ბრძანება N 23901

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.10.2025
№ დოკუმენტი 23901
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23901

30 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ---------------)

(მის.:------------------------------------)

2025 წლის 24 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ---------------) 2025 წლის 24 აგვისტოს №----/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №002-87 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანია მუშაობდა 2024 წლის ივნისიდან 2024 წლის დეკემბრამდე და მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო მუსიკალური ღონისძიების ჩატარებასთან --------ში. აცხადებს, რომ ღონისძიებების ჩასატარებლად შერჩეული ტერიტორია სრულად გაარემონტეს და მოაწყვეს თავიანთი ხარჯებით. საერთო ჯამში საიჯარო ქირა გადახდილია 62 550 ლარი დღგ-ის ჩათვლით, თუმცა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ვერ მიიღეს მათი მხრიდან მოთხოვნის მიუხედავად. ითხოვს იჯარის სახით გადახდილ თანხაზე დღგ-ის ჩათვლას.

2. გადამხდელი ითხოვს ჯარიმა-საურავის მოხსნას. აღნიშნავს, რომ მათი მიზანი არ ყოფილა გადასახადების დამალვა და საქმიანობის პროცესში მიღებულ შემოსავლებს აფიქსირებდნენ საკონტოროლო სალარო აპარატით და გამოწერილი მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. საქმიანობის პროცესში შეიქმნა გარკვეული ფინანსური პრობლემები და ვერ მოხდა გადასახადების გადახდა სრულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 აპრილის №7675 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“-ის (ს/ნ ---------------) ჩაუტარდა საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 4 ივნისიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 24 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №14067 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №002-87 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 251 175 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 156 507 ლარი, ჯარიმა 78 733 ლარი და საურავი 15 935 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა შემდეგი:

. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადამხდელს გადახდილი ქონდა თანხები სხვადასხვა პირზე, რომელთა მიერ არ იყო გამოწერილი საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურები, რითაც განახორციელებდა ჩათვლას. ზოგიერთი მათგანის მიერ, მოთხოვნის შემდეგ მოხდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ს ჩასათვლელი თანხა 13 970 ლარის ოდენობით.

. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადამხდელის სახელზე რეგისტრირებული პოსტერმინალის, სალარო აპარატის, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის მონაცემები და განისაზღვრა დღგთი დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით დადგინდა, რომ დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 794 777 ლარს, გადამხდელის მიერ დეკლარირებულია 207 354 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდესის 158-ე და 159-ე მუხლების თანახმად, დეკლარირებულ და შემოწმების მიერ დადგენილ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით, ასევე, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

. შემოწმების პროცესში მიღებული შემოსავალებისა და გაწეული ხარჯის გათვალისწინებით განსაზღვრული იქნა თავისუფალი ფულადი სახსრები, რომელიც გაცემულია საწარმოს დამფუძნებელზე/დირექტორზე. ამასთან, შემოწმების პროცესში წარმოდგენილია ახსნა-განმარტება, სადაც გადამხდელი ითხოვს, რომ ეს განაცემი შემოწმებისათვის განხილულ იქნას მოგების განაწილებად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 981 -ე მუხლების თანახმად აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიაას გააჩნია გასანაწილებელი წმინდა მოგება, გადასახადის გადამხდელის მიერ გატანილი თანხა განხილულ იქნა მოგების განაწილებად, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. ასევე, განაწილებულ დივიდენდზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

პირველი სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემომწების აქტის მიხედვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად გადამხდელს გადახდილი ქონდა თანხები სხვადასხვა პირზე, რომელთა მიერ არ იყო გამოწერილი საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურები. ხოლო მოთხოვნის შემდეგ ზოგი მათგანის მიერ, მოხდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ს ჩასათვლელი თანხა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული სანქციის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქცია განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ითხოვს იჯარის სახით გადახდილ თანხაზე დღგ-ის ჩათვლას და ჯარიმა-საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №7675 ბრძანების საფუძველზე მომჩივანს ჩაუტარდა საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 4 ივნისიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14067 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №002-87 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 251 175 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 156 507 ლარი, ჯარიმა 78 733 ლარი და საურავი 15 935 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელს გადახდილი ქონდა თანხები სხვადასხვა პირზე, რომელთა მიერ არ იყო გამოწერილი საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურები, რითაც განახორციელებდა ჩათვლას. ზოგიერთი მათგანის მიერ, მოთხოვნის შემდეგ მოხდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ს ჩასათვლელი თანხა 13 970 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადამხდელის სახელზე რეგისტრირებული პოსტერმინალის, სალარო აპარატის, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის მონაცემები და განისაზღვრა დღგთი დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით დადგინდა, რომ დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 794 777 ლარს, გადამხდელის მიერ დეკლარირებულია 207 354 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდესის 158-ე და 159-ე მუხლების თანახმად, დეკლარირებულ და შემოწმების მიერ დადგენილ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით, ასევე, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

ასევე,შემოწმების პროცესში მიღებული შემოსავალებისა და გაწეული ხარჯის გათვალისწინებით განსაზღვრული იქნა თავისუფალი ფულადი სახსრები, რომელიც გაცემულია საწარმოს დამფუძნებელზე/დირექტორზე. ამასთან, შემოწმების პროცესში წარმოდგენილია ახსნა-განმარტება, სადაც გადამხდელი ითხოვს, რომ ეს განაცემი შემოწმებისათვის განხილულ იქნას მოგების განაწილებად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 981 -ე მუხლების თანახმად აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიაას გააჩნია გასანაწილებელი წმინდა მოგება, გადასახადის გადამხდელის მიერ გატანილი თანხა განხილულ იქნა მოგების განაწილებად, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. ასევე, განაწილებულ დივიდენდზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 175(1 „ა“); 176(1 „ა“ და „ბ“); 180(1); 269(7);