ბრძანება N 25593

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.11.2025
№ დოკუმენტი 25593
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 25593

20 ნოემბერი 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(მის.: „-------“)

2025 წლის 18 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 ოქტომბრის №25583/2/2025 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „------ -ის“ (ს/ნ „-------“) №94397/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №EL286645 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანიის ოპერირების ქვეშ იმყოფება მე-6 ნავმისადგომი, სადაც ხდება საბორნე გემების დამუშავება (ეს ტერიტორია წარმოადგენს კონტროლის ზონას და არა საბაჟო საწყობის ტერიტორიას). კონტროლის ზონაში საპარკინგე ტერიტორიის სიმცირის გამო საბორნე გემიდან დაცლილი სატრანსპორტო საშუალებების განთავსება ხდება საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე. აღნიშნული შეთანხმებულია საბაჟო პუნქტი „------- - პორტის“ ხელმძღვანელობასთან. ამავე, შეთანხმების საფუძველზე საბაჟო საწყობს დაევალა საბაჟო კონტროლის ზონაში მიღებული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, რაც თავის მხრივ მოიაზრებდა მიღების თარიღს, გასვლის თარიღს, საბაჟო საწყობიდან გაშვების საფუძვლის რეესტრს.

საბაჟო საწყობიდან გავიდა სატვირთო მანქანა, რომელზეც განთავსებული იყო, კონოსამენტით გათვალისწინებული 2 მისაბმელი და მისაბმელზე არსებული 4 სატვირთო მისაბმელი. კომპანიისთვის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული და ფიზიკურად საბაჟო საწყობიდან გასული საქონელი სრულად შეესაბამებოდა ერთმანეთს. შესაბამისად, კომპანიამ მოახდინა მათთვის გადმოცემული დოკუმენტაციის შემოწმება და არ შეეძლო სცოდნოდათ არსებობდა თუ არა რაიმე სახის ზედმეტი ტვირთი, რაც არ იყო წარმოდგენილი შეტყობინებაში.

მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ კომპანია არ ახორციელებს აღნიშნული ტვირთის საბაჟო დამუშავებას, ვინაიდან კომპანია არ არის დეკლარანტი და არ ახდენს ტვირთის გამოცხადებას, დასაწყობებას და ა.შ. კომპანიის მფლობელობაში არსებული საბორნე გადასასვლელიდან შემოსული ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალება და ტვირთი იყენებს კომპანიის ტერიტორიას პარკირების მიზნით, ხოლო ნებისმიერი სახის ტვირთის საბაჟო გადამუშავებას სრულად ახდენს ნავსადგური ან გაფორმების ეკონომიკური ზონა, მათ შორის ახდენს საქონლის კონტროლზე აყვანას, გამოცხადებას, დროებითი განაცხადის მომზადებას და ა.შ. შესაბამისად, კომპანიას რაიმე სახის საკანონმდებლო ვალდებულება საბაჟო პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით არ გააჩნია.

მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, მანიფესტში მითითებული მისაბმელის ამწევი მექანიზმი ტვირთმფლობელის ან/და წარმომადგენლის მიერ ახსნილ იქნა, როგორც მისაბმელების სათადარიგო ნაწილი, შესაბამისად არ უცნობებია საბაჟო ორგანოს წარმომადგენლებისათვის. ვინაიდან სხვა დანარჩენი ტვირთი (გამწევი, მისაბმელი და მასზე განთავსებული ოთხი ერთეული ავტომობილის მისაბმელი) შეესაბამებოდა წარმოდგენილ საბაჟო შეტყობინებას. ტვირთი ნავსადგურიდან გასვლისას წესისამებრ შეამოწმა საბაჟო დეპარტამენტმა და მიაჩნია, რომ მას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა იმ საბაჟო პროცედურების დარღვევისთვის, რომელსაც არ ახორციელებს.

მისივე განმარტებით, კომპანიას აქვს აღნიშნული ტვირთის მანიფესტი, თუმცა ჯარიმის დაკისრებამდე საბაჟო სამსახურის მიერ არც წერილობით, არც ზეპირად და არც სხვა საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით არ მოეთხოვებოდა მანიფესტში არსებული ტვირთის და რეალურად არსებული ტვირთის შესაბამისობის კონტროლი, ვინაიდან ტვირთის სრულ საბაჟო დამუშავებასა და კონტროლს საბაჟო სამსახური ახორციელებდა. ამდენად, ჯარიმის დაკისრებამდე კომპანიის მიერ არ ხორციელდებოდა შესაბამისობის კონტროლი. ვინაიდან, საბაჟო სამსახურის მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შედეგად ფაქტიურად კომპანიისთვის დაკისრებულ იქნა ეს ვალდებულება, კომპანია მზად არის ამ შემთხვევის შემდგომ მოახდინოს ტვირთის მანიფესტისა და რეალურად არსებული ტვირთის კონტროლი მე-6 ნავსადგომზე, თუმცა მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მინიმუმ დაკისრებული სანქცია უნდა გაუქმდეს, რადგან ჯარიმა დაეკისრა იმ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის რასაც საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით არ ასრულებდა, რადგან არ ევალებოდა მისი შესრულება და ასევე, არც საბაჟო სამსახურს მოუთხოვია მსგავსი ვალდებულების შესრულება, არც წერილობით და არც ზეპირი ფორმით.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვა სადავო ოქმის ბათილად ცნობა.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 12 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტი „------ -ის პორტის“ კონტროლის ზონაში ბორნით „-------“ შემოვიდა, რეგისტრაციიდან მოხსნილი „-----“-ის მარკის სატვირთო სატრანსპორტო საშუალება მისაბმელთან ერთად (მძღოლის გარეშე). „-----“-ის მარკის სატვირთო სატრანსპორტო საშუალების (დროებითი ნომერი „-------“; ს/ნ„-------“) მიმღებს წარმოადგენდა სხვა პირი, ხოლო მისაბმელის (დროებითი ნომერი „-------“; ს/ნ „-------“) მიმღებს კი სხვა პირი. თანმხლები დოკუმენტების (სატვირთო მანიფესტი (№24 09.05.2025); კონოსამენტები: 1№5(2); №15(3); №15(4)) მიხედვით, აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული იყო ოთხი ერთეული სატვირთო ავტომობილის მისაბმელი („-------“– ს/ნ „-------“; „-------“– ს/ნ „-------“; „-------“– ს/ნ „-------“; „-------“– ს/ნ „-------“) და ორი ერთეული ავტომობილის მისაბმელის ამწევი მექანიზმი. აღნიშნული ოთხი ერთეული სატვირთო ავტომობილის მისაბმელის მიმღებს წარმოადგენდნენ სხვადასხვა პირები.

ზემოაღნიშნული სატვირთო ავტომობილი (№„-------“) მასზე განთავსებულ საქონელთან ერთად, 2025 წლის 12 მაისს გავიდა "-------" საზღვაო ნავსადგურიდან და განთავსდა ნავსადგურის მომიჯნავედ არსებულ შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე („-------“).

2025 წლის 13 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტში „------ - ის პორტი“ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, №„-------“ სატვირთო ავტომობილი (გამწევი – ს/ნ „-------“; მისაბმელი – ს/ნ „-------“) და მასზე განთავსებული ოთხი მისაბმელი (ს/ნ „-------“; ს/ნ „-------“; ს/ნ „-------“; ს/ნ „-------“) დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, გაიცა საბაჟო შეტყობინებები და ქართული დროებითი ნომრები (№„-------“; №„-------“; №„-------“; №„-------“; №„-------“; №„-------“), ხოლო №„-------“ სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებულ ერთ ამწევ მექანიზმზე, რომლის მიმღები იყო ფიზიკური პირი, 2025 წლის 13 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტში „------- პორტი“ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე (კონოსამენტი №15(3); ინვოისი №„-------“)) დარეგისტრირდა №„-------“ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4, რომლითაც საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.

საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ 2025 წლის 13 მაისს, შპს „------ - ის“ საბაჟო საწყობიდან („-------“) №„-------“ სატვირთო ავტომობილთან (გამწევი – ს/ნ „-------“; მისაბმელი – ს/ნ „-------“) და მასზე განთავსებულ ოთხ მისაბმელთან (ს/ნ „-------“; ს/ნ „-------“; ს/ნ „-------“; ს/ნ „-------“) ერთად, საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილ იქნა ორი ერთეული ავტომობილის მისაბმელის ამწევი მექანიზმი, საიდანაც ერთი ამწევი მექანიზმი მოქცეული იყო თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (№„-------“ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4), ხოლო მეორე ამწევ მექანიზმზე, რომლის მიმღებს წარმოადგენდა ფიზიკური პირი, არ იყო განხორციელებული საბაჟო ფორმალობები.

2025 წლის 13 მაისს საქონლის მიმღებმა ფიზიკურმა პირმა მიმართა ბორან „------“-ის სააგენტო კომპანიას – შპს „N1-ს“ მისი კუთვნილი საქონლის (ავტომობილის მისაბმელის ამწევი მექანიზმი) გასატანად, ასევე მოითხოვა საქონლის თანმხლები დოკუმენტის – კონოსამენტის გაცემა და შპს „------ - ის“ ტერიტორიაზე შესასვლელი საშვი.

საქონლის მიმღებმა ფიზიკურმა პირმა ჯერ სატელეფონო საუბარში და შემდეგ პირადად, საბაჟო გამშვებ პუნქტ „------ - ის პორტში“ გამოცხადებისას, განაცხადა რომ მისი კუთვნილი საქონელი (ავტომობილის მისაბმელის ამწევი მექანიზმი) შპს „------ - ის“ საბაჟო საწყობიდან გაიტანა 2025 წლის 13 მაისს, №„-------“ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით, ოთხ მისაბმელთან და სხვა პირის კუთვნილი ავტომობილის მისაბმელის ამწევ მექანიზმთან ერთად. მისივე განმარტებით, მისი კუთვნილი ამწევი მექანიზმი იყო მეორადი მოხმარების, რის გამოც საჭიროდ არ ჩათვალა მისი დეკლარირება.

განკარგული საქონლის ღირებულება დადგინდა შპს „N1-ის“ მიერ მოწოდებული საქონლის თანმხლები დოკუმენტების (ინვოისი №„-------“05.05.2025; ტრანსპორტირების ინვოისი №„-------“ 05.05.2025) საფუძველზე.

ვინაიდან შპს „----- - ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 2 ივნისს შედგენილ იქნა №EL286645 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „------ - ს“ (ს/ნ „-------“) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

„-------“ საზღვაო ნავსადგურში ბორანი დგება №6 ნავმისადგომზე, რომელიც დროებით სარგებლობაში გადაცემულია შპს „------ - ის“ (ს/ნ „-------“) მფლობელობაში (არ არის საბაჟო საწყობის ტერიტორია), ხოლო №4 და №5 ნავმისადგომები განთავსებულია შპს „------ - ის“ (ს/ნ „-------“) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე („-------“). ბორნით შემოსული სატრანსპორტო საშუალებები და მათზე განთავსებული ტვირთები, „-------“-ის საზღვაო ნავსადგურის №6 ნავმისადგომიდან (ბორნიდან ჩამოსვლითანავე) გადადის (საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გარეშე) ნავსადგურის მომიჯნავედ არსებულ შპს „------ - ის“ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე („-------“).

საგულისხმოა, რომ შპს „------ - ს“, №„-------“ სატრანსპორტო საშუალებისა და მასზე განთავსებული საქონლის საბაჟო საწყობში მიღებისას, საბაჟო ორგანოსთვის არ უცნობებია, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებასა და მასზე განთავსებულ ტვირთებსა და თანმხლებ დოკუმენტებთან შეუსაბამობის შესახებ.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2025 წლის 15 ივლისის №16006 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც სანქციის შეფარდება ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები შესაფასებელია შემოსავლების სამსახურის მიერ და საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილა, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №16006 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლი მიუთითებს, როპმ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:

ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

ა) დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;

გ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;

ქ) უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

დადგენილია, რომ შპს „------ - ის“ საბაჟო საწყობიდან („-------“) №„-------“ სატვირთო ავტომობილთან (გამწევი – ს/ნ „-------“; მისაბმელი – ს/ნ „-------“) და მასზე განთავსებულ ოთხ მისაბმელთან (ს/ნ „-------“; ს/ნ „-------“; ს/ნ „-------“; ს/ნ „-------“) ერთად, საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილ იქნა ორი ერთეული ავტომობილის მისაბმელის ამწევი მექანიზმი, საიდანაც ერთი ამწევი მექანიზმი მოქცეული იყო თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (№„-------“ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4), ხოლო მეორე ამწევ მექანიზმზე, რომლის მიმღებს წარმოადგენდა ფიზიკური პირი, არ იყო განხორციელებული საბაჟო ფორმალობები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საბაჟო საწყობი ვალდებულია, დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები, არ დაუშვას საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად, ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება, რაც მოცემულ შემთხვევაში რაც არ განუხორციელებია, რითიც დაარღვია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით დადგენილი სანებართვო პირობები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე დასტურდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ხოლო ვინაიდან, საბაჟო საწყობის მიერ აღნიშნული ქმედება ჩადენილია განმეორებით, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ კომპანიის ოპერირების ქვეშ იმყოფება მე-6 ნავმისადგომი, სადაც ხდება საბორნე გემების დამუშავება (ეს ტერიტორია წარმოადგენს კონტროლის ზონას და არა საბაჟო საწყობის ტერიტორიას), შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ „-------“-ის საზღვაო ნავსადგურში ბორანი დგება №6 ნავმისადგომზე, რომელიც დროებით სარგებლობაში გადაცემულია შპს „------ - ის“ (ს/ნ „-------“) მფლობელობაში (არ არის საბაჟო საწყობის ტერიტორია), ხოლო №4 და №5 ნავმისადგომები განთავსებულია შპს „------ - ის“ (ს/ნ „-------“) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე („-------“), ბორნით შემოსული სატრანსპორტო საშუალებები და მათზე განთავსებული ტვირთები, „-------“-ის საზღვაო ნავსადგურის №6 ნავმისადგომიდან (ბორნიდან ჩამოსვლითანავე) გადადის (საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გარეშე) ნავსადგურის მომიჯნავედ არსებულ შპს „------- - ის“ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე („-------“). შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო საწყობში განთავსებულ ტვირთებზე, მათ შორის, ბორნით შემოსულ ტვირთებზეც, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის – შპს „------ - ის“ მიერ ხორციელდება სავალდებულო საბაჟო ფორმალობები საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ, როგორც საქონლის მიმღების წარმომადგენლის მიერ, საბაჟო საწყობში განთავსებულ ტვირთებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ხორციელდება საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის შევსება. შპს „------ - ს“, როგორც „-------“-ის საზღვაო ნავსადგურის №6 ნავმისადგომის ოპერატორ კომპანიას, ასევე წვდომა აქვს ბორნით შემოსული ტვირთების თანმხლებ დოკუმენტებთან, მათ შორის, მანიფესტთან.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს იმ გარემობაზეც, რომ შპს „------- - ს“, „-------“ სატრანსპორტო საშუალებისა და მასზე განთავსებული საქონლის საბაჟო საწყობში მიღებისას, საბაჟო ორგანოსთვის არ უცნობებია, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებასა და მასზე განთავსებულ ტვირთებსა და თანმხლებ დოკუმენტებთან შეუსაბამობის შესახებ.

მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტის ბათილად ცობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შპს „------ - ის“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

176.