გადაწყვეტილება №22724/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22724/2/2024
05 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------- -ის “ 29.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22724/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19725 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №081-342 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3523 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 287 169,87 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 138 357
დღგ - 43 986
მოგების გადასახადი - 495
საშემოსავლო გადასახადი - 94 922
ქონების გადასახადი - (- 1046)
ჯარიმა - 97 552
საურავი - 51 260,87
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. საიდანაც ირკვევა რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში აქვს ერთი მიმდინარე პროექტი: ქ. „-------“ . შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის, ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის ასლი, საბანკო ამონაწერები და სხვა.
აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორი/დამფუძნებელი) გაცემული თანხების მზარდი ნაშთი, ამასთან, ბუღალტრულ ჩანაწერებზე დაყრდნობით (პროგრამა ორისი - 1110 ანგარიშის ბარათი) ფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი ნაშთი სალაროში.
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, დათვლილ იქნა სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობა, საკასო ხარჯისა და საკასო შემოსავლების 10%-ის გათვალისწინებით, ხოლო აღნიშნულ თანხებსა და პროგრამულ ნაშთებს შორის სხვაობა ჩაითვალა სალაროს არაგონივრულ ნაშთად და განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. ამასთან, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად სარგებლის განაკვეთად ჩათვლილი იქნა 20%. აღნიშნული განხილულ იქნა სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე. საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის, მათ შორის, ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა ვალდებულების საწყისი ნაშთი (3120 ანგარიში), რომელთან დაკავშირებითაც შემოწმების პროცესში მოთხოვნილ იქნა სხვადასხვა სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რათა დადასტურებულიყო აღნიშნული ვალდებულების ნამდვილობა.
შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ აღნიშნული თანხები ფ/პ "-------"-ის მიერ გადახდილი იყო ავანსის სახით 2008 წლის საანგარიშო პერიოდში (ჯამში 566 168 ლარის ოდენობით) უძრავი ქონების სამომავლო უფლების სანაცვლოდ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემმოწმებლებისთვის ასევე წარდგენილი იყო ბანკის ამონაწერის ფრაგმენტი, რომლითაც დგინდებოდა, რომ 2008 წელს"-------"-ის მიერ გადახდილი იყო აღნიშნული თანხის ნაწილი, თუმცა არ იქნა წარდგენილი სრული ამონაწერი და წინა პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, რათა დადგენილიყო, რომ აღნიშნული თანხები არ ყოფილა დაბრუნებული. ასევე, შემმოწმებელთათვის წარდგენილია ახსნა-განმარტება, რომლითაც გადამხდელი განმარტავდა, რომ ხანდაზმული პერიოდის გამო მსგავსი სახის ინფორმაცია არ ინახებოდა და ვერ იქნებოდა წარდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით ვალდებულებების საწყისი ნაშთი არ იქნა მიჩნეული სანდოდ, შესაბამისად, სალაროში არსებული ფულისა და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხების ნაშთები დაანგარიშებულ იქნა ფ/პ "-------"-ზე გაცემული თანხების გაუთვალისწინებლად.
გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა სულ 619 078 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 251 857 ლარი, ჯარიმა 234 352 ლარი, საურავი 132 869 ლარი.
შემოწმების აქტის საფუძველზე 2.12.2022 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №30266 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის /შემცირების შესახებ და გადამხდელს წარედგინა 2.12.2022 წლის №081-238 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 3.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19725 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
ბ) ამავე ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა/გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ზემოაღნიშნული პირობების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს სალაროში დარჩენილ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ეხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19725 ბრძანების აღსრულების შედეგად, 19.12.2023 წელს შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სესხის ხელშეკრულება და პარტნიორთა კრების ოქმი. სესხის ხელშეკრულება გაფორმებული იყო 10.01.2008 წელს ფ/პ "-------"-სა და შპს „------- -ის “ შორის. სესხის ძირი იყო 339 074 ლარი, ხოლო მთლიანი საპროცენტო სარგებელი - 239 046 ლარი.
4.09.2012 წლის კრების ოქმის მიხედვით, სესხის ხელშეკრულების ჯამური ვალდებულების (ძირი+პროცენტი) ფარგლებში განისაზღვრა 1 201.2 მ 2 საცხოვრებელ ფართებზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე სამომავლო საკუთრების უფლების რეგისტრირება "-------"-ზე. კრების ოქმში განსაზღვრული იყო კონკრეტული საცხოვრებელი ფართები (24 ბინა) კვადრატულობების მიხედვით. 1.01.2019 წლისთვის ბუღალტრულ პროგრამაში "-------"-ის მიერ შემოტანილი ავანსის თანხების საწყისი ნაშთი იყო 566 168 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული ნაშთი შემცირებული იყო 534 832 ლარით (გატანილი იყო სალაროდან).
გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა წარდგენილი აღნიშნული სესხის მიღებიდან შემოწმების დაწყებამდე პერიოდის ამსახველი სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, საბანკო ცნობები და ამონაწერები კომპანიის კუთვნილი ანგარიშებიდან, რაც შესაძლებელს გახდიდა, შესწავლილიყო ფულის მოძრაობა სრულყოფილად. ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ აღნიშნული ბინების ნაწილზე შემოწმების პერიოდამდე ფიქსირდებოდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც მომავალი მესაკუთრე კვლავ იყო ფ/პ "-------". ყოველივე ზემოაღნიშნულის შესწავლის შედეგად, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
ამასთან, ზემოხსენებული საკითხის გაუთვალისწინებლად, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად, რის საფუძველზე შემცირდა შემოწმებით დარიცხული თანხები მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 250 304 ლარით, მათ შორის, გადასახადი 113 504 ლარით და ჯარიმა 136 800 ლარით.
დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 22.12.2023 წელს გამოიცა №32562 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და გადამხდელს წარედგინა 25.12.2023 წლის №081-342 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2024 წლის 23 და 26 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. გადასახადის გადამხდელი ითხოვდა გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3523 ბრძანებით, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად, რის საფუძველზეც შემცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები, ხოლო დანარჩენ ნაწილში სათანადო ინფორმაცია/მტკიცებულებების არარსებობის გამო, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი გადამხდელს 2023 წლის 3 იანვრის №77767/1/2023 საჩივრით არ გაუხდია სადავო, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივარში აღნიშნულია, რომ საზოგადოება მისი სამეწარმეო საქმიანობის პერიოდში იყო კეთილსინდისიერი გადამხდელი, არასდროს ყოფილა დაჯარიმებული. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცდეს 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19725 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
ბ) ამავე ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა/გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ზემოაღნიშნული პირობების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს სალაროში დარჩენილ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ეხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სესხის ხელშეკრულება და პარტნიორთა კრების ოქმი. სესხის ხელშეკრულება გაფორმებული იყო 10.01.2008 წელს შ"-------"-სა და შპს „------ -ს “ შორის. სესხის ძირი იყო 339 074 ლარი, ხოლო მთლიანი საპროცენტო სარგებელი - 239 046 ლარი.
4.09.2012 წლის კრების ოქმის მიხედვით, სესხის ხელშეკრულების ჯამური ვალდებულების (ძირი+პროცენტი) ფარგლებში განისაზღვრა 1 201.2 მ 2 საცხოვრებელ ფართებზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე სამომავლო საკუთრების უფლების რეგისტრირება "-------"-ზე. კრების ოქმში განსაზღვრული იყო კონკრეტული საცხოვრებელი ფართები (24 ბინა) კვადრატულობების მიხედვით. 1.01.2019 წლისთვის ბუღალტრულ პროგრამაში "-------"-ის მიერ შემოტანილი ავანსის თანხების საწყისი ნაშთი იყო 566 168 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული ნაშთი შემცირებული იყო 534 832 ლარით (გატანილი იყო სალაროდან).
გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა წარდგენილი აღნიშნული სესხის მიღებიდან შემოწმების დაწყებამდე პერიოდის ამსახველი სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, საბანკო ცნობები და ამონაწერები კომპანიის კუთვნილი ანგარიშებიდან, რაც შესაძლებელს გახდიდა, შესწავლილიყო ფულის მოძრაობა სრულყოფილად. ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ აღნიშნული ბინების ნაწილზე შემოწმების პერიოდამდე ფიქსირდებოდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც მომავალი მესაკუთრე კვლავ იყო ფ/პ "-------". ყოველივე ზემოაღნიშნულის შესწავლის შედეგად, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
ამასთან, ზემოხსენებული საკითხის გაუთვალისწინებლად, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად, რის საფუძველზე შემცირდა შემოწმებით დარიცხული თანხები მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 250 304 ლარით, მათ შორის, გადასახადი 113 504 ლარით და ჯარიმა 136 800 ლარით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანმა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №081-342 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნის შემოსავლების სამსახურში გასაჩივრების ეტაპზე მოითხოვა დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, რაზეც შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3523 ბრძანებაში აღინიშნა, რომ გადამხდელს 3.01.2023 წლის №77767/1/2023 საჩივრით ეს არ გაუხდია სადავო, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია რომ, 10.08.2023 წლის №19725 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და მიიღო გადაწყვეტილება (20.02.2024 წლის №3523 ბრძანებით) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
მომჩივანი საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საბჭო თვლის, რომ შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19725 ბრძანების აღსრულების ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, ამავე ბრძანებით დაკისრებული ვალდებულება აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულებულია, იმავდროულად სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული მონაცემების სათანადო კორექტირება არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19725 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3523 ბრძანების გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3523 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხების მზარდი ნაშთი, ამასთან, ბუღალტრულ ჩანაწერებზე დაყრდნობით ფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი ნაშთი სალაროში.
აღნიშნულ თანხებსა და პროგრამულ ნაშთებს შორის სხვაობა ჩაითვალა სალაროს არაგონივრულ ნაშთად და განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.სარგებლის განაკვეთად ჩათვლილი იქნა 20%. აღნიშნული განხილულ იქნა სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე 2.12.2022 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №30266 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის /შემცირების შესახებ და გადამხდელს წარედგინა 2.12.2022 წლის №081-238 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 3.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19725 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით.
შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19725 ბრძანების აღსრულების შედეგად, 19.12.2023 წელს შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სესხის ხელშეკრულება და პარტნიორთა კრების ოქმი. სესხის ხელშეკრულება გაფორმებული იყო 10.01.2008 წელს ფ/პ-სა და საწარმოს შორის.
დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 22.12.2023 წელს გამოიცა №32562 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და გადამხდელს წარედგინა 25.12.2023 წლის №081-342 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2024 წლის 23 და 26 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
გადაწყვეტილება
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3523 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),97,982,101,154,304(21).