გადაწყვეტილება №23295/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23295/2/2024
30 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------ი“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 19.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23295/2/2024).
დავის საგანი:
შემოწმებით გამოვლენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და საწარმოს დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2024 წლის №007-81 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.06.2024 წლის №13481 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 18 682,6 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 11 341
დღგ - 4 294
საშემოსავლო გადასახადი - 7 045
ქონების გადასახადი - 2
ჯარიმა - 5 303
საურავი - 2 038,6
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანია ადგილობრივ ბაზარზე დახერხილი ხის მასალის შეძენა და მისი შემდგომი რეალიზაცია. საქმიანობის განხორციელების ადგილია ქ. თბილისი, -----. №-----.
აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 18.01.2022 წლიდან 1.12.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულია 317 255 ლარი, შემოწმებით დადგინდა 341 165 ლარის ოდენობით, რაც გამოწვეულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე: შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატში ამორტყმული ჩეკების თანხები ზოგიერთ საანგარიშო პერიოდში ასახული არ არის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამის მონაცემებში. ამასთან, პირის მიერ პროგრამულად ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობა განსხვავდება გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებისაგან. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 23 909 ლარით. ამასთან, ვინაიდან გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციები სრულად არ იყო აღრიცხული საბუღალტრო პროგრამაში, ხოლო არსებული მონაცემებით და გადამხდელის მიერ დამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ რეალიზაციებთან დაკავშირებით დებიტორული დავალიანება არ ფიქსირდება, შემოწმების მონაცემებით მიღებული ფულადი სახსრების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2024 წლის №007-81 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.06.2024 წლის №13481 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციები სრულად არ იყო აღრიცხული საბუღალტრო პროგრამაში და ამასთან, პირს არ უფიქსირდება დებიტორული დავალიანება, დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია, ხოლო მიღებული ფულადი სახსრების იმ ნაწილის, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, დაკვალიფიცირება დირექტორზე გაცემულ ხელფასად შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ თანხებს და აცხადებს, ვინაიდან კომპანიის ერთადერთ საქმიანობას წარმოადგენ ხე-ტყის მასალის შეძენა რეალიზაცია, რა სფეროც სრულად კონტროლირებულია rs პორტალზე არსებული ე. წ ხე-ტყის აღრიცხვის მოდულის მეშვეობით, საიდანაც სრულადაა შესაძლებელი შესაბამისი რაოდენობის ხე-ტყის მასალის, როგორც შეძენის ისე რეალიზაციის მონაცემების იდენტიფიცირება. აღნიშნული მონაცემები ასევე აღრიცხულია ბუღალტრულ პროგრამაში, რაც შეეხება საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებს, ამ ნაწილში მომჩივანისთვის გაუგებარია კომპანიის შემოსავლის გარდა, წარმოდგენილ ბუღალტრული მონაცემებით (რაც შესაბამისობაში დეკლარირებულ მონაცემებთან) სალაროში რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც შეადგენს 116 696,05 ლარს, ხოლო ამავე პერიოდში ამორტყმული ჩეკების შეადგენს 111 726,5 ლარს, შესაბამისად იმაზე ნაკლებს, ვიდრე კომპანიის მიერაა ბუღალტრულად დაფიქსირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა გავლილი იქნას შემმოწმებლებთან, რის ფარგლებშიც კომპანიის მიერ საჭიროების შემთხვევაში წარდგენილი იქნება შესაბამისი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია. ასევე, ითხოვს შემმოწმებლებს მათი მონაწილეობით დაევალოთ სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლა და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ პირის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია 317 255 ლარის ოდენობით, ხოლო შემოწმების მონაცემებით კი დადგინდა 341 165 ლარის ოდენობით, რაც გამოწვეულია საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამორტყმული თანხების საბუღალტრო პროგრამაში არასრულყოფილად ასახვით. ამასთან, პირის მიერ პროგრამულად ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობა განსხვავდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისგან. შედეგად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციები სრულად არ იყო აღრიცხული საბუღალტრო პროგრამაში და ამასთან, პირს არ უფიქსირდება დებიტორული დავალიანება, საბჭო მართლზომიერად მიიჩნევს დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და მიღებული ფულადი სახსრების იმ ნაწილის, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.
საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოწმებით გამოვლენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და საწარმოს დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანია ადგილობრივ ბაზარზე დახერხილი ხის მასალის შეძენა და მისი შემდგომი რეალიზაცია. საქმიანობის განხორციელების ადგილია ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. №118.
აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 18.01.2022 წლიდან 1.12.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულია 317 255 ლარი, შემოწმებით დადგინდა 341 165 ლარის ოდენობით, რაც გამოწვეულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე: შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატში ამორტყმული ჩეკების თანხები ზოგიერთ საანგარიშო პერიოდში ასახული არ არის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამის მონაცემებში. ამასთან, პირის მიერ პროგრამულად ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობა განსხვავდება გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებისაგან. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 23 909 ლარით. ამასთან, ვინაიდან გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციები სრულად არ იყო აღრიცხული საბუღალტრო პროგრამაში, ხოლო არსებული მონაცემებით და გადამხდელის მიერ დამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ რეალიზაციებთან დაკავშირებით დებიტორული დავალიანება არ ფიქსირდება, შემოწმების მონაცემებით მიღებული ფულადი სახსრების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №007-81 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №13481 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2); 159(1 „ა“ და „ბ“ ); 163(1); 164(1);