ბრძანება N 24047

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2024
№ დოკუმენტი 24047
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24047

13 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ს (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 9 სექტემბრის და 15 ოქტომბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №117) განიხილა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) №149863/21 და №170487/21 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 7 აგვისტოს № ---------- საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტს, 2024 წლის 8 აგვისტოს №18416 ბრძანებას „გადასახდელის დარიცხვის შესახებ“ და 2024 წლის 8 აგვისტოს №081-183 საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ გადასახდელის დარიცხვის შესახებ ბრძანება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან საქონლის შემოტანისას, საბაჟო კონტროლის განხორციელების დროს ყველაფერი იყო წესრიგში, იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაციას ჰქონდა ხარვეზი, მაშინ საქონლით დატვირთული სატვირთო ავტომობილების ტერმინალიდან გაშვება არ უნდა მომხდარიყო.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს 2024 წლის 7 აგვისტოს № ---------- აქტის საფუძველზე გამოცემული საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემული 2024 წლის 8 აგვისტოს №18416 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივლისის №17061 ბრძანებით დაინიშნა შპს „----------“-ს (----------) №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №---------- და №---------- საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით შპს „----------“- ს სახელზე (ს/ნ ----------) ზემოაღნიშნული დეკლარაციებით გაფორმებულია საქონელი სახელწოდებით „ბრტყელი ნაგლინი რულონებად“ (სენ 72082700000) და ლითონის პროფილი/შველერი (სენ 72163190000), რომელიც იმპორტირებულია ----------, ექსპორტიორი კომპანია ----------დან.

აღსანიშნავია, რომ შპს „----------“-ს (ს/კ ----------) მიერ გაფორმებული წინასწარი საბაჟო დეკლარაციის №---------- (სულ-47924 კგ; საბაჟო ღირებულება - 152668,12 ლარი) მიმართ მონაცემთა დამუშავების ელექტრონულ სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“. შესაბამისად, განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტაციის კამერალური შემოწმება და საქონლის ფიზიკური დათვალიერება, რის შედეგადაც ნაცვლად დეკლარირებული საქონლისა - „ბრტყელი ნაგლინი რულონებად“ (სენ ესნ 72082700000; 24264 კგ; საბაჟო ღირებულებით 77251.67 ლარი) და „ლითონის პროფილი“ (სენ ესნ 72163190000; 23660 კგ; საბაჟო ღირებულებით 75416;45 ლარი) აღმოჩენილი იქნა ლითონკონსტრუქცია დაშლილ მდგომარეობაში (რკინის ზღუდარი გზებისათვის), კერძოდ „2 ტალღიანი საგზაო ზღუდარები" და "ლითონის პროფილი /საგზაო ზღუდარების ფეხი". აღმოჩენილ საქონელს ნაცვლად სეს ესნ 72082700000 და 72163190000 კოდებისა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის“ მე-3 მუხლის „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“ თანახმად მიენიჭა 73089098000 სასაქონლო კოდი, რომლის იმპორტი იბეგრება იმპორტის გადასახადით (12%), ხოლო აღმოჩენილი საქონლის საბაჟო ღირებულებამ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს მიერ გაცემული №---------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეადგინა 209406 ლარი. 2023 წლის 30 ნოემბერს შპს „----------“-ს (ს/კ ----------) მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში წინასწარი საბაჟო დეკლარაციით №---------- დეკლარირებული იქნა ორი სატრანსპორტო საშუალებით, იმავე გამომგზავნისგან შემოსატანი, იგივე დასახელების საქონელი, თუმცა ზემოთ მოყვანილი გარემოებების გამოვლენის შემდეგ, 4 დეკემბერს კომპანიის მიერ მოთხოვნილ იქნა (განცხადება ID:----------) ხსენებულ დეკლარაციაში ცვლილების შეტანა, კერძოდ საქონლის სეს ესნ კოდის ცვლილება 73089098000 სასაქონლო კოდზე.

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით შპს „----------“- ს (ს/კ ----------) შესამოწმებელი საქონლის იმპორტი ფიქსირდება 2023 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით 13 საბაჟო დეკლარაციაში იმავე ექსპორტიორი კომპანია ----------დან. ზემოაღნიშნული ბაზის მიხედვით საბაჟო გაფორმებისთანავე იმავე სატრანსპორტო საშუალებებით საქონელი მიწოდებული და გადაზიდული იქნა სხვადასხვა კომპანიებზე და სწორედ მიწოდების სხვადასხვა რგოლიდან გამოიკვეთა საქონლის დასახელება და დანიშნულება. აქედან გამომდინარე, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად მიმღები კომპანიებისაგან გამოთხოვილ იქნა საქონლის აღწერილობისა და დანიშნულების შესახებ ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება რომ, საქონელი წარმოადგენს საავტომობილო გზის ლითონის ზღუდარს დაშლილ მდგომარეობაში, კერძოდ თვალამრიდის ორ ტალღოვანი დაფას და თვალამრიდის დაფის ფეხებს.

შესაბამისად, შემოწმების შედეგად №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №---------- და №---------- საბაჟო დეკლარაციებით იმპორტირებულ საქონელზე ნაცვლად სეს ესნ 72082700000 და 72163190000 კოდებისა გავრცელდა 7308909800 სასაქონლო კოდი, რომლის იმპორტი იბეგრება იმპორტის გადასახადით (12%), ხოლო საქონლის საბაჟო ღირებულება №----------, №----------, №----------, №----------, №---------- და №---------- დეკლარაციებით გაფორმებულ საქონელზე განისაზღვრა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2024 წლის 10 ივლისის №---------- წერილის თანახმად (1 კგ - 3.07 ლარი), ხოლო №----------, №----------, №----------, №----------, №----------, №---------- და №---------- დეკლარაციებით გაფორმებულ საქონელზე საქონლის საბაჟო ღირებულება არ შეცვლილა. აღნიშნულის შესაბამისად შემოწმების შედეგად საქონლის საბაჟო ღირებულების სხვაობამ შეადგინა 270 662,68 ლარი.

2024 წლის 7 აგვისტოს № ---------- საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტის მიხედვით შპს „----------“-ს (ს/კ ----------) დამატებით გადასახდელად დაერიცხა იმპორტის გადასახდელი სულ 328 432.09 ლარი, კერძოდ იმპორტის გადასახადი 237 044,75 ლარი და დამატებული ღირებულების გადასახადი - 91 387,34 ლარი.

შემოწმების მასალები ადრესატს ჩაბარდა 2024 წლის 9 აგვისტოს ელექტრონულად rs.ge-ს საშუალებით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. მე-4 ნაწილის მიხედვით, კი საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნას, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ ზემოხსენებული საბაჟო დეკლარაციებით იმპორტირებულ საქონელზე ნაცვლად სეს ესნ 72082700000 და 72163190000 კოდებისა გავრცელდა 7308909800 სასაქონლო კოდი, რომლის იმპორტი იბეგრება იმპორტის გადასახადით (12%), ხოლო საქონლის საბაჟო ღირებულება რიგი დეკლარაციებით გაფორმებულ საქონელზე განისაზღვრა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2024 წლის 10 ივლისის №---------- წერილის თანახმად (1 კგ-3.07 ლარი), დანარჩენი დეკლარაციებით გაფორმებულ საქონელზე კი საქონლის საბაჟო ღირებულება არ შეცვლილა და შემოწმების შედეგად საქონლის საბაჟო ღირებულების სხვაობამ შეადგინა 270662,68 ლარი. ამდენად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს იმპორტის გადასახდელის შემცირების ფაქტს და სადავო აქტებით მომჩივნისთვის დამატებით გადასახდელად დარიცხული თანხა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ გადასახდელის დარიცხვის შესახებ ბრძანება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან საქონლის შემოტანისას, საბაჟო კონტროლის განხორციელების დროს ყველაფერი იყო წესრიგში, იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაციას ჰქონდა ხარვეზი, მაშინ საქონლით დატვირთული სატვირთო ავტომობილების ტერმინალიდან გაშვება არ უნდა მომხდარიყო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ ზემოხსენებული საბაჟო დეკლარაციებით იმპორტირებულ საქონელზე ნაცვლად სეს ესნ 72082700000 და 72163190000 კოდებისა გავრცელდა 7308909800 სასაქონლო კოდი, რომლის იმპორტი იბეგრება იმპორტის გადასახადით (12%), ხოლო საქონლის საბაჟო ღირებულება რიგი დეკლარაციებით გაფორმებულ საქონელზე განისაზღვრა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2024 წლის 10 ივლისის წერილის თანახმად (1 კგ-3.07 ლარი), დანარჩენი დეკლარაციებით გაფორმებულ საქონელზე კი საქონლის საბაჟო ღირებულება არ შეცვლილა და შემოწმების შედეგად საქონლის საბაჟო ღირებულების სხვაობამ შეადგინა 270662,68 ლარი. ამდენად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს იმპორტის გადასახდელის შემცირების ფაქტს და სადავო აქტებით მომჩივნისთვის დამატებით გადასახდელად დარიცხული თანხა მართლზომიერია.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: