ბრძანება N 5723

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 18.03.2024
№ დოკუმენტი 5723
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5723

18 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

კოოპერატივი „------------ს“ (ს/ნ -----------------)

(მის.: ----------------------------------------------------)

2024 წლის 4 მარტის საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 მარტის სხდომაზე (ოქმი №26) განიხილა კოოპერატივი „------------ს“ (ს/ნ -----------------) №22460/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის №071-2 საგადასახადო მოთხოვნასთან და პირის მიწაზე ქონების გადასახადის თაობაზე 2021 წლის 23 აპრილის №071-51, №071-52, №071-53 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ კომპანიასა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, თუმცა იჯარით აღებული უძრავი ქონებები მათი ადგილმდებარეობის გამო იყო მიუწვდომელი და გამოუყენებელი. აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთები იყო ციცაბო მთებზე და კოოპერატივმა სარგებლობაში ვერ მიიღო, შესაბამისად ქონების გადასახადის დარიცხვა უსამართლოა.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მის მიერ წარმოდგენილი ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნებს.

 

. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის №071-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ირკვევა შემდეგი:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №1128 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კოოპერატივი „------------ს“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 12 თებერვალს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის №3140 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №071-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 46 950 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 27 340 ლარი, ჯარიმა 13 669 ლარი და საურავი 5 941 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ ჰქონდა წარმოდგენილი 2021, 2022 და 2023 წლების მიხედვით მიწაზე ქონების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციები. გადასახადის გადამხდელს სახელმწიფოსაგან ხელშეკრულებით 25 წლიანი იჯარით -----ის რაიონში, სოფელი ------ის ტერიტორიაზე აღებული ჰქონდა სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (1. მიწის ნაკვეთი (საძოვარი) საკადასტრო კოდით: ------ – 413,91 ჰექტარი; 2. მიწის ნაკვეთი (სათიბი) საკადასტრო კოდით: ------ – 45,87 ჰექტარი; 3. მიწის ნაკვეთი (სათიბი) საკადასტრო კოდით: ------ – 77,74 ჰექტარი). აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში გააჩნდა მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდით: ------- – 0,25 ჰექტარი და საკადასტრო კოდით: -------- – 0,08 ჰექტარი). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის №071-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასოფლოსამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით ლარში.

204-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ ჰქონდა წარმოდგენილი 2021, 2022 და 2023 წლების მიხედვით მიწაზე ქონების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციები. გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში გააჩნდა მიწის ნაკვეთები და აგრეთვე, სახელმწიფოსაგან ხელშეკრულების საფუძველზე, -----ის რაიონის სოფელ ---ის ტერიტორიაზე 25 წლიანი იჯარით აღებული ჰქონდა სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიმდინარეობის დროს არაერთხელ შედგა კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელთან, თუმცა არგუმენტაციის შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, აგრეთვე, არ არსებობდა არანაირი ინფორმაცია სახელმწიფოსთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

. პირის მიწაზე ქონების გადასახადის თაობაზე 2021 წლის 23 აპრილის №071-51, №071-52, №071- 53 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა 2021 წლის 19 აპრილს წარადგინა მიწაზე 2018, 2019 და 2020 წლის ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციები. აღნიშნული დეკლარაციების საფუძველზე გამოიცა 2021 წლის 23 აპრილის №071-51, №071-52, №071-53 საგადასახადო მოთხოვნები. ამდენად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, კოოპერატივი „------------ს“ (ს/ნ -----------------) საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 აპრილის №071-51, №071-52, №071-53 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

აქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. კოოპერატივი „------------ს“ (ს/ნ -----------------) საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის №071-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. კოოპერატივი „------------ს“ (ს/ნ -----------------) საჩივარი პირის მიწაზე ქონების გადასახადის თაობაზე 2021 წლის 23 აპრილის №071-51, №071-52, №071-53 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და მის მიერ წარმოდგენილი ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №071-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ირკვევა რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №1128 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №3140 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №071-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 46 950 ლარის.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ ჰქონდა წარმოდგენილი 2021, 2022 და 2023 წლების მიხედვით მიწაზე ქონების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციები. გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში გააჩნდა მიწის ნაკვეთები და აგრეთვე, სახელმწიფოსაგან ხელშეკრულების საფუძველზე 25 წლიანი იჯარით აღებული ჰქონდა სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ხოლო, პირის მიწაზე ქონების გადასახადის თაობაზე №071-51, №071-52, №071- 53 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა 2021 წლის 19 აპრილს წარადგინა მიწაზე 2018, 2019 და 2020 წლის ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციები. აღნიშნული დეკლარაციების საფუძველზე გამოიცა №071-51, №071-52, №071-53 საგადასახადო მოთხოვნები. სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №071-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს

ამასთან,პირის მიწაზე ქონების გადასახადის თაობაზე №071-51, №071-52, №071- 53 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203( „ა“ და „ბ“) ; 204(4); 205(2.7); 301( „ლ“);