ბრძანება N 2930

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.02.2023
№ დოკუმენტი 2930
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2930

17.02.2023

"----------" (პ/ნ ----------)

(ფაქტ. მის: ----------;

იურ. მის: ----------)

2022 წლის 7 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა "----------"-ს (პ/ნ ----------) №222420/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25305 ბრძანებით განსაზღვრულ ვადას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ვერ გაიგო ბრძანების შინაარსი და განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულა მასში მითითებული პირობა. ითხოვს სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საზღვრებს გარეთ გასაყვანად ვადის მიცემას, რათა დაკისრებული თანხები მოეხსნას.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აგვისტოს №21757 ბრძანებით "----------"-ს (ს/ნ ----------) 2022 წლის 11 ივლისის №123667/21-11 საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით მომჩივანს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ან განახორციელოს რეექსპორტით ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები;

მე-2 პუნქტით დადგინდა, რომ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2021 წლის 29 დეკემბრის №ELC11434 და №ELC11436 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან;

მესამე პუნქით საბაჟო დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს 2021 წლის 29 დეკემბრის №EL7777/5695 და №EL7777/5696 საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული თანხისა და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აგვისტოს №21757 ბრძანება მომჩივანს ჩაჰბარდა პირადად 2022 წლის 18 აგვისტოს.

მომჩივანი 2022 წლის 7 და 13 სექტემბრის №162554/21-10 და №166132/21-11 განცხადებებით განმარტავდა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აგვისტოს №21757 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში ვერ განახორციელა სატრანსპორტო საშუალებების გაიმპორტება და რეექსპორტით ქვეყნიდან გაყვანა ფინანსური სირთულეების გამო. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვა დამატებით ვადა, რათა განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებების გაიმპორტება და რეექსპორტი.

2022 წლის 4 ოქტომბრის №25305 ბრძანებით "----------"-ს (ს/ნ ----------) (მის: ----------) 2022 წლის 11 ივლისის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აგვისტოს №21757 ბრძანებაში ცვლილება იქნა შეტანილი და "----------"-ს (ს/ნ ----------) ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში დეკლარირების ან რეექსპორტით მათი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის მიზნით, ასევე საბაჟო დეპარტამენტისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა დამატებით განესაზღვრა №25305 ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღე.

აღნიშნული ბრძანება მომჩივანს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ორჯერ და ვინაიდან მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა, 2022 წლის 4 ოქტომბრის №25305 ბრძანება 2022 წლის 29 დეკემბერს საჯაროდ იქნა გავრცელებული შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ჩაითვალა ბრძანების განთავსებიდან მე-20 დღეს - 2023 წლის 18 იანვარს. ვინაიდან, 2022 წლის 4 ოქტომბრის №25305 ბრძანებაში მითითებული პირობა "----------"-ს არ აქვს შესრულებული, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ შემცირდა 2021 წლის 29 დეკემბრის №ELC11434 და №ELC11436 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებითა და №EL7777/5695 და №EL7777/5696 საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული თანხების კორექტირება.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, აღნიშნული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. მე-4 ნაწილის შესაბამისად, კი დაინტერესებული მხარე გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული გარემოებათა აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 15 დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აღადგინოს დაინტერესებული მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადაც, თუ ეს არ არის აკრძალული კანონით და ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აგვისტოს №21757 და 2022 წლის 4 ოქტომბრის №25305 ბრძანებებით განსაზღვრული პირობები მომჩივნის მიერ არ შესრულებულა. ამასთან, მომჩივანი არ უთითებს ისეთ გარემოებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადის არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით გაშვება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. "----------"-ს (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ვერ გაიგო ბრძანების შინაარსი და განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულა მასში მითითებული პირობა. ითხოვს სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საზღვრებს გარეთ გასაყვანად ვადის მიცემას, რათა დაკისრებული თანხები მოეხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აგვისტოს №21757 და 2022 წლის 4 ოქტომბრის №25305 ბრძანებებით განსაზღვრული პირობები მომჩივნის მიერ არ შესრულებულა. ამასთან, მომჩივანი არ უთითებს ისეთ გარემოებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადის არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით გაშვება.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163; 165.