ბრძანება N 20018

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.09.2024
№ დოკუმენტი 20018
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20018

10 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 2 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) №91186/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №006-345 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული სამშენებლო მასალების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვას. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ -------- რაიონში, სოფელ --------- მისამართზე ფიქსირდება არა 34 756 ლარის სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული, არამედ 27 092 ლარის ოდენობით სამშენებლო მასალები. ამ მისამართზე სხვადასხვა მასალით მზადდებოდა ტენდერის ობიექტებისთვის საჭირო ყალიბები, მოაჯირები და ა.შ. ტენდერის ობიექტების მასალები დასაწყობების შემდეგ მიდიოდა გვერდით სოფლებში ჩატარებულ სატენდერო ობიექტებზე. მიუთითებს, რომ აუდიტორებს შეეძლოთ დაებარებინათ და სათითაოდ გაევლოთ სად რა მასალა გაიხარჯა. გადამხდელი აცხადებს, რომ მათი შეცდომა მხოლოდ ის არის, რომ ხშირად არ ტვირთავდნენ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებს.

2. არ ეთანხმება დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს, კერძოდ, სალაროდან გაცემული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. გადამხდელი განმარტავს, რომ ი/მ ----------- იყო მათი კონტრაქტორი, რომელსაც 2023 წელს გადაუხადეს 58 343 ლარი, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტში შეცდომითაა მითითებული 58 383 ლარი. მომჩივანი აცხადებს, რომ მართალია ი/მ მიხეილ დეკანოსიძე არ იმყოფებოდა საქართველოში, მაგრამ მისი თანხმობით, 2023 წელს 58 343 ლარი ეტაპობრივად გადაცემული იყო მის ოჯახის წევრზე, რასაც ადასტურებენ ახსნაგანმარტებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 მარტის №4872 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 3 ივლისის №15686 ბრძანება და ამავე თარიღის №006-345 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 43 988 ლარი, მათ შორის, გადასახადი 25 971 ლარი, ჯარიმა 13 312 ლარი, საურავი 4 705 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სამშენებლოსამონტაჟო სამუშაოები, როგორებიცაა მოედნებისა და სკვერების მოწყობა და ა.შ. კომპანია მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში და ასრულებს შესაბამის საქმიანობას. შესამოწმებელ პერიოდში შესრულებული აქვს, ასევე, არასახელმწიფო შეკვეთებიც. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ------------. შემოწმების პროცესში ირკვევა, რომ გადამხდელს ----------- რაიონის სოფელ ---------- სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული აქვს სხვადასხვა სამშენებლო მასალა 34 756 ლარის (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნულ მისამართზე კომპანიას ტენდერი არ ჰქონია, არც კერძო კონტრაქტორი ჰყავდა. იგი ემთხვევა დირექტორის, ----------- მეუღლის, ------------ მისამართს, რომელიც 2019 წლამდე შპს ,,------------“ დირექტორი იყო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე; 160-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია განხილულ იქნა საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად. ასევე ამავე კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით სარგებელი განისაზღვრა საბაზრო ფასით. შედეგად, კომპანიას დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. შპს „----------“ (ს/ნ ----------) ჰყავს კონტრაქტორები, რომელთაც აქვთ მცირე მეწარმის სტატუსი და კომპანიას უსრულებენ სხვადასხვა სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებას. კომპანია ანგარიშსწორებას ახორციელებს, როგორც ნაღდი (სალაროს მეშვეობით), ასევე საბანკო გადარიცხვებით. მცირე მეწარმემ მიხეილ დეკანოსიძემ შპს ,,------------“ გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დატოვა 2022 წლის 22 ივნისს, ხოლო შპს ,,----------“ მიღებულ დოკუმენტებში ირკვევა, რომ აღნიშნულ პირზე სალაროდან გაცემული თანხა 2023 წელს შეადგენს 58 383 ლარს. გადამხდელმა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შედარების აქტი ვერ წარმოადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შემოწმებით მოხდა აღნიშნული ოპერაციის გადაკვალიფიცირება და თანხის სალაროდან გასვლა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული თანხა დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის:

ა) „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელს ---------- რაიონის სოფელ --------- სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული აქვს სხვადასხვა სამშენებლო მასალა. ირკვევა, რომ აღნიშნულ მისამართზე კომპანიას ტენდერი არ ჰქონია და არც კერძო კონტრაქტორი ჰყავდა. იგი ემთხვევა კომპანიის დირექტორის, ---------- მეუღლის, ----------- მისამართს, რომელიც 2019 წლამდე შპს ,,----------“ დირექტორი იყო.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, რასაც მოწმობს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №187935. ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში პროექტების მიხედვით არ ხდებოდა საქონლის ჩამოწერა, გადამხდელს არ წარმოუდგენია ფორმა №2-ები და საკუთარი მისამართიდან შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები არ გამოუწერია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაცია შემოწმებამ განიხილა საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შპს „-------“ ჰყავს კონტრაქტორები, რომელთაც აქვთ მცირე მეწარმის სტატუსი და კომპანიას უსრულებენ სხვადასხვა სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებას. ირკვევა, რომ მცირე მეწარმე მიხეილ დეკანოსიძემ, რომელმაც შპს ,,---------“ გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დატოვა 2022 წლის 22 ივნისს, ხოლო შპს ,,----------“ მიღებული დოკუმენტების თანახმად, აღნიშნულ პირზე სალაროდან გაცემულია თანხა 2023 წელს. გადამხდელმა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შედარების აქტი ვერ წარმოადგინა. ამასთან, შემოწმების პროცესში ი/მ ---------- დაკავშირება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, შემოწმებით მოხდა აღნიშნული ოპერაციის გადაკვალიფიცირება და თანხის სალაროდან გასვლა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული სამშენებლო მასალების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვას.

2. არ ეთანხმება დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს, კერძოდ, სალაროდან გაცემული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შპს-ს საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სამშენებლოსამონტაჟო სამუშაოები, როგორებიცაა მოედნებისა და სკვერების მოწყობა და ა.შ. კომპანია მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში და ასრულებს შესაბამის საქმიანობას. შემოწმების პროცესში ირკვევა, რომ გადამხდელს სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული აქვს სხვადასხვა სამშენებლო მასალა. აღნიშნულ მისამართზე კომპანიას ტენდერი არ ჰქონია, არც კერძო კონტრაქტორი ჰყავდა. აღნიშნული ოპერაცია განხილულ იქნა საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად. ასევე სარგებელი განისაზღვრა საბაზრო ფასით. შედეგად, კომპანიას დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაერიცხა ჯარიმა.

2. შპს-ს ჰყავს კონტრაქტორები, რომელთაც აქვთ მცირე მეწარმის სტატუსი და კომპანიას უსრულებენ სხვადასხვა სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებას.

მცირე მეწარმემ შპს-ს გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დატოვა 2022 წლის 22 ივნისს, ხოლო შპს

მიღებულ დოკუმენტებში ირკვევა, რომ აღნიშნულ პირზე სალაროდან გაცემული თანხა 2023 წელს. ვევა, რომ აღნიშნულ პირზე სალაროდან გაცემული თანხა 2023 წელს შეადგენს 58 383 ლარს. გადამხდელმა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შედარების აქტი ვერ წარმოადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით მოხდა აღნიშნული ოპერაციის გადაკვალიფიცირება და თანხის სალაროდან გასვლა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნული თანხა დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ და მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 16(3);160(1);163(1);164(1);73(9);101(1);154(1);