა ეს ყოველივე ისე როგორც ჩაწერა კანონმდებლობაში, ხომ არ გეჩვენებათ, რომ კანონმდებელს ამ შემთხვევაში აქვს ქართულ ენაზე მეტყველებისა და ქართული ენის გრამატიკის ცოდნის სერიოზული პრობლემა?

კითხვა №4 - თუ კანონმდებელს სხვა რამის ჩაწერა უნდოდა კოდექსში მაგრამ სხვა რამე ჩაწერა არის თუ არა ეს გადასახადის გადამხდელების პრობლემა?

ზემოთ ხსენებულ 4 კითხვაზე პასუხები შემდეგია:

პასუხი №1 - კანონმდებლობაში არანაირად არ იკითხება ის, რომ ჩათვლა დაზუსტებით აუცილებლად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდში უნდა მოხდეს. კანონი თავისუფლად შეიძლება გაგებული იქნეს ისე, რომ დაზუსტებით ჩათვლა უნდა მოხდეს იმავე ვადებში, რა ვადების კონტექსტშიც (არაუგვიანეს დეკემბერი ან არაუგვიანეს 3 წელი) არის ნახსენები სიტყვები ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში. საიდან იკითხება კანონში, რომ სიტყვები „ამავე პერიოდის“ ეხება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის პერიოდს და არა ზემოთ ხსენებულ ორ ვადას?

პასუხი №2 - კანონმდებლობაში ის უფრო იკითხება, რომ ჩათვლა დაზუსტებით არაუგვიანეს დეკემბერი ან არაუგვიანეს 3 წლის ვადაში უნდა მოხდეს ვიდრე ის, რომ აუცილებლად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდში.

პასუხი №3 - თუ კანონმდებელი არ ეთანხმება 2-ე კითხვის პასუხს, მას აშკარად აქვს ქართულ ენაზე მეტყველებისა და ქართული ენის გრამატიკის ცოდნის სერიოზული პრობლემა.

პასუხი №4 - თუ კანონმდებელს სხვა რამის ჩაწერა უნდოდა კოდექსში მაგრამ სხვა რამ გამოუვიდა, ეს აშკარად არ არის გადასახადის გადამხდელების პრობლემა.

რომ ზემოთ ხსენებული 4 პასუხით ყველაფერი ნათქვამია და არანაირი დავა და კამათი დღგ-ის ჩათვლის გაუქმებასთან მიმართებაში აღარ უნდა გაგრძელდეს, თუმცა თუ შემოსავლების სამსახურისთვის კვლავაც გაუგებარია საკითხი, მაშინ გავაგრძელოთ დისკუსია ზემოთ ხსენებულ საკითხზე. კითხვა №5 - სიტყვები „ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში“ მხოლოდ არაუგვიანეს 3 წლის ვადაში ჩათვლის შემთხვევას ეხება თუ არაუგვიანეს დეკემბრის პერიოდში ჩათვლასაც? ანუ თუ 2019 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდის მქონე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჩათვლა ხდება 2019 წლის დეკემბერში, მაინც უნდა დაზუსტდეს 2019 წლის სექტემბრის დეკლარაცია და იქ მოხდეს ჩათვლა?

კითხვა №6 - თუ კომპანიას, რომელსაც აქვს დიდი რაოდენობის ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (მაგალითად რომელიმე დიდი სუპერმარკეტების ქსელი) და კომპანიას 1.01.2020 წლის შემდგომ ყოველ თვე უწერენ 2019 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, ანუ 2019 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდით საგადასახადო ანგარიშფაქტურებს უწერენ 2020 წლის იანვარში, თებერვალში, მარტში და ა.შ. ამ შემთხვევაში საინტერესოა რამდენჯერ უნდა დააზუსტოს კომპანიამ 2019 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის დეკლარაცია? ანუ თუ ასეთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 2019 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდით, 1.01.2020 წლის შემდგომ 36 თვის (3*12) განმავლობაში გამოიწერება 2019 წლის ოქტომბრის დეკლარაცია 36-ჯერ უნდა დაზუსტდეს?

კითხვა №7 - რამდენად ეხება 2019 წლის ზაფხულიდან ამოქმედებული დღგ-ის 3 წლის ვადაში „დაზუსტებით ჩათვლის“ ეს ახალი კანონი 2019 წლის ზაფხულამდე საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურიდან რისი ჩათვლაც გაუქმდა, ერთ-ერთის საანგარიშო პერიოდია 2018 წელი და არა 2019 წელი ანუ პერიოდი, როდესაც ჩათვლის ეს ახალი კანონი არ ვრცელდებოდა)?

კითხვა №8 - მაგალითისთვის, შესადარებლად როგორ უნდა მოხდეს საბაჟო დეკლარაციების და სსიპ-ების დღგ-ის თანხის ჩათვლა? აქაც დაზუსტებით აუცილებლად სდ-ის საანგარიშო პერიოდში უნდა მოხდეს ჩათვლა თუ შესაძლებელია მიმდინარე პერიოდში ჩათვლა?

პასუხები დასმულ კითხვებზე შემდეგია:

პასუხი №5 - იმ უაზრო ჩანაწერიდან, რასაც როგორც იტყვიან ეშმაკიც ვერ გაარჩევს რა წერია, ძნელია რამის კონკრეტულად თქმა, თუმცა თუ ლოგიკას მივმართავთ, ჩანაწერი შესაძლოა გულისხმობდეს იმას, რომ ე.წ. დაზუსტებით ჩათვლა მარტო 3 წლიან რეჟიმში ჩათვლას ეხება (გამომდინარე იქიდან, რომ სიტყვები - „ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში“ 3 წლის შემდეგ არის ნახსენები და არა არაუგვიანეს დეკემბრისა პერიოდში ჩათვლის შემდეგ).

თუ ეს ასე არ არის (ანუ დაზუსტებით ჩათვლა არაუგვიანეს დეკემბრისა პერიოდში ჩათვლასაც ეხება და არაუგვიანეს 3 წლის პერიოდში ჩათვლასაც) მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ გამოყო კანონმდებელმა ეს 2 პერიოდი ცალ-ცალკე? მაშინ ჩაეწერა იმ დალოცვილს, რომ ჩათვლა ხდება 3 წლის ვადაში „ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში“ და საერთოდ არ ეხსენებინა არაუგვიანეს დეკემბრის პერიოდი? რადგან კანონმდებელი ჯერ არაუგვიანეს დეკემბრისა პერიოდში ჩათვლას ახსენებს და ამის შემდეგ ახსენებს 3 წლიან ვადაში ჩათვლას და მხოლოდ ამის შემდგომ მოდის ტექსტი „ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში“ ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ „ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში“ ჩათვლა მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც გადამხდელი წლიდან წელში გადავიდა და აირჩია ჩათვლის 3 წლიანი რეჟიმი. ანუ ამ ლოგიკით გამოდის, რომ დაზუსტებით ჩათვლა არ ეხება ისეთ ჩათვლას, როდესაც არ ხდება წლიდან წელში გადასვლა!

თუ ეს ასეა და სავსებით ლოგიკურია ასე რომ იყოს, ჩნდება კითხვა, რატომ გამოიყენეს შემმოწმებლებმა ე.წ. დაზუსტებით ჩათვლის წესი 2019 წელს გამოწერილ 2019 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე? აქ ხომ არ მომხდარა წლიდან წელში გადასვლა? შემოწმების აქტში შეცდომით არის აღნიშნული ის, რომ ორივე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდი 2018 წელია, მაშინ როდესაც შემოწმების აქტში მითითებული ორი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურიდან ერთის საანგარიშო პერიოდია 2018 წელი, ხოლო მეორესი 2019 წელის აგვისტო. მაშინ გაუგებარია დაზუსტებით ჩათვლა რატომ გავრცელდება 2019 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე და რატომ გაუქმდა ჩათვლა იმ საგადასახადო ანგარიშფაქტურაზე, რომლის საანგარიშო პერიოდიც 2019 წელია და არა 2018 წელი?

პასუხი 6 - აშკარაა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ლოგიკით აღნიშნულ შემთხვევაში 2019 წლის ოქტომბრის თვის დეკლარაცია 36-ჯერ უნდა დაზუსტდეს იმისათვის, რომ კომპანიამ არ დაკარგოს დღგ-ის ჩათვლა, რაც სრული მარაზმია! გაუგებარია, როგორ შეიძლება ასეთი უაზრო ლოგიკით 245 938 ლარის დღგ-ის ჩათვლის გაუქმება და კომპანიის დაჯარიმება 122 969 ლარით!

პასუხი 7 - აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კანონი, რომელიც საგადასახადო შემოწმების აქტს დაედო საფუძვლად (საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე.ბ“ ქვეპუნქტის დღევანდელი რედაქცია) ამოქმედებული იქნა 2019 წლის ზაფხულიდან და ცალსახად არ მოქმედებდა 2018 წელს. თუ ეს ასეა, ცალკე მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს ის, თუ რამდენად ეხება 2019 წელის ზაფხულიდან ამოქმედებული კანონი, 2018 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშფაქტურას. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვები, რომელი პერიოდის შემდეგ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე ვრცელდება ეს კანონი ან რომელი საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე უნდა მოხდეს ამ კანონის გავრცელება. გამომდინარე იქიდან, რომ აქტში ხსენებული 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურიდან ერთის საანგარიშო პერიოდი 2018 წელია, ხოლო მეორესი 2019 წელი, ცალკე მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ამ კანონის მოქმედების გავრცელება ორივე ზემოთ ხსენებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე.

პასუხი 8 - ასევე, შედარებისათვის საინტერესოა ისიც თუ რა ვადებში უნდა მოხდეს საბაჟო დეკლარაციებისა და ე.წ. სსიპ-ების დღგ-ის ჩათვლა და ისიც რამდენად ვრცელდება აღნიშნული ჩათვლის დოკუმენტებზე ე.წ. პერიოდის დაზუსტებით ჩათვლის პრინციპი.

საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის ჩათვლასთან მიმართებაში აშკარაა, რომ ჩანაწერია არც ისეთი მკაცრია როგორც ეს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების პირობებში ხდება. ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემთხვევაში ნახსენებია სიტყვები - ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში. მაშინ როდესაც ს.დ-სა და სსიპ-ების შემთხვევაში ნახსენებია სიტყვები - მათ შორის, იმავე ვადაში დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენით. აშკარაა, რომ საბაჟო დეკლარაციისა და სსიპ-ების დღგ-ის შემთხვევაში ნახსენებია სიტყვები „მათ შორის“, რაც არ გვხვდება ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემთხვევაში.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩნდება ეჭვი, რომ სიტყვები „მათ შორის“ კიდევ უფრო დიდ თავისუფლებას იძლევა ვიდრე ამ სიტყვების არ არსებობის შემთხვევაში და ივარაუდება, რომ საბაჟო დეკლარაციების შეთხვევაში ე.წ. დაზუსტების ჩათვლას არ უნდა ჰქონდეს ადგილი, რაც 3 წლიანი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს ჩათვლას უნდა გულისხმობდეს, თუმცა აღნიშნული არ დასტურდება შემოსავლების სამსახურის №11127 მანუალით. ამ მანუალის ერთ-ერთი ბოლო ნაწილი იკითხება ისე, თითქოს საბაჟო დეკლარაციების შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მოხდეს საანგარიშო პერიოდის დაზუსტება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვლა გაუქმდება, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს შემოსავლების სამსახურის არათანმიმდევრულობაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით და სდ-ით დღგ-ის ჩათვლის დროს.

მაშინ რაღა აზრი აქვს სიტყვების „მათ შორის“ გამოყენებას? და თუ ეს სიტყვები - „მათ შორის“ არ არის ნახსენები საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემთხვევაში და ნახსენებია სდ-ით დღგ-ის ჩათვლასთან მიმართებით, მაშინ როგორღა გამოდის, რომ ორივე ტიპის ჩათვლისას ვიყენებთ საანგარიშო პერიოდის დაზუსტების წესს?

ზემოთ ხსენებული კითხვებისა და ამ კითხვებზე მსჯელობისა და პასუხის გაცემის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზემოთ ხსენებული საკანონმდებლო ნორმების (საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე.ბ“ და „ვ1 “ ფორმულირება არის ბოლო წელების განმავლობაში ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ ინიცირებულ კანონებს შორის არსებული ყველაზე ცუდი და კერძო კომპანიებისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი ფორმულირება.

აუდიტის დეპარტამენტი ჯიუტად ცდილობს დააკანონოს ის, რაც კანონში არ წერია - კერძოდ ის, რომ ფრაზა „ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში“ დაუკავშიროს არა იმ პერიოდს, რასთან მიმართებაშიც პირდაპირ არის გამოყენებული აღნიშნული წინადადება (დეკემბერი, არაუგვიანეს 3 წელი), არამედ კონკრეტული ფაქტურის საანგარიშო პერიოდს, რაც არანაირად არ იკითხება კანონში და ისედაც სხვა არგუმენტაციიდან გამომდინარეც არალოგიკურია.

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, სდ-სა და სსიპ-ების დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონის აუდიტის დეპარტამენტის ინტერპრეტაციით გამოდის, რომ კომპანიებს იმისათვის, რომ მათ არ დაკარგონ მათი კუთვნილი ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეიძლება მოუწიოთ ერთი და იგივე პერიოდის დეკლარაციის 10-ჯერ, 20-ჯერ და 30-ჯერ დაზუსტება, რაც გაუგონარი და სრულიად აბსურდული მიდგომაა. ამ ოდენობის დაზუსტება თავისთავად ჩაითვლება საგადასახადო რისკად და შემოსავლების სამსახური ვალდებული გახდება შეამოწმოს ყველა ასეთი პერიოდის ჩათვლა, რაც არალოგიკური და არარეალურია.

გაუგებარია, რატომ არ თამაშობს გადამწყვეტ როლს სიტყვების „მათ შორის“ არსებობა საბაჟო დეკლარაციით ჩათვლის შემთხვევაში და ასეთი სიტყვების არ არსებობა საგადასახადო ანგარიშფაქტურის შემთხვევაში? ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლით დადგენილი ჩათვლის წესების შემოსავლების სამსახურის ინტერპრეტაცია ვერანაირი კრიტიკას ვერ უძლებს და სრულიად უსაფუძვლოა.

საკითხი №2 - გადამხდელის დაჯარიმება შემოწმების ბრძანების შესამოწმებელი პერიოდის არასწორად შერჩევის გამო. როგორც შემოწმების აქტის მიხედვით ხდება ცნობილი დღგ-ის ნაწილში კომპანიას დაერიცხა 245 938 ლარი გადასახადი (2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჩათვლის გაუქმების შედეგად) და ჯარიმა 122 969 ლარი. გარდა ზემოთ ხსენებული ხარვეზებისა აღნიშნული შემმოწმებლების მიერ შედგენილ შემოწმების აქტში არის მეორე და ასევე ძალიან საინტერესო გარემოება.

შემოწმების აქტის საანგარიშო შესამოწმებელი პერიოდი (რა პერიოდშიც მოხდა ჩათვლების გაუქმება) არის 2019 წლის ოქტომბერი. შემოწმების აქტში თავად შემმოწმებლები აღნიშნავენ იმას, რომ 2019 წლის ოქტომბერში გაუქმებული დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება კომპანიას გააჩნდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდებში (შემმოწმებლების მტკიცებით 2018 წელს, თუმცა ერთ-ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდი აქტში შეცდომით არის მითითებული და წარმოადგენს 2019 წელს, აქტში მითითებული 2018 წლის ნაცვლად). საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლში ბოლო დროს შესული ცვლილებების მიხედვით, ჯარიმის ოდენობა არ შეიძლება იყოს გადასახადის თანხაზე მეტი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარა ხდება ის, რომ კომპანიას ჯარიმის თანხა 122 969 ლარი დაერიცხა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ მოხდარა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდების თემატური შემოწმების (ზემოთ ხსენებულ 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე დღგ-ის ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით) დანიშვნა! იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდების (ზემოთ ხსენებულ 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე დღგ-ის ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით) თემატური შემოწმების დანიშვნა და მოხდებოდა 2019 წლის ოქტომბრის პერიოდში გაუქმებული ჩათვლის ამ 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლა, შემოწმების აქტის მიხედვით არ მოხდებოდა გადასახადის გადარიცხვა (გადასახადის თანხა იქნებოდა 0), აქედან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით კომპანიის დაჯარიმება არ მოხდებოდა.

ზემოთ ხსენებულ პირობებში, საიდანაც აშკარად იკვეთება კანონმდებლობის ბუნდოვანებისა და ორაზროვნების გამო გადამხდელისთვის დღგ-ის არასწორად გაუქმების ფაქტი, გადამხდელის კიდევ იმის გამო დაჯარიმება, რომ არ მოხდა მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდების შემოწმების ვადის გაზრდა (რისი გაზრდის შემთხვევაშიც არც გადასახადის და არც ჯარიმის დარიცხვა არ მოხდებოდა), ვერანაირად ვერ მიესადაგება საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებულ პოლიტიკას ყველანაირად ხელი შეუწყოს ბიზნესს ამ მეტად რთული და კრიზისული ეკონომიკური მდგომარეობის დროს, არამედ პირიქით სავსებით ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის დაანონსებულ პოლიტიკასა და გაჟღერებულ ანტიკრიზისულ გეგმას. თუ მოხდება შემოწმების პერიოდის გაფართოვება (ზემოთ ხსენებულ 2 საგადასახადო ანგარიშფაქტურაზე დღგ-ის ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით) და გაუქმებული პერიოდების უკანა პერიოდებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდებში) ჩათვლა გადასახადისა და ჯარიმის თანხა ნული იქნება. 2019 წლის ოქტომბრის თვეში შემოსავლების სამსახურის მიერ დღგ-ის ჩათვლის გაუქმებისა და წინა პერიოდებში ჩათვლის შემთხვევაში გამოვა, რომ კომპანიის მიერ დღგ-ის ჩათვლა და გადასახადის შემცირება მომხდარია უფრო გვიან, ვიდრე ამას შემოსავლების სამსახური ადასტურებს, გამოვა, რომ კომპანიის მიერ გადასახადი არათუ შემცირებულია არამედ პირიქით გაცილებით ადრეა გადახდილი ვიდრე უნდა გადახდილიყო, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ კომპანია არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, რაც საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით არ უნდა დაექვემდებაროს სანქცირებას.

თუ გაუგებარია წარმოდგენილი არგუმენტაცია საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შემოსავლების სამსახურის არასწორად ინტერპრეტირებასთან დაკავშირებით, მაშინ უნდა მოხდეს 2019 წლის ოქტომბერში გაუქმებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ჩათვლა 2019 წლის ოქტომბრის თვემდე არსებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდებში, რის შედეგადაც სრულად შემცირდება როგორც გადასახადის, ასევე სანქციის თანხები.

აქედან გამომდინარე:

1. უნდა მოხდეს ეა-12 №--------- და ეა-12 №--------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლა და დარიცხული დღგ-ის თანხის სრულად შემცირება, რაც აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით განხორციელდა მხოლოდ პირველ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასთან დაკავშირებით და არ მომხდარა ეა-12 №--------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე უნდა შეგვიმცირდეს დღგ-ის თანხა ეა-12 №--------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზეც, რაც აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით არ მოხდარა. კომპანიას უნდა მიეცეს ორივე ზემოთ ხსენებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის ჩათვლა.

2. სამომავლო გაუგებრობებისგან თავის არიდების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში საერთოდ არ უნდა ფიგურირებდეს ეა-12 №--------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის თანხის გაზრდა არანაირად არ უნდა ხდებოდეს. ეა-12 №--------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ ფიგურირებს საგადასახადო შემოწმების აქტში, შესაბამისად ამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე არ მომხდარა დღგ-ის ჩათვლის გაუქმება. შესაბამისად, რაზეც ჩათვლა არ გაუქმებულა, არც მომხდარა ამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების გასაჩივრება. რაც არ იქნა გასაჩივრებული (ეა-12 №--------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის ჩათვლის მიღების სისწორე), შესაბამისად ვერც შემოსავლების სამსახური ვერ იმსჯელებდა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლის მიღებისა, თუ გაუქმების საკითხზე, შესაბამისად ამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის ჩათვლისა, თუ აღნიშნული ჩათვლის გაუქმებაზე აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში შემმოწმებლებს არანაირად არ უნდა ემსჯელათ. აქედან გამომდინარე, ამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის თანხის ხსნება და ამ თანხით აქტით დარიცხული თანხის გაზრდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით უბრალოდ არასწორია. აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში ეა-12 №--------- საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურით არასწორად გაზრდილი გადასახადის შემცირება.

სავარაუდოდ შემმოწმებლის მიერ შემოწმების აქტში დაშვებულია შეცდომა და 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურიდან ერთზე არასწორად მოხდა ჩასათვლელი თანხის გაუქმება, სამაგიეროდ არ მოხდა მესამე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმება, რომელის გაუქმებასაც შემმოწმებელი სავარაუდოდ გულისხმობდა, მაგრამ დაშვებული შეცდომის გამო ესეც შეეშალა და გამორჩა, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად მიზანშეწონილი არ არის აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის ამ ფორმით დატოვება, ვინაიდან დასკვნის ასეთი ფორმით დატოვების და ძალაში შესვლის შემთხვევაში, კომპანიის მიერ ეა-12 №--------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის უკანა პერიოდების დაზუსტებითა და ამ ფორმით ჩათვლამ კიდევ უფრო დიდი გაუგებრობა შეიძლება გამოიწვიოს და ვიღაცას შეიძლება გაუჩინოს ეჭვი, რომ ამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას მეორედ ითვლის გადასახადის გადამხდელი (ვინაიდან ამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ უკვე ჩათვლილია და დღგ-ის ჩათვლის გაუქმება არ ფიქსირდება შემოწმების აქტში), რამაც სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი გაუგებრობა შეიძლება წარმოშვას.

ამიტომ ამჟამად მაინც არ უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება კომპანიის წარმომადგენლის დასწრების გარეშე და გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოთქვას მოსაზრებები დავების განხილვის სხდომაზე, რათა სამომავლოდ მაინც იქნეს არიდებული თავიდან ის შეცდომები და გაუგებრობები, რასაც ადგილი ჰქონდა აუდიტორთა მხრიდან საგადასახადო შემოწმებისა და შემოწმების აქტის გადაანგარიშების პროცესში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე.ბ“ ქვეპუნქტის 5.07.2019 წლიდან მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის შესაბამის ვადაში წარმოდგენილ შემდეგ დეკლარაციაში: დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში.

შემოსავლების სამსახურის 4.12.2020 წლის №35957 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის მასალებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გაუქმებულ იქნა დღგის ჩათვლა ეა-12 №--------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც გამოწერილია 2019 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდის დასაბეგრ ოპერაციაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2020 წლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშებით შეუმცირდა დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა 2019 წლის აგვისტოს თვის დასაბეგრ ბრუნვაზე 2019 წლის ოქტომბრის თვეში მიღებული დღგ-ის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერია ეა-12 №--------- ჩასათვლელი თანხით, 142 627 ლარით და გაეზარდა 2018 წლის ოქტომბრის თვის დასაბეგრ ბრუნვაზე სერია ეა-12 №--------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით 2019 წლის ოქტომბრის თვეში მიღებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხით, 112 912 ლარით. სულ დამატებით დარიცხული გადასახადის თანხიდან შემცირებას დაექვემდებარა 29 715 ლარი.

შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12406 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უზრუნველყოს 2019 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის ჩათვლილი თანხებიდან გაუქმებას დაქვემდებარებული ეა-12 №--------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის აღდგენა და შესაბამისი კორექტირების განხორციელება. ასევე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე 16.12.2020 წელს გამოცემულ დასკვნაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გასწორება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12406 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.