ბრძანება N 13038
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13038
12.06.2023
შპს „--------“-ის (ს/ნ ---------)
(მის: ------------)
2023 წლის 27 აპრილის და 8 მაისის საჩივრების
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 მაისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ --------) №8062/1/2023 და №80866/1/2023 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №125-5 საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №125-5 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს მის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 7 დეკემბერს, შპს „---------“-ის (ს/ნ --------) მიერ №11111/C178080 საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ იქნა რაფინირებული მზესუმზირას ზეთი (4 800 ცალი 5-ლიტრიანი ზეთი და 24 000 ცალი 1-ლიტრიანი ზეთი, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 166 752.91 ლარი, საერთო წონა 46 080 კგ).
2022 წლის 10 დეკემბერს, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდეგ განხორციელდა №11111/C178080 საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და დეკლარირებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული მონაცემები განსხვავდებოდა ფაქტობრივად არსებული საქონლის მონაცემებისგან. შესაბამისად, საქონლის გაფორმების საბაჟო ფორმალობების დასრულებისას არ იქნა გათვალისწინებული დეკლარირებისას წარდგენილი და ფაქტობრივად არსებული საქონლის მონაცემებთან შეუსაბამო საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (CT-1 №RUGE 2063003634, 07/12/2022) და საქონელი დაექვემდებარა იმპორტის გადასახადით დაბეგვრას (დარიცხული იმპორტის გადასახადის თანხა 20 010 ლარი), რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია დარიცხული დღგ-ის თანხის 3 601.80 ლარის ოდენობით გაზრდა (სულ დამატებით დარიცხული იმპორტის გადასახდელის ოდენობა 23 611.80 ლარი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 21 დეკემბერს შედგენილ იქნა №EL195049 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „---------“-ს (ს/ნ --------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის – 23 611.80 ლარის ოდენობით.
2022 წლის 26 დეკემბერს, საქონლის გაშვების შემდგომ, შპს „--------“-ის (ს/ნ -------) მიერ №23529121-10-21 განცხადებით საბაჟო ორგანოში წარდგენილ იქნა რეტროსპექტიულად გაცემული საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი (CT-1 №RUGE 2063003807, 21.12.2022), რომლის საფუძველზეც №11111/C178080 07/12/2022 საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა ცვლილების შეტანა და დეკლარირებული საქონლის იმპორტი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისგან (შემცირდა 20 010 ლარის ოდენობით დარიცხული იმპორტის გადასახადის თანხა და დღგ-ის თანხა 3 601.80 ლარის ოდენობით).
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5862 ბრძანებით შპს „--------“-ის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი 2023 წლის 20, 24 იანვრის და 3 თებერვლის №78276/1/2023, №78418/1/2023 და №78843/1/2023 საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „--------“ (ს/ნ --------) საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა 2022 წლის 21 დეკემბრის №EL195049 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის იმ ნაწილისგან, რა ნაწილზეც რეტროსპექტიულად გაცემული საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზეც №11111/C178080 07/12/2022 საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის იმპორტი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისგან.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5862 ბრძანების აღსრულების მიზნით, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“ 2023 წლის 31 მარტის №29152-21-10-21 წერილით საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ეცნობა, რომ „წარმოდგენილი სანაცვლოდ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის (№RUGE2063003807) საფუძველზე №C178080/11111 07/12/2022 საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის იმპორტის გადასახადის შეღავათის ოდენობა შეადგენს 20010 ლარს“.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5862 ბრძანების აღსრულების მიზნით საბაჟო დეპარტამენტმა გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------“ 2023 წლის 31 მარტის №29152-21-10-21 წერილის საფუძველზე განახორციელა 2022 წლის 21 დეკემბრის №EL195049 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული სანქციის შეცვლა, კერძოდ, ნაცვლად 23611,8 ლარისა განისაზღვრა 3601,8 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია თუ რა ითვლება საგადასახადო შეღავათად: „სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან“. მე-5 ნაწილი ადგენს, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
მე-5 ნაწილის მიხედვით, საქონლის პრეფერენციული წარმოშობის განსაზღვრის კრიტერიუმები და წესი, აგრეთვე საქონლის პრეფერენციული წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა და მისი შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს, რომ იმპორტის გადასახდელი არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადი, აქციზი, დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებით წარმოიშობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო სანქცია არის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შეფარდებულ საბაჟო სანქციაში (ჯარიმა) მოიაზრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადი, აქციზი, დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებით წარმოიშობა.
საქმის მასალებით დადგენილია:
2022 წლის 10 დეკემბერს №11111/C178080 საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების და დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული მონაცემები განსხვავდებოდა ფაქტობრივად არსებული საქონლის მონაცემებისგან. შესაბამისად, საქონლის გაფორმების საბაჟო ფორმალობების დასრულებისას არ იქნა გათვალისწინებული დეკლარირებისას წარდგენილი და ფაქტობრივად არსებული საქონლის მონაცემებთან შეუსაბამო საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (CT-1 №RUGE 2063003634, 07/12/2022) და საქონელი დაექვემდებარა იმპორტის გადასახადით დაბეგვრას (დარიცხული იმპორტის გადასახადის თანხა 20 010 ლარი), რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია დარიცხული დღგ-ის თანხის 3 601.80 ლარის ოდენობით გაზრდა (სულ დამატებით დარიცხული იმპორტის გადასახდელის ოდენობა 23 611.80 ლარი).
2022 წლის 26 დეკემბერს, საქონლის გაშვების შემდგომ, შპს „--------“-ის (ს/ნ -------) მიერ №23529121-10-21 განცხადებით საბაჟო ორგანოში წარდგენილ იქნა რეტროსპექტიულად გაცემული საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი (CT-1 №RUGE 2063003807, 21.12.2022), რომლის საფუძველზეც №11111/C178080 07/12/2022 საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა ცვლილების შეტანა და დეკლარირებული საქონლის იმპორტი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისგან. ამდენად, შემცირდა 20 010 ლარის ოდენობით დარიცხული იმპორტის გადასახადის თანხა და შესაბამისად დღგ-ის თანხაც - 3 601.80 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5862 ბრძანების აღსრულების მიზნით შპს „--------“-ის (ს/ნ ---------) მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი 2022 წლის 21 დეკემბრის №EL195049 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------“ 2023 წლის 31 მარტის №29152-21-10-21 წერილის საფუძველზე შემცირდა მხოლოდ №C178080/11111 07/12/2022 საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის იმპორტის გადასახადის ოდენობით, რამაც 20010 ლარი შეადგინა და ჯარიმა ნაცვლად 23611,8 ლარისა განისაზღვრა 3601,8 ლარით, რაზეც მომჩივანს წარედგინა 2023 წლის 31 მარტის №125-5 საგადასახადო მოთხოვნა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რეტროსპექტიულად გაცემული საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (CT-1 №RUGE 2063003807, 21.12.2022) საფუძველზე №11111/C178080 07/12/2022 საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა ცვლილების შეტანა და დეკლარირებული საქონლის იმპორტი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისგან (შემცირდა 20 010 ლარის ოდენობით დარიცხული იმპორტის გადასახადის თანხა და დღგ-ის თანხა 3 601.80 ლარის ოდენობით), შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 2023 წლის 31 მარტის №125-5 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული აღსრულების შედეგები არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5862 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5862 ბრძანების აღსრულების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტს 2022 წლის 21 დეკემბრის №EL195049 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება), უნდა განეხორციელებინა იმ ნაწილზე, რა ნაწილზეც რეტროსპექტიულად გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე №11111/C178080 07/12/2022 საბაჟო დეკლარაციით გაფორმებულ საქონელზე გავრცელდა საგადასახადო შეღავათი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“-ის (ს/ნ ---------) საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5862 ბრძანების სრულად აღსრულების მიზნით, დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, 2022 წლის 21 დეკემბრის №EL195049 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება), იმ ნაწილზე, რა ნაწილზეც რეტროსპექტიულად გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე №11111/C178080 07/12/2022 საბაჟო დეკლარაციით გაფორმებულ საქონელზე გავრცელდა საგადასახადო შეღავათი;
3. საბაჟო დეპარტამენტს დაევალოს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16), ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №125-5 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს მის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის მიერ №11111/C178080 საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ იქნა რაფინირებული მზესუმზირას ზეთი. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდეგ განხორციელდა №11111/C178080 საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და დეკლარირებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული მონაცემები განსხვავდებოდა ფაქტობრივად არსებული საქონლის მონაცემებისგან. შესაბამისად, საქონლის გაფორმების საბაჟო ფორმალობების დასრულებისას არ იქნა გათვალისწინებული დეკლარირებისას წარდგენილი და ფაქტობრივად არსებული საქონლის მონაცემებთან შეუსაბამო საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (CT-1 №RUGE 2063003634, 07/12/2022) და საქონელი დაექვემდებარა იმპორტის გადასახადით დაბეგვრას (დარიცხული იმპორტის გადასახადის თანხა 20 010 ლარი), რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია დარიცხული დღგ-ის თანხის 3 601.80 ლარის ოდენობით გაზრდა (სულ დამატებით დარიცხული იმპორტის გადასახდელის ოდენობა 23 611.80 ლარი). აღნიშნულიდან გამომდინარე, უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადამხდელს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის – 23 611.80 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5862 ბრძანებით მომჩივანის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი 2023 წლის 20, 24 იანვრის და 3 თებერვლის №78276/1/2023, №78418/1/2023 და №78843/1/2023 საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გადამხდელი გათავისუფლდა 2022 წლის 21 დეკემბრის №EL195049 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის იმ ნაწილისგან, რა ნაწილზეც რეტროსპექტიულად გაცემული საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზეც №11111/C178080 07/12/2022 საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის იმპორტი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისგან.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5862 ბრძანების აღსრულების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტს 2022 წლის 21 დეკემბრის №EL195049 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება), უნდა განეხორციელებინა იმ ნაწილზე, რა ნაწილზეც რეტროსპექტიულად გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე №11111/C178080 07/12/2022 საბაჟო დეკლარაციით გაფორმებულ საქონელზე გავრცელდა საგადასახადო შეღავათი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 41(1), 60(2).
საქართველოს საბაჟო კოდექსი: 36, 163(2), 167(1).