ბრძანება N 20239
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20239
16 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ -ის “ (ს/ნ "------" )
(ფაქტ. მის.:"------" )
2023 წლის 17 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ივლისის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა შპს „------ - ის “ (ს/ნ "------" ) 2023 წლის 17 იანვრის №78130/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №225-14 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაცემულ სესხზე მოგების გადასახადის გაანგარიშებას. განმარტავს, რომ საწარმოს მიერ 2022 წლის 31 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირზე გაცემულია სესხი 12 თვით და განსაზღვრულია სარგებლის პროცენტი, ხოლო სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტები გადახდილი უნდა იყოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ბოლოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის პოზიციით მოგების გადასახადი უნდა გაანგარიშდეს 65 000 ლარიდან.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გადარიცხული ავანსის მოგების გადასახადით დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრულ ჯარიმას, ვინაიდან აღნიშნული დარღვევის გამო საწარმოს გადასახადის თანხა არ ერიცხება. გადამხდელი ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
3. გადამხდელი არ ეთანხმება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გადახდილი ავანსის მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ თანხები გადარიცხული აქვს ჩინეთში რეგისტრირებული საწარმოსთვის, რომელიც არ წარმოადგენს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანას. აცხადებს, რომ ჩინეთში რეგისტრირებული საწარმო აწვდის მასალებს წარმოებისათვის, ხოლო თანხის ანაზღაურება ხდება ჩინეთში რეგისტრირებული საწარმოს დავალებით ჰონგ კონგის ბანკში ამავე საწარმოს საბანკო ანგარიშზე, რისი დოკუმენტური მტკიცებულება წარდგენილია აუდიტის დეპარტემენტში.
4. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს სალაროში არსებული ფულადი სახსრების განხილვას არაგონივრულ ნაშთად და მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფული ყოველთვის განკუთვნილია საწარმოს სამეწარმეო საქმიანობისათვის და მისი უკანონო ან დაუსაბუთებელი ხარჯვა შემოწმებასაც არ დაუფიქსირებია. აღნიშნული ფაქტი დასტურდება საწარმოს საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ მონაცემებითაც, რომელიც წარდგენილი არის აუდიტის დეპარტამენტში, ხოლო საწარმოს მიერ დამფუძნებელზე სესხის გაცემა აღრიცხულია ბუღალტრულ აღრიცხვაში. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება სარგებლის 20%-იან განაკვეთს, ვინაიდან აღნიშნული განაკვეთი დადგენილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის ბრძანებით, რომელიც უკვე არ შეესაბამება დღევანდელი ეკონომიკის განვითარებას და არ არის შესაბამისობაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ სესხის საბაზრო პროცენტთან. შესაბამისად მიიჩნევს, რომ აღნიშნული 20%-იანი სარგებლის განაკვეთი შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებთან საბაზრო ურთიერთობის შესახებ.
5. მიუთითებს შეცდომა/არცოდნაზე და საქართველოს საგდასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტების აღწერა:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9785 ბრძანების საფუძველზე შპს „----- - ის “ (ს/ნ "------" ) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33565 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №225-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 182 047 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 83 236 ლარი, ჯარიმა 80 964 ლარი და საურავი 17 847 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1.შემოწმებით დგინდება, რომ საწარმომ 2022 წლის იანვრის თვეში 65 000 ლარის ოდენობით სესხი გასცა მის დამფუძნებელზე. ამასთან, 2022 წლის იანვრის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში აღნიშნული განაცემი არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 982 მუხლების გათვალისწინებით შემოწმების შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
2.შემოწმებით დგინდება, რომ საწარმომ 2020 წლის ივნისის თვეში საქონლის შეძენის მიზნით ავანსი 39 630 ლარის ოდენობით გადაურიცხა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ პირს, რის სანაცვლოდაც საქონელი მიიღო 2020 წლის აგვისტოს თვეში. 2020 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების მოგების გადასახადის დეკლარაციები გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ნულოვანი სახით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 982 მუხლების გათვალისწინებით და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად გადამხდელს განესაზღვრა მოგების გადასახადი 2020 წლის ივნისის თვეში, რამაც თავის მხრივ გამოიწვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვა, ხოლო 2020 წლის აგვისტოს თვეში მოგების გადასახადი გათვალისწინებულ იქნა ჩათვლაში.
3.შემოწმებით დგინდება, რომ საწარმომ 2022 წლის თებერვლის და მარტის თვეებში საქონლის შეძენის მიზნით ავანსი მთლიანობაში 387 725 ლარის ოდენობით გადაურიცხა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ პირს, რის სანაცვლოდაც საქონელი შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე არ მიუღია. 2022 წლის თებერვლის და მარტის თვეების მოგების გადასახადის დეკლარაციები გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ნულოვანი სახით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97- ე,982 მუხლების გათვალისწინებით და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად საწარმოს განესაზღვრა მოგების გადასახადი 2022 წლის თებერვლის და მარტის თვეებში, რამაც თავის მხრივ გამოიწვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვა.
4.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით უფიქსირდება სალაროს მუდმივი და მზარდი ნაშთი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, სალაროში არსებული ფულადი სახსრები, გონივრული ნაშთის (რომელიც საჭიროა საქმიანობისთვის) გათვალისწინებით განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე და 982 მუხლების შესაბამისად, დაექვემდებარა დაბეგვრას მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნებულ სესხის ძირითად თანხაზე გაანგარიშებულ იქნა ჩასათვლელი მოგების გადასახადის თანხა. ამასთანავე, გააგარიშებულ იქნა ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილების მიზნებისათვის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება იმავე ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85-ზე გაყოფის შედეგად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საწარმოს მიერ 2022 წლის იანვრის თვეში გაცემულია სესხი 65 000 ლარის ოდენობით მის დამფუძნებელზე, ხოლო გადამხდელის მიერ აღნიშნული განაცემი არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა აღნიშნული განაცემის მიხედვით, მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება და შესაბამისად, მოგების გადასახადით დაბეგვრა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) ავანსის გადახდა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები, რომლის/რომელთა საგადასახადო კანონმდებლობით:
ა) იურიდიული პირი თავისუფლდება მოგების გადასახადისგან;
ბ) იურიდიული პირის მიერ მიღებულ ან/და განაწილებულ მოგებაზე დაწესებული არ არის მოგების გადასახადი ან მოგების გადასახადის განაკვეთი საქართველოში არსებული მოგების გადასახადის განაკვეთის 1/3-ს არ აღემატება.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ, უცხო ქვეყნის ან უცხო ქვეყნის ცალკეული ტერიტორიების საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიმე იურიდიული პირის მიმართ ადგილი აქვს ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევას, აღნიშნული ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები ამ ნაწილში ითვლება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, იმ ქვეყნების ან/და ქვეყნების ცალკეული ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლებიც ამ კოდექსის მიზნებისათვის შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება, ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი განმარტავს, რომ თანხები გადარიცხული აქვს ჩინეთში რეგისტრირებული საწარმოსთვის, რომელიც არ წარმოადგენს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანას. აცხადებს, რომ ჩინეთში რეგისტრირებული საწარმო აწვდის მასალებს წარმოებისათვის, ხოლო თანხის ანაზღაურება ხდება ჩინეთში რეგისტრირებული საწარმოს დავალებით ჰონგ კონგის ბანკში ამავე საწარმოს საბანკო ანგარიშზე, რისი დოკუმენტური მტკიცებულება წარდგენილია აუდიტის დეპარტემენტში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ნორმებზე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავალას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი აცხადებს, რომ საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფული ყოველთვის განკუთვნილია საწარმოს სამეწარმეო საქმიანობისათვის და მისი უკანონო ან დაუსაბუთებელი ხარჯვა შემოწმებასაც არ დაუფიქსირებია. აღნიშნული ფაქტი დასტურდება საწარმოს საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ მონაცემებითაც, რომელიც წარდგენილია აუდიტის დეპარტემენტში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ - ის “ (ს/ნ "------" ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაცემულ სესხზე მოგების გადასახადის გაანგარიშებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გადარიცხული ავანსის მოგების გადასახადით დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრულ ჯარიმას.
გადამხდელი ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
3. გადამხდელი არ ეთანხმება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გადახდილი ავანსის მოგების გადასახადით დაბეგვრას.
4. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს სალაროში არსებული ფულადი სახსრების განხილვას არაგონივრულ ნაშთად და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
5. მიუთითებს შეცდომა/არცოდნაზე და საქართველოს საგდასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საწარმომ სესხი გასცა მის დამფუძნებელზე. ამასთან, 2022 წლის იანვრის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში აღნიშნული განაცემი არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით.გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.
2.საწარმომ 2020 წლის ივნისის თვეში საქონლის შეძენის მიზნით ავანსი 39 630 ლარის ოდენობით გადაურიცხა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ პირს, რის სანაცვლოდაც საქონელი მიიღო 2020 წლის აგვისტოს თვეში. 2020 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების მოგების გადასახადის დეკლარაციები გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ნულოვანი სახით. გადამხდელს განესაზღვრა მოგების გადასახადი 2020 წლის ივნისის თვეში და დაერიცხა ჯარიმა.
3.საწარმომ საქონლის შეძენის მიზნით ავანსი გადაურიცხა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ პირს, რის სანაცვლოდაც საქონელი შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე არ მიუღია.საწარმოს განესაზღვრა მოგების გადასახადი და დაერიცხა ჯარიმა.
4.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით უფიქსირდება სალაროს მუდმივი და მზარდი ნაშთი. აღნიშნული განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნებულ სესხის ძირითად თანხაზე გაანგარიშებულ იქნა ჩასათვლელი მოგების გადასახადის თანხა. ამასთანავე, გააგარიშებულ იქნა ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავალას.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საკითხი საჭიროებას დამატებით შესწავლას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),97,982,101,154,269(7)
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტი.